სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - "წლის და­სა­წყის­ში­ვე სარ­ფი­ან და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებ­ში ჩა­ერ­თვე­ბით"
2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - "წლის და­სა­წყის­ში­ვე სარ­ფი­ან და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებ­ში ჩა­ერ­თვე­ბით"

წლის და­სა­წყის­ში­ვე სარ­ფი­ან და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებ­ში ჩა­ერ­თვე­ბით. შან­სი მო­გე­ცე­მათ გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი ნიჭი და შეს­ძლებ­ლო­ბა. ზო­გი­ერ­თმა სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი და სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ისე უნდა გა­და­ა­ნა­წი­ლოთ, რომ რო­მან­ტი­კის­თვი­საც მო­ი­ცა­ლოთ. მე­ტად უნდა მი­ხე­დოთ ჯან­მრთე­ლო­ბას, აკონ­ტრო­ლეთ წნე­ვა და ეცა­დეთ, არ გა­დატ­ვირ­თოთ კუჭი.

წლის და­სა­წყის­ში სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ შე­იც­ვა­ლოთ ან სამ­სა­ხუ­რის ად­გი­ლი, ან სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი. თუმ­ცა, ისე სარ­ფი­ა­ნად, რომ კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბით და ძველ ად­გილს აღარც გა­იხ­სე­ნებთ. ფული ზო­მი­ე­რად უნდა ხარ­ჯოთ. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან არ­სე­ბუ­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი რომ და­ა­მარ­ცხოთ, გუ­ლახ­დი­ლად უნდა ესა­უბ­როთ ერ­თმა­ნეთს.

ზა­ფხულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ის­ვე­ნოთ, თუ მალ­დი­ვებ­ზე ვერ გა­ემ­გზავ­რე­ბით, ნა­თე­სა­ვებს მა­ინც ეს­ტუმ­რეთ სო­ფელ­ში. მთა­ვა­რია, გარ­შე­მო ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბა და სუფ­თა ჰა­ე­რი გქონ­დეთ. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ იმუ­ნი­ტე­ტი. მო­ეშ­ვით თვით­მკურ­ნა­ლო­ბას, გა­მო­ყა­ვით თან­ხა და სპე­ცი­ა­ლისტს მი­მარ­თეთ. წლის ბო­ლოს მო­დუ­ნე­ბას ვერ შეძ­ლებთ. გლო­ბა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა მო­გი­წევთ. ახალ პრო­ექ­ტებ­შიც უნდა მი­ი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეცა­დეთ, მე­ტად მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა ცხოვ­რე­ბის ნა­თელ წერ­ტი­ლებს.

  • სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის პროგ­ნო­ზი 2020 წლის­თვის

2020 წელს არ უნდა და­ხარ­ჯოთ ძალა, დრო და ფული იმ ადა­მი­ა­ნებ­სა და საქ­მე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ჩი­რა­დაც არ ღი­რან თქვენ­თვის. სა­ნამ გო­ნე­ბას არ მო­უხ­მობთ, არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მარ­თაც დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოთ. თუ ხვდე­ბით, რომ გი­ყე­ნებთ, მის გვერ­დით არ უნდა გა­ჩერ­დეთ. კარ­გი წე­ლია თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. რაც უფრო გა­ნათ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, მით მარ­ტი­ვად მო­ი­ცი­ლებთ ყვე­ლა­ფერ ზედ­მეტს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ რო­მა­ნი გა­ა­ბათ კო­ლე­გას­თან ან ხელ­მძღვა­ნელ­თან.

შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კუ­რო­ე­ბი და­ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვე­ტენ. მარ­ტო­ხე­ლე­ბი კი, თუ გან­სა­კუთ­რე­ბით წი­ნა­აღ­მდეგ იქ­ნე­ბი­ან და­წყვი­ლე­ბის, მთელ დრო­სა და ენერ­გი­ას საქ­მე­ებს მო­ახ­მა­რენ. შე­იძ­ლე­ბა ფლირტსაც და­თან­ხმდე­ნენ, სა­კუ­რორ­ტო რო­მან­საც, მაგ­რამ კი­სერ­ზე უღელს არ და­იდ­გა­მენ. ეცა­დეთ, ხში­რად მო­ი­ნა­ხუ­ლოთ ნა­თე­სა­ვე­ბი, და­ეხ­მა­როთ მათ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში.

თა­ვა­დაც ახ­ლობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­აგ­ვა­რე­ბენ ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბას ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი კუ­რო­ე­ბი. თუმ­ცა, ეცა­დეთ, მხო­ლოდ მათ იმე­დათ არ იყოთ და თა­ვა­დაც იაქ­ტი­უ­როთ. ზო­გი­ერთს ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულ­თან ელის დაბ­რუ­ნე­ბა. და­ფიქ­რდით, გი­ღირთ ამ ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა?

2020 წელს შეძ­ლებთ მე­უღ­ლეს­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი კავ­ში­რი და­ამ­ყა­როთ. ეცა­დეთ, მე­ტად და­უთ­მოთ, არ იკა­მა­თოთ. იყოთ მზრუნ­ვე­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე. თუ ხვდე­ბით, რომ არ­სე­ბულ­მა კავ­შირ­მა დაგ­ღა­ლათ, უმ­ჯო­ბე­სია, ცოტა ხანი და­შორ­დეთ ერ­თმა­ნეთს, ისე, რომ ბავ­შვებ­მა, თუ ისი­ნი გყავთ, მშობ­ლე­ბის გან­ქორ­წი­ნე­ბით ტრავ­მა არ გა­ნი­ცა­დონ. შე­ხე­დეთ ერ­თმა­ნეთს შო­რი­დან. რაც უფრო მე­ტად მო­გე­ნატ­რე­ბათ ერ­თმა­ნე­თი მით უკე­თე­სია.

ეცა­დეთ, მზრუნ­ვე­ლი და გამ­გე­ბი­ა­ნი იყოთ ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ. მცი­რე შეც­დო­მის გამო ადა­მი­ანს სა­მუ­და­მოდ ნუ გა­და­იმ­ტე­რებთ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას. ეცა­დეთ, ბი­ნის, აგა­რა­კის რე­მონ­ტი ან მშე­ნებ­ლო­ბა მშვი­დად მო­აგ­ვა­როთ. გახ­სოვ­დეთ, რომ გა­მო­სა­ვა­ლი ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ი­დან არ­სე­ბობს.

  • 2020 წლის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი ქალ­ბა­ტო­ნი კუ­რო­ე­ბის­თვის

ძა­ლი­ან უნდა მო­ინ­დო­მოთ, რომ წელს კა­რი­ე­რა­შიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოთ და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც იდე­ა­ლუ­რი გქონ­დეთ. არ მო­გე­რი­დოთ და დახ­მა­რე­ბის­თვის ხში­რად მი­მარ­თეთ მე­გობ­რებს, სამ­სა­ხურ­ში - უფ­როსს, ოჯახ­ში - ნა­თე­სა­ვებს. ეცა­დეთ, ჰარ­მო­ნია გქონ­დეთ სულ­შიც და გარ­შე­მოც. მო­ე­რი­დეთ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ექ­სპე­რი­მენ­ტებს. ექიმს უნდა მი­მარ­თოთ და არა ბა­ლა­ხე­ბით მკურ­ნალ ბე­ბი­ებს. არც ინ­ტერ­ნეტ­ში ამო­კი­თხუ­ლი რჩე­ვე­ბი მო­გიტ­ნათ შვე­ბას. შვე­ბუ­ლე­ბა მშვიდ ად­გი­ლას გა­ა­ტა­რეთ და ეცა­დეთ, არ მო­ი­შა­ლოთ წვრილ­მან უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე ნერ­ვე­ბი. ეს ყვე­ლა სფე­როს ეხე­ბა.

2020 წელს ცოტა მე­ტად ავან­ტი­უ­რის­ტი და რო­მან­ტი­კუ­ლი უნდა იყოთ. თუმ­ცა, თავ­ქა­რი­ა­ნი ნუ გახ­დე­ბით. თუ რო­მა­ნებ­ზე იქ­ნე­ბით გა­და­ყო­ლი­ლი, საქ­მე­ე­ბის გრა­ფი­კი­დან ამო­ვარ­დე­ბით. ზო­მი­ე­რე­ბა გმარ­თებთ შო­პინ­გის დრო­საც. და­ქორ­წი­ე­ბუ­ლე­ბა წლის და­სა­წყის­ში­ვე და­ი­წყეთ ფუ­ლის მოგ­რო­ვე­ბა, რომ შვე­ბუ­ლე­ბა ერ­თად და რო­მან­ტი­კულ ად­გილ­ზე გა­ა­ტა­როთ.

  • 2020 წლის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი მა­მა­კა­ცი კუ­რო­ე­ბის­თვის

კარგ ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხართ. სიყ­ვა­რულ­ში უამ­რა­ვი თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი მო­მენ­ტი გე­ლით. ეცა­დეთ, დრო და ენერ­გია მხო­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ებს მო­ახ­მა­როთ, ტყუ­ი­ლად ნუ და­ხარ­ჯავთ. გა­ზა­ფხულ­ზე მარ­ტო­ხე­ლა კუ­რო­ე­ბი ნამ­დვილ სიყ­ვა­რულს შეხ­ვდე­ბი­ან. და­ი­ფა­რეთ ეს გრძნო­ბა ჭო­რე­ბი­სა და ცრურ­წმე­ნე­ბის­გან.

ვირ­თხის წე­ლი­წად­ში მსხვი­ლი სა­ყიდ­ლე­ბი გე­ლით ბი­ნის­თვის. აგ­რეთ­ვე, ფუ­ლის ხარ­ჯვა დაგ­ჭირ­დე­ბათ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და ქორ­წი­ნე­ბის­თვის. დიდი ხნის მე­გობ­რის­გან ახალ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ი­ღებთ და ერ­თად მსხვილ, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. აკონ­ტრო­ლეთ შეგ­რძნე­ბა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სიმ­შვი­დე, ყვე­ლა­ფერს ერ­თდრო­უ­ლად ნუ გა­მო­ე­კი­დე­ბით.

გა­მო­ნა­ხეთ დრო სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის შე­სას­რუ­ლე­ბად, რე­მონ­ტი­სა და აგა­რა­კის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის. ნუ შე­უ­შინ­დე­ბით ცვლი­ლე­ბებს. მშვი­დად მი­ი­ღეთ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც იღ­ბა­ლი გთა­ვა­ზობთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა მე­უღ­ლე არც უსა­ფუძ­ვლოდ და არც სა­ფუძ­ვლი­ა­ნად არ აეჭ­ვი­ა­ნოთ. უმ­ჯო­ბე­სია, რო­მან­ტი­კუ­ლი სი­უპ­რი­ზე­ბით გა­ა­ნე­ბივ­როთ, ერ­თად და­ეს­წროთ კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, ისე­ირ­ნოთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე.

  • 2020 წლის ფი­ნან­სუ­რი პროგ­ნო­ზი

უმ­ჯო­ბე­სია, და­ი­წყო ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბა. სულ მცი­რე თან­ხის გა­და­დე­ბა მა­ინც და­ი­წყეთ. აგ­რეთ­ვე, ფული მაქ­სი­მა­ლუ­რად გათ­ვლი­ლად და ზო­მი­ე­რად უნდა ხარ­ჯოთ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ზა­ფხულ­ში ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბას აპი­რებთ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­თვის კვლავ მი­ი­ღოთ პრე­მია და ბო­ნუ­სე­ბი. შე­იძ­ლე­ბა შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­როც გა­მო­გიჩ­ნდეთ. ნა­თე­სა­ვებს მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­ზე უარი არ უთხრათ, მაგ­რამ აქაც ზო­მი­ე­რე­ბა უნდა და­იც­ვათ.

მო­ე­რი­დეთ აზარ­ტულ თა­მა­შებს და ეცა­დეთ, არც ჯა­რი­მე­ბი "აი­კი­დოთ". ბიზ­ნეს­მე­ნი ნიშ­ნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ კონ­კუ­რენ­ტებ­თან კა­მათს. აგ­რეთ­ვე, გახ­სოვ­დეთ, რომ გარ­შე­მო მუ­დამ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სხვის ხარ­ჯზე სურთ ცხოვ­რე­ბა. და ეცა­დეთ, არა­ვინ შე­ის­ვათ კი­სერ­ზე.

  • 2020 წლის კა­რი­ე­რის პროგ­ნო­ზი

ზო­მი­ე­რე­ბის დაც­ვა გმარ­თებთ მუ­შა­ო­ბა­სა და დას­ვე­ნე­ბა­ში. ნუ გა­და­დებთ ხვა­ლის­თვის იმ სა­კი­თხებს, რო­მელ­თა მოგ­ვა­რე­ბა დღე­საც შე­გიძ­ლი­ათ. რაც უფრო მიზ­ნა­მი­მარ­თუ­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, მით მეტ ჯილ­დოს მი­ი­ღებთ ვირ­თხის­გან. ბიზ­ნეს­მე­ნი ნიშ­ნე­ბი მო­ე­რი­დეთ ჭო­რებ­სა და ინ­ტრი­გებ­ში გახ­ვე­ვას. კარგ შე­დე­გებს მო­გი­ტანთ მივ­ლი­ნე­ბა. დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. სა­ბუ­თებ­ზე ხე­ლის მო­წე­რამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ი­კი­თხეთ პი­რო­ბე­ბი. შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რებ­მა ახალ პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თვა შე­მოგ­თა­ვა­ზონ. და­აკ­ვირ­დით, თუ თქვენ­თვის სარ­ფი­ა­ნია და ტყუ­ი­ლად დრო­ი­სა და ენერ­გი­ის დარ­ღვე­ვა არ მო­გი­წევთ.

  • 2020 წლის ჯან­მრთე­ლო­ბის პროგ­ნო­ზი

დას­ვე­ნე­ბის დროს უნდა და­ის­ვე­ნოთ და მუ­შა­ო­ბის დროს იმუ­შა­ოთ. შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ თქვენ შვე­ბუ­ლე­ბის დრო­საც გა­ხა­სი­ა­თებთ მუ­შა­ო­ბა და სა­ვე­ნე­ბის დრო - სი­ზარ­მა­ცე. გა­მო­ნა­ხეთ დრო და მი­მარ­თეთ მკურ­ნალ ექიმს, ჩა­ი­ტა­რეთ ყვე­ლა ორ­გა­ნოს გამ­კვლე­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს გულ-სის­ხლძარ­ღვე­ბი. სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერ­ზე წინ და­ა­ყე­ნეთ.

მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. სა­სურ­ვე­ლია, სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წუთი, თუნ­დაც ერთი გა­ჩე­რე­ბა, ფე­ხით გა­ი­სე­ირ­ნოთ. და­კავ­დით სპორ­ტით, ცურ­ვით. ეკონ­ტაქ­ტეთ ოპ­ტი­მის­ტუ­რად გან­წყო­ბილ ადა­მი­ა­ნებს. თა­ვა­დაც ეცა­დეთ, პო­ზი­ტი­უ­რი იყოთ. ასე აირ­დებთ დეპ­რე­სი­ის შე­მო­ტე­ვებს.

კარგ შე­დე­გებს მო­გი­ტანთ კუნგ-ფუ და იოგა. გა­მო­ნა­ხეთ დრო იმ საქ­მის­თვის, რაც სუ­ლი­ერ სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ. ზა­ფხულ­ში იცუ­რეთ და ვე­ლო­სი­პე­დით ისე­ირ­ნეთ. მოძ­რა­ო­ბა და­გი­ცავთ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან და გან­წყო­ბა­საც გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ. იკ­ვე­ბეთ რე­ჟი­მის მი­ხედ­ვით. კუჭი რომ არ და­ი­ზი­ა­ნოთ, მავ­ნე საკ­ვე­ბის ჭა­მას უნდა მო­ე­რი­დოთ. მი­ი­ღეთ ვი­ტა­მი­ნე­ბი ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის სა­ხით.

  • რა გე­ლით კუ­რო­ებს თვე­ე­ბის მი­ხედ­ვით

იან­ვა­რი - ცვლი­ლე­ბე­ბი და გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი გე­ლით.

თე­ბერ­ვა­ლი - ზო­გი­ერ­თი ახალ საქ­მეს და­ი­წყებს, ზო­გიც პი­რად ბიზ­ნესს წა­მო­ი­წყებს.

მარ­ტი - ბი­ნის კე­თილ­მო­სა­წყო­ბად სა­უ­კე­თე­სო თვეა. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა სხვა ქა­ლაქ­ში/ქვე­ყა­ნა­ში მო­ი­სურ­ვოს გა­დას­ვლა.

აპ­რი­ლი - აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი.

მა­ი­სი - ნუ ტკეპ­ნით ერთ ად­გილს, იბ­რძო­ლეთ კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის.

ივ­ნი­სი - მო­ე­რი­დეთ ფუ­ლის გამო ჩხუბს.

ივ­ლი­სი - არა­ვის დახ­მა­რე­ბა არ გჭირ­დე­ბათ, ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­უმკლავ­დე­ბით.

აგ­ვის­ტო - სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დი­სა და ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის თვეა.

სექ­ტემ­ბე­რი - ფული ზო­მი­ე­რად ხარ­ჯეთ.

ოქ­ტომ­ბე­რი - დახ­მა­რე­ბას ნა­თე­სა­ვე­ბის­გა­ნაც მი­ი­ღებთ.

ნო­ემ­ბე­რი - პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას დიდი დაკ­ვირ­ვე­ბით და ყუ­რა­დღე­ბით უნდა მო­იდ­გეთ.

დე­კემ­ბე­რი - სუ­ლი­ე­რად მშვი­დი თვე გე­ლით. ხში­რად შეხ­ვდით მე­გობ­რებს და გა­ერ­თეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - "წლის და­სა­წყის­ში­ვე სარ­ფი­ან და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებ­ში ჩა­ერ­თვე­ბით"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - "წლის და­სა­წყის­ში­ვე სარ­ფი­ან და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებ­ში ჩა­ერ­თვე­ბით"

წლის დასაწყისშივე სარფიან და საინტერესო პროექტებში ჩაერთვებით. შანსი მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესძლებლობა. ზოგიერთმა სამსახურის საქმეები და საოჯახო ვალდებულებები ისე უნდა გადაანაწილოთ, რომ რომანტიკისთვისაც მოიცალოთ. მეტად უნდა მიხედოთ ჯანმრთელობას, აკონტროლეთ წნევა და ეცადეთ, არ გადატვირთოთ კუჭი.

წლის დასაწყისში საშუალება მოგეცემათ შეიცვალოთ ან სამსახურის ადგილი, ან საცხოვრებელი მისამართი. თუმცა, ისე სარფიანად, რომ კმაყოფილი დარჩებით და ძველ ადგილს აღარც გაიხსენებთ. ფული ზომიერად უნდა ხარჯოთ. საყვარელ ადამიანთან არსებული უსიამოვნებები რომ დაამარცხოთ, გულახდილად უნდა ესაუბროთ ერთმანეთს.

ზაფხულში აუცილებლად უნდა დაისვენოთ, თუ მალდივებზე ვერ გაემგზავრებით, ნათესავებს მაინც ესტუმრეთ სოფელში. მთავარია, გარშემო ლამაზი ბუნება და სუფთა ჰაერი გქონდეთ. გაიუმჯობესეთ იმუნიტეტი. მოეშვით თვითმკურნალობას, გამოყავით თანხა და სპეციალისტს მიმართეთ. წლის ბოლოს მოდუნებას ვერ შეძლებთ. გლობალური საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ახალ პროექტებშიც უნდა მიიღოთ მონაწილეობა. ეცადეთ, მეტად მიაქციოთ ყურადღება ცხოვრების ნათელ წერტილებს.

  • სიყვარულისა და ოჯახური ცხოვრების პროგნოზი 2020 წლისთვის

2020 წელს არ უნდა დახარჯოთ ძალა, დრო და ფული იმ ადამიანებსა და საქმეებზე, რომლებიც ჩირადაც არ ღირან თქვენთვის. სანამ გონებას არ მოუხმობთ, არაფერი შეიცვლება. საყვარელი ადამიანის მიმართაც დაკვირვებული უნდა იყოთ. თუ ხვდებით, რომ გიყენებთ, მის გვერდით არ უნდა გაჩერდეთ. კარგი წელია თვითგანვითარებისთვის. რაც უფრო განათლებული იქნებით, მით მარტივად მოიცილებთ ყველაფერ ზედმეტს. გამორიცხული არაა, რომ რომანი გააბათ კოლეგასთან ან ხელმძღვანელთან.

შეყვარებული კუროები დაქორწინებას გადაწყვეტენ. მარტოხელები კი, თუ განსაკუთრებით წინააღმდეგ იქნებიან დაწყვილების, მთელ დროსა და ენერგიას საქმეებს მოახმარენ. შეიძლება ფლირტსაც დათანხმდენენ, საკურორტო რომანსაც, მაგრამ კისერზე უღელს არ დაიდგამენ. ეცადეთ, ხშირად მოინახულოთ ნათესავები, დაეხმაროთ მათ ფინანსური საკითხების მოგვარებაში.

თავადაც ახლობლების დახმარებით მოაგვარებენ ყველა უსიამოვნებას ახალდაქორწინებული კუროები. თუმცა, ეცადეთ, მხოლოდ მათ იმედათ არ იყოთ და თავადაც იაქტიუროთ. ზოგიერთს ყოფილ შეყვარებულთან ელის დაბრუნება. დაფიქრდით, გიღირთ ამ ურთიერთობის გაგრძელება?

2020 წელს შეძლებთ მეუღლესთან ჰარმონიული კავშირი დაამყაროთ. ეცადეთ, მეტად დაუთმოთ, არ იკამათოთ. იყოთ მზრუნველი და მოსიყვარულე. თუ ხვდებით, რომ არსებულმა კავშირმა დაგღალათ, უმჯობესია, ცოტა ხანი დაშორდეთ ერთმანეთს, ისე, რომ ბავშვებმა, თუ ისინი გყავთ, მშობლების განქორწინებით ტრავმა არ განიცადონ. შეხედეთ ერთმანეთს შორიდან. რაც უფრო მეტად მოგენატრებათ ერთმანეთი მით უკეთესია.

ეცადეთ, მზრუნველი და გამგებიანი იყოთ ახლობლების მიმართ. მცირე შეცდომის გამო ადამიანს სამუდამოდ ნუ გადაიმტერებთ. ეს განსაკუთრებით ეხება ნათესავებთან დამოკიდებულებას და განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისას. ეცადეთ, ბინის, აგარაკის რემონტი ან მშენებლობა მშვიდად მოაგვაროთ. გახსოვდეთ, რომ გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს.

  • 2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალბატონი კუროებისთვის

ძალიან უნდა მოინდომოთ, რომ წელს კარიერაშიც წარმატებული იყოთ და პირადი ცხოვრებაც იდეალური გქონდეთ. არ მოგერიდოთ და დახმარებისთვის ხშირად მიმართეთ მეგობრებს, სამსახურში - უფროსს, ოჯახში - ნათესავებს. ეცადეთ, ჰარმონია გქონდეთ სულშიც და გარშემოც. მოერიდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს. ექიმს უნდა მიმართოთ და არა ბალახებით მკურნალ ბებიებს. არც ინტერნეტში ამოკითხული რჩევები მოგიტნათ შვებას. შვებულება მშვიდ ადგილას გაატარეთ და ეცადეთ, არ მოიშალოთ წვრილმან უსიამოვნებაზე ნერვები. ეს ყველა სფეროს ეხება.

2020 წელს ცოტა მეტად ავანტიურისტი და რომანტიკული უნდა იყოთ. თუმცა, თავქარიანი ნუ გახდებით. თუ რომანებზე იქნებით გადაყოლილი, საქმეების გრაფიკიდან ამოვარდებით. ზომიერება გმართებთ შოპინგის დროსაც. დაქორწიებულება წლის დასაწყისშივე დაიწყეთ ფულის მოგროვება, რომ შვებულება ერთად და რომანტიკულ ადგილზე გაატაროთ.

  • 2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი კუროებისთვის

კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში ხართ. სიყვარულში უამრავი თავბრუდამხვევი მომენტი გელით. ეცადეთ, დრო და ენერგია მხოლოდ მნიშვნელოვან საქმეებს მოახმაროთ, ტყუილად ნუ დახარჯავთ. გაზაფხულზე მარტოხელა კუროები ნამდვილ სიყვარულს შეხვდებიან. დაიფარეთ ეს გრძნობა ჭორებისა და ცრურწმენებისგან.

ვირთხის წელიწადში მსხვილი საყიდლები გელით ბინისთვის. აგრეთვე, ფულის ხარჯვა დაგჭირდებათ მოგზაურობისა და ქორწინებისთვის. დიდი ხნის მეგობრისგან ახალ შემოთავაზებას მიიღებთ და ერთად მსხვილ, საინტერესო პროექტს განახორციელებთ. აკონტროლეთ შეგრძნება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ყველაფერს ერთდროულად ნუ გამოეკიდებით.

გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებად, რემონტისა და აგარაკის მშენებლობისთვის. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. მშვიდად მიიღეთ ყველაფერი, რასაც იღბალი გთავაზობთ. დაქორწინებულებმა მეუღლე არც უსაფუძვლოდ და არც საფუძვლიანად არ აეჭვიანოთ. უმჯობესია, რომანტიკული სიუპრიზებით გაანებივროთ, ერთად დაესწროთ კულტურულ ღონისძიებებს, ისეირნოთ სუფთა ჰაერზე.

  • 2020 წლის ფინანსური პროგნოზი

უმჯობესია, დაიწყო ფულის დაგროვება. სულ მცირე თანხის გადადება მაინც დაიწყეთ. აგრეთვე, ფული მაქსიმალურად გათვლილად და ზომიერად უნდა ხარჯოთ. განსაკუთრებით, თუ ზაფხულში ზღვაზე დასვენებას აპირებთ. შესაძლებელია, კარგად შესრულებული საქმისთვის კვლავ მიიღოთ პრემია და ბონუსები. შეიძლება შემოსავლის დამატებითი წყაროც გამოგიჩნდეთ. ნათესავებს მატერიალურ დახმარებაზე უარი არ უთხრათ, მაგრამ აქაც ზომიერება უნდა დაიცვათ.

მოერიდეთ აზარტულ თამაშებს და ეცადეთ, არც ჯარიმები "აიკიდოთ". ბიზნესმენი ნიშნები მაქსიმალურად მოერიდეთ კონკურენტებთან კამათს. აგრეთვე, გახსოვდეთ, რომ გარშემო მუდამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვის ხარჯზე სურთ ცხოვრება. და ეცადეთ, არავინ შეისვათ კისერზე.

  • 2020 წლის კარიერის პროგნოზი

ზომიერების დაცვა გმართებთ მუშაობასა და დასვენებაში. ნუ გადადებთ ხვალისთვის იმ საკითხებს, რომელთა მოგვარება დღესაც შეგიძლიათ. რაც უფრო მიზნამიმართული და დაკვირვებული იქნებით, მით მეტ ჯილდოს მიიღებთ ვირთხისგან. ბიზნესმენი ნიშნები მოერიდეთ ჭორებსა და ინტრიგებში გახვევას. კარგ შედეგებს მოგიტანთ მივლინება. დაკვირვება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. საბუთებზე ხელის მოწერამდე აუცილებლად გადაიკითხეთ პირობები. შეიძლება მეგობრებმა ახალ პროექტებში ჩართვა შემოგთავაზონ. დააკვირდით, თუ თქვენთვის სარფიანია და ტყუილად დროისა და ენერგიის დარღვევა არ მოგიწევთ.

  • 2020 წლის ჯანმრთელობის პროგნოზი

დასვენების დროს უნდა დაისვენოთ და მუშაობის დროს იმუშაოთ. შეიძლება მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ თქვენ შვებულების დროსაც გახასიათებთ მუშაობა და სავენების დრო - სიზარმაცე. გამონახეთ დრო და მიმართეთ მკურნალ ექიმს, ჩაიტარეთ ყველა ორგანოს გამკვლევა. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს გულ-სისხლძარღვები. საკუთარ თავზე ზრუნვა ყველასა და ყველაფერზე წინ დააყენეთ.

მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. სასურველია, სამსახურის შემდეგ რამდენიმე წუთი, თუნდაც ერთი გაჩერება, ფეხით გაისეირნოთ. დაკავდით სპორტით, ცურვით. ეკონტაქტეთ ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანებს. თავადაც ეცადეთ, პოზიტიური იყოთ. ასე აირდებთ დეპრესიის შემოტევებს.

კარგ შედეგებს მოგიტანთ კუნგ-ფუ და იოგა. გამონახეთ დრო იმ საქმისთვის, რაც სულიერ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ზაფხულში იცურეთ და ველოსიპედით ისეირნეთ. მოძრაობა დაგიცავთ სერიოზული დაავადებებისგან და განწყობასაც გაგიუმჯობესებთ. იკვებეთ რეჟიმის მიხედვით. კუჭი რომ არ დაიზიანოთ, მავნე საკვების ჭამას უნდა მოერიდოთ. მიიღეთ ვიტამინები ხილისა და ბოსტნეულის სახით.

  • რა გელით კუროებს თვეების მიხედვით

იანვარი - ცვლილებები და გადაადგილებები გელით.

თებერვალი - ზოგიერთი ახალ საქმეს დაიწყებს, ზოგიც პირად ბიზნესს წამოიწყებს.

მარტი - ბინის კეთილმოსაწყობად საუკეთესო თვეა. ზოგმა შეიძლება სხვა ქალაქში/ქვეყანაში მოისურვოს გადასვლა.

აპრილი - აკონტროლეთ ემოციები.

მაისი - ნუ ტკეპნით ერთ ადგილს, იბრძოლეთ კარიერული წინსვლისთვის.

ივნისი - მოერიდეთ ფულის გამო ჩხუბს.

ივლისი - არავის დახმარება არ გჭირდებათ, ყველა უსიამოვნებას დამოუკიდებლად გაუმკლავდებით.

აგვისტო - სულიერი სიმშვიდისა და ნათესავებთან ურთიერთობების გაუმჯობესების თვეა.

სექტემბერი - ფული ზომიერად ხარჯეთ.

ოქტომბერი - დახმარებას ნათესავებისგანაც მიიღებთ.

ნოემბერი - პრობლემების მოგვარებას დიდი დაკვირვებით და ყურადღებით უნდა მოიდგეთ.

დეკემბერი - სულიერად მშვიდი თვე გელით. ხშირად შეხვდით მეგობრებს და გაერთეთ.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "მოულოდნელობებით აღსავსე წელი გელით"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მშვილდოსნებისთვის - "ფინანსური საკითხების მოგვარების წელია"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი სასწორებისთვის -  "საბედისწერო შეხვედრა გელით"