სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი ყველაზე თავდაჯერებული ზოდიაქოს ნიშანი
სამი ყველაზე თავდაჯერებული ზოდიაქოს ნიშანი

ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ყვე­ლას როდი გა­აჩ­ნია ამ­ქვეყ­ნად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და ამის მეშ­ვე­ო­ბით სხვე­ბის დარ­წმუ­ნე­ბი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ნიჭი. რო­გორც ცნო­ბი­ლი მწვრთნე­ლი ფი­ლიპ ზიმ­ბარ­დო გან­მარ­ტავს - "სხვებ­ზე ძა­ლა­უფ­ლე­ბა, არ ნიშ­ნავს ფუ­ლის, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის ან სხვა პრე­რო­გა­ტი­ვე­ბის ფლო­ბას. ეს მარ­ტო­ო­დენ ძლი­ე­რი თვითრწმე­ნი­სა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის შე­დე­გია".

ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ არ­სე­ბობს სამი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც სხვე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის ნი­ჭი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი და­ბა­დე­ბი­დან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მათ რო­გორც წესი, არც არა­სო­დეს უჭირთ სო­ცი­უ­მის სა­თა­ვი­სოდ გან­წყო­ბა.

  • ლომი - ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ლი­დე­რო­ბის­თვის იბა­დე­ბი­ან. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას ბავ­შვო­ბის ასა­კი­დან სჯე­რა სა­კუ­თა­რი უნი­კა­ლუ­რო­ბის, შე­სა­ბა­მი­სად, კარ­გად ახერ­ხებს სხვე­ბის დარ­წმუ­ნე­ბას თა­ვის უპი­რა­ტე­სო­ბა­ში. ლო­მე­ბი ნი­ჭი­ე­რი, დიდსუ­ლო­ვა­ნი და ამა­ყი ხალ­ხია. მათ­თვის სა­კუ­თა­რი იმი­ჯი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მუდ­მე­ბუ­ლი ზრუნ­ვი­სა და ფიქ­რის სა­გა­ნია. ისი­ნი ხში­რად თა­ვი­ანთ პი­რად გრძნო­ბებ­საც კი დე­ბენ სას­წორ­ზე, თუ საქ­მე სა­ზო­გა­დო იმი­ჯის შე­ლახ­ვის რისკს შე­ე­ხე­ბა. ლო­მებს უყ­ვართ სხვე­ბის­თვის ჭკუ­ის სწავ­ლე­ბა, ამი­ტომ ხში­რად ირ­ჩე­ვენ ფსი­ქო­ლო­გის და პო­ლი­ტი­კო­სის პრო­ფე­სი­ას.
  • მო­რი­ე­ლი - ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ნი­შა­ნია, ზო­დი­ა­ქოს სხვა ნიშ­ნებს შო­რის. მო­რი­ელს კარ­გი ინ­ტუ­ი­ცი­ის გარ­და, კოს­მოს­მა სიფრ­თხი­ლე, წინ­და­ხე­დუ­ლე­ბა, კარ­გი ადაპ­ტა­ცი­ის ნიჭი და გამ­ჭრი­ა­ხო­ბაც უბო­ძა. ამას­თან ერ­თად, ამ ხალ­ხს იშ­ვი­ა­თად ეშ­ლე­ბა სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბა და ყო­ველ­თვის უშეც­დო­მოდ გრძნო­ბენ, ვის­გან რას უნდა ელო­დონ. მო­რი­ე­ლი კუ­ლი­სებ­სმიღ­მა მო­თა­მა­შეა, იგი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ფლობს "ცივი ომის" ხე­ლოვ­ნე­ბას, ამი­ტომ საკ­მა­ოდ კარ­გად ახერ­ხებს სხვე­ბი შე­უმ­ჩნევ­ლად მარ­თოს.
  • მერ­წყუ­ლი - ალ­ტრუ­ის­ტი, ჰუ­მა­ნუ­რი და კაც­თმოყ­ვა­რე ნი­შა­ნია. მას აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიჭი - შე­უძ­ლია და­ი­ნა­ხოს მო­მა­ვა­ლი. ამი­ტომ იგი ხში­რად უშეც­დო­მოდ ხვდე­ბა სხვე­ბის საქ­ცი­ე­ლის გან­ვი­თა­რე­ბის მო­ტი­ვებს. თუმ­ცა იშ­ვი­ა­თა­დაა მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ვინ­მეს მი­მართ. მერ­წყულს აქვს უნა­რი, ნე­ბის­მი­ერ­თან და­ი­ჭი­როს თავი ისე, რო­გორც თა­ნას­წორ­თან. ამი­ტომ იგი ფსი­ქო­ლო­გი­ურ უნა­რებ­თან ერ­თად, გარ­შე­მო მყო­ფებ­ზე ძა­ლა­უფ­ლე­ბას ზუს­ტად ამ ჰუ­მა­ნუ­რი და ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით იძენს.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სამი ყველაზე თავდაჯერებული ზოდიაქოს ნიშანი

სამი ყველაზე თავდაჯერებული ზოდიაქოს ნიშანი

ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველას როდი გააჩნია ამქვეყნად თავდაჯერებულობა და ამის მეშვეობით სხვების დარწმუნებისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ნიჭი. როგორც ცნობილი მწვრთნელი ფილიპ ზიმბარდო განმარტავს - "სხვებზე ძალაუფლება, არ ნიშნავს ფულის, ფიზიკური ძალის ან სხვა პრეროგატივების ფლობას. ეს მარტოოდენ ძლიერი თვითრწმენისა და თავდაჯერებულობის შედეგია".

ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც სხვებით მანიპულირების ნიჭითაა დაჯილდოებული დაბადებიდან. აქედან გამომდინარე მათ როგორც წესი, არც არასოდეს უჭირთ სოციუმის სათავისოდ განწყობა.

  • ლომი - ეს ადამიანები ლიდერობისთვის იბადებიან. მათ უმრავლესობას ბავშვობის ასაკიდან სჯერა საკუთარი უნიკალურობის, შესაბამისად, კარგად ახერხებს სხვების დარწმუნებას თავის უპირატესობაში. ლომები ნიჭიერი, დიდსულოვანი და ამაყი ხალხია. მათთვის საკუთარი იმიჯი საზოგადოებაში გამუდმებული ზრუნვისა და ფიქრის საგანია. ისინი ხშირად თავიანთ პირად გრძნობებსაც კი დებენ სასწორზე, თუ საქმე საზოგადო იმიჯის შელახვის რისკს შეეხება. ლომებს უყვართ სხვებისთვის ჭკუის სწავლება, ამიტომ ხშირად ირჩევენ ფსიქოლოგის და პოლიტიკოსის პროფესიას.
  • მორიელი - ერთ-ერთი უძლიერესი ინტუიციური შესაძლებლობებით დაჯილდოებული ნიშანია, ზოდიაქოს სხვა ნიშნებს შორის. მორიელს კარგი ინტუიციის გარდა, კოსმოსმა სიფრთხილე, წინდახედულება, კარგი ადაპტაციის ნიჭი და გამჭრიახობაც უბოძა. ამასთან ერთად, ამ ხალხს იშვიათად ეშლება სხვა ადამიანების ცნობა და ყოველთვის უშეცდომოდ გრძნობენ, ვისგან რას უნდა ელოდონ. მორიელი კულისებსმიღმა მოთამაშეა, იგი შესანიშნავად ფლობს "ცივი ომის" ხელოვნებას, ამიტომ საკმაოდ კარგად ახერხებს სხვები შეუმჩნევლად მართოს.
  • მერწყული - ალტრუისტი, ჰუმანური და კაცთმოყვარე ნიშანია. მას აქვს განსაკუთრებული ნიჭი - შეუძლია დაინახოს მომავალი. ამიტომ იგი ხშირად უშეცდომოდ ხვდება სხვების საქციელის განვითარების მოტივებს. თუმცა იშვიათადაა მტრულად განწყობილი ვინმეს მიმართ. მერწყულს აქვს უნარი, ნებისმიერთან დაიჭიროს თავი ისე, როგორც თანასწორთან. ამიტომ იგი ფსიქოლოგიურ უნარებთან ერთად, გარშემო მყოფებზე ძალაუფლებას ზუსტად ამ ჰუმანური და ლოიალური დამოკიდებულებით იძენს.