სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ელით 2019 წლის დეკემბერში თხის რქებს - "გამარჯვების თვე დაგიდგათ"
რა ელით 2019 წლის დეკემბერში თხის რქებს - "გამარჯვების თვე დაგიდგათ"

თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის თვე და­გიდ­გათ. რო­გორც სამ­სა­ხურ­ში, ასე­ვე ფი­ნან­სურ სფე­რო­ში. რა­საც ვერ ვი­ტყვით პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე. სა­კუ­თარ თავს ჰკი­თხეთ, მუდ­მი­ვად ეჭ­ვე­ბი და უსი­ა­მოვ­ნო ფიქ­რე­ბი რა­ტომ მახ­ვე­ვია? კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბა. დღე­სას­წა­უ­ლამ­დე ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, მი­ი­ღეთ ბუ­ნებ­რი­ვი ვი­ტა­მი­ნე­ბი.

  • პროგ­ნო­ზი დე­კემ­ბრის დე­კა­დე­ბის მი­ხედ­ვით

დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში - და­ძა­ბუ­ლო­ბა მო­ი­მა­ტებს უამ­რა­ვი ჩახ­ლარ­თუ­ლი საქ­მის მოგ­ვა­რე­ბა მო­გი­წევთ. ეცა­დეთ, კონ­ცენ­ტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოთ მთა­ვარ­ზე. შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და სი­ბე­ჯი­თე გჭირ­დე­ბათ და ყვე­ლა­ფერს იდე­ა­ლუ­რად მო­აგ­ვა­რებთ. ეცა­დეთ, პე­რი­ო­დი ფი­ნან­სუ­რი ვა­ლე­ბის გა­რე­შე გა­ა­ტა­როთ. ზო­გი­ერთ თხის რქას მკვეთ­რად მო­უ­წევს გე­გე­ბის შეც­ვლა, რათა კა­რი­ე­რულ წინსვლას მი­აღ­წი­ოს. ნუ და­ხარ­ჯავთ დროს კა­მათ­ზე. შე­ამ­ცი­რეთ ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვე­ბი. მე­ტად გა­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ კვე­ბი­სა და ძი­ლის რე­ჟი­მი. კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბით სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბით.

დე­კემ­ბრის შუ­ა­ში - მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ ნე­გა­ტი­უ­რი თვი­სე­ბებ­თან ბრძო­ლას. რაც უფრო მალე და­ამ­ყა­რებთ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან კე­თილ­გან­წყო­ბას, მით უკე­თე­სია. ნუ გა­ჯი­უტ­დე­ბით, თუ არ გსურთ, მე­გობ­რე­ბი და­კარ­გოთ. თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლეთ ახა­ლი იდე­ე­ბი და გეგ­მე­ბი. კარგ შე­დე­გებს მო­გი­ტანთ მივ­ლი­ნე­ბა შორ და ახლო მან­ძილ­ზე. მო­ე­რი­დეთ შუ­რი­ან და ბოღ­მა ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქტს, რომ­ლე­ბიც გა­მორ­ჩე­ნის მიზ­ნით მე­გობ­რო­ბენ თქვენ­თან.

დე­კემ­ბრის ბო­ლოს - ეცა­დეთ, მეტი დრო გა­ა­ტა­როთ მშვიდ გა­რე­მო­ში, გან­მარ­ტო­ე­ბით, და­ფიქ­რდეთ მთე­ლი წლის შე­დე­გებ­ზე. და­აკ­ვირ­დით ხალ­ხს, ვინც თქვენ გვერ­დი­თაა, მოვ­ლე­ნებს, რაც თქვენ გარ­შე­მო ხდე­ბა. მშვი­დად და ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ი­ტა­ნეთ დას­კვნე­ბი. მომ­ხდარ­ზე მწვა­ვე რე­აქ­ცია ნუ გექ­ნე­ბათ. გა­და­ი­ხა­დეთ ვა­ლე­ბი, კრე­დი­ტე­ბი და ეცა­დეთ, ახალ წელ­სა და სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღეს (დე­კემ­ბრის თხის რქებს გე­ხე­ბათ) პო­ზი­ტი­უ­რად შეხ­ვდეთ. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მზრუნ­ვე­ლო­ბით გა­გა­ნე­ბივ­რებთ. იყა­ვით მისი მად­ლი­ე­რი. შე­ამ­ცი­რეთ დატ­ვირ­თვა ვარ­ჯი­ში­სას და მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მგზავ­რო­ბი­სას, სა­ჭეს­თან.

  • კა­რი­ე­რა, სამ­სა­ხუ­რი

გა­მარ­ჯვე­ბის თვე და­გიდ­გათ. მთა­ვა­რია, არ იზარ­მა­ცოთ და არ გქონ­დეთ ინ­ფან­ტი­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მი. უფ­რო­სო­ბა და­ა­ფა­სებს თქვენს შრო­მას. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს ფი­ნან­სუ­რი და სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხე­ბი. ნუ მო­გე­რი­დე­ბათ ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა.

ზო­გი­ერთს სა­კუ­თა­რი საქ­მის და­წყე­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ. ეს შე­იძ­ლე­ბა არა საბ­რო­კე­რო ფირ­მა ან ბიზ­ნე­სინ­კუ­ბატ­რი არა­მედ, იყოს ხე­ლოვ­ნე­ბის წრე. ფი­ნან­სებ­ზე წუ­წუ­ნი არ დაგ­ჭირ­დე­ბათ.

  • ფი­ნან­სე­ბი

ძვირ­ფა­სი პრო­ექ­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას მო­გი­ტანთ. ფულს ძი­რი­თა­დად ოჯახ­ზე, სახლზე და­ხარ­ჯავთ. აგ­რეთ­ვე მგზავ­რო­ბა­ზე. ზო­გი­ერ­თი დიდი ხნის უნა­ხავ ნა­თე­სავ­თან გა­ემ­გზავ­რე­ბა. გახ­სოვ­დეთ, რომ მავ­ნე ჩვე­ვე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც დიდ ხარჯს მო­ი­თხოვს. თვის ბო­ლოს კი­დევ ერთი შე­მო­სავ­ლის წყა­რო გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ ან ფუ­ლად ჯილ­დოს მი­ი­ღებთ.

  • ჯან­მრთე­ლო­ბა

რაც უფრო მეტს იზ­რუ­ნებთ სა­კუ­თარ თავ­ზე, მით კარ­გი ჯან­მრთე­ლო­ბა გექ­ნე­ბათ. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ უსი­ა­მოვ­ნო ფიქ­რებს, რათა დეპ­რე­სი­ა­ში არ ჩა­ვარ­დეთ. კარგ შე­დე­გებს მო­გი­ტანთ გა­მა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა; ნაწ­ლა­ვე­ბის გაწ­მენ­და. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რეთ ალ­კოჰო­ლი და სი­გა­რე­ტი. ხვე­ლე­ბას, თა­ვის ტკი­ვილ­სა და სი­სუს­ტეს უყუ­რა­დღე­ბოდ ნუ და­ტო­ვებთ. ჩა­ი­ტა­რეთ გუ­ლი­სა და სის­ხლძარ­ღვე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

დე­კემ­ბერ­ში იმ­დე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და სურ­ვი­ლი გაქვთ, რომ შე­იძ­ლე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ვერც კი მო­ი­ცა­ლოთ. მით უმე­ტეს, რომ პარტნი­ო­რე­ბი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გად­გმას თქვენ­გან ელი­ან. ეცა­დეთ, ცოტა ხნით გვერ­დზე გა­და­დოთ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის მო­ი­ცა­ლოთ. თა­ნაც, თუ "დრო არ ით­მენს" და უკვე დიდი ხა­ნია უპარტნი­ო­როდ ხართ.

და­ქორ­წი­ნე­ბულ­მა თხის რქებ­მა დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ონ მე­უღ­ლე­სა და შვი­ლებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სახ­ლში უამ­რა­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი, დროს მა­ინც მხი­ა­რუ­ლად გა­ა­ტა­რებთ. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­წყვი­ტოს ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რა, ზოგ­საც ნა­თე­სა­ვე­ბი ეს­ტუმ­რე­ბი­ან. ეცა­დეთ, თქვენს ნა­თე­სა­ვებ­სა და მე­უღ­ლეს შო­რის არ წარ­მო­იშ­ვას უსი­ა­მოვ­ნე­ბა.

შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ნუ იქე­ქე­ბით საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის წარ­სულ­ში. ის, რა­საც იქ მი­აგ­ნებთ, შე­იძ­ლე­ბა თქვენ­თვის მო­სა­წო­ნი არ იყოს.

კი­დევ ერთხელ გაფრ­თხი­ლებთ, რომ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი, ცოტა უკან უნდა ჩა­ა­ჩო­ჩოთ, რათა დღე­სას­წა­ულ­ზე მარ­ტო არ იყოთ.

  • დე­კემ­ბრის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 8, 12, 13, 24, 26.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

რა ელით 2019 წლის დეკემბერში თხის რქებს - "გამარჯვების თვე დაგიდგათ"

რა ელით 2019 წლის დეკემბერში თხის რქებს - "გამარჯვების თვე დაგიდგათ"

თავდაჯერებულობის თვე დაგიდგათ. როგორც სამსახურში, ასევე ფინანსურ სფეროში. რასაც ვერ ვიტყვით პირად ცხოვრებაზე. საკუთარ თავს ჰკითხეთ, მუდმივად ეჭვები და უსიამოვნო ფიქრები რატომ მახვევია? კარგ შედეგს მოგიტანთ კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება. დღესასწაულამდე ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მიიღეთ ბუნებრივი ვიტამინები.

  • პროგნოზი დეკემბრის დეკადების მიხედვით

დეკემბრის დასაწყისში - დაძაბულობა მოიმატებს უამრავი ჩახლართული საქმის მოგვარება მოგიწევთ. ეცადეთ, კონცენტრირება მოახდინოთ მთავარზე. შრომისმოყვარეობა და სიბეჯითე გჭირდებათ და ყველაფერს იდეალურად მოაგვარებთ. ეცადეთ, პერიოდი ფინანსური ვალების გარეშე გაატაროთ. ზოგიერთ თხის რქას მკვეთრად მოუწევს გეგების შეცვლა, რათა კარიერულ წინსვლას მიაღწიოს. ნუ დახარჯავთ დროს კამათზე. შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვები. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. გაიუმჯობესეთ კვებისა და ძილის რეჟიმი. კმაყოფილი დარჩებით საზღვარგარეთ მოგზაურობით.

დეკემბრის შუაში - მეტი დრო უნდა დაუთმოთ ნეგატიური თვისებებთან ბრძოლას. რაც უფრო მალე დაამყარებთ გარშემო მყოფებთან კეთილგანწყობას, მით უკეთესია. ნუ გაჯიუტდებით, თუ არ გსურთ, მეგობრები დაკარგოთ. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები და გეგმები. კარგ შედეგებს მოგიტანთ მივლინება შორ და ახლო მანძილზე. მოერიდეთ შურიან და ბოღმა ადამიანებთან კონტაქტს, რომლებიც გამორჩენის მიზნით მეგობრობენ თქვენთან.

დეკემბრის ბოლოს - ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მშვიდ გარემოში, განმარტოებით, დაფიქრდეთ მთელი წლის შედეგებზე. დააკვირდით ხალხს, ვინც თქვენ გვერდითაა, მოვლენებს, რაც თქვენ გარშემო ხდება. მშვიდად და ობიექტურად გამოიტანეთ დასკვნები. მომხდარზე მწვავე რეაქცია ნუ გექნებათ. გადაიხადეთ ვალები, კრედიტები და ეცადეთ, ახალ წელსა და საკუთარ დაბადების დღეს (დეკემბრის თხის რქებს გეხებათ) პოზიტიურად შეხვდეთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაგანებივრებთ. იყავით მისი მადლიერი. შეამცირეთ დატვირთვა ვარჯიშისას და მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, საჭესთან.

  • კარიერა, სამსახური

გამარჯვების თვე დაგიდგათ. მთავარია, არ იზარმაცოთ და არ გქონდეთ ინფანტილური დამოკიდებულება მოვლენებისადმი. უფროსობა დააფასებს თქვენს შრომას. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ფინანსური და საორგანიზაციო საკითხები. ნუ მოგერიდებათ ერთგული ადამიაებისთვის დახმარების თხოვნა.

ზოგიერთს საკუთარი საქმის დაწყების სურვილი გაგიჩნდებათ. ეს შეიძლება არა საბროკერო ფირმა ან ბიზნესინკუბატრი არამედ, იყოს ხელოვნების წრე. ფინანსებზე წუწუნი არ დაგჭირდებათ.

  • ფინანსები

ძვირფასი პროექტების შესრულება მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. ფულს ძირითადად ოჯახზე, სახლზე დახარჯავთ. აგრეთვე მგზავრობაზე. ზოგიერთი დიდი ხნის უნახავ ნათესავთან გაემგზავრება. გახსოვდეთ, რომ მავნე ჩვევების დაკმაყოფილებაც დიდ ხარჯს მოითხოვს. თვის ბოლოს კიდევ ერთი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდებათ ან ფულად ჯილდოს მიიღებთ.

  • ჯანმრთელობა

რაც უფრო მეტს იზრუნებთ საკუთარ თავზე, მით კარგი ჯანმრთელობა გექნებათ. მაქსიმალურად მოერიდეთ უსიამოვნო ფიქრებს, რათა დეპრესიაში არ ჩავარდეთ. კარგ შედეგებს მოგიტანთ გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩატარება; ნაწლავების გაწმენდა. მაქსიმალურად შეამცირეთ ალკოჰოლი და სიგარეტი. ხველებას, თავის ტკივილსა და სისუსტეს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. ჩაიტარეთ გულისა და სისხლძარღვების გამოკვლევა.

  • სიყვარული და ოჯახი

დეკემბერში იმდენი ვალდებულება და სურვილი გაქვთ, რომ შეიძლება სიყვარულისთვის ვერც კი მოიცალოთ. მით უმეტეს, რომ პარტნიორები პირველი ნაბიჯის გადგმას თქვენგან ელიან. ეცადეთ, ცოტა ხნით გვერდზე გადადოთ სამსახურის საქმეები და პირადი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მოიცალოთ. თანაც, თუ "დრო არ ითმენს" და უკვე დიდი ხანია უპარტნიოროდ ხართ.

დაქორწინებულმა თხის რქებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ მეუღლესა და შვილებს. მიუხედავად იმისა, რომ სახლში უამრავი ვალდებულება გაქვთ შესასრულებელი, დროს მაინც მხიარულად გაატარებთ. ზოგმა შეიძლება საზღვარგარეთ გადაწყვიტოს ახალი წლის შეხვედრა, ზოგსაც ნათესავები ესტუმრებიან. ეცადეთ, თქვენს ნათესავებსა და მეუღლეს შორის არ წარმოიშვას უსიამოვნება.

შეყვარებულები ნუ იქექებით საყვარელი ადამიანის წარსულში. ის, რასაც იქ მიაგნებთ, შეიძლება თქვენთვის მოსაწონი არ იყოს.

კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, რომ სამსახურის საქმეები, ცოტა უკან უნდა ჩააჩოჩოთ, რათა დღესასწაულზე მარტო არ იყოთ.

  • დეკემბრის თვის იღბლიანი რიცხვები: 8, 12, 13, 24, 26.

რას უმზადებს 2019 წლის დეკემბერი მორიელებს - "მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებით"

როგორი იქნება 2019 წლის დეკემებრი მერწყულებისთვის - "არაორდინარული თვე გელით"

რა ელით 2019 წლის დეკემბერში მშვილდოსნებს - "თქვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშველოვანი და გლობალური მოხდება"