სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის
2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

მე­ოც­ნე­ბე და ღრუბ­ლებ­ში ფე­ნას შეჩ­ვე­უ­ლი თევ­ზე­ბი ისევ თა­ვის სტი­ქი­ა­ში იქ­ნე­ბი­ან. თუმ­ცა, ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ სი­ახ­ლე­ებს რე­ა­ლის­ტუ­რად უნდა შე­ხე­დოთ და უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი სწრა­ფად უნდა მო­აგ­ვა­როთ. მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მი­მართ. მხო­ლოდ პრაქ­ტი­კუ­ლი ნივ­თე­ბი უნდა შე­ი­ძი­ნოთ.

უამ­რა­ვი შან­სი გა­მო­უჩ­ნდე­ბა იმ თევ­ზებს, ვი­საც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ჰარ­მო­ნი­ის შექ­მნა/შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სურს. ყური და­უგ­დეთ ბრძე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის რჩე­ვებს. ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს ჯან­მრთე­ლო­ბაც. ჩა­ი­ტა­რეთ სრუ­ლი კვლე­ვა, გა­ე­სა­უბ­რეთ მკურ­ნალ ექიმს. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე. საკ­მა­რი­სია, ორ­გა­ნიზ­მის გა­წა­მე­ბა მავ­ნე საკ­ვე­ბით, მავ­ნე ჩვე­ვე­ბით! მი­ი­ღეთ ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი და და­იმ­შვი­დეთ ნერ­ვე­ბი. აკონ­ტრო­ლეთ გან­წყო­ბა.

2020 წელს ხში­რად უნდა გა­მო­ნა­ხოთ დრო ცურ­ვის­თვის. თუ სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებთ გამ­გზავ­რე­ბას, იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, არა­ფე­რი გა­მოგრჩეთ, და­კარ­გოთ (თუმ­ცა, ყუ­რა­დღე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მგზავ­რო­ბის დროს მო­გე­თხო­ვე­ბათ). ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს ბი­ნის ყიდ­ვის (იპო­თე­კით) ან ახალ ბი­ნა­ში გა­დას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. თუ ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა გსურთ, წლის მბრძა­ნე­ბე­ლი, ვირ­თხა ყვე­ლა­ნა­ი­რად და­გეხ­მა­რე­ბათ. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი მე­გო­ბა­რი, რო­მელ­მაც მდი­და­რი ნა­თე­სა­ვე­ბის დახ­მა­რე­ბის გარ­შე მი­აღ­წია წარ­მა­ტე­ბას და რო­მე­ლიც ბევრ რა­მე­ში იქ­ნე­ბა თქვენ­თვის სა­მა­გა­ლი­თო, ასე­ვე ბევრ რა­მე­ში შე­გი­წყობთ ხელს.

კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. შე­მოდ­გო­მა­ზე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბას შეძ­ლებთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვირ­თხა თქვენ მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია, უშ­რომ­ვე­ლად ვე­რა­ფერს მი­ი­ღებთ.

სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის პროგ­ნო­ზი 2020 წლის­თვის

ბედ­ნი­ე­რი და უზ­რუნ­ვე­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა გაქვთ. ახა­ლი, ჭკვი­ა­ნი და მშვე­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბიც გა­მოჩ­ნდე­ბი­ან თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც სა­თა­ნა­დოდ და­გა­ფა­სე­ბენ. გაფრ­თხილ­დით, კომ­პლი­მენ­ტებ­მა თავ­ბრუ არ და­გახ­ვი­ოთ. 2020 წელს სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ნე­გა­ტი­უ­რი მო­გო­ნე­ბე­ბის­გან და ჰარ­მო­ნია შექ­მნათ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. ნუ გშურთ მე­გობ­რე­ბის, რომ­ლე­ბიც წლო­ბით არი­ან და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი. თბი­ლი ბუ­დის შექ­მნას თქვენც შეძ­ლებთ. მთვა­რია, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყოთ და დრო­ზე შე­ამ­ჩნი­ოთ თქვენ გვერ­დით სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნი. ზო­გი­ერ­თი მხო­ლოდ ლა­მაზ რო­მანს დას­ჯერ­დე­ბა, ზო­გიც და­ქორ­წი­ნე­ბას და შვი­ლის გა­ჩე­ნას გა­და­წყვეტს. შე­მოდ­გო­მა კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლით და­გა­მახ­სოვ­რებთ თავს, მა­გა­ლი­თად, ქველ­მოქ­მე­დე­ბით.

და­ქორ­წი­ნე­ბულ ნიშ­ნებს მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ, რათა სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა არ გა­გექ­ცეთ. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უხუ­ცე­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის რჩე­ვე­ბის მი­მართ. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი და ადა­მი­ანს გულს ნუ ატ­კენთ მწა­რე კრი­ტი­კით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საქ­მე­ე­ბი­თა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით იქ­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი, საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს მზრუნ­ვე­ლო­ბა­სა და ყუ­რა­დღე­ბას ნუ მო­აკ­ლებთ. იყა­ვით მე­ტად რო­მან­ტი­კუ­ლი. მერე რა, რომ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ხართ, ხში­რად მო­უ­წყვეთ მე­უღ­ლეს რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ე­მა­ნი.

შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ჭო­რებ­სა და ხმებს. თუ ვი­ღა­ცას თქვე­ნი შურს, ეს არაა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ჩხუ­ბის მი­ზე­ზი. თქვენ ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ხართ და სა­კუ­თარ გუ­ლის თქმას უნდა ენ­დოთ. სა­სი­ა­მოვ­ნოდ და­გა­მახ­სოვ­რებთ თავს აპ­რილ-მა­ის­ში და­გეგ­მი­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა. 2020 წლის ბო­ლოს სა­ო­ჯა­ხო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა გმარ­თეთ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რე­მონ­ტი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის ან ავე­ჯის ყიდ­ვა/გა­ნახ­ლე­ბა.

2020 წლის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი მა­მა­კა­ცი თევ­ზე­ბის­თვის

პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე წინ სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბას და­ა­ყე­ნებთ. მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და შე­უ­პო­ვა­რი ხარ, სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ. ეცა­დეთ, თქვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მე­გობ­რებ­სა და კო­ლე­გებს არ გა­და­ა­ბა­როთ. მათ შე­იძ­ლე­ბა არ მო­გა­ტყუ­ონ, მაგ­რამ ისე არ გა­ა­კე­თონ საქ­მე, რო­გორც სა­ჭი­როა. დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ ფი­ნან­სებ­თან და კრე­დი­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მი­მართ.

მე­ტად უნდა აღი­ჭურ­ვოთ მოთ­მი­ნე­ბით, თუ გსურთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სტა­ტუ­სი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მებ­სა და ქცე­ვა­ში. ბიზ­ნეს­ში საქ­მე­ე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, გა­მოც­დილ კო­მერ­სან­ტებს მი­მარ­თეთ რჩე­ვის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას, ადა­მი­ა­ნი თუ მარ­თლა მოგ­წონთ და მის მი­მართ გრძნო­ბა გაქვთ, ნუ­ღარ და­ა­ყოვ­ნებთ, გა­მო­უ­ტყდით გრძნო­ბებ­ში.

2020 წლის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი ქალ­ბა­ტო­ნი თევ­ზე­ბის­თვის

სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი წელი გე­ლო­დე­ბათ. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი და ეცა­დეთ, კარ­გად შე­ას­რუ­ლოთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. ზოგ­ჯერ ში­შებს პი­რის­პირ უნდა შე­ე­ჯა­ხოთ, რომ კარ­გად გა­იც­ნოთ და და­ა­მარ­ცხოთ. რაც უფრო კარ­გად მო­იქ­ცე­ვით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მით უკეთ იგ­რძნობთ თავს.

ნა­კა­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ოჯახ­ში არ­სე­ბულ უსი­ა­მოვ­ნე­ბებს და ეცა­დეთ, გა­ა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა პო­ზი­ტივ­ზე, ახ­ლობ­ლებ­თან კარგ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ოჯახ­ში ფი­ნან­სურ კრიზს თავს აა­რი­დებთ, თუ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად და გა­აზ­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დებთ. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ უნდა იყოთ მე­ტად მო­სიყ­ვა­რუ­ლე და მზრუნ­ვე­ლი.

2020 წლის ფი­ნან­სუ­რი პროგ­ნო­ზი

მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა იმოქ­მე­დოთ პრინ­ცი­პით: "ფასი-ხა­რის­ხი". ნუ იყი­დით ყვე­ლა­ფერს რა­საც მა­ღა­ზი­ა­ში და­ი­ნა­ხავთ. თქვენ გაქვთ ბუ­ნებ­რი­ვი სიბ­რძნე - ინ­ტუ­ი­ცია და გა­მო­ი­ყე­ნეთ ის. ფული მხო­ლოდ სარ­ფი­ან პრო­ექ­ტებ­ში და­ა­ბან­დეთ.

გა­ზა­ფხულ­ზე მხი­ა­რუ­ლი მგზავ­რო­ბა, გარ­თო­ბა და სა­ყიდ­ლე­ბი გე­ლით. იყა­ვით საქ­მი­ა­ნად აქ­ტი­უ­რი, რომ მეტი ფული გა­მო­ი­მუ­შა­ოთ. მოძ­ლი­ე­რე­ბულ და გამ­რავ­ლე­ბულ კონ­კუ­რენ­ტებს ჭკუ­ით უნდა აჯო­ბოთ. ზა­ფხულ­ში მე­გობ­რე­ბი შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ სა­ერ­თო საქ­მი­ა­ნობ­ში ჩარ­თვას. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და "მე­გო­ბა­რია და ფული რო­გორ გა­მო­ვარ­თვა" - და­ი­ვი­წყეთ.

თუ მფლან­გვე­ლი იქ­ნე­ბით, წლის ბო­ლოს ვა­ლე­ბით შეხ­ვდე­ბით. ეცა­დეთ, მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბი შე­ი­ძი­ნოთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხარ­ჯი გე­ლით შე­მოდ­გო­მა­ზე, როცა ოჯახ­თან ერ­თად მგზავ­რო­ბას და­გეგ­მავთ. თუ თა­ვად გი­ჭირთ ფუ­ლის მმარ­თვა, დახ­მა­რე­ბა იუ­რისტს ან ფი­ნან­სურ მე­ნე­ჯერს სთხო­ვეთ.

კარ­გი წე­ლია ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის, შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­როს სა­ძი­ებ­ლად. კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი პე­რი­ო­დე­ბია ზა­ფხუ­ლი და ზამ­თა­რი.

2020 წლის კა­რი­ე­რის პროგ­ნო­ზი

წლის გმი­რად იგ­რძნობთ თავს. რაც უფრო ამ­ბი­ცი­უ­რი და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი იქ­ნე­ბით, მით უკე­თე­სია. და­უმ­ტკი­ცეთ გარ­შე­მო მყო­ფებს, რომ სა­უ­კე­თე­სო ხართ თქვენს სფე­რო­ში. ნუ ეძებთ სირ­თუ­ლე­ე­ბის და­საძ­ლევ მარ­ტივ გზებს. ზოგ­ჯერ წი­ნა­ღო­ბა კარ­გი გაკ­ვე­თი­ლია ხოლ­მე. თუ ახალ სფე­რო­ში გი­წევთ მუ­შო­ბა, ნუ იქ­ნე­ბით მო­რი­დე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბაც ითხო­ვეთ და რჩე­ვაც.

კარ­გი წელი ელით კო­მერ­ცი­ის, ფი­ნან­სე­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე­ებს. ეცა­დეთ, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მო­თა­მა­შე იყოთ, შეც­დო­მებს ნუ წა­უყ­რუ­ებთ, ძვი­რად და­გიჯ­დე­ბათ. კონ­კუ­რენ­ტებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად ძვე­ლი, ნა­ცა­დი მე­თო­დე­ბი უნდა გა­მო­ი­ყე­ნით.

2020 წლის ჯან­მრთე­ლო­ბის პროგ­ნო­ზი

უნდა იზ­რუ­ნოთ ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და გა­რეგ­ნო­ბა­ზე. თუ თავს მო­ბე­რე­ბუ­ლად გრძნობთ, აკონ­ტრო­ლეთ ჭა­მის რე­ჟი­მი. ხში­რად და­ის­ვე­ნეთ, დი­ლა­ო­ბით ივარ­ჯი­შეთ და მი­ი­ღეთ კონ­ტრას­ტუ­ლი შხა­პი. რაც უფრო მე­ტად მო­იძ­ლი­ე­რებთ ორ­გა­ნიზმს, მით მარ­ტი­ვად გა­უმკლავ­დე­ბით სე­ზო­ნურ ვირუ­სებ­სა და ბაქ­ტე­რი­ებს. ძი­ლის წინ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღეთ თბი­ლი აბა­ზა­ნა და და­მამ­შვი­დე­ბე­ლი ჩაი.

ვირ­თხვის წე­ლი­წად­ში მე­ტად უნდა იზ­რუ­ნოთ კან­ზე, სხე­ულ­სა და სა­ხე­ზე. არ გა­ცივ­დეთ გა­ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე. ზა­ფხულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ მზის­გან დამ­ცა­ვი კრე­მი.

წლის მმარ­თვე­ლი გირ­ჩევთ, ხში­რად გა­ი­სე­ირ­ნოთ ბუ­ნე­ბა­ში, სუფ­თა ჰა­ერ­ზე. და­ის­ვე­ნეთ და სხე­უ­ლიც გა­ი­კა­ჟეთ. იყა­ვით მე­ტად დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი. ვარ­ჯი­ში და ზო­მი­ე­რი დი­ე­ტის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ზო­მი­ე­რად ყვე­ლა­ფე­რი და­საშ­ვე­ბია. მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან კი უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ.

რა გე­ლით თევ­ზებს თვე­ე­ბის მი­ხედ­ვით

იან­ვა­რი - სა­ინ­ტე­რე­სო და კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი თვე გე­ლით.

თე­ბერ­ვა­ლი - ახა­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი გე­ლით.

მარ­ტი - ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შეძ­ლებთ, მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი.

აპ­რი­ლი - აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი.

მა­ი­სი - საქ­მე­ე­ბი ისე გა­და­ა­ნა­წი­ლეთ, რომ ოჯა­ხი­სა და დას­ვე­ნე­ბის­თვი­საც მო­ი­ცა­ლოთ.

ივ­ნი­სი - ჩახ­ლარ­თუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ამოხ­სნა გე­ლით.

ივ­ლი­სი - ეს სი­ტუ­ა­ცია ამ თვე­შიც გაგ­რძელ­დე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვეთ თავი კა­მა­თის­გან.

აგ­ვის­ტო - თა­ვით უნდა გა­და­ეშ­ვათ მუ­შა­ო­ბა­ში. არა­ფე­რი გა­და­დოთ "ხვა­ლის­თვის".

სექ­ტემ­ბე­რი - მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ოჯახ­თან ერ­თად. არ და­ი­ვი­წყოთ დათ­მო­ბა და კომ­პრო­მი­სი.

ოქ­ტომ­ბე­რი - დას­ვე­ნე­ბის, მო­მა­ვალ­ზე ოც­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ.

ნო­ემ­ბე­რი - უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ყვე­ლა იმ უსი­ა­მოვ­ნე­ბის­გან, რაც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გიგ­როვ­დათ.

დე­კემ­ბე­რი - კარ­გი თვეა ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მო­ჩე­ნი­სა და აქ­ტი­ვა­ცი­ის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

მეოცნებე და ღრუბლებში ფენას შეჩვეული თევზები ისევ თავის სტიქიაში იქნებიან. თუმცა, ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებს რეალისტურად უნდა შეხედოთ და უსიამოვნებები სწრაფად უნდა მოაგვაროთ. მეტი დაკვირვება გმართებთ ფინანსური საკითხების მიმართ. მხოლოდ პრაქტიკული ნივთები უნდა შეიძინოთ.

უამრავი შანსი გამოუჩნდება იმ თევზებს, ვისაც პირად ცხოვრებაში ჰარმონიის შექმნა/შენარჩუნება სურს. ყური დაუგდეთ ბრძენი ადამიანების რჩევებს. ყურადღებას ითხოვს ჯანმრთელობაც. ჩაიტარეთ სრული კვლევა, გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს. განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე. საკმარისია, ორგანიზმის გაწამება მავნე საკვებით, მავნე ჩვევებით! მიიღეთ ჯანსაღი საკვები და დაიმშვიდეთ ნერვები. აკონტროლეთ განწყობა.

2020 წელს ხშირად უნდა გამონახოთ დრო ცურვისთვის. თუ საზღვარგარეთ აპირებთ გამგზავრებას, იყავით დაკვირვებული, არაფერი გამოგრჩეთ, დაკარგოთ (თუმცა, ყურადღება ნებისმიერი მგზავრობის დროს მოგეთხოვებათ). ზაფხულის ბოლოს ბინის ყიდვის (იპოთეკით) ან ახალ ბინაში გადასვლის შესაძლებლობა მოგეცემათ. თუ ახალი სამსახურის დაწყება გსურთ, წლის მბრძანებელი, ვირთხა ყველანაირად დაგეხმარებათ. გამოგიჩნდებათ ახალი მეგობარი, რომელმაც მდიდარი ნათესავების დახმარების გარშე მიაღწია წარმატებას და რომელიც ბევრ რამეში იქნება თქვენთვის სამაგალითო, ასევე ბევრ რამეში შეგიწყობთ ხელს.

კარგ შედეგს მოგიტანთ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობა. შემოდგომაზე შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, ახალი პროექტების დაწყებას შეძლებთ. მიუხედავად იმისა, რომ ვირთხა თქვენ მიმართ კეთილგანწყობილია, უშრომველად ვერაფერს მიიღებთ.

სიყვარულისა და ოჯახური ცხოვრების პროგნოზი 2020 წლისთვის

ბედნიერი და უზრუნველი პირადი ცხოვრება გაქვთ. ახალი, ჭკვიანი და მშვენიერი ადამიანებიც გამოჩნდებიან თქვენს ცხოვრებაში, რომლებიც სათანადოდ დაგაფასებენ. გაფრთხილდით, კომპლიმენტებმა თავბრუ არ დაგახვიოთ. 2020 წელს საშუალება მოგეცემათ გათავისუფლდეთ ნეგატიური მოგონებებისგან და ჰარმონია შექმნათ პირად ცხოვრებაში. ნუ გშურთ მეგობრების, რომლებიც წლობით არიან დაოჯახებულები. თბილი ბუდის შექმნას თქვენც შეძლებთ. მთვარია, დაკვირვებული იყოთ და დროზე შეამჩნიოთ თქვენ გვერდით საიმედო ადამიანი. ზოგიერთი მხოლოდ ლამაზ რომანს დასჯერდება, ზოგიც დაქორწინებას და შვილის გაჩენას გადაწყვეტს. შემოდგომა კეთილშობილური საქციელით დაგამახსოვრებთ თავს, მაგალითად, ქველმოქმედებით.

დაქორწინებულ ნიშნებს მეტი დაკვირვება გმართებთ, რათა საკუთარი ბედნიერება არ გაგექცეთ. იყავით დაკვირვებული უხუცესი ოჯახის წევრების რჩევების მიმართ. აკონტროლეთ ემოციები და ადამიანს გულს ნუ ატკენთ მწარე კრიტიკით. მიუხედავად იმისა, რომ საქმეებითა და ვალდებულებებით იქნებით დაკავებული, საყვარელ ადამიანს მზრუნველობასა და ყურადღებას ნუ მოაკლებთ. იყავით მეტად რომანტიკული. მერე რა, რომ დაქორწინებულები ხართ, ხშირად მოუწყვეთ მეუღლეს რომანტიკული პაემანი.

შეყვარებულებმა ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ჭორებსა და ხმებს. თუ ვიღაცას თქვენი შურს, ეს არაა საყვარელ ადამიანთან ჩხუბის მიზეზი. თქვენ ინტუიციური ადამიანი ხართ და საკუთარ გულის თქმას უნდა ენდოთ. სასიამოვნოდ დაგამახსოვრებთ თავს აპრილ-მაისში დაგეგმილი მოგზაურობა. 2020 წლის ბოლოს საოჯახო საკითხების მოგვარება გმართეთ. ეს შეიძლება იყოს რემონტი, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან ავეჯის ყიდვა/განახლება.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი თევზებისთვის

პირად ცხოვრებაზე წინ სოციალურ აქტივობას დააყენებთ. მიზანმიმართული და შეუპოვარი ხარ, საკუთარი მიზნების მიღწევა არ გაგიჭირდებათ. ეცადეთ, თქვენი ვალდებულებები მეგობრებსა და კოლეგებს არ გადააბაროთ. მათ შეიძლება არ მოგატყუონ, მაგრამ ისე არ გააკეთონ საქმე, როგორც საჭიროა. დაკვირვება გმართებთ ფინანსებთან და კრედიტებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ.

მეტად უნდა აღიჭურვოთ მოთმინებით, თუ გსურთ საზოგადოებაში სტატუსი შეინარჩუნოთ. იყავით დაკვირვებული გამონათქვამებსა და ქცევაში. ბიზნესში საქმეების მოსაგვარებლად, გამოცდილ კომერსანტებს მიმართეთ რჩევისთვის. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ადამიანი თუ მართლა მოგწონთ და მის მიმართ გრძნობა გაქვთ, ნუღარ დააყოვნებთ, გამოუტყდით გრძნობებში.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალბატონი თევზებისთვის

სამსახურის საქმეებით დატვირთული წელი გელოდებათ. აკონტროლეთ ემოციები და ეცადეთ, კარგად შეასრულოთ ვალდებულებები. ზოგჯერ შიშებს პირისპირ უნდა შეეჯახოთ, რომ კარგად გაიცნოთ და დაამარცხოთ. რაც უფრო კარგად მოიქცევით საზოგადოებაში, მით უკეთ იგრძნობთ თავს.

ნაკალები ყურადღება მიაქციეთ ოჯახში არსებულ უსიამოვნებებს და ეცადეთ, გაამახვილოთ ყურადღება პოზიტივზე, ახლობლებთან კარგ ურთიერთობაზე. ოჯახში ფინანსურ კრიზს თავს აარიდებთ, თუ დაკვირვებულად და გააზრებულად იმოქმედებთ. საყვარელი ადამიანის მიმართ უნდა იყოთ მეტად მოსიყვარულე და მზრუნველი.

2020 წლის ფინანსური პროგნოზი

მთელი წლის განმავლობაში უნდა იმოქმედოთ პრინციპით: "ფასი-ხარისხი". ნუ იყიდით ყველაფერს რასაც მაღაზიაში დაინახავთ. თქვენ გაქვთ ბუნებრივი სიბრძნე - ინტუიცია და გამოიყენეთ ის. ფული მხოლოდ სარფიან პროექტებში დააბანდეთ.

გაზაფხულზე მხიარული მგზავრობა, გართობა და საყიდლები გელით. იყავით საქმიანად აქტიური, რომ მეტი ფული გამოიმუშაოთ. მოძლიერებულ და გამრავლებულ კონკურენტებს ჭკუით უნდა აჯობოთ. ზაფხულში მეგობრები შემოგთავაზებენ საერთო საქმიანობში ჩართვას. იყავით დაკვირვებული და "მეგობარია და ფული როგორ გამოვართვა" - დაივიწყეთ.

თუ მფლანგველი იქნებით, წლის ბოლოს ვალებით შეხვდებით. ეცადეთ, მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინოთ. განსაკუთრებული ხარჯი გელით შემოდგომაზე, როცა ოჯახთან ერთად მგზავრობას დაგეგმავთ. თუ თავად გიჭირთ ფულის მმართვა, დახმარება იურისტს ან ფინანსურ მენეჯერს სთხოვეთ.

კარგი წელია ახალი სამსახურის, შემოსავლის დამატებითი წყაროს საძიებლად. კარიერაში წარმატების მომტანი პერიოდებია ზაფხული და ზამთარი.

2020 წლის კარიერის პროგნოზი

წლის გმირად იგრძნობთ თავს. რაც უფრო ამბიციური და მიზანსწრაფული იქნებით, მით უკეთესია. დაუმტკიცეთ გარშემო მყოფებს, რომ საუკეთესო ხართ თქვენს სფეროში. ნუ ეძებთ სირთულეების დასაძლევ მარტივ გზებს. ზოგჯერ წინაღობა კარგი გაკვეთილია ხოლმე. თუ ახალ სფეროში გიწევთ მუშობა, ნუ იქნებით მორიდებული დახმარებაც ითხოვეთ და რჩევაც.

კარგი წელი ელით კომერციის, ფინანსების სფეროში მომუშავეებს. ეცადეთ, დაკვირვებული მოთამაშე იყოთ, შეცდომებს ნუ წაუყრუებთ, ძვირად დაგიჯდებათ. კონკურენტებთან საბრძოლველად ძველი, ნაცადი მეთოდები უნდა გამოიყენით.

2020 წლის ჯანმრთელობის პროგნოზი

უნდა იზრუნოთ ფიზიკურ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე. თუ თავს მობერებულად გრძნობთ, აკონტროლეთ ჭამის რეჟიმი. ხშირად დაისვენეთ, დილაობით ივარჯიშეთ და მიიღეთ კონტრასტული შხაპი. რაც უფრო მეტად მოიძლიერებთ ორგანიზმს, მით მარტივად გაუმკლავდებით სეზონურ ვირუსებსა და ბაქტერიებს. ძილის წინ აუცილებლად მიიღეთ თბილი აბაზანა და დამამშვიდებელი ჩაი.

ვირთხვის წელიწადში მეტად უნდა იზრუნოთ კანზე, სხეულსა და სახეზე. არ გაცივდეთ გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ზაფხულში აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი.

წლის მმართველი გირჩევთ, ხშირად გაისეირნოთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. დაისვენეთ და სხეულიც გაიკაჟეთ. იყავით მეტად დისციპლინირებული. ვარჯიში და ზომიერი დიეტის დაცვა აუცილებელია. ზომიერად ყველაფერი დასაშვებია. მავნე ჩვევებისგან კი უნდა გათავისუფლდეთ.

რა გელით თევზებს თვეების მიხედვით

იანვარი - საინტერესო და კეთილშობილური თვე გელით.

თებერვალი - ახალი შთაბეჭდილებები, პერსპექტივები და პროექტები გელით.

მარტი - ახალი იდეების განხორციელებას შეძლებთ, მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი.

აპრილი - აკონტროლეთ ემოციები.

მაისი - საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ ოჯახისა და დასვენებისთვისაც მოიცალოთ.

ივნისი - ჩახლართული სიტუაციების ამოხსნა გელით.

ივლისი - ეს სიტუაცია ამ თვეშიც გაგრძელდება. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კამათისგან.

აგვისტო - თავით უნდა გადაეშვათ მუშაობაში. არაფერი გადადოთ "ხვალისთვის".

სექტემბერი - მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან ერთად. არ დაივიწყოთ დათმობა და კომპრომისი.

ოქტომბერი - დასვენების, მომავალზე ოცნების საშუალება მოგეცემათ.

ნოემბერი - უნდა გათავისუფლდეთ ყველა იმ უსიამოვნებისგან, რაც წლის განმავლობაში დაგიგროვდათ.

დეკემბერი - კარგი თვეა ინიციატივის გამოჩენისა და აქტივაციისთვის.

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი ვერძებისთვის