პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გია და შვილები სათევზაოდ ყოფილან, როცა ტრაგედია დატრიალდა" -  ცნობილია გარდაცვლილი მამისა და მისი შვილების ვინაობა
"გია და შვილები სათევზაოდ ყოფილან, როცა ტრაგედია დატრიალდა" -  ცნობილია გარდაცვლილი მამისა და მისი შვილების ვინაობა

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ ქვე­მო ხო­და­შენ­ში გლო­ვაა. იქ მცხოვ­რე­ბი მა­მა­კა­ცი და მისი მო­ზარ­დი შვი­ლე­ბი ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუპ­ნენ.

  • გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან გია ბურ­ნა­ძე და მისი 11 და 13 წლის ბი­ჭე­ბი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მამა-შვი­ლებს ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ და გუ­შინ იპო­ვეს. გია ბურ­ნა­ძე და მისი ორი ვაჟი სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ გარ­დაბ­ნის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ სო­ფელ ფო­ლა­და­ანთკარ­ში, სა­დაც ტბა­ში და­იხ­რჩვნენ.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ტრა­გე­დია იმ დროს მოხ­და, როცა ისი­ნი სა­თევ­ზა­ოდ იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი.

"ჩვე­ნი სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. სტუმ­რად ყო­ფი­ლან წა­სუ­ლე­ბი გიას მე­ო­რე მე­უღ­ლის სო­ფელ­ში. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, მამა და შვი­ლე­ბი სა­თევ­ზა­ოდ წა­სუ­ლან, უთევ­ზა­ვი­ათ. ჩვენ გუ­შინ შე­ვი­ტყვეთ ეს სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი. გიას სამი შვი­ლი ჰყავს. ორი იყო რო­გორც ვიცი მა­მას­თან ერ­თად და და­იხ­რჩვნენ. ვი­ზი­ა­რებ ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას. სამ­წუ­ხა­რო ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ ხო­და­შენ­ში.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ გია ბურ­ნა­ძის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე, ბი­ჭე­ბის დედა წლე­ბის წინ სიმ­სივ­ნით და­ი­ღუ­პა.

"დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ ბავ­შვი ჩა­ვარ­და ტბა­ში და გია და მე­ო­რე ბიჭი მის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვიდ­ნენ. ზუს­ტად რა მოხ­და, არა­ვინ იცის. ბი­ჭე­ბის დედა და­ღუ­პუ­ლი ჰყავთ. გიას ერთი შვი­ლი დარ­ჩა" - გვიყ­ვე­ბა ახ­ლო­ბე­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გია და შვილები სათევზაოდ ყოფილან, როცა ტრაგედია დატრიალდა" -  ცნობილია გარდაცვლილი მამისა და მისი შვილების ვინაობა

"გია და შვილები სათევზაოდ ყოფილან, როცა ტრაგედია დატრიალდა" -  ცნობილია გარდაცვლილი მამისა და მისი შვილების ვინაობა

თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ხოდაშენში გლოვაა. იქ მცხოვრები მამაკაცი და მისი მოზარდი შვილები ტრაგიკულად დაიღუპნენ.

  • გარდაცვლილები არიან გია ბურნაძე და მისი 11 და 13 წლის ბიჭები.

არსებული ინფორმაციით, მამა-შვილებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ და გუშინ იპოვეს. გია ბურნაძე და მისი ორი ვაჟი სტუმრად იმყოფებოდნენ გარდაბნის რაიონში, სოფელ სოფელ ფოლადაანთკარში, სადაც ტბაში დაიხრჩვნენ.

ცნობილი ხდება, რომ ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა ისინი სათევზაოდ იყვნენ წასულები.

"ჩვენი სოფლის მაცხოვრებლები არიან გარდაცვლილები. სტუმრად ყოფილან წასულები გიას მეორე მეუღლის სოფელში. როგორც შევიტყვეთ, მამა და შვილები სათევზაოდ წასულან, უთევზავიათ. ჩვენ გუშინ შევიტყვეთ ეს სამწუხარო ამბავი. გიას სამი შვილი ჰყავს. ორი იყო როგორც ვიცი მამასთან ერთად და დაიხრჩვნენ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. სამწუხარო ტრაგედია დატრიალდა" - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ ხოდაშენში.

გარდაცვლილების ახლობელი გვიყვება, რომ გია ბურნაძის პირველი მეუღლე, ბიჭების დედა წლების წინ სიმსივნით დაიღუპა.

"დიდი ტრაგედია დატრიალდა. სავარაუდოდ ბავშვი ჩავარდა ტბაში და გია და მეორე ბიჭი მის გადასარჩენად შევიდნენ. ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის. ბიჭების დედა დაღუპული ჰყავთ. გიას ერთი შვილი დარჩა" - გვიყვება ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.