მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვს ჯოხი ჩაურტყამს მამლისთვის და მოუკლავს... ამის გამო სცემეს" - მძიმე დანაშაულის დეტალები და ბრალდებული დედისა და ბებიის დაკავების კადრები
"ბავშვს ჯოხი ჩაურტყამს მამლისთვის და მოუკლავს... ამის გამო სცემეს" - მძიმე დანაშაულის დეტალები და ბრალდებული დედისა და ბებიის დაკავების კადრები

წა­ლენ­ჯი­ხის ერთ- ერთ სო­ფელ­ში ჯგუ­ფუ­რად არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით დედა და ბე­ბია და­ა­კა­ვეს.

  • გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 7 წლის ბავ­შვზე დე­დამ და ბე­ბი­ამ ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და და არას­რულ­წლო­ვანს ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. და­ნა­შა­უ­ლი 3 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მომ­ხდარ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკვე გა­ავ­რცე­ლეს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2017 წელს და­ბა­დე­ბულ არას­რულ­წლო­ვან­ზე დე­დამ და ბე­ბი­ამ ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს. არას­რულ­წლო­ვანს ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ და “დ”ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით, ჯგუ­ფუ­რად არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნილ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს”, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ნა­ცე­მი 7 წლის ბი­ჭუ­ნა სახ­ლი­დან გა­იქ­ცა და დიდ ბე­ბი­ას მი­მარ­თა დახ­მა­რე­ბის­თვის. სწო­რედ მან აც­ნო­ბა პო­ლი­ცი­ას და ძა­ლოვ­ნებ­მა ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად მო­ახ­დი­ნეს.

"ჩვენს სო­ფელ­ში მოხ­და ფაქ­ტი და და­კა­ვე­ბუ­ლია 7 წლის ბი­ჭუ­ნას დედა და ბე­ბია ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის­თვის. რა მოხ­და მათ სახ­ლში, ეს დე­ტა­ლე­ბი გა­მო­ძი­ე­ბამ უკვე და­ად­გი­ნა. ცნო­ბი­ლია, რომ ბავ­შვი ნა­ცე­მია. ადრე ამ ოჯა­ხი­დან ძა­ლა­დო­ბა არ გა­მი­გო­ნია, ბავ­შვის დედა ბაღ­ში მუ­შა­ობს, იქვე თა­ვის სახ­ლთან ახ­ლოს, სოფ­ლის ცენ­ტრში აქვთ ბაღი და იქ მუ­შა­ობს. ბე­ბი­აც ახალ­გაზ­რდაა, ზრდი­და თა­ვის შვი­ლიშ­ვილს და ყვე­ლას, თა­ნა­სოფ­ლელს ძა­ლი­ან გვიკ­ვირს რა­ტომ მი­ვი­და ასეთ ძა­ლა­დო­ბამ­დე საქ­მე. რო­გორც სო­ფელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, ცე­მის შემ­დეგ ბავ­შვი გაქ­ცე­უ­ლა სახ­ლი­დან.

ამა­ვე სო­ფელ­ში ცხოვ­რობს ამ ბავ­შვის დიდი ბე­ბია, მა­მის მხრი­დან. მათი სახ­ლე­ბი ერთი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით არის და ბავ­შვმა იქ მი­ირ­ბი­ნა. დიდი ბე­ბი­ას­თვის მო­უ­ყო­ლია ეს ამ­ბა­ვი, უნა­ხავს ბე­ბი­ას ნა­ცე­მი ბავ­შვი და პა­ტა­რას უთ­ქვამს, დე­დას არ და­ურ­ე­კო და არ უთხრა აქ რომ ვარ, თო­რემ მომ­კლა­ვე­ნო. სწო­რედ იმ დიდ­მა ბე­ბომ, რო­მელ­თა­ნაც მი­ვი­და საშ­ვე­ლად პა­ტა­რა ბიჭი, და­უ­რე­კა პო­ლი­ცი­ას, მო­ვიდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, ნა­ხეს ბავ­შვს რა და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, მან უამ­ბო ყვე­ლა­ფე­რი და ამის შემ­დეგ გუ­შინ დი­ლით და­ა­კა­ვეს ბავ­შვის ბე­ბია და დედა,"- ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ბავშვს ჯოხი ჩაურტყამს მამლისთვის და მოუკლავს... ამის გამო სცემეს" - მძიმე დანაშაულის დეტალები და ბრალდებული დედისა და ბებიის დაკავების კადრები

"ბავშვს ჯოხი ჩაურტყამს მამლისთვის და მოუკლავს... ამის გამო სცემეს" - მძიმე დანაშაულის დეტალები და ბრალდებული დედისა და ბებიის დაკავების კადრები

წალენჯიხის ერთ- ერთ სოფელში ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დედა და ბებია დააკავეს.

  • გამოძიების ინფორმაციით, 7 წლის ბავშვზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადა და არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია სამართალდამცავებმა უკვე გაავრცელეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს. არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და “დ”ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ნაცემი 7 წლის ბიჭუნა სახლიდან გაიქცა და დიდ ბებიას მიმართა დახმარებისთვის. სწორედ მან აცნობა პოლიციას და ძალოვნებმა ფაქტზე რეაგირება ოპერატიულად მოახდინეს.

"ჩვენს სოფელში მოხდა ფაქტი და დაკავებულია 7 წლის ბიჭუნას დედა და ბებია ბავშვზე ძალადობისთვის. რა მოხდა მათ სახლში, ეს დეტალები გამოძიებამ უკვე დაადგინა. ცნობილია, რომ ბავშვი ნაცემია. ადრე ამ ოჯახიდან ძალადობა არ გამიგონია, ბავშვის დედა ბაღში მუშაობს, იქვე თავის სახლთან ახლოს, სოფლის ცენტრში აქვთ ბაღი და იქ მუშაობს. ბებიაც ახალგაზრდაა, ზრდიდა თავის შვილიშვილს და ყველას, თანასოფლელს ძალიან გვიკვირს რატომ მივიდა ასეთ ძალადობამდე საქმე. როგორც სოფელში გავრცელდა ინფორმაცია, ცემის შემდეგ ბავშვი გაქცეულა სახლიდან.

ამავე სოფელში ცხოვრობს ამ ბავშვის დიდი ბებია, მამის მხრიდან. მათი სახლები ერთი კილომეტრის დაშორებით არის და ბავშვმა იქ მიირბინა. დიდი ბებიასთვის მოუყოლია ეს ამბავი, უნახავს ბებიას ნაცემი ბავშვი და პატარას უთქვამს, დედას არ დაურეკო და არ უთხრა აქ რომ ვარ, თორემ მომკლავენო. სწორედ იმ დიდმა ბებომ, რომელთანაც მივიდა საშველად პატარა ბიჭი, დაურეკა პოლიციას, მოვიდნენ სამართალდამცავები, ნახეს ბავშვს რა დაზიანება ჰქონდა, მან უამბო ყველაფერი და ამის შემდეგ გუშინ დილით დააკავეს ბავშვის ბებია და დედა,"- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი...წაიკითხეთ სრულად