დღეს, ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ქარსელაძემ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა. მის ადგილას კი პრემიერმა ირაკლი კობახიძემ რევაზ სოხაძე წარადგინა. შეგახსენებთ რომ, ქარსელაძე აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა.
კობახიძემ განმარტა, რომ ქარსელაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ქარსელაძემ მადლობა დაიმსახურა პრემიერის, რომელმაც აღნიშნა, რომ "მისი ხელმძღვანელობით წლების განმავლობაში მრავალი უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა“. ქარსელაძეს გადადგომის მიზეზები არ დაუკონკრეტებია და ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა კობახიძეს, "ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიას და მხარდამჭერებს.
მან პოლიტიკური კარიერა პარტია "ახალ მემარჯვენეებით“ დაიწყო, სადაც 2012 წლამდე დარჩა. შემდეგ კი სამშენებლო ბიზნესში წავიდა. 2013-2016 წლებში სოხაძე გახლდათღ "აი ემ ჯი დეველოპმენტი" (IMG DEVELOPMENT) აღმასრულებელი დირექტორი; 2016-2017 წლებში კი "კრწანისი ვილა რეზიდენსის" აღმასრულებელი დირექტორი; მალე ისევ პოლიტიკას დაუბრუნდა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვარკეთილის საარჩევნო ოლქში, "ქართული ოცნების" კანდიდატი იყო.
რეზი სოხაძის დედა, ცნობილი ინფექციონისტი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმია. თამარ გეგეშიძეს ორი შვილი ჰყავს, რეზი და სალომე, რომელიც წლების წინ ჩვენი რესპონდენტიც გახლდათ.
ნახეთ ასევე: