ალექსანდრა პაიჭაძე საქართველოს შემდეგ მილანს იპყრობს. სკანდალური მოდელი საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა. გასული წლის, ოქტომბერში სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ დავით კოდუას დაშორდა.
"ბევრი ჭორებიც თავიდან აცილების მიზნით ვწერ ძვირფასებო, ჩვენ დავშორდით ოფიციალურად. მიჭირს თუმცა მადლიერებით და სრულად გაცნობიერებულად. საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა.
ვრჩებით მეგობრები სამუდამოდ და სულ ვიქნებით ერთმანეთის გულშემატკივრები. მადლობა დათუჩა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, თავგანწირვისთვის, ბედნიერებისთვის. ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ და მინდა უბედნიერესი იყო სიცოცხლის ბოლომდე" - წერდა ალექსანდრა.
მალე თბილისში ახალი ჭორი გავრცელდა, ამბობდნენ, რომ ალექსანდრას და დათოს დაშორებას წინ მოდელისა და საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილს შორის მომხდარი ისტორია უძღოდა. თითქოს ალექსანდრა პაიჭაძემ მეკარეს, პირადი, შიშველი ფოტოები გაუგზავნა. ეს ამბავი კი კოდუამ გაიგო, რასაც დაშორება მოჰყვა. ჭორის გადამოწმება არცერთ მედიას არ უცდია და ამაზე საჯაროდ არავის დაუწერია, სანამ ალექსანდრამ ინსტაგრამზე ამ თემაზე საკუთარ გამომწერებთან არ ისაუბრა.
- აზრზე არ ვარ, მაგრამ პირველწყარო ვიცი, ვინცაა და იმას, მაგ ლამაზ ოჯახს ჩამოვაშორებდი. იმედია, ჩამოიშორა "მამარდამაც" და ცოლმაც. მიყვარს ორივე, ულამაზესები არიან... ეგეთი უტვინო უნდათ გამომიყვანონ, რომ ეგ ლამაზი, ახალი ოჯახი დავაზიანო. ან ჭორიკანა ფეხბურთელებს ჩემი "ნუდი" ჩავუგდო. ქმარი მაინც არ მყოლოდა ნაკრებიდან, იცის ერთმა, იცის ათასმა. ამას მხოლოდ უტვინო გოგო მოიფიქრებდა.
დეტალების დასაზუსტებლად მოდელს იტალიაში დავუკავშირდით. ჩვენი ინტერესი არ გაჰკვირვებია. კითხვაზე უკავშირდება თუ არა კოდუასთან დაშორება მამარდაშვილზე აგორებულ ჭორს, გვიპასუხა
- არა, არაფერ შუაშია დათოსთან დაშორება მოგონილ ინფორმაციასთან. საერთო ნული კავშირია "მამარდასთან".
ალექსანდრამ არ ისურვა იმ ადამიანის დასახელება, ვინც მის შესახებ ჭორი ააგორა. ხოლო კითხვაზე, რატომ მიიღო იტალიაში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება, გვითხრა, რომ უბრალოდ...
პაიჭაძისა და კოდუას "ლავსთორის" შესახებ რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი, რომ ალექსანდრამ საჯაროდ თქვა, რომ ბიზნესმენისგან შვილს ელოდებოდა და მათ დიდი სიყვარული აკავშირებდათ. წყვილს გოგონა შეეძინა. მშობიარობას თავად კოდუაც დაესწრო. ალექსანდრა პირველად 21 წლის დაოჯახდა და მალევე ვაჟი დემეტრე შეეძინა. მისი მეუღლე ფეხბურთელი გიორგი ხატიაშვილი იყო.
რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, „ვალენსიის“ მეკარე ცოლ-შვილთან ერთად ესპანეთში ცხოვრობს. სპორტსმენმა ელენე ეპიტაშვილზე ზაფხულში იქორწინა. წყვილს გასული წლის შემოდგომაზე, პირველი ქალიშვილი ენი მამარდაშვილი შეეძინათ.