სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ცვლილებებს მოგიტანთ რეტროგრადული ვენერა: აგვისტოს სასიყვარულო ასტროპროგნოზი
რა ცვლილებებს მოგიტანთ რეტროგრადული ვენერა: აგვისტოს სასიყვარულო ასტროპროგნოზი

მთე­ლი აგ­ვის­ტოს გან­მავ­ლო­ბა­ში სიყ­ვა­რუ­ლის, სი­ლა­მა­ზი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა რეტ­როგ­რა­დუ­ლი იქ­ნე­ბა. ამ თვე­ში არ გირ­ჩევთ სი­ლა­მა­ზის პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, ფუ­ლის ფლან­გვას ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებ­ზე, ხოლო, თუ რა გე­ლო­დე­ბათ პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ამას აგ­ვის­ტოს ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი­დან შე­ი­ტყობთ, თუმ­ცა, აქვე უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ ვე­ნე­რას რეტ­როს­ვლის დროს და­ქორ­წი­ნე­ბას არ გირ­ჩევთ:

ვერ­ძი

ვე­ნე­რა მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რეტ­როგ­რა­დუ­ლი იქ­ნე­ბა თქვენს მე­ხუ­თე სახ­ლში. არ არის ძა­ლი­ან ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დი ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბის­თვის. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ჩხუ­ბი და შე­რი­გე­ბე­ბი ენაც­ვლე­ბა ერ­თმა­ნეთს. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვერ­ძი ყო­ველ­თვის იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა დათ­მო­ბებ­ზე წა­ვი­დეს და კომ­პრო­მი­სე­ბი გა­მო­ნა­ხოს, რათა ქორ­წი­ნე­ბა კრა­ხის ზღვარ­ზე არ და­ა­ყე­ნოს.

კურო

რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რა მთე­ლი თვე თქვენს მე­ო­თხე სახ­ლში იქ­ნე­ბა. ის არა მხო­ლოდ ხელს არ შე­უ­წყობს ახალ ნაც­ნო­ბო­ბას, არა­მედ იწ­ვევს მუდ­მივ კა­მათს და კონ­ფლიქ­ტებს არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ძლი­ე­რი ეჭ­ვე­ბი პარტნი­ორ­ში. სი­ტუ­ა­ცი­ას გა­და­არ­ჩენთ, თუ არ მო­გე­რი­დე­ბათ სა­თუ­თი გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. მო­ე­რი­დეთ ნაჩ­ქა­რევ ხარ­ჯებს, უარი თქვით ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე. შე­საძ­ლოა, ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რის გამო მო­გი­წი­ოთ და­ნა­ზო­გის და­ხარ­ჯვამ.

ტყუ­პი

არა­ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია ახალ ნაც­ნო­ბო­ბის­თვის, უფრო მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს გა­უ­გებ­რო­ბე­ბი არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ფრთხი­ლად უნდა იყოთ, რომ არ გა­და­ვარ­დეთ უაზ­რო თავ­გა­და­სა­ვალ­ში - დი­დია ალ­ბა­თო­ბა, რომ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლით დას­რულ­დეს. გვირ­ჩევთ, ყუ­რა­დღე­ბით შე­ა­მოწ­მოთ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყოთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სა და გა­რი­გე­ბე­ბის დროს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ვინ­მეს თქვე­ნი მო­ტყუ­ე­ბა, შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა სურ­დეს.

კირჩხი­ბი

პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი წარ­მო­იშ­ვას. აგ­ვის­ტო­ში და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებს არ გირ­ჩევთ რო­მა­ნის და­წყე­ბას, სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლებს, უმ­ჯო­ბე­სია, მე­ტად ენ­დოთ პარტნი­ორს და იზ­რუ­ნოთ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წინ­დე­ბა გა­და­წყვი­ტოთ და ეს კავ­ში­რი და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ან­გა­რე­ბა­ზე და არა გრძნო­ბებ­ზე.

ლომი

მო­გინ­დე­ბათ, რომ საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა ყო­ველ­დღი­უ­რად და­გიმ­ტკი­ცოთ სიყ­ვა­რუ­ლი. მო­ი­თხოვთ, მის­გან ყუ­რა­დღე­ბას, მაგ­რამ ბო­ლომ­დე მა­ინც არ იქ­ნე­ბით კმა­ყო­ფი­ლი. ერთი მხრივ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ ის­წრაფ­ვით, მე­ო­რე მხრივ, შე­გა­ში­ნებთ იმა­ზე ფიქ­რიც კი, რომ პარტნი­ორს ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლია წა­ვი­დეს და მარ­ტო დაგ­ტო­ვოთ. მარ­ტო­ხე­ლა ლო­მებს გა­გი­ჭირ­დე­ბათ სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ფლირ­ტი და რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბა. და­ე­ლო­დეთ ვე­ნე­რას რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან გა­მოს­ვლას.

ქალ­წუ­ლი

აგ­ვის­ტო­ში არ გირ­ჩევთ ახა­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბას. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა და­უბ­რუნ­დეთ წარ­სულ რო­მანს, ყო­ფილ პარტნი­ორს. რაც შე­ე­ხე­ბა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებს, შე­იძ­ლე­ბა შე­ამ­ჩნი­ოთ გარ­კვე­უ­ლი გა­ცი­ვე­ბა თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ნუ მი­ი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, და­ი­ცა­დეთ, გა­ი­ა­როს რთულ­მა პე­რი­ოდ­მა. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სიმ­შვი­დე და აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი.

სას­წო­რი

თქვე­ნი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა რეტ­როგ­რა­დუ­ლია. შე­საძ­ლოა მე­გობ­რებ­თან ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი წარ­მო­იშ­ვას. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს უთან­ხმო­ე­ბა, წყე­ნა, შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი იმე­დე­ბის გამო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია მე­გო­ბარ­თან ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, რა­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინა­ნებთ. ასე­ვე ამ პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბობს მე­გობ­რის გავ­ლე­ნის ქვეშ მოქ­ცე­ვის სა­შიშ­რო­ე­ბა.

მო­რი­ე­ლი

რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რა მთელ თვეს თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და მიღ­წე­ვე­ბის სექ­ტორ­ში გა­ა­ტა­რებს. ეს არ იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი თქვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის. აბ­სო­ლუ­ტუ­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბა იქ­ნე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან. გახ­შირ­დე­ბა ეჭ­ვე­ბი და ვა­რა­უ­დე­ბი. აგ­ვის­ტო­ში საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­გან მუდ­მი­ვად უნდა გრძნობ­დეთ ყუ­რა­დღე­ბის, აღ­ტა­ცე­ბის, მო­წო­ნე­ბის ნიშ­ნებს.

მშვილ­დო­სა­ნი

იზ­რდე­ბა ზო­გი­ერ­თი წარ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ნახ­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­იც­ნოთ უცხო ქვეყ­ნის, ეროვ­ნე­ბის, სხვა რე­ლი­გი­ის ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სე­რი­ო­ზუ­ლე­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბათ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა უკვე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნიშ­ნო­ბა გა­ა­უქ­მოთ. ამ თვე­ში უმ­ჯო­ბე­სია უარი თქვათ ძვი­რად ღი­რე­ბულ შეს­ყიდ­ვებ­ზე ასე­ვე არ უნდა გა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან.

თხის რქა

რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რა მთელ თვეს თქვე­ნი ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის, სხვი­სი ფუ­ლი­სა და მემ­კვიდ­რე­ო­ბის სახ­ლში გა­ა­ტა­რებს. ამ დროს სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით, მაგ­რამ მთა­ვა­რია არ გა­და­ა­ჭარ­ბოთ და თა­ვი­დან­ვე ზედ­მე­ტი მზრუნ­ვე­ლო­ბით არ შე­ა­ში­ნოთ თქვე­ნი ახალ­გაც­ნო­ბი­ლი. შე­ი­კა­ვეთ ემო­ცი­ე­ბი და ნუ ააჩ­ქა­რებთ მოვ­ლე­ნებს. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი დრო­დად­რო და სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე იკა­მა­თებთ მე­უღ­ლეს­თან. პარტნი­ო­რის ყვე­ლა­ფერ­ში კონ­ტრო­ლის სურ­ვილ­მა და უმი­ზე­ზოდ ეჭ­ვი­ა­ნო­ბამ შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ კონ­ფლიქ­ტის გამ­წვა­ვე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

მერ­წყუ­ლი

რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რა მთელ თვეს თქვე­ნი პარტნი­ო­რო­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის სახ­ლში გა­ა­ტა­რებს. თუ ჯერ არ გა­გი­ფორ­მე­ბი­ათ ურ­თი­ერ­თო­ბა, ნიშ­ნო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას აგ­ვის­ტო­ში არ გირ­ჩევთ. მარ­ტო­ხე­ლებ­მა არ უნდა იჩ­ქა­როთ ახა­ლი პარტნი­ო­რის ძებ­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებს, ეცა­დეთ, მე­ტად გა­ა­ხა­ლი­სოთ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა. თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ თვე­ში ოდ­ნავ შე­ირ­ყე­ვა.

თევ­ზე­ბი

რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რა მთელ თვეს გა­ა­ტა­რებს თქვე­ნი სა­მუ­შა­ო­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის სექ­ტორ­ში. შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­აც­ნო­ბი­ე­როთ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­დან ასე მარ­ტი­ვი და სა­სი­ა­მოვ­ნო ჩან­და, გარ­კვე­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­კის­რებთ. ამ თვე­ში მო­გი­წევთ გა­და­წყვი­ტოთ, გა­ნაგ­რძოთ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა თუ არა. ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით, აგ­ვის­ტო ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს სტრე­სუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

რა ცვლილებებს მოგიტანთ რეტროგრადული ვენერა: აგვისტოს სასიყვარულო ასტროპროგნოზი

რა ცვლილებებს მოგიტანთ რეტროგრადული ვენერა: აგვისტოს სასიყვარულო ასტროპროგნოზი

მთელი აგვისტოს განმავლობაში სიყვარულის, სილამაზისა და ფულის პლანეტა ვენერა რეტროგრადული იქნება. ამ თვეში არ გირჩევთ სილამაზის პროცედურების ჩატარებას, ფულის ფლანგვას ძვირად ღირებულ ნივთებზე, ხოლო, თუ რა გელოდებათ პირად ურთიერთობებში ამას აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზიდან შეიტყობთ, თუმცა, აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ვენერას რეტროსვლის დროს დაქორწინებას არ გირჩევთ:

ვერძი

ვენერა მთელი თვის განმავლობაში რეტროგრადული იქნება თქვენს მეხუთე სახლში. არ არის ძალიან ხელსაყრელი პერიოდი ახალი ნაცნობობისთვის. დაწყვილებულების ცხოვრებაში ჩხუბი და შერიგებები ენაცვლება ერთმანეთს. დაოჯახებული ვერძი ყოველთვის იძულებული იქნება დათმობებზე წავიდეს და კომპრომისები გამონახოს, რათა ქორწინება კრახის ზღვარზე არ დააყენოს.

კურო

რეტროგრადული ვენერა მთელი თვე თქვენს მეოთხე სახლში იქნება. ის არა მხოლოდ ხელს არ შეუწყობს ახალ ნაცნობობას, არამედ იწვევს მუდმივ კამათს და კონფლიქტებს არსებულ ურთიერთობებში. შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ეჭვები პარტნიორში. სიტუაციას გადაარჩენთ, თუ არ მოგერიდებათ სათუთი გრძნობების გამოხატვა თქვენი საყვარელი ადამიანის მიმართ. მოერიდეთ ნაჩქარევ ხარჯებს, უარი თქვით ძვირად ღირებული ნივთების შესყიდვაზე. შესაძლოა, ოჯახის რომელიმე წევრის გამო მოგიწიოთ დანაზოგის დახარჯვამ.

ტყუპი

არახელსაყრელი პერიოდია ახალ ნაცნობობისთვის, უფრო მეტიც, შეიძლება მოხდეს გაუგებრობები არსებულ ურთიერთობებში. ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ გადავარდეთ უაზრო თავგადასავალში - დიდია ალბათობა, რომ ზოგიერთი მათგანი ფინანსური ზარალით დასრულდეს. გვირჩევთ, ყურადღებით შეამოწმოთ მიღებული ინფორმაცია, დაკვირვებული იყოთ მოლაპარაკებებისა და გარიგებების დროს. არ არის გამორიცხული, რომ ვინმეს თქვენი მოტყუება, შეცდომაში შეიყვანა სურდეს.

კირჩხიბი

პირად ცხოვრებაში შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოიშვას. აგვისტოში დაოჯახებულებს არ გირჩევთ რომანის დაწყებას, სასიყვარულო თავგადასავლებს, უმჯობესია, მეტად ენდოთ პარტნიორს და იზრუნოთ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ზოგიერთმა შეიძლება დაქორწინდება გადაწყვიტოთ და ეს კავშირი დაფუძნებული იქნება ანგარებაზე და არა გრძნობებზე.

ლომი

მოგინდებათ, რომ საყვარელმა ადამიანმა ყოველდღიურად დაგიმტკიცოთ სიყვარული. მოითხოვთ, მისგან ყურადღებას, მაგრამ ბოლომდე მაინც არ იქნებით კმაყოფილი. ერთი მხრივ, თავისუფლებისკენ ისწრაფვით, მეორე მხრივ, შეგაშინებთ იმაზე ფიქრიც კი, რომ პარტნიორს ნამდვილად შეუძლია წავიდეს და მარტო დაგტოვოთ. მარტოხელა ლომებს გაგიჭირდებათ საპირისპირო სქესთან ურთიერთობა, ფლირტი და რომანტიკული ურთიერთობის დაწყება. დაელოდეთ ვენერას რეტროგრადული სვლიდან გამოსვლას.

ქალწული

აგვისტოში არ გირჩევთ ახალი რომანტიკული ურთიერთობის დაწყებას. ზოგიერთი შეიძლება დაუბრუნდეთ წარსულ რომანს, ყოფილ პარტნიორს. რაც შეეხება დაოჯახებულებს, შეიძლება შეამჩნიოთ გარკვეული გაცივება თქვენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, დაიცადეთ, გაიაროს რთულმა პერიოდმა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და აკონტროლეთ ემოციები.

სასწორი

თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა რეტროგრადულია. შესაძლოა მეგობრებთან ემოციური პრობლემები წარმოიშვას. ეს შეიძლება იყოს უთანხმოება, წყენა, შეუსრულებელი იმედების გამო უკმაყოფილება. შესაძლებელია მეგობართან ინტიმური ურთიერთობა, რასაც მოგვიანებით ინანებთ. ასევე ამ პერიოდში არსებობს მეგობრის გავლენის ქვეშ მოქცევის საშიშროება.

მორიელი

რეტროგრადული ვენერა მთელ თვეს თქვენი პროფესიული რეალიზაციისა და მიღწევების სექტორში გაატარებს. ეს არ იქნება საუკეთესო პერიოდი თქვენი პირადი ცხოვრებისთვის. აბსოლუტური გაურკვევლობა იქნება სასიყვარულო პარტნიორთან. გახშირდება ეჭვები და ვარაუდები. აგვისტოში საყვარელი ადამიანისგან მუდმივად უნდა გრძნობდეთ ყურადღების, აღტაცების, მოწონების ნიშნებს.

მშვილდოსანი

იზრდება ზოგიერთი წარსული ურთიერთობის განახლების ალბათობა. შეიძლება გაიცნოთ უცხო ქვეყნის, ეროვნების, სხვა რელიგიის ადამიანი, მაგრამ ურთიერთობის გასერიოზულება გაგიჭირდებათ. ზოგიერთმა შეიძლება უკვე გამოცხადებული ნიშნობა გააუქმოთ. ამ თვეში უმჯობესია უარი თქვათ ძვირად ღირებულ შესყიდვებზე ასევე არ უნდა გაფორმოთ ხელშეკრულება უცხოელ პარტნიორებთან.

თხის რქა

რეტროგრადული ვენერა მთელ თვეს თქვენი ექსტრემალური სიტუაციების, სხვისი ფულისა და მემკვიდრეობის სახლში გაატარებს. ამ დროს საინტერესო ნაცნობობა გელით, მაგრამ მთავარია არ გადააჭარბოთ და თავიდანვე ზედმეტი მზრუნველობით არ შეაშინოთ თქვენი ახალგაცნობილი. შეიკავეთ ემოციები და ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. დაოჯახებულები დროდადრო და სხვადასხვა საკითხზე იკამათებთ მეუღლესთან. პარტნიორის ყველაფერში კონტროლის სურვილმა და უმიზეზოდ ეჭვიანობამ შეიძლება მხოლოდ კონფლიქტის გამწვავება გამოიწვიოს.

მერწყული

რეტროგრადული ვენერა მთელ თვეს თქვენი პარტნიორობისა და მეგობრობის სახლში გაატარებს. თუ ჯერ არ გაგიფორმებიათ ურთიერთობა, ნიშნობის გამოცხადებას აგვისტოში არ გირჩევთ. მარტოხელებმა არ უნდა იჩქაროთ ახალი პარტნიორის ძებნა. რაც შეეხება დაოჯახებულებს, ეცადეთ, მეტად გაახალისოთ ყოველდღიურობა. თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამ თვეში ოდნავ შეირყევა.

თევზები

რეტროგრადული ვენერა მთელ თვეს გაატარებს თქვენი სამუშაოსა და ჯანმრთელობის სექტორში. შეიძლება მოულოდნელად გააცნობიეროთ, რომ ურთიერთობები, რომლებიც თავიდან ასე მარტივი და სასიამოვნო ჩანდა, გარკვეულ პასუხისმგებლობას გაკისრებთ. ამ თვეში მოგიწევთ გადაწყვიტოთ, განაგრძოთ ეს ურთიერთობა თუ არა. ფინანსური თვალსაზრისით, აგვისტო ასევე შეიძლება იყოს სტრესული.