ალბათ ცოტა მოიძებნება ამქვეყნად ადამიანი, ვისი დილაც არომატული ყავით არ იწყება. (თუმცა არსებობენ, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც!). უმეტესობისთვის ყავა ენერგიის მომატებასთან, გამოფხიზლებასთან ასოცირდება. ვნახოთ, ზოდიაქოს ნიშნებს როგორი ყავა შეეფერებათ:
ვერძისთვის ყველაზე შესაფერისია ძლიერი ყავა - მაგალითად ესპრესო. თუმცა, ის აუცილებლად უნდა იყოს ჩამოსხმული დიდ ჭიქაში ორმაგი, ან სამმაგი დოზით.
კუროს ტკბილეული უყვარს, მისთვის საუკეთესო ვარიანტია მსუბუქი ყავა - ლატე.
ტყუპის ცხოვრების წესს ამერიკანო შეესაბამება. ეს ის ყავაა, რომლის წაღებაც შეიძლება შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე; ტყუპს კი მოგეხსენებათ, არასოდეს სცალია ერთ ადგილზე დასაჯდომად.
კირჩხიბისთვის იდეალურია კლასიკური კაპუჩინო გემრიელი ნამცხვრის ნაჭერთან ერთად.
ლომის მოხიბვლა ცივი ყავით შეიძლება, რომელსაც ნაყინის გიგანტური ულუფაც მოჰყვება.
ქალწულისთვის დღის იდეალური დასაწყისია სამკურნალო მწვანე ყავა ან უკოფეინო ყავა ხილის მიუსლით.
სასწორს , როგორც ტკბილეულის დიდ მოყვარულს და დამფასებელს მოხიბლავს ე.წ. ბრაზილიური ყავა ნაღებითა და ცუკატებით.
მორიელისთვის საუკეთესო არჩევანია შავი ყავა კონიაკით.
მშვილდოსანი კლასიკურ თურქულ ყავას დასჯერდება, სასურველია იგი ქვიშაში იყოს მოდუღებული.
თხის რქასაც ესიამოვნება თურქული ყავა, მაგრამ სანელებლებით, იდეალური იქნება ილი.
მერწყულისთვის შესაძლოა იდეალური ვარიანტი იყოს, რძიანი ყავა გახეხილი შოკოლადით.
რაც შეეხება თევზებს მათ ორმაგი ყავა მოეწონებათ - ხსნადი ყავისა და თურქული ყავის კრეატიული ნაზავი - და აუცილებლად ნამცხვრით ან ტორტის მოზრდილი ნაჭრით.