მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყაზბეგში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ ბრალდებულების გვარმა მოკლულის გვარს და ოჯახს პატიება მუხლმოდრეკით სთხოვა - რა ვიდეო ვრცელდება?
ყაზბეგში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ ბრალდებულების გვარმა მოკლულის გვარს და ოჯახს პატიება მუხლმოდრეკით სთხოვა - რა ვიდეო ვრცელდება?

20 აპ­რილს, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გვე­ლეთ­ში სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 47 წლის გია ხა­ი­კაშ­ვილს და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 22 აპ­რილს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვეს. ნიკა ქუ­შაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მე­ო­რე პირს - პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვილს 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რო­გორც ambebi.ge -ს გია ხა­ი­კაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბელ­მა უამ­ბო და­პი­რის­პი­რე­ბა შე­ნიშ­ვნას მოჰ­ყვა:

"იმ ღა­მით აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს ზე­ი­მობ­დნენ მე­ზობ­ლე­ბი, დღე­ო­ბა­ზე გიაც იყო. ქუ­შაშ­ვი­ლე­ბი - ძმე­ბი და ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი (სულ ხუთ­ნი იყ­ვნენ) უზ­რდე­ლობ­დნენ, იგი­ნე­ბოდ­ნენ, რის­თვი­საც გიამ შე­ნიშ­ვნა მის­ცა, წეს­რი­გის­კენ მო­უ­წო­და. ძმებს უთ­ქვამთ, ჩვენ კი­დევ შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთ­სო. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ ისი­ნი რეს­ტო­რან "წა­ნა­რეთ­ში“ შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, სა­დაც ქუ­შაშ­ვი­ლებს გიას და­ცინ­ვა და­უ­წყი­ათ, სათ­ვა­ლე ხომ არ გი­ჭერ­სო და მსგავ­სი რეპ­ლი­კე­ბით აიგ­დეს. იქაც მოხ­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა და როცა გია უკან წა­მო­სუ­ლა, და­უ­რე­კავთ მის­თვის და საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად და­უ­ბა­რე­ბი­ათ - გვე­ლეთს ჩა­მო­დი, იქ გე­ლო­დე­ბი­თო.

გია ად­გილ­ზე მარ­ტო მი­ვი­და, გვიკ­ვირს, ასე რა­ტომ მო­იქ­ცა, როცა იცო­და, რა სა­ში­ნელ პი­როვ­ნე­ბებ­თან ჰქონ­და საქ­მე... თუმ­ცა, გია უძ­ლი­ე­რე­სი ბიჭი იყო და მის­თვის 4 და 5 კაც­თან გამ­კლა­ვე­ბა, არა­ფე­რი იყო. მისი მე­სი­ჯე­ბი ნა­ხეს, სა­დაც ქუ­შაშ­ვი­ლე­ბი წერ­დნენ, - სადა ხარ, არ მო­დი­ხარ? შე­გე­შინ­და? გე­ლო­დე­ბით... გია და­ნით დაჭ­რეს, ჭრი­ლო­ბე­ბი ძი­რი­თა­დად თა­ვი­სა და ყე­ლის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ად­გილ­ზე ხუთ­ნი ყო­ფი­ლან - ძმე­ბი და მათი სამი ბი­ძაშ­ვი­ლი. სამ­მა მათ­გან­მა მო­ა­ხერ­ხა ყაზ­ბე­გი­დან ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ში გა­დას­ვლა, ნი­კამ და პა­ა­ტამ ვერა, რად­გან პი­რო­ბი­თი ჰქონ­დათ (ესე­ნიც ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ სა­ზღვა­რი ვერ გა­დაკ­ვე­თეს, უკან მო­აბ­რუ­ნეს და და­ა­კა­ვეს), ნა­სა­მარ­თლე­ვე­ბი არი­ან. ამ­დე­ნი ჭრი­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო და ლა­პა­რა­კიც შე­ეძ­ლო".

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რომ ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის გვა­რის მა­მა­კა­ცე­ბი მუხ­ლზე დგა­ნან და მოკ­ლუ­ლის გვარს ასე სთხო­ვენ პა­ტი­ე­ბას. ვი­დე­ოს პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც წერს:

"მე პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვი­ლი ვა­სა­ჯა­რო­ებ ამ ვი­დე­ოს, რად­გან ვთვლი, რომ ხალ­ხმა უნდა ნა­ხოს...

ვინც ჩვე­ნი ძმის - გია ხა­ი­კაშ­ვი­ლის სის­ხლში ხე­ლე­ბი გა­ის­ვა­რა, ჩვენ ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის გვარ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მათი ოჯა­ხე­ბი ხე­ვი­დან სა­მუ­და­მოდ გა­ვა­სახ­ლოთ!

ამ კად­რებ­ში მხო­ლოდ ოჯახ­თან მის­ვლა და ბო­დი­შის მოხ­და არ არის. აქ მთა­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მი­ღე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ოჯა­ხე­ბის გა­და­სახ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

აქვე და­ვა­მა­ტებ, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ვთხოვთ გა­ა­სა­ჯა­რო­ოს მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ნათ­ლად ჩანს ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე. ეს იქ­ნე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ჩვენ მათი ოჯა­ხე­ბის გა­და­სახ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უსა­მარ­თლოდ არ მიგ­ვი­ღია!

ჩვე­ნი ძმის სის­ხლი არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა!

ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის გვა­რიც და ზო­გა­დად მო­ხე­ვე­ე­ბიც ყო­ველ­თვის ვა­მა­ყობ­დით ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბით და ტრა­დი­ცი­ე­ბით, და არა­კა­ცე­ბის ად­გი­ლი ხევ­ში არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა. თა­ვის დრო­ზე ყვე­ლა სა­თა­ნა­დოდ ის­ჯე­ბო­და... დღეს კი ეს სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა დაგ­ვიდ­გა. ჩემი ძმის გიას უბე­დუ­რე­ბამ დაგ­ვა­ნა­ხა, რო­გორ უკან უკან მი­დის ჩვე­ნი ხევი. იმი­ტომ რომ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა და სა­თა­ნა­დოდ არ დას­ჯი­ლან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ხე­ვის სა­ხელს არ­ცხვენ­დნენ. ამი­ტომ ახლა დუ­მი­ლის დრო აღარ არის.ეს ფაქ­ტი მხო­ლოდ ჩვე­ნი გვა­რის უბე­დუ­რე­ბა არ არის, ეს არის მთლი­ა­ნად ხე­ვის ტრა­გე­დია და სირ­ცხვი­ლი. იმ დღეს გიას მა­გივ­რად შე­იძ­ლე­ბო­და ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ოჯა­ხის შვი­ლი აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო.

ამი­ტომ გვარ­მა მი­ვი­ღეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. თუ ვინ­მე არ ეთან­ხმე­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, არც მათი ად­გი­ლი იქ­ნე­ბა ხევ­სა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­მე­ლი გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბა".

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ყაზბეგში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ ბრალდებულების გვარმა მოკლულის გვარს და ოჯახს პატიება მუხლმოდრეკით სთხოვა - რა ვიდეო ვრცელდება?

ყაზბეგში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ ბრალდებულების გვარმა მოკლულის გვარს და ოჯახს პატიება მუხლმოდრეკით სთხოვა - რა ვიდეო ვრცელდება?

20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში სასტიკი მკვლელობა მოხდა. 47 წლის გია ხაიკაშვილს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 22 აპრილს სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული დააკავეს. ნიკა ქუშაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს - პაატა ქუშაშვილს 376-ე მუხლის მეორე ნაწილი (დანაშაულის შეუტყობინებლობა) აქვს წარდგენილი, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ambebi.ge -ს გია ხაიკაშვილის ახლობელმა უამბო დაპირისპირება შენიშვნას მოჰყვა:

"იმ ღამით აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდნენ მეზობლები, დღეობაზე გიაც იყო. ქუშაშვილები - ძმები და ბიძაშვილები (სულ ხუთნი იყვნენ) უზრდელობდნენ, იგინებოდნენ, რისთვისაც გიამ შენიშვნა მისცა, წესრიგისკენ მოუწოდა. ძმებს უთქვამთ, ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთსო. რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი რესტორან "წანარეთში“ შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ქუშაშვილებს გიას დაცინვა დაუწყიათ, სათვალე ხომ არ გიჭერსო და მსგავსი რეპლიკებით აიგდეს. იქაც მოხდა შელაპარაკება და როცა გია უკან წამოსულა, დაურეკავთ მისთვის და საქმის გასარჩევად დაუბარებიათ - გველეთს ჩამოდი, იქ გელოდებითო.

გია ადგილზე მარტო მივიდა, გვიკვირს, ასე რატომ მოიქცა, როცა იცოდა, რა საშინელ პიროვნებებთან ჰქონდა საქმე... თუმცა, გია უძლიერესი ბიჭი იყო და მისთვის 4 და 5 კაცთან გამკლავება, არაფერი იყო. მისი მესიჯები ნახეს, სადაც ქუშაშვილები წერდნენ, - სადა ხარ, არ მოდიხარ? შეგეშინდა? გელოდებით... გია დანით დაჭრეს, ჭრილობები ძირითადად თავისა და ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. ადგილზე ხუთნი ყოფილან - ძმები და მათი სამი ბიძაშვილი. სამმა მათგანმა მოახერხა ყაზბეგიდან ორჯონიკიძეში გადასვლა, ნიკამ და პაატამ ვერა, რადგან პირობითი ჰქონდათ (ესენიც ცდილობდნენ, მაგრამ საზღვარი ვერ გადაკვეთეს, უკან მოაბრუნეს და დააკავეს), ნასამართლევები არიან. ამდენი ჭრილობის მიუხედავად, გია საავადმყოფოში კიდევ ცოცხალი იყო და ლაპარაკიც შეეძლო".

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ქუშაშვილების გვარის მამაკაცები მუხლზე დგანან და მოკლულის გვარს ასე სთხოვენ პატიებას. ვიდეოს პაატა ქუშაშვილი ავრცელებს, რომელიც წერს:

"მე პაატა ქუშაშვილი ვასაჯაროებ ამ ვიდეოს, რადგან ვთვლი, რომ ხალხმა უნდა ნახოს...

ვინც ჩვენი ძმის - გია ხაიკაშვილის სისხლში ხელები გაისვარა, ჩვენ ქუშაშვილების გვარმა გადავწყვიტეთ, რომ მათი ოჯახები ხევიდან სამუდამოდ გავასახლოთ!

ამ კადრებში მხოლოდ ოჯახთან მისვლა და ბოდიშის მოხდა არ არის. აქ მთავარი გადაწყვეტილებაა მიღებული დამნაშავეების ოჯახების გადასახლებასთან დაკავშირებით.

აქვე დავამატებ, რომ საგამოძიებო ორგანოს ვთხოვთ გაასაჯაროოს მკვლელობის ადგილზე არსებული ვიდეო ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს ყველა დამნაშავე. ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ მათი ოჯახების გადასახლების გადაწყვეტილება უსამართლოდ არ მიგვიღია!

ჩვენი ძმის სისხლი არავის ეპატიება!

ქუშაშვილების გვარიც და ზოგადად მოხევეებიც ყოველთვის ვამაყობდით ჩვენი წინაპრებით და ტრადიციებით, და არაკაცების ადგილი ხევში არასოდეს არ ყოფილა. თავის დროზე ყველა სათანადოდ ისჯებოდა... დღეს კი ეს სამწუხარო რეალობა დაგვიდგა. ჩემი ძმის გიას უბედურებამ დაგვანახა, როგორ უკან უკან მიდის ჩვენი ხევი. იმიტომ რომ განუკითხაობაა და სათანადოდ არ დასჯილან ის ადამიანები, ვინც ხევის სახელს არცხვენდნენ. ამიტომ ახლა დუმილის დრო აღარ არის.ეს ფაქტი მხოლოდ ჩვენი გვარის უბედურება არ არის, ეს არის მთლიანად ხევის ტრაგედია და სირცხვილი. იმ დღეს გიას მაგივრად შეიძლებოდა ნებისმიერი სხვა ოჯახის შვილი აღმოჩენილიყო.

ამიტომ გვარმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თუ ვინმე არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, არც მათი ადგილი იქნება ხევსა. არ აქვს მნიშვნელობა რომელი გვარის წარმომადგენელი იქნება".

იხილეთ ასევე: