Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოგვიტანს სატურნის თევზებში გადასვლა
რას მოგვიტანს სატურნის თევზებში გადასვლა

აკ­რძალ­ვე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი 7 მარტს მერ­წყუ­ლი­დან თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­დის, სა­დაც დარ­ჩე­ბა 2026 წლის 15 თე­ბერ­ვლამ­დე. სა­ტურ­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი პლა­ნე­ტაა და მისი ტრან­ზი­ტი სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზეც ახ­დენს გავ­ლე­ნას. სა­ტურ­ნი არის ძა­ლა­უფ­ლე­ბა და კონ­კრე­ტულ ნი­შან­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ უზღუ­დავს მას უფ­ლე­ბებს. სა­ტურ­ნი გვი­წე­სებს ჩარ­ჩო­ებს, რათა არ მოგ­ვი­ვი­დეს ზედ­მე­ტი, ვი­ყოთ მე­ტად პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნე­ბი, გა­მო­ვავ­ლი­ნოთ დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლო­ბა, ვის­წავ­ლოთ რე­ჟი­მი და გრა­ფიკ­ში ცხოვ­რე­ბა.

სა­ტურ­ნი არ გა­გიშ­ვებთ შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბას, უნდა იყოთ გა­აზ­რე­ბუ­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცა­ზე (გარ­თო­ბა, სი­ა­მოვ­ნე­ბა) უა­რის თქმამ მო­გი­წი­ოთ იმის­თვის, რომ მი­აღ­წი­ოთ მი­ზანს. თუმ­ცა, სა­ტურ­ნის გაკ­ვე­თი­ლე­ბის გავ­ლის შემ­დეგ მი­ი­ღებთ და­ფა­სე­ბას, აღი­ა­რე­ბას, გა­მოც­დი­ლე­ბას, გახ­დე­ბით მე­ტად და­ფა­სე­ბუ­ლი. ერთი სი­ტყვით, სა­ტურ­ნი გა­მოგ­წვრთნით, მაგ­რამ იოლ და მარ­ტივ შე­დე­გებს და ნუ ელო­დე­ბით. უნდა იყოთ გა­აზ­რე­ბუ­ლი, უნდა აწარ­მო­ოთ დღი­უ­რი, დღის გეგ­მა და არ გა­და­უხ­ვი­ოთ წე­სე­ბი­დან. აკუ­რა­ტუ­ლი უნდა იყოთ ფუ­ლის ხარ­ჯვის დრო­საც, სა­ტურ­ნი ფუ­ლის ფლან­გვას არ გა­პა­ტი­ებთ, თი­თო­უ­ლი თეთ­რი გა­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი უნდა გქონ­დეთ. სხვა­თა შო­რის, ეს მარ­ტო საქ­მე­ებს არ ეხე­ბა, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სიც უნდა აკონ­ტრო­ლოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, მავ­ნე ჩვე­ვებ­თან დამ­შვი­დო­ბე­ბა, ზო­მი­ე­რე­ბა კვე­ბა­ში, ვარ­ჯი­ში, ძი­ლის რე­ჟი­მის დაც­ვა და სუფ­თა ჰა­ერ­ზე ყოფ­ნა.

სა­ტურ­ნი მკაც­რია და არ გე­პა­ტი­ე­ბათ დრო­ის ფლან­გვა. მო­მარ­თუ­ლი უნდა იყოთ კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. უნდა გა­ი­ზარ­დოთ, და­სე­რი­ო­ზულ­დეთ. არ გირ­ჩევთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ნაჩ­ქა­რე­ვად მი­ღე­ბას. შრო­მა, შრო­მა და კვლავ შრო­მა მო­გი­ტანთ შე­დეგს, რა სფე­რო­შიც არ უნდა გყავ­დეთ სა­ტურ­ნი. თევ­ზე­ბი არის ემო­ცი­უ­რი ნი­შა­ნი და გაფრ­თხილ­დით, რომ არ გა­და­ვარ­დეთ დეპ­რე­სი­ა­ში, არ გირ­ჩევთ ფან­ტა­ზი­ებ­ში გა­და­ვარ­დნას. სა­სურ­ვე­ლია, ფსი­ქი­კა მშვი­დად გქონ­დეთ. თევ­ზე­ბი ცოტა ზარ­მა­ცი ნი­შა­ნია, თუ შე­იძ­ლე­ბა, გა­ექ­ცე­ვი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და აი, სწო­რედ ეს თვი­სე­ბე­ბი უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს, მთა­ვა­რია, არ შე­გე­შინ­დეთ. არ თქვათ უარი გა­მოწ­ვე­ვებ­ზე. ყო­ველ­თვის, როცა კი მი­აღ­წევთ წარ­მა­ტე­ბას, ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ქე­ბა.

სა­ტურ­ნის თევ­ზებ­ში ყოფ­ნის დროს, მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცირ­დე­ბა ალ­კოჰო­ლი­სა და სხვა მათ­რო­ბე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი, ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვად გა­და­წყვი­ტონ უა­რის თქმა, ან შე­იძ­ლე­ბა კა­ნო­ნი გამ­კაცრ­დეს. თევ­ზე­ბი არის ყვე­ლა­ზე ქველ­მოქ­მე­დი ნი­შა­ნი და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, გა­მოჩ­ნდნენ ახა­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. თევ­ზე­ბის სახ­ლი არის ვირუ­სე­ბის სიმ­ბო­ლოც და შე­იძ­ლე­ბა მეც­ნი­ე­რებ­მა გა­მო­ი­გო­ნონ ახა­ლი ან იძუ­ლე­ბის წე­სით მოხ­დეს მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია. გარ­და ამი­სა, შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვის სის­ტე­მა, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის ფორ­მა. თევ­ზე­ბი არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ნი­შა­ნი, მას არ უყ­ვარს შე­ზღუდ­ვა, სა­ტურ­ნის კი არის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, ადა­მი­ა­ნებ­მა უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭონ მარ­თვის იმ ფორ­მას, სა­დაც არ იქ­ნე­ბათ შე­ზღუ­დუ­ლე­ბი, არ გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ და და­ეხ­მა­რე­ბი­ან გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სა­ტურ­ნის თევ­ზებ­ში ყოფ­ნის დროს, შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ ის, რა­საც აქამ­დე გი­მა­ლავ­დნენ, გა­მოვ­ლინ­დეს ფა­რუ­ლი მა­სა­ლე­ბი. უნდა მო­ვიხ­სნათ ვარ­დის­ფე­რი სათ­ვა­ლე, გა­ვუს­წო­როთ მზე­რა რე­ა­ლო­ბას და ვი­ყოთ მე­ტად პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი თა­ვის, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის და სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მი­მართ.

სა­ტურ­ნი 29,5 წე­ლი­წად­ში ერთხელ ბრუნ­დე­ბა თქვენს ნი­შან­ში. ამი­ტომ 30 წელი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. სა­შუ­ა­ლოდ 27-29 წლის ასაკ­ში ადა­მი­ა­ნი ქმნის ოჯახს, უჩ­ნდე­ბა შვი­ლი, იწყებს მუ­შა­ო­ბას ანუ იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. მე­ო­რედ სა­ტურ­ნი ბრუნ­დე­ბა თქვენს ნი­შან­ში 58-60 წლის ასაკ­ში. ეს არის ცხოვ­რე­ბის გა­და­ხედ­ვის, შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის დროს. გარ­და ამი­სა, სა­ტურ­ნი 7-8 წე­ლი­წად­ში ერთხელ იჭ­რე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­სა და რე­ჟიმ­ში, წეს­რიგ­ში, სის­ტე­მა­ში გვაქ­ცევს. პირ­ვე­ლად ეს ხდე­ბა 7-8 წლის ასაკ­ში, როცა ბავ­შვი შე­დის სკო­ლა­ში, ხდე­ბა სო­ცი­უ­მის წევ­რი, შემ­დეგ - 14-15, 21-22 წლის ასაკ­ში და ასე შემ­დეგ...

ას­ტრო­ის­ტო­რი­ას თუ გა­დავ­ხე­დავთ, სა­ტურ­ნის თევ­ზებ­ში იყო 1935-1938 წლებ­ში, გე­ცო­დი­ნე­ბათ, რომ ეს იყო რეპ­რე­სი­ე­ბის, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, მკაც­რი და სა­ში­ში წლე­ბი. 1993-1996 წლებ­ში პლა­ნე­ტა ისევ თევ­ზებს სტუმ­რობ­და და ალ­ბათ გახ­სოვთ ეს მტკივ­ნე­უ­ლი, კრი­მი­ნა­ლუ­რი და კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი.

სა­ტურ­ნის თევ­ზებ­ში ყოფ­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად იგ­რძნო­ბენ, რა თქმა უნდა, თევ­ზე­ბი. შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ რა­ღაც, ვი­ღაც გზღუ­დავთ, უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. აგ­რეთ­ვე ქალ­წუ­ლე­ბი - მოთ­მი­ნე­ბით უნდა აღი­ჭურ­ვოთ, რად­გან ყო­ველ­თვის ისე არ იქ­ნე­ბა, რო­გორც თქვენს გსურთ. ტყუ­პი და მშვილ­დო­სა­ნი უნდა გაფრ­თხილ­დეთ, რომ არ შე­გექ­მნათ უსი­ა­მოვ­ნე­ბა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან, კა­ნონ­თან. ასა­კით უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან. შე­და­რე­ბით პო­ზი­ტი­უ­რად იგ­რძნო­ბენ თავს მო­რი­ე­ლე­ბი და კირჩხი­ბე­ბი. შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოთ მუ­შა­ო­ბა, რაც მო­გი­ტანთ წარ­მა­ტე­ბას, კა­რი­ე­რულ წინსვლას. ან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ პრო­ექტს, რაც პო­პუ­ლა­რო­ბას, სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბას მო­გი­ტანთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, შექ­მნათ ოჯა­ხი, გა­ა­ჩი­ნოთ შვი­ლი და ამით გა­მო­ხა­ტოთ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

რას მოგვიტანს სატურნის თევზებში გადასვლა

რას მოგვიტანს სატურნის თევზებში გადასვლა

აკრძალვებისა და შეზღუდვების პლანეტა სატურნი 7 მარტს მერწყულიდან თევზების ზოდიაქოში გადადის, სადაც დარჩება 2026 წლის 15 თებერვლამდე. სატურნი სოციალური პლანეტაა და მისი ტრანზიტი სოციალურ საკითხებზეც ახდენს გავლენას. სატურნი არის ძალაუფლება და კონკრეტულ ნიშანში გადასვლის შემდეგ უზღუდავს მას უფლებებს. სატურნი გვიწესებს ჩარჩოებს, რათა არ მოგვივიდეს ზედმეტი, ვიყოთ მეტად პასუხისმგებლიანები, გამოვავლინოთ დისციპლინირებულობა, ვისწავლოთ რეჟიმი და გრაფიკში ცხოვრება.

სატურნი არ გაგიშვებთ შეცდომების დაშვებას, უნდა იყოთ გააზრებული და დაკვირვებული, ხანდახან შეიძლება რაღაცაზე (გართობა, სიამოვნება) უარის თქმამ მოგიწიოთ იმისთვის, რომ მიაღწიოთ მიზანს. თუმცა, სატურნის გაკვეთილების გავლის შემდეგ მიიღებთ დაფასებას, აღიარებას, გამოცდილებას, გახდებით მეტად დაფასებული. ერთი სიტყვით, სატურნი გამოგწვრთნით, მაგრამ იოლ და მარტივ შედეგებს და ნუ ელოდებით. უნდა იყოთ გააზრებული, უნდა აწარმოოთ დღიური, დღის გეგმა და არ გადაუხვიოთ წესებიდან. აკურატული უნდა იყოთ ფულის ხარჯვის დროსაც, სატურნი ფულის ფლანგვას არ გაპატიებთ, თითოული თეთრი გაანგარიშებული უნდა გქონდეთ. სხვათა შორის, ეს მარტო საქმეებს არ ეხება, ჯანსაღი ცხოვრების წესიც უნდა აკონტროლოთ. კარგი იქნება, მავნე ჩვევებთან დამშვიდობება, ზომიერება კვებაში, ვარჯიში, ძილის რეჟიმის დაცვა და სუფთა ჰაერზე ყოფნა.

სატურნი მკაცრია და არ გეპატიებათ დროის ფლანგვა. მომართული უნდა იყოთ კონკრეტული საქმეების შესრულებაზე. უნდა გაიზარდოთ, დასერიოზულდეთ. არ გირჩევთ გადაწყვეტილებების ნაჩქარევად მიღებას. შრომა, შრომა და კვლავ შრომა მოგიტანთ შედეგს, რა სფეროშიც არ უნდა გყავდეთ სატურნი. თევზები არის ემოციური ნიშანი და გაფრთხილდით, რომ არ გადავარდეთ დეპრესიაში, არ გირჩევთ ფანტაზიებში გადავარდნას. სასურველია, ფსიქიკა მშვიდად გქონდეთ. თევზები ცოტა ზარმაცი ნიშანია, თუ შეიძლება, გაექცევიან პასუხისმგებლობას, ვალდებულებებს და აი, სწორედ ეს თვისებები უნდა დარეგულირდეს, მთავარია, არ შეგეშინდეთ. არ თქვათ უარი გამოწვევებზე. ყოველთვის, როცა კი მიაღწევთ წარმატებას, ნუ დაგავიწყდებათ საკუთარი თავის შექება.

სატურნის თევზებში ყოფნის დროს, მაქსიმალურად შემცირდება ალკოჰოლისა და სხვა მათრობელა საშუალებების გამოყენება. ეს შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი, ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ უარის თქმა, ან შეიძლება კანონი გამკაცრდეს. თევზები არის ყველაზე ქველმოქმედი ნიშანი და არაა გამორიცხული, გამოჩნდნენ ახალი საქველმოქმედო ორგანიზაციები. თევზების სახლი არის ვირუსების სიმბოლოც და შეიძლება მეცნიერებმა გამოიგონონ ახალი ან იძულების წესით მოხდეს მოსახლეობის ვაქცინაცია. გარდა ამისა, შეიძლება შეიცვალოს სამედიცინო დაზღვევის სისტემა, სოციალური დახმარების ფორმა. თევზები არის თავისუფლების ნიშანი, მას არ უყვარს შეზღუდვა, სატურნის კი არის ხელმძღვანელობა და არაა გამორიცხული, ადამიანებმა უპირატესობა მიანიჭონ მართვის იმ ფორმას, სადაც არ იქნებათ შეზღუდულები, არ გააკონტროლებენ და დაეხმარებიან განვითარებაში. სატურნის თევზებში ყოფნის დროს, შეიძლება გაიგოთ ის, რასაც აქამდე გიმალავდნენ, გამოვლინდეს ფარული მასალები. უნდა მოვიხსნათ ვარდისფერი სათვალე, გავუსწოროთ მზერა რეალობას და ვიყოთ მეტად პასუხისმგებლიანები საკუთარი თავის, გარშემო მყოფების და სიტუაციების მიმართ.

სატურნი 29,5 წელიწადში ერთხელ ბრუნდება თქვენს ნიშანში. ამიტომ 30 წელი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში. საშუალოდ 27-29 წლის ასაკში ადამიანი ქმნის ოჯახს, უჩნდება შვილი, იწყებს მუშაობას ანუ იღებს პასუხისმგებლობას. მეორედ სატურნი ბრუნდება თქვენს ნიშანში 58-60 წლის ასაკში. ეს არის ცხოვრების გადახედვის, შეცდომების გამოსწორების დროს. გარდა ამისა, სატურნი 7-8 წელიწადში ერთხელ იჭრება ჩვენს ცხოვრებასა და რეჟიმში, წესრიგში, სისტემაში გვაქცევს. პირველად ეს ხდება 7-8 წლის ასაკში, როცა ბავშვი შედის სკოლაში, ხდება სოციუმის წევრი, შემდეგ - 14-15, 21-22 წლის ასაკში და ასე შემდეგ...

ასტროისტორიას თუ გადავხედავთ, სატურნის თევზებში იყო 1935-1938 წლებში, გეცოდინებათ, რომ ეს იყო რეპრესიების, ერთ-ერთი ყველაზე რთული, მკაცრი და საშიში წლები. 1993-1996 წლებში პლანეტა ისევ თევზებს სტუმრობდა და ალბათ გახსოვთ ეს მტკივნეული, კრიმინალური და კრიზისული პერიოდი.

სატურნის თევზებში ყოფნას ყველაზე მეტად იგრძნობენ, რა თქმა უნდა, თევზები. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ რაღაც, ვიღაც გზღუდავთ, უნდა გამოავლინოთ მეტი პასუხისმგებლობა. აგრეთვე ქალწულები - მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ, რადგან ყოველთვის ისე არ იქნება, როგორც თქვენს გსურთ. ტყუპი და მშვილდოსანი უნდა გაფრთხილდეთ, რომ არ შეგექმნათ უსიამოვნება ხელმძღვანელობასთან, კანონთან. ასაკით უფროს ადამიანებთან. შედარებით პოზიტიურად იგრძნობენ თავს მორიელები და კირჩხიბები. შეიძლება დაიწყოთ მუშაობა, რაც მოგიტანთ წარმატებას, კარიერულ წინსვლას. ან განახორციელებთ პროექტს, რაც პოპულარობას, საკუთარი თავის საზოგადოებაში დამკვიდრებას მოგიტანთ. გამორიცხული არაა, შექმნათ ოჯახი, გააჩინოთ შვილი და ამით გამოხატოთ მეტი პასუხისმგებლობა.