სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თებერვლის 9 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში ცვლილებებს მოიტანს
თებერვლის 9 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში ცვლილებებს მოიტანს

წლის ყვე­ლა­ზე მოკ­ლე თვე სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბი­თაა აღ­სავ­სე. ამა­ზე ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ახლა კი და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავთ გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე, ორი­გი­ნა­ლურ მერ­წყუ­ლებს. თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღი­დან თქვე­ნი პი­რა­დი ახა­ლი წელი გე­წყე­ბათ და გი­სურ­ვებთ, სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბით აღ­სავ­სე 12 თვეს, მე­გობ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რას, მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას და რა თქმა უნდა, ჯან­მრთე­ლო­ბას. ახლა რაც შე­ე­ხე­ბა თე­ბერ­ვლის მოვ­ლე­ნებს, გა­მო­ვარ­ჩევთ 9 ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვანს:

1. მარ­სის ყოფ­ნა კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში 7 იან­ვრი­დან 4 მარ­ტის ჩათ­ვლით.

2. რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რის პე­რი­ო­დი მერ­წყულ­ში - 30 იან­ვრი­დან 21 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით.

3. ვე­ნე­რას სტუმ­რო­ბა მერ­წყულ­ში 1-25 თე­ბერ­ვლის პე­რი­ოდ­ში. 25-დან მისი გა­დას­ვლა თევ­ზებ­ში, სა­დაც 21 მარ­ტამ­დე გა­ჩერ­დე­ბა.

4. 11 თე­ბერ­ვა­ლი 23:05-ზე ახალმთვა­რე­ო­ბა და თეთ­რი მე­ტა­ლის ხა­რის შე­მობ­რძა­ნე­ბა.

5. სა­ტურ­ნი-ურა­ნის "და­ჯა­ხე­ბა" - 17 თე­ბერ­ვა­ლი.

6. 18 თე­ბერ­ვა­ლი - მზის გა­დას­ვლა თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში, სა­დაც დარ­ჩე­ბა 20 მარ­ტამ­დე.

7. მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან დაბ­რუ­ნე­ბა 21 თე­ბერ­ვალს. 30 მა­ი­სამ­დე იგი უკან­მა­ვა­ლი აღარ იქ­ნე­ბა.

8. სა­ინ­ტე­რე­სო დღე - შუა წერ­ტი­ლი 26 თე­ბერ­ვა­ლი.

9. და ბო­ლოს, 27 თე­ბერ­ვალს 12:17-ზე სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ქალ­წუ­ლის ნი­შან­ში, მე­ცხრე გრა­დუს­ში.

2021 წელს თე­ბერ­ვალ­ში პლა­ნე­ტე­ბის მოძ­რა­ო­ბა ისე­თი ინ­ტენ­სი­უ­რი არაა, რო­გო­რიც იან­ვარ­ში იყო. მხო­ლოდ ვე­ნე­რა, მზე და მერ­კუ­რი იმოძ­რა­ვე­ბენ. თვის მთა­ვა­რი გმი­რი არის მარ­სი , რო­მე­ლიც რამ­დენ­ჯერ­მე უსი­ა­მოვ­ნოდ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა სხვა აგ­რე­სი­ულ პლა­ნე­ტებს. ახლა მარ­სი კუ­როს ნი­შან­ში, მდე­ბა­რე­ობს. აქ იგი თავს ცუ­დად გრძნობს. მარ­თა­ლია, შრო­მის­მოყ­ვა­რეა, მაგ­რამ ჯი­უ­ტი­ცაა და თუ რა­მეს ხელს მო­კი­დებს (ცუ­დიც რომ იყოს), ბო­ლომ­დე მი­იყ­ვანს, რაც არ უნდა მოხ­დეს.

თე­ბერ­ვა­ლი რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო. სწორ სვლას პლა­ნე­ტა მხო­ლოდ 21 თე­ბერ­ვალს და­უბ­რუნ­დე­ბა, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბას, შორ მან­ძილ­ზე გამ­გზავ­რე­ბას, ახა­ლი ელექტრო­ტექ­ნი­კის, გა­ჯე­ტე­ბის ყიდ­ვას და სწავ­ლის და­წყე­ბა­საც კი 25 თე­ბერ­ვლამ­დე არ გირ­ჩევთ. რად­გან მერ­კუ­რი მერ­წყულ­ში აკე­თებს რეტ­რო სვლას და უნდა ვი­ცო­დეთ, რას ითხოვს ჩვენ­გან: მერ­წყუ­ლის მერ­კუ­რი არის მე­გობ­რუ­ლი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე, გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი, მო­მარ­თუ­ლია მო­მავ­ლა­ზე, ად­ვი­ლად ით­ვი­სებს ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ებს. უნდა ვე­ცა­დოთ, რომ ასე­თი თე­მე­ბი გვქონ­დეს ჩვენც ამ ცხოვ­რე­ბის ამ პე­რი­ოდ­ში. სხვა­თა შორს, მერ­კუ­რი მერ­წყუ­ლი­დან 16 მარტს გა­მო­ვა და გა­და­ვა თევ­ზებ­ში.

პირ­ვე­ლი-25 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით ვე­ნე­რა მერ­წყულ­ში იქ­ნე­ბა. ეს არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით აღ­სავ­სე, ეპა­ტა­ჟუ­რი და კოს­მი­უ­რი პე­რი­ო­დი. ადა­მი­ა­ნებს არ მო­უნ­დე­ბათ სხვებ­ზე და­მორ­ჩი­ლე­ბა. ჩაც­მუ­ლო­ბა­ში მო­ი­მა­ტებს ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბა. სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რე­ბიც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად იყოს დამ­ყა­რე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა­ზე. სუ­ლაც მე­გობ­რე­ბის წრე­ში გა­იც­ნოთ მო­მა­ვა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. 25 თე­ბერ­ვალს (21 მარ­ტამ­დე) ვე­ნე­რას თევ­ზე­ბი უმას­პინ­ძლებს. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს სი­ნა­ზე, ში­ნა­გა­ნი გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა (ძი­რი­თა­დად შე­მოქ­მე­დე­ბა­ში), გარ­კვე­უ­ლი მსხვერ­პლშე­წირ­ვა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო.

11 თე­ბერ­ვალს ვე­ლო­დე­ბით ახალმთვა­რე­ო­ბას . ეს არის აღ­მო­სავ­ლუ­რი ახა­ლი წელი და წლის მმარ­თვე­ლი - თეთ­რი მე­ტა­ლის ხარი - ერთი წლით და­ი­კა­ვებს თა­ვის კუთ­ვნილ ად­გილს. ჩი­ნებ­ლე­ბი მას ოქ­როს ძრო­ხის წელ­საც ეძა­ხი­ან. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, მო­გინ­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, სიმ­დიდ­რის დაგ­რო­ვე­ბა. ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე პლან­ტე­ბი ისევ ქმნი­ან რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ძა­ბულ ას­პექტს, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გაფრ­თხილ­დით. თუმ­ცა, თვის ბო­ლოს და­ძა­ბუ­ლო­ბე­ბი იკ­ლებს და მშვი­დად ამო­სუნ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცე­მა. ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით თე­ბერ­ვლის ახალმთვა­რე­ო­ბა­სა და აღ­მო­სავ­ლურ ახალ წელ­ზე დაწ­ვრი­ლე­ბით სტა­ტი­ას მო­გიმ­ზა­დებთ.

ორი ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პლა­ნე­ტე­ბი - სა­ტურ­ნი (შე­ზღუდ­ვე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი, დრო) და ურა­ნი (თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ცვლი­ლე­ბე­ბი, ამ­ბო­ხი) 17 თე­ბერ­ვალს ისევ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. ეს ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა არ იქ­ნე­ბა წელს. მათი გავ­ლე­ნა უკვე ვიგ­რძე­ნით 2020 წლის 12 იან­ვარს. 5 ივ­ნისს და 24 დე­კემ­ბერს ისი­ნი კვლავ "და­ჯა­ხე­ბი­ან" ერ­თმა­ნეთს, რაც გვაძ­ლევს იმის თქმის უფ­ლე­ბას, რომ ეს იქ­ნე­ბა, ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის წელი. თუმ­ცა, ზო­მი­ე­რე­ბა, წარ­სუ­ლი შეც­დო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რჩე­ვე­ბი შეგ­ვიმ­სუ­ბუ­ქებს "რყე­ვებს". გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დეს მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­სა და ეკო­ნო­მი­კა­ში . და­აკ­ვირ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ებს, გა­და­ა­მოწ­მეთ რას გას­ცემთ და იღებთ.

მზე თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვა 18 თე­ბერ­ვალს, თვის მმარ­თვე­ლო­ბას შე­ი­თავ­სებს თევ­ზე­ბის მმარ­თვე­ლი ნეპ­ტუ­ნიც. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ მო­ი­მა­ტებს ინ­ტუ­ი­ცია, გა­გიჩ­ნდე­ბათ ლოც­ვის, მე­დი­ტა­ცი­ის სურ­ვი­ლი. ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი გახ­დე­ბი­ან. ამ პე­რი­ოდ­ში კარ­გია არტთე­რა­პია, ნე­ბის­მი­ე­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა, და­აკ­ვირ­დით სიზ­მრებს, სიმ­ბო­ლო­ებს.

21 თე­ბერ­ვალს მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან გა­მო­დის (თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში იგი მხო­ლოდ 16 მარტს გა­და­ვა). ამ პე­რი­ოდ­ში მო­ი­მა­ტებს კონ­ტაქ­ტე­ბი, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლო­ბა, და­ი­წყეთ სწავ­ლა, და­ამ­ყა­რეთ კავ­ში­რი თქვენ­თვის სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებ­თან.

26 თე­ბერ­ვა­ლი - ეს არის დაბ­ნე­ლე­ბე­ბის შუა დღე . ამ­ბო­ბენ, რომ ეს დღე არის სრუ­ლი­ად ამო­უც­ნო­ბი და მოვ­ლე­ნე­ბიც კი შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად გა­ურ­კვევ­ლად გან­ვი­თარ­დეს და ის, რაც და­გეგ­მი­ლი გქონ­დათ, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დეს. შუა წერ­ტი­ლი 23:30-ზე დად­გე­ბა და 27 თე­ბერ­ვალ­ზეც იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას. ამი­ტომ იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და ფრთხი­ლი. ნუ და­ი­წყებთ ახალ საქ­მე­ებს, ნუ შე­ი­ძენთ ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებს, ნუ გა­ა­ფორ­მებთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს და ნუ­რა­ვის ნუ­რა­ფერს და­პირ­დე­ბით. და­აკ­ვირ­დით ამ ორ დღეს. ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა არა­ფე­რი მოხ­დეს, ზო­გის ცხოვ­რე­ბა კი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლოს.

თე­ბერ­ვლის ბოლო სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნა იქ­ნე­ბა - სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში, რი­თაც დას­რულ­დე­ბა ეს თვე. მას 27 თე­ბერ­ვალს ვე­ლო­დე­ბით. ამ დღის­თვის და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტე­ბი თით­ქმის ჩა­ცხრე­ბა, მაგ­რამ ემო­ცი­უ­რო­ბა მა­ინც მო­მა­ტე­ბუ­ლია და და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას არ გირ­ჩევთ.

ბედ­ნი­ერ, მშვიდ თე­ბერ­ვალს გი­სურ­ვებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

თებერვლის 9 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში ცვლილებებს მოიტანს

თებერვლის 9 მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში ცვლილებებს მოიტანს

წლის ყველაზე მოკლე თვე საინტერესო მოვლენებითაა აღსავსე. ამაზე ცოტა მოგვიანებით, ახლა კი დაბადების დღეს გილოცავთ განუმეორებელ, თავისუფლებისმოყვარე, ორიგინალურ მერწყულებს. თქვენი დაბადების დღიდან თქვენი პირადი ახალი წელი გეწყებათ და გისურვებთ, საინტერესო მოვლენებით აღსავსე 12 თვეს, მეგობრების მხარდაჭერას, მატერიალურ კეთილდღეობას და რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას. ახლა რაც შეეხება თებერვლის მოვლენებს, გამოვარჩევთ 9 ყველაზე მნიშვნელოვანს:

1. მარსის ყოფნა კუროს ზოდიაქოში 7 იანვრიდან 4 მარტის ჩათვლით.

2. რეტროგრადული მერკურის პერიოდი მერწყულში - 30 იანვრიდან 21 თებერვლის ჩათვლით.

3. ვენერას სტუმრობა მერწყულში 1-25 თებერვლის პერიოდში. 25-დან მისი გადასვლა თევზებში, სადაც 21 მარტამდე გაჩერდება.

4. 11 თებერვალი 23:05-ზე ახალმთვარეობა და თეთრი მეტალის ხარის შემობრძანება.

5. სატურნი-ურანის "დაჯახება" - 17 თებერვალი.

6. 18 თებერვალი - მზის გადასვლა თევზების ზოდიაქოში, სადაც დარჩება 20 მარტამდე.

7. მერკურის რეტროგრადული სვლიდან დაბრუნება 21 თებერვალს. 30 მაისამდე იგი უკანმავალი აღარ იქნება.

8. საინტერესო დღე - შუა წერტილი 26 თებერვალი.

9. და ბოლოს, 27 თებერვალს 12:17-ზე სავსემთვარეობა ქალწულის ნიშანში, მეცხრე გრადუსში.

2021 წელს თებერვალში პლანეტების მოძრაობა ისეთი ინტენსიური არაა, როგორიც იანვარში იყო. მხოლოდ ვენერა, მზე და მერკური იმოძრავებენ. თვის მთავარი გმირი არის მარსი , რომელიც რამდენჯერმე უსიამოვნოდ დაუპირისპირდება სხვა აგრესიულ პლანეტებს. ახლა მარსი კუროს ნიშანში, მდებარეობს. აქ იგი თავს ცუდად გრძნობს. მართალია, შრომისმოყვარეა, მაგრამ ჯიუტიცაა და თუ რამეს ხელს მოკიდებს (ცუდიც რომ იყოს), ბოლომდე მიიყვანს, რაც არ უნდა მოხდეს.

თებერვალი რეტროგრადული მერკური პერიოდში დაიწყო. სწორ სვლას პლანეტა მხოლოდ 21 თებერვალს დაუბრუნდება, მაგრამ მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებას, შორ მანძილზე გამგზავრებას, ახალი ელექტროტექნიკის, გაჯეტების ყიდვას და სწავლის დაწყებასაც კი 25 თებერვლამდე არ გირჩევთ. რადგან მერკური მერწყულში აკეთებს რეტრო სვლას და უნდა ვიცოდეთ, რას ითხოვს ჩვენგან: მერწყულის მერკური არის მეგობრული, ცნობისმოყვარე, გამომგონებელი, მომართულია მომავლაზე, ადვილად ითვისებს ახალ ინფორმაციებს. უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი თემები გვქონდეს ჩვენც ამ ცხოვრების ამ პერიოდში. სხვათა შორს, მერკური მერწყულიდან 16 მარტს გამოვა და გადავა თევზებში.

პირველი-25 თებერვლის ჩათვლით ვენერა მერწყულში იქნება. ეს არის თავისუფლებისმოყვარე, მოულოდნელობებით აღსავსე, ეპატაჟური და კოსმიური პერიოდი. ადამიანებს არ მოუნდებათ სხვებზე დამორჩილება. ჩაცმულობაში მოიმატებს ორიგინალურობა. სასიყვარულო კავშირებიც შეიძლება მეტად იყოს დამყარებული მეგობრობაზე. სულაც მეგობრების წრეში გაიცნოთ მომავალი შეყვარებული. 25 თებერვალს (21 მარტამდე) ვენერას თევზები უმასპინძლებს. ადამიანებში მოიმატებს სინაზე, შინაგანი გრძნობების გამოხატვა (ძირითადად შემოქმედებაში), გარკვეული მსხვერპლშეწირვა საყვარელი ადამიანების გამო.

11 თებერვალს ველოდებით ახალმთვარეობას . ეს არის აღმოსავლური ახალი წელი და წლის მმართველი - თეთრი მეტალის ხარი - ერთი წლით დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს. ჩინებლები მას ოქროს ძროხის წელსაც ეძახიან. ადამიანებში მოიმატებს შრომისუნარიანობა, მოგინდებათ მატერიალური საკითხების მოგვარება, სიმდიდრის დაგროვება. ახალმთვარეობაზე პლანტები ისევ ქმნიან რამდენიმე მნიშვნელოვან დაძაბულ ასპექტს, ამიტომ მაქსიმალურად გაფრთხილდით. თუმცა, თვის ბოლოს დაძაბულობები იკლებს და მშვიდად ამოსუნთვის შესაძლებლობა მოგვეცემა. ცოტა მოგვიანებით თებერვლის ახალმთვარეობასა და აღმოსავლურ ახალ წელზე დაწვრილებით სტატიას მოგიმზადებთ.

ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პლანეტები - სატურნი (შეზღუდვები, ტრადიციები, დრო) და ურანი (თავისუფლება, ცვლილებები, ამბოხი) 17 თებერვალს ისევ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს ერთადერთი შემთხვევა არ იქნება წელს. მათი გავლენა უკვე ვიგრძენით 2020 წლის 12 იანვარს. 5 ივნისს და 24 დეკემბერს ისინი კვლავ "დაჯახებიან" ერთმანეთს, რაც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ეს იქნება, ძირეული ცვლილებების წელი. თუმცა, ზომიერება, წარსული შეცდომების გათვალისწინება და გამოცდილი ადამიანების რჩევები შეგვიმსუბუქებს "რყევებს". გამორიცხული არაა, ძირეული ცვლილებები მოხდეს მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში . დააკვირდით ინფორმაციებს, გადაამოწმეთ რას გასცემთ და იღებთ.

მზე თევზების ზოდიაქოში გადავა 18 თებერვალს, თვის მმართველობას შეითავსებს თევზების მმართველი ნეპტუნიც. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოიმატებს ინტუიცია, გაგიჩნდებათ ლოცვის, მედიტაციის სურვილი. ადამიანები მეტად მგრძნობიარეები გახდებიან. ამ პერიოდში კარგია არტთერაპია, ნებისმიერი შემოქმედებითი საქმიანობა, დააკვირდით სიზმრებს, სიმბოლოებს.

21 თებერვალს მერკური რეტროგრადული სვლიდან გამოდის (თევზების ზოდიაქოში იგი მხოლოდ 16 მარტს გადავა). ამ პერიოდში მოიმატებს კონტაქტები, ინფორმაციულობა, დაიწყეთ სწავლა, დაამყარეთ კავშირი თქვენთვის საჭირო ადამიანებთან.

26 თებერვალი - ეს არის დაბნელებების შუა დღე . ამბობენ, რომ ეს დღე არის სრულიად ამოუცნობი და მოვლენებიც კი შეიძლება სრულიად გაურკვევლად განვითარდეს და ის, რაც დაგეგმილი გქონდათ, რადიკალურად განსხვავებულად განხორციელდეს. შუა წერტილი 23:30-ზე დადგება და 27 თებერვალზეც იქონიებს გავლენას. ამიტომ იყავით დაკვირვებული და ფრთხილი. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს და ნურავის ნურაფერს დაპირდებით. დააკვირდით ამ ორ დღეს. ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება არაფერი მოხდეს, ზოგის ცხოვრება კი რადიკალურად შეიცვალოს.

თებერვლის ბოლო საინტერესო მოვლენა იქნება - სავსემთვარეობა ქალწულის ზოდიაქოში, რითაც დასრულდება ეს თვე. მას 27 თებერვალს ველოდებით. ამ დღისთვის დაძაბული ასპექტები თითქმის ჩაცხრება, მაგრამ ემოციურობა მაინც მომატებულია და დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას არ გირჩევთ.

ბედნიერ, მშვიდ თებერვალს გისურვებთ!

"გადადეთ პაემნები, ნურც სხვას ენდობით და ნურც საკუთარ თავს, გადაამოწმეთ ყოველი სიტყვა" - რა უნდა იცოდეთ 21 თებერვლამდე და ვისთვის იქნება ეს პერიოდი საუკეთესო

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული თევზებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული მერწყულებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი