სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხათუნა ხოფერია: "ბექას ჰყავს საოცრად კარგი ყოფილი ცოლები..." - 4 შვილი, 3 ექსცოლი და ახალი "ლავსთორი" ირაკლი ალასანიას ყოფილ რძალთან
ხათუნა ხოფერია: "ბექას ჰყავს საოცრად კარგი ყოფილი ცოლები..." - 4 შვილი, 3 ექსცოლი და ახალი "ლავსთორი" ირაკლი ალასანიას ყოფილ რძალთან

ბიზ­ნეს­მე­ნი ბექა ხო­ფე­რია წლე­ბია რაც ქარ­თუ­ლი მე­დი­ის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ფი­გუ­რად რჩე­ბა. ჯერ კი­დევ ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბამ­დე, ბექა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რო­გორც ცნო­ბი­ლი დე­დის, ხა­თუ­ნა ხო­ფე­რი­ას შვი­ლი, შემ­დეგ კი თიკა ჯამ­ბუ­რი­ას მე­უღ­ლე გა­იც­ნო. ბექა და თიკა წლე­ბი იყ­ვნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი თუმ­ცა მათ­მა ქორ­წი­ნე­ბამ ცოტა ხანს გას­ტა­ნა. ისი­ნი უფ­რო­სი შვი­ლის, ნი­ნას და­ბა­დე­ბამ­დე და­შორ­დნენ.

მას შემ­დეგ ბექა ხო­ფე­რი­ას ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქალი გა­მოჩ­ნდა. მე­ო­რე მე­უღ­ლე, ინა ოსი­პო­ვას­თან ორი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა. რამ­დე­ნი­მე წელ­ში, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სამი ქა­ლიშ­ვი­ლის მამა, მე­ო­თხე შვილს, ამ­ჯე­რად ვაჟს ელო­დე­ბო­და. მისი ახა­ლი რჩე­უ­ლი კი სოფო ქურ­დი­ა­ნი იყო. ბე­ქას და სო­ფოს ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ უქორ­წი­ნი­ათ, თუმ­ცა ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­დან ორი წლის შემ­დეგ, წყვილ­მა ზღაპ­რუ­ლი ქორ­წი­ლი სი­ცი­ლი­ა­ში გა­და­ი­ხა­და.

ქორ­წილს ეს­წრე­ბო­და ბე­ქას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე თიკა ჯამ­ბუ­რი­აც, მათ სა­ერ­თო შვილ­თან ერ­თად.

ქორ­წი­ლი­დან ორ თვე­ში თბი­ლის­ში გავ­რცელ­და ჭორი, რომ ხო­ფე­რი­ამ ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა. და რომ მისი ახა­ლი რჩე­უ­ლი თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ყო­ფი­ლი რძა­ლი, ნუცა ადა­მია იყო. წყვილს ხში­რად ხე­დავ­დნენ ერ­თად. ბექა და ნუცა სა­ერ­თო ფო­ტო­ებს არ აქ­ვეყ­ნებ­დნენ, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად დებ­დნენ სუ­რა­თებს ერთი და იგი­ვე ქვეყ­ნე­ბი­დან და ქა­ლა­ქე­ბი­დან.

Ambebi.ge-მ ჭო­რის გა­და­მოწ­მე­ბა რომ სცა­და, ბე­ქას მე­სა­მე მე­უღ­ლემ გვი­თხრა, რომ ის და ბექა ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ და ოჯა­ხის დან­გრე­ვის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭორი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და.

"მე და თიკა მე­გობ­რე­ბი ვართ. მისი და ბე­ქას სა­ერ­თო შვი­ლი ნინა, ჩემ­თვის შვი­ლი­ვით არის. სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. გვერ­დი­დან რომ შე­მე­ხე­და ამ ფაქ­ტის­თვის შე­იძ­ლე­ბა მეც უც­ნა­უ­რად მომჩვე­ნე­ბო­და. ბექა და თიკა ბევ­რი წლის წინ იყ­ვნენ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი და ახლა უფრო ახლო მე­გობ­რე­ბი არი­ან და მეც ჩემს ახ­ლობ­ლად მი­ვი­ღე ეს ადა­მი­ა­ნი. ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე ყველ­გან ერ­თად ვართ და სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მიჩ­ნდა. მინ­დო­და რომ ნი­ნას­თან ერ­თად ისიც ყო­ფი­ლი­ყო ქორ­წილ­ში. თუმ­ცა მეს­მის ხალ­ხის რე­აქ­ცი­აც, გვერ­დი­დან ცოტა სხვა­ნა­ი­რად ჩანს.“ - ამ­ბობ­და სოფო ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

თუმ­ცა უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ბექა და ნუცა გრძნო­ბებს აღარ მა­ლა­ვენ, ხში­რად მოგ­ზა­უ­რო­ბენ და სა­ერ­თო ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნე­ბენ. წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ ბე­ქამ საყ­ვა­რელ ქალს "პორ­შეს" ფირ­მის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა უყი­და.

ნუცა ადა­მია რო­გორც და­სა­წყის­ში აღ­ვნიშ­ნეთ, პო­ლი­ტი­კოს ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას რძა­ლი გახ­ლდათ. ნუ­ცამ და ნიკა ალა­სა­ნი­ამ წლე­ბის წინ იქორ­წი­ნეს, თუმ­ცა შვი­ლი შე­ძე­ნის შემ­დეგ წყვი­ლი მა­ლე­ვე და­შორ­და.

ბექა ხო­ფე­რია პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე მე­დი­ას­თან არ სა­უბ­რობს. ბიზ­ნეს­მე­ნის დედა კი, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და:

"მე თუ რძალს არ ვეყ­ვა­რე­ბი, ჩემს შვი­ლიშ­ვილ­საც არ ვეყ­ვა­რე­ბი. თუ გვერ­დში არ და­ვუდ­გე­ბი, არც ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი და­მიდ­გე­ბა გვერ­დით. ჩვენ უნდა გავ­ცეთ და ვაჩ­ვე­ნოთ შვი­ლებს ისე­თი რამ, რაც მათ და­ა­მახ­სოვ­რდე­ბათ. პა­ტი­ე­ბა უნდა იცოდ­ნენ, სიყ­ვა­რუ­ლი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, არი­ან ჩემი შვი­ლე­ბის ცო­ლე­ბი მრავ­ლად და აღ­მოჩ­ნდა, რომ კარ­გე­ბი არი­ან, დიდი მად­ლო­ბა მათ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­თვის…"

ამ­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად ქალ­ბა­ტონ ხა­თუ­ნას და­ვუ­რე­კეთ. რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, ის ყვე­ლა რძალ­თან მე­გობ­რობს. თუმ­ცა ბე­ქას და ნუ­ცას ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვა.

"შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ბე­ქას ჰყავს სა­ოც­რად კარ­გი ოთხი შვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც მუდ­მი­ვად გვაქვს კონ­ტაქ­ტი, სულ ჩემ­თან არი­ან, ბე­ქაც ჩვენ­თან ერ­თად არის. ბე­ქას ჰყავს სა­ოც­რად კარ­გი ყო­ფი­ლი ცო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის დე­დე­ბი და ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან. მათ უსა­ზღვროდ დიდ პა­ტივს ვცემ, და­ნარ­ჩე­ნი ჩემი საქ­მე არ არის", - ამ­ბობს ხო­ფე­რია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

ხათუნა ხოფერია: "ბექას ჰყავს საოცრად კარგი ყოფილი ცოლები..." - 4 შვილი, 3 ექსცოლი და ახალი "ლავსთორი" ირაკლი ალასანიას ყოფილ რძალთან

ხათუნა ხოფერია: "ბექას ჰყავს საოცრად კარგი ყოფილი ცოლები..." - 4 შვილი, 3 ექსცოლი და ახალი "ლავსთორი" ირაკლი ალასანიას ყოფილ რძალთან

ბიზნესმენი ბექა ხოფერია წლებია რაც ქართული მედიისთვის საინტერესო ფიგურად რჩება. ჯერ კიდევ ბიზნეს საქმიანობის დაწყებამდე, ბექა საზოგადოებამ როგორც ცნობილი დედის, ხათუნა ხოფერიას შვილი, შემდეგ კი თიკა ჯამბურიას მეუღლე გაიცნო. ბექა და თიკა წლები იყვნენ შეყვარებულები თუმცა მათმა ქორწინებამ ცოტა ხანს გასტანა. ისინი უფროსი შვილის, ნინას დაბადებამდე დაშორდნენ.

მას შემდეგ ბექა ხოფერიას ცხოვრებაში კიდევ რამდენიმე ქალი გამოჩნდა. მეორე მეუღლე, ინა ოსიპოვასთან ორი გოგონა შეეძინა. რამდენიმე წელში, ცნობილი გახდა, რომ სამი ქალიშვილის მამა, მეოთხე შვილს, ამჯერად ვაჟს ელოდებოდა. მისი ახალი რჩეული კი სოფო ქურდიანი იყო. ბექას და სოფოს ოფიციალურად არ უქორწინიათ, თუმცა ბავშვის დაბადებიდან ორი წლის შემდეგ, წყვილმა ზღაპრული ქორწილი სიცილიაში გადაიხადა.

ქორწილს ესწრებოდა ბექას პირველი მეუღლე თიკა ჯამბურიაც, მათ საერთო შვილთან ერთად.

ქორწილიდან ორ თვეში თბილისში გავრცელდა ჭორი, რომ ხოფერიამ ახალი სიყვარული იპოვა. და რომ მისი ახალი რჩეული თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას ყოფილი რძალი, ნუცა ადამია იყო. წყვილს ხშირად ხედავდნენ ერთად. ბექა და ნუცა საერთო ფოტოებს არ აქვეყნებდნენ, თუმცა სოციალურ ქსელში ხშირად დებდნენ სურათებს ერთი და იგივე ქვეყნებიდან და ქალაქებიდან.

Ambebi.ge-მ ჭორის გადამოწმება რომ სცადა, ბექას მესამე მეუღლემ გვითხრა, რომ ის და ბექა ერთად ცხოვრობდნენ და ოჯახის დანგრევის შესახებ გავრცელებული ჭორი სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

"მე და თიკა მეგობრები ვართ. მისი და ბექას საერთო შვილი ნინა, ჩემთვის შვილივით არის. სხვა დამოკიდებულება მაქვს. გვერდიდან რომ შემეხედა ამ ფაქტისთვის შეიძლება მეც უცნაურად მომჩვენებოდა. ბექა და თიკა ბევრი წლის წინ იყვნენ დაქორწინებულები და ახლა უფრო ახლო მეგობრები არიან და მეც ჩემს ახლობლად მივიღე ეს ადამიანი. ბავშვების დაბადების დღეებზე ყველგან ერთად ვართ და სხვა დამოკიდებულება გამიჩნდა. მინდოდა რომ ნინასთან ერთად ისიც ყოფილიყო ქორწილში. თუმცა მესმის ხალხის რეაქციაც, გვერდიდან ცოტა სხვანაირად ჩანს.“ - ამბობდა სოფო ჩვენთან ინტერვიუში.

თუმცა უკვე რამდენიმე თვეა ბექა და ნუცა გრძნობებს აღარ მალავენ, ხშირად მოგზაურობენ და საერთო ფოტოებსაც აქვეყნებენ. წყარო გვიყვება, რომ ბექამ საყვარელ ქალს "პორშეს" ფირმის ძვირადღირებული მანქანა უყიდა.

ნუცა ადამია როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, პოლიტიკოს ირაკლი ალასანიას რძალი გახლდათ. ნუცამ და ნიკა ალასანიამ წლების წინ იქორწინეს, თუმცა შვილი შეძენის შემდეგ წყვილი მალევე დაშორდა.

ბექა ხოფერია პირად ცხოვრებაზე მედიასთან არ საუბრობს. ბიზნესმენის დედა კი, რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ამბობდა:

"მე თუ რძალს არ ვეყვარები, ჩემს შვილიშვილსაც არ ვეყვარები. თუ გვერდში არ დავუდგები, არც ჩემი შვილიშვილი დამიდგება გვერდით. ჩვენ უნდა გავცეთ და ვაჩვენოთ შვილებს ისეთი რამ, რაც მათ დაამახსოვრდებათ. პატიება უნდა იცოდნენ, სიყვარული. მადლობა ღმერთს, არიან ჩემი შვილების ცოლები მრავლად და აღმოჩნდა, რომ კარგები არიან, დიდი მადლობა მათ ასეთი დამოკიდებულებისთვის…"

ამბის გადასამოწმებლად ქალბატონ ხათუნას დავურეკეთ. როგორც ჩვენთან საუბარში განაცხადა, ის ყველა რძალთან მეგობრობს. თუმცა ბექას და ნუცას ურთიერთობაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

"შემიძლია გითხრათ, რომ ბექას ჰყავს საოცრად კარგი ოთხი შვილი, რომელთანაც მუდმივად გვაქვს კონტაქტი, სულ ჩემთან არიან, ბექაც ჩვენთან ერთად არის. ბექას ჰყავს საოცრად კარგი ყოფილი ცოლები, რომლებიც ჩემი შვილიშვილის დედები და ჩემი მეგობრები არიან. მათ უსაზღვროდ დიდ პატივს ვცემ, დანარჩენი ჩემი საქმე არ არის", - ამბობს ხოფერია.

წაიკითხეთ ასევე: