მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ წერეთლის ანდერძის მოლოდინში - რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს 46 წლით უმცროს ცოლს და შვილს
ზურაბ წერეთლის ანდერძის მოლოდინში - რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს 46 წლით უმცროს ცოლს და შვილს

გუ­შინ, მო­ქან­და­კე და მხატ­ვრის ზუ­რაბ წე­რეთ­ლის ცხე­და­რი მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში გად­მო­ას­ვე­ნეს. სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი 24 და 25 აპ­რილს თბი­ლის­ში, ზუ­რაბ წე­რეთ­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში გა­ი­მარ­თე­ბა (მი­სა­მარ­თი: რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი, 27 - რედ.). მო­ქან­და­კეს 26 აპ­რილს დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლა­ვენ.

რუ­სუ­ლი მე­დი­ას მო­ქან­და­კის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლა­ზე მე­ტად მისი ან­დერ­ძი აინ­ტე­რე­სებს. ვის რა დარ­ჩე­ბა 2 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე შე­ფა­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბი­დან ჯერ კი­დევ არ გარ­კვე­უ­ლა.

22 მა­ნე­თით და­წყე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა

ის ოც­ნე­ბობ­და ტი­ცი­ა­ნი­ვით ყო­ფი­ლი­ყო - მდი­და­რი და დი­დე­ბა­ში ჩა­ძი­რუ­ლი. ცნო­ბილ­მა მო­ქან­და­კემ თა­ვი­სი კა­რი­ე­რა 22 მა­ნე­თით­და­ი­წყო. მისი სახ­ლი სხვე­ნი იყო... მაგ­რამ დღეს ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი მსოფ­ლი­ო­ში უმ­დიდ­რეს ქარ­თვე­ლად ით­ვლე­ბა. მისი ქო­ნე­ბა ჯერ კი­დევ 2007 წელს 2 მი­ლი­არდ დო­ლა­რად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი, რომ არა­ფე­რი ვთქვათ 57 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის სა­ერ­თო ფარ­თო­ბის უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე. 22 აპ­რილს სსრკ-ისა და რუ­სე­თის სა­ხალ­ხო მხატ­ვა­რი 92 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ვის დარ­ჩე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, სახლ-მუ­ზე­უ­მი პე­რე­დელ­კი­ნო­ში და 2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი? - წერს მე­დია.

მხატ­ვრის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სტი­ლი

ზუ­რაბ წე­რეთ­ლის ან­გა­რიშ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 5000 ნა­მუ­შე­ვა­რია, თა­ნაც ყვე­ლა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თე­მა­ტი­კი­საა, მაგ­რამ უფრო ხში­რად ის­ტო­რი­უ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბი გვხვდე­ბა.

მა­გა­ლი­თად, სა­მა­რე­ლე­ბი ამა­ყო­ბენ მისი ქან­და­კე­ბით "ბი­ძია სტი­ო­პა მი­ლი­ცი­ე­ლი", რო­მე­ლიც მათ ქა­ლაქ­ში 2015 წელს და­იდ­გა. მო­სახ­ლე­ო­ბამ ფუ­ლიც კი შე­აგ­რო­ვა ცნო­ბი­ლი მო­ქან­და­კის ნა­მუ­შევ­რის სა­ფა­სუ­რად. წე­რე­თელ­მა კი ჰო­ნო­რა­რის მი­ღე­ბა­ზე უარი თქვა.

მისი შე­მოქ­მე­დე­ბა აფხა­ზეთ­შიც დგას. 60-იან წლებ­ში სა­კუ­რორ­ტო ქა­ლა­ქებ­ში (ბიჭ­ვინ­თა, გაგ­რა, ახა­ლი ათო­ნი) წე­რეთ­ლის ხე­ლით გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­ჩე­რე­ბე­ბი გაჩ­ნდა, რო­მელ­საც ნი­ჟა­რის, თევ­ზის, მამ­ლის, ტალ­ღის, რვა­ფე­ხას ფორ­მე­ბი ჰქონ­და და გა­ფორ­მე­ბუ­ლი იყო ფე­რა­დი მო­ზა­ი­კით.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვა­დი ნა­მუ­შე­ვა­რია მოს­კოვ­ში 1997 წელს აღ­მარ­თუ­ლი პეტ­რე პირ­ვე­ლის ძეგლი. ზოგი აღ­შფო­თე­ბუ­ლი იყო ქან­და­კე­ბის­თვის წა­რუ­მა­ტებ­ლად შერ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლის გამო. ზოგს რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტო­რის სა­მო­სი არ მოს­წონ­და. მი­უ­ხე­და­ვად აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბი­სა, 98 მეტ­რის სი­მაღ­ლის ძეგლი რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ძეგლია და ახლა დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთ სიმ­ბო­ლოდ ით­ვლე­ბა.

ნიუ-იორკში 1990 წელს წე­რეთ­ლის მო­ნუ­მენ­ტი - "კე­თი­ლი ამარ­ცხებს ბო­რო­ტე­ბას" გა­იხ­სნა. შე­გახ­სე­ნებ, რომ მის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი სკულპ­ტუ­რა დგას თბი­ლის­ში, წმინ­და გი­ორ­გი გვე­ლე­შა­პთან ბრძო­ლა­ში, რო­მე­ლიც ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­დას­ცა.

წე­რე­თე­ლი ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც კე­თი­ლი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე მას­პინ­ძე­ლი, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში სტუმ­რებს ქარ­თულ სუფ­რა­ზე იწ­ვევ­და. ის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე თა­ვის აგა­რაკ­ზე ყვი­თელ ყვა­ვი­ლებს ხა­ტავ­და, თით­ქოს მო­ახ­ლო­ე­ბულ მა­რა­დი­ულ გან­შო­რე­ბას წი­ნას­წარ გრძნობ­და - ამ­ბო­ბენ ახ­ლობ­ლე­ბი.

წე­რე­თელ­მა იმ­დე­ნი გა­მო­ი­მუ­შა­ვა, რომ არა მხო­ლოდ შვი­ლებს, არა­მედ მო­მა­ვალ თა­ო­ბებ­საც ეყო­ფა. მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი ქო­ნე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 60 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, ათა­სო­ბით ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის მთე­ლი პარ­კი, სახლ-მუ­ზე­უ­მი პე­რე­დელ­კი­ნო­ში.

მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

ცნო­ბილ მო­ქან­და­კეს დარ­ჩა ქა­ლიშ­ვი­ლი საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლის­გან, რო­მელ­თა­ნაც 40 წელი იცხოვ­რა - ელე­ნე. ის პირ­ვე­ლი მემ­კვიდ­რეა კა­ნო­ნის თა­ნახ­მად. ზუ­რაბ წე­რე­თელს ასე­ვე ჰყავს სამი შვი­ლიშ­ვი­ლი - ზუ­რა­ბი, ვა­სი­ლი და ვიქ­ტო­რია. კი­დევ - 4 შვილ­თაშ­ვი­ლი (ალექ­სან­დრე, ნი­კო­ლო­ზი, ფი­ლი­პე, მა­რია-იზა­ბე­ლა) და ორი ნაშ­ვი­ლე­ბი ქა­ლიშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც წე­რე­თელ­მა პი­რა­დად აღ­ზარ­და - ტა­ტი­ა­ნა და ლუდ­მი­ლა.

ზუ­რაბ წე­რეთ­ლის შვი­ლი და მე­უღ­ლე

ბოლო 20 წელი მო­ქან­და­კე 46 წლით უმ­ცროს ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ტა­ტი­ა­ნა კო­ჩე­მა­სო­ვას­თან ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბა არ და­უ­კა­ნო­ნე­ბი­ათ. იუ­რის­ტე­ბის თქმით, ქალს თე­ო­რი­უ­ლად შე­უძ­ლია სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნა. და სა­ერ­თოდ, მემ­კვიდ­რე­ო­ბის თემა შე­საძ­ლოა ხმა­უ­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდეს მე­დი­ა­ში... გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯახს იმე­დი აქვს, წე­რე­თელ­მა ან­დერ­ძი და­ტო­ვა, რო­მელ­საც მისი დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ გახ­სნი­ან.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

ზურაბ წერეთლის ანდერძის მოლოდინში - რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს 46 წლით უმცროს ცოლს და შვილს

ზურაბ წერეთლის ანდერძის მოლოდინში - რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს 46 წლით უმცროს ცოლს და შვილს

გუშინ, მოქანდაკე და მხატვრის ზურაბ წერეთლის ცხედარი მოსკოვიდან თბილისში გადმოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი 24 და 25 აპრილს თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება (მისამართი: რუსთაველის გამზირი, 27 - რედ.). მოქანდაკეს 26 აპრილს დიდუბის პანთეონში პირველი მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

რუსული მედიას მოქანდაკის გარდაცვალების შემდეგ, ყველაზე მეტად მისი ანდერძი აინტერესებს. ვის რა დარჩება 2 მილიარდ დოლარამდე შეფასებული ქონებიდან ჯერ კიდევ არ გარკვეულა.

22 მანეთით დაწყებული ცხოვრება

ის ოცნებობდა ტიციანივით ყოფილიყო - მდიდარი და დიდებაში ჩაძირული. ცნობილმა მოქანდაკემ თავისი კარიერა 22 მანეთითდაიწყო. მისი სახლი სხვენი იყო... მაგრამ დღეს ზურაბ წერეთელი მსოფლიოში უმდიდრეს ქართველად ითვლება. მისი ქონება ჯერ კიდევ 2007 წელს 2 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, რომ არაფერი ვთქვათ 57 ათასი კვადრატული მეტრის საერთო ფართობის უძრავ ქონებაზე. 22 აპრილს სსრკ-ისა და რუსეთის სახალხო მხატვარი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვის დარჩება უძრავი ქონება, სახლ-მუზეუმი პერედელკინოში და 2 მილიარდი დოლარი? - წერს მედია.

მხატვრის განუმეორებელი სტილი

ზურაბ წერეთლის ანგარიშზე დაახლოებით 5000 ნამუშევარია, თანაც ყველა სრულიად განსხვავებული თემატიკისაა, მაგრამ უფრო ხშირად ისტორიული სიუჟეტები გვხვდება.

მაგალითად, სამარელები ამაყობენ მისი ქანდაკებით "ბიძია სტიოპა მილიციელი", რომელიც მათ ქალაქში 2015 წელს დაიდგა. მოსახლეობამ ფულიც კი შეაგროვა ცნობილი მოქანდაკის ნამუშევრის საფასურად. წერეთელმა კი ჰონორარის მიღებაზე უარი თქვა.

მისი შემოქმედება აფხაზეთშიც დგას. 60-იან წლებში საკურორტო ქალაქებში (ბიჭვინთა, გაგრა, ახალი ათონი) წერეთლის ხელით გაფორმებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები გაჩნდა, რომელსაც ნიჟარის, თევზის, მამლის, ტალღის, რვაფეხას ფორმები ჰქონდა და გაფორმებული იყო ფერადი მოზაიკით.

ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ნამუშევარია მოსკოვში 1997 წელს აღმართული პეტრე პირველის ძეგლი. ზოგი აღშფოთებული იყო ქანდაკებისთვის წარუმატებლად შერჩეული ადგილის გამო. ზოგს რუსეთის იმპერატორის სამოსი არ მოსწონდა. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, 98 მეტრის სიმაღლის ძეგლი რუსეთში ყველაზე მაღალი ძეგლია და ახლა დედაქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება.

ნიუ-იორკში 1990 წელს წერეთლის მონუმენტი - "კეთილი ამარცხებს ბოროტებას" გაიხსნა. შეგახსენებ, რომ მის მიერ დამზადებული სკულპტურა დგას თბილისში, წმინდა გიორგი გველეშაპთან ბრძოლაში, რომელიც ვარდების ხელისუფლებას გადასცა.

წერეთელი ცნობილი იყო, როგორც კეთილი და სტუმართმოყვარე მასპინძელი, რომელიც მოსკოვში სტუმრებს ქართულ სუფრაზე იწვევდა. ის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე თავის აგარაკზე ყვითელ ყვავილებს ხატავდა, თითქოს მოახლოებულ მარადიულ განშორებას წინასწარ გრძნობდა - ამბობენ ახლობლები.

წერეთელმა იმდენი გამოიმუშავა, რომ არა მხოლოდ შვილებს, არამედ მომავალ თაობებსაც ეყოფა. მრავალმილიარდიანი ქონება, დაახლოებით 60 ათასი კვადრატული მეტრის უძრავი ქონება, ათასობით ხელოვნების ნიმუში, ძვირადღირებული მანქანების მთელი პარკი, სახლ-მუზეუმი პერედელკინოში.

მეორე მეუღლესთან ერთად

ცნობილ მოქანდაკეს დარჩა ქალიშვილი საყვარელი მეუღლისგან, რომელთანაც 40 წელი იცხოვრა - ელენე. ის პირველი მემკვიდრეა კანონის თანახმად. ზურაბ წერეთელს ასევე ჰყავს სამი შვილიშვილი - ზურაბი, ვასილი და ვიქტორია. კიდევ - 4 შვილთაშვილი (ალექსანდრე, ნიკოლოზი, ფილიპე, მარია-იზაბელა) და ორი ნაშვილები ქალიშვილი, რომლებიც წერეთელმა პირადად აღზარდა - ტატიანა და ლუდმილა.

ზურაბ წერეთლის შვილი და მეუღლე

ბოლო 20 წელი მოქანდაკე 46 წლით უმცროს ხელოვნებათმცოდნე ტატიანა კოჩემასოვასთან ცხოვრობდა, მაგრამ ქორწინება არ დაუკანონებიათ. იურისტების თქმით, ქალს თეორიულად შეუძლია სასამართლოში სარჩელის შეტანა. და საერთოდ, მემკვიდრეობის თემა შესაძლოა ხმაურიანი აღმოჩნდეს მედიაში... გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს იმედი აქვს, წერეთელმა ანდერძი დატოვა, რომელსაც მისი დაკრძალვის შემდეგ გახსნიან.

წაიკითხეთ ასევე: