სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პლუტონი მერწყულში გადავიდა: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
პლუტონი მერწყულში გადავიდა: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

23 მარტს პლუ­ტო­ნი თხის რქი­დან მერ­წყულ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც მომ­დევ­ნო 20 წე­ლი­წადს გა­ჩერ­დე­ბა. ამ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ ვრცე­ლი სტა­ტია დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ. ახლა კი გთა­ვა­ზობთ პროგ­ნოზს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თვის:

სას­წო­რი

პლუ­ტო­ნი სა­სი­ა­მოვ­ნო და ამა­ღელ­ვე­ბელ მო­მენ­ტებს მო­გიტ­ნათ. ის თქვე­ნი ფლირ­ტის, გა­ტა­ცე­ბე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბის სახ­ლში გა­და­დის. შვი­ლე­ბი გა­გა­ხა­რე­ბენ თა­ვი­ან­თი კარ­გი ამ­ბე­ბით, მიღ­წე­ვე­ბით. სა­სი­ა­მოვ­ნო გახ­დე­ბა მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, თუ აქამ­დე გა­უ­გებ­რო­ბე­ბი და და­ძა­ბუ­ლო­ბე­ბი გქონ­დათ. სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. შე­იძ­ლე­ბა ფული მო­გი­ტა­ნოთ ჰო­ბიმ. უნდა გა­ნა­ვი­თა­როთ თქვე­ნი ტა­ლან­ტი. კარ­გი იქ­ნე­ბა პი­რა­დი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა. ჰარ­მო­ნი­უ­ლი გახ­დე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. მარ­ტო­ხე­ლებს გე­ლო­დე­ბათ რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მო­სულ­მა ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლად გარ­დაქ­მნათ. ერ­თა­დერ­თი, რა­საც უნდა უფრთხილ­დეთ ესაა, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი; გან­სა­კუთ­რე­ბით ფულ­ზე. მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად უნდა იყოთ. თუ სას­წო­რის ბოლო დე­კა­და­ში ხართ და­ბა­დე­ბუ­ლი 2023-24 წლე­ბი კვლავ გა­აქ­ტი­უ­რებს იმ თე­მებს, რაც 2008 წლი­დან გქონ­დათ. ცვლი­ლე­ბე­ბი გექ­ნე­ბო­დათ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან, ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ნა­თე­სა­ვე­ბის წას­ვლა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­ყო­ფა ან სახ­ლის მი­ტო­ვე­ბა.

მო­რი­ე­ლი

ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან, ოჯახ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. პლუ­ტო­ნი გა­ი­ძუ­ლებთ ტრანსფორ­მა­ცი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­დოთ ამ სფე­რო­ში. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ბი­ნის მფლო­ბე­ლი გახ­დეთ, ძვე­ლი გა­ყი­დოთ, სხვა სახ­ლში გა­დახ­ვი­დეთ სა­ცხოვ­რებ­ლად, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღოთ ან ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ემ­გზავ­როთ. შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი რე­მონ­ტი გა­ა­კე­თოთ ბი­ნა­ში. მეტ მზრუნ­ვე­ლო­ბას ითხო­ვენ მშობ­ლე­ბი. იყა­ვით მათ­ზე მზრუნ­ვე­ლი. შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ ოჯა­ხის წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა: და­ქორ­წინ­დეთ, გან­ქორ­წინ­დეთ, გან­ცალ­კე­ვე­ბით გა­და­წყვი­ტოთ ცხოვ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა შე­გე­ძი­ნოთ შვი­ლი ან მოზ­რდილ­მა შვი­ლებ­მა და­ტო­ვონ თქვე­ნი სახ­ლი. 2008 წლი­დან უნდა გქო­ნო­დათ ცვლი­ლე­ბე­ბი სამ­სა­ხურ­ში, შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღეთ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, აი­ღეთ დიპ­ლო­მი. ცვლი­ლე­ბე­ბი გექ­ნე­ბო­დათ მე­გობ­რე­ბის, კო­ლე­გე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ან და-ძმებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ზო­გი­ერ­თი კი გახ­დე­ბო­დით გა­ჯე­ტე­ბის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კის მფლო­ბე­ლი.

მშვილ­დო­სა­ნი

მომ­დევ­ნო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­გეც­ვლე­ბათ მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახ­ლობ­ლებ­თან, მე­გობ­რებ­თან; ზო­გი­ერთს გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი, გავ­ლე­ნი­ა­ნი მე­გო­ბა­რი. ან შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­თან, ახ­ლო­ბელ­თა­ნაც კი, სა­ერ­თოდ გა­წყვი­ტოთ კონ­ტაქ­ტი. მო­გინ­დე­ბათ ახა­ლი ცოდ­ნის, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. უნდა გან­ვი­თარ­დეთ, ჩა­ე­წე­რეთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის კურ­სებ­ზე, ზოგ­მა კი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოთ პრო­ფე­სია. გახ­შირ­დე­ბა საქ­მი­ა­ნი და მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა. მი­ი­ღებთ უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა­საც სათ­ქვე­ნოდ გა­მო­ი­ყე­ნებთ. მო­გინ­დე­ბათ პი­რა­დი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა; შე­იც­ვლით სამ­სა­ხურს. გა­და­წყვეტთ უცხო ენის შეს­წავ­ლას და ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტთ, დახ­ვე­წოთ სა­სა­უბ­რო ენა, უარი თქვათ ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა­ზე. მო­გინ­დე­ბათ ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა. გაფრ­თხილ­დით, არ გას­ცეთ და­პი­რე­ბე­ბი, მო­გი­წევთ მათი პირ­ნათ­ლათ შეს­რუ­ლე­ბა. პლუ­ტო­ნის წინა ტრან­ზი­ტის დროს, 2008 წლი­დან ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა გქო­ნო­დათ ფი­ნან­სურ სფე­რო­ში. შე­იძ­ლე­ბა გახ­დით ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის მფლო­ბე­ლი, გა­მო­ნა­ხეთ სამ­სა­ხუ­რი ან შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო.

თხის რქა

უნდა მო­გი­ლო­ცოთ, პლუ­ტო­ნი გა­და­ვი­და თქვე­ნი ნიშ­ნი­დან, რო­მელ­შიც 2008 წლი­დან იყო და უამ­რა­ვი ტრანსფორ­მა­ცია, კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა მო­გი­ტა­ნათ, - კარ­გიც და ცუ­დიც, ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში. ახლა მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ ფი­ნან­სურ სფე­როს. უნდა აი­მაღ­ლოთ თვით­შე­ფა­სე­ბა. თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობთ, უნდა გა­აძ­ვი­როთ თქვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა, უნდა მო­ახ­დი­ნოთ თქვე­ნი ნი­ჭის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მო­ნე­ტი­ზი­რე­ბა. თუ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ მი­ი­ღებთ თქვენ­თვის შე­სა­ფე­რის ვა­კან­სი­ას. მოხ­დე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა და ის, რაც ადრე ძვირ­ფა­სი იყო თქვენ­თვის, დღეს შე­იძ­ლე­ბა და­კარ­გოს ფასი. ეცა­დეთ, გა­წე­რი­ლი ბი­უ­ჯე­ტი გქონ­დეთ. სა­უ­კე­თე­სო დროა ფუ­ლის და­სა­ბან­დებ­ლად, - პი­რად ბიზ­ნეს­ში, უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში, სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ში.

მერ­წყუ­ლი

პლუ­ტო­ნი თქვენს ნი­შან­ში გად­მო­ვი­და და ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში კარ­დი­ნა­ლურ ცვლი­ლე­ბებს გპირ­დე­ბათ. მო­ემ­ზა­დეთ, იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, გა­აზ­რე­ბუ­ლი. ნუ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით მოვ­ლე­ნებს, პი­რი­ქით, იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა­ზე. თუ ხვდე­ბით, რომ პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას არ გა­ნი­ჭებთ, რა­ღაც უნდა შეც­ვა­ლოთ. ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან, სახ­ლთან და­კავ­ში­რე­ბით. მო­გინ­დე­ბათ ბი­ნის გა­ყიდ­ვა ან ყიდ­ვა. შე­იძ­ლე­ბა იძუ­ლე­ბით მო­გი­წი­ოთ ბი­ნის გა­ყო­ფამ სხვას­თან. ცვლი­ლე­ბა გე­ლო­დე­ბათ სამ­სა­ხუ­რის სფე­რო­ში: პირ­ვე­ლად გახ­ვი­დეთ სა­მუ­შა­ო­ზე, ან პენ­სი­ა­ზე, გა­და­წყვი­ტოთ პრო­ფე­სი­ის მი­ტო­ვე­ბა. პლუ­ტო­ნი გა­გაძ­ლი­ე­რებთ, მო­გ­ქო­ქავთ, რომ გა­აქ­ტი­ურ­დეთ, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო. არა გა­მო­რი­ცხუ­ლი უცხო­ეთ­ში გა­ემ­გზავ­როთ სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­მუ­შა­ოდ ან სიყ­ვა­რუ­ლის მი­ზე­ზით.

თევ­ზე­ბი

პლუ­ტო­ნის ტრან­ზი­ტი სა­ინ­ტე­რე­სო ცვლი­ლე­ბებს გპირ­დე­ბათ. შე­გეც­ვლე­ბათ მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა. თუ აქამ­დე ჩა­კე­ტი­ლი იყა­ვით ახლა მო­გინ­დე­ბათ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა და პი­რი­ქით, თუ აქ­ტი­უ­რი იყა­ვით, ახლა მო­გინ­დე­ბათ გან­მარ­ტო­ე­ბა, სიმ­შვი­დე­ში ყოფ­ნა. და­ი­წყებთ სა­კუ­თარ მავ­ნე ჩვე­ვებ­თან ბრძო­ლას, პლუ­ტო­ნი გა­ი­ძუ­ლებთ, თვა­ლებ­ში შე­ხე­დოთ სა­კუ­თარ ში­შებს, ფო­ბი­ებს და გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ მათ­გან. მო­გინ­დე­ბათ თა­ვი­სუფ­ლე­ბა, შე­ზღუდ­ვებ­თან ბრძო­ლა. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, მო­გი­წი­ოთ ემიგ­რა­ცი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ, მუ­შა­ო­ბამ იზო­ლა­ცი­ა­ში, და­ხუ­რუ­ლი ტი­პის სამ­სა­ხურ­ში. სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. მო­გინ­დე­ბათ მე­ტად გარ­კვე­ვა სა­კუ­თარ ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა, გა­ჯან­სა­ღე­ბა; და­გა­ინ­ტე­რე­სებთ აღ­მო­სავ­ლუ­რი ფი­ლო­სო­ფია, მე­დი­ცი­ნა. ამ პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბით ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, გა­ა­ბათ ფა­რუ­ლი რო­მა­ნი, შექ­მნათ სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხედ­ში ან გა­ა­ბათ ინ­ტერ­ნეტ­რო­მა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

პლუტონი მერწყულში გადავიდა: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

პლუტონი მერწყულში გადავიდა: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

23 მარტს პლუტონი თხის რქიდან მერწყულში გადავიდა, სადაც მომდევნო 20 წელიწადს გაჩერდება. ამ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ ვრცელი სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი გთავაზობთ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის:

სასწორი

პლუტონი სასიამოვნო და ამაღელვებელ მომენტებს მოგიტნათ. ის თქვენი ფლირტის, გატაცებების, შემოქმედების სახლში გადადის. შვილები გაგახარებენ თავიანთი კარგი ამბებით, მიღწევებით. სასიამოვნო გახდება მათთან ურთიერთობა, თუ აქამდე გაუგებრობები და დაძაბულობები გქონდათ. საუკეთესო პერიოდია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. შეიძლება ფული მოგიტანოთ ჰობიმ. უნდა განავითაროთ თქვენი ტალანტი. კარგი იქნება პირადი ბიზნესის დაწყება. ჰარმონიული გახდება დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს გელოდებათ რომანტიკული ნაცნობობა და თქვენს ცხოვრებაში მოსულმა ადამიანმა შეიძლება სრულად გარდაქმნათ. ერთადერთი, რასაც უნდა უფრთხილდეთ ესაა, აზარტული თამაშები; განსაკუთრებით ფულზე. მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ. თუ სასწორის ბოლო დეკადაში ხართ დაბადებული 2023-24 წლები კვლავ გააქტიურებს იმ თემებს, რაც 2008 წლიდან გქონდათ. ცვლილებები გექნებოდათ უძრავ ქონებასთან, ოჯახთან დაკავშირებით. ნათესავების წასვლა, უძრავი ქონების გაყოფა ან სახლის მიტოვება.

მორიელი

ცვლილებები გელოდებათ უძრავ ქონებასთან, ოჯახთან, ნათესავებთან დაკავშირებით. პლუტონი გაიძულებთ ტრანსფორმაციული ცვლილებები განიცადოთ ამ სფეროში. ზოგიერთი შეიძლება ახალი ბინის მფლობელი გახდეთ, ძველი გაყიდოთ, სხვა სახლში გადახვიდეთ საცხოვრებლად, უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოთ ან ემიგრაციაში გაემგზავროთ. შეიძლება სრული რემონტი გააკეთოთ ბინაში. მეტ მზრუნველობას ითხოვენ მშობლები. იყავით მათზე მზრუნველი. შეიძლება შეგეცვალოთ ოჯახის წევრთა რაოდენობა: დაქორწინდეთ, განქორწინდეთ, განცალკევებით გადაწყვიტოთ ცხოვრება. შეიძლება შეგეძინოთ შვილი ან მოზრდილმა შვილებმა დატოვონ თქვენი სახლი. 2008 წლიდან უნდა გქონოდათ ცვლილებები სამსახურში, შეიძლება მიიღეთ უმაღლესი განათლება, აიღეთ დიპლომი. ცვლილებები გექნებოდათ მეგობრების, კოლეგების გარემოცვაში ან და-ძმებთან ურთიერთობაში. ზოგიერთი კი გახდებოდით გაჯეტების ძვირად ღირებული ტექნიკის მფლობელი.

მშვილდოსანი

მომდევნო 20 წლის განმავლობაში შეგეცვლებათ მსოფლმხედველობა, დამოკიდებულება ახლობლებთან, მეგობრებთან; ზოგიერთს გამოგიჩნდებათ ახალი, გავლენიანი მეგობარი. ან შეიძლება ზოგიერთ ადამიანთან, ახლობელთანაც კი, საერთოდ გაწყვიტოთ კონტაქტი. მოგინდებათ ახალი ცოდნის, განათლების მიღება. უნდა განვითარდეთ, ჩაეწერეთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე, ზოგმა კი შეიძლება შეიცვალოთ პროფესია. გახშირდება საქმიანი და მეგობრული შეხვედრები, ხელშეკრულებების გაფორმება. მიიღებთ უამრავ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, რასაც სათქვენოდ გამოიყენებთ. მოგინდებათ პირადი ბიზნესის დაწყება; შეიცვლით სამსახურს. გადაწყვეტთ უცხო ენის შესწავლას და ზოგიერთი გადაწყვეტთ, დახვეწოთ სასაუბრო ენა, უარი თქვათ ბილწსიტყვაობაზე. მოგინდებათ ახალი, თანამედროვე ავტომობილის შეძენა. გაფრთხილდით, არ გასცეთ დაპირებები, მოგიწევთ მათი პირნათლათ შესრულება. პლუტონის წინა ტრანზიტის დროს, 2008 წლიდან ცვლილებები უნდა გქონოდათ ფინანსურ სფეროში. შეიძლება გახდით ძვირად ღირებული ნივთების მფლობელი, გამონახეთ სამსახური ან შემოსავლის დამატებითი წყარო.

თხის რქა

უნდა მოგილოცოთ, პლუტონი გადავიდა თქვენი ნიშნიდან, რომელშიც 2008 წლიდან იყო და უამრავი ტრანსფორმაცია, კარდინალური ცვლილება მოგიტანათ, - კარგიც და ცუდიც, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ახლა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ფინანსურ სფეროს. უნდა აიმაღლოთ თვითშეფასება. თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ, უნდა გააძვიროთ თქვენი მომსახურება, უნდა მოახდინოთ თქვენი ნიჭის, შესაძლებლობების მონეტიზირება. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ მიიღებთ თქვენთვის შესაფერის ვაკანსიას. მოხდება ღირებულებების გადაფასება და ის, რაც ადრე ძვირფასი იყო თქვენთვის, დღეს შეიძლება დაკარგოს ფასი. ეცადეთ, გაწერილი ბიუჯეტი გქონდეთ. საუკეთესო დროა ფულის დასაბანდებლად, - პირად ბიზნესში, უძრავ ქონებაში, საკუთარ ჯანმრთელობაში.

მერწყული

პლუტონი თქვენს ნიშანში გადმოვიდა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში კარდინალურ ცვლილებებს გპირდებათ. მოემზადეთ, იყავით დაკვირვებული, გააზრებული. ნუ შეეწინააღმდეგებით მოვლენებს, პირიქით, იყავით მომართული განახლებაზე. თუ ხვდებით, რომ პირადი ურთიერთობა სიამოვნებას არ განიჭებთ, რაღაც უნდა შეცვალოთ. ცვლილებები გელოდებათ უძრავ ქონებასთან, სახლთან დაკავშირებით. მოგინდებათ ბინის გაყიდვა ან ყიდვა. შეიძლება იძულებით მოგიწიოთ ბინის გაყოფამ სხვასთან. ცვლილება გელოდებათ სამსახურის სფეროში: პირველად გახვიდეთ სამუშაოზე, ან პენსიაზე, გადაწყვიტოთ პროფესიის მიტოვება. პლუტონი გაგაძლიერებთ, მოგქოქავთ, რომ გააქტიურდეთ, გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო. არა გამორიცხული უცხოეთში გაემგზავროთ საცხოვრებლად, სამუშაოდ ან სიყვარულის მიზეზით.

თევზები

პლუტონის ტრანზიტი საინტერესო ცვლილებებს გპირდებათ. შეგეცვლებათ მსოფლმხედველობა. თუ აქამდე ჩაკეტილი იყავით ახლა მოგინდებათ სცენაზე გამოსვლა და პირიქით, თუ აქტიური იყავით, ახლა მოგინდებათ განმარტოება, სიმშვიდეში ყოფნა. დაიწყებთ საკუთარ მავნე ჩვევებთან ბრძოლას, პლუტონი გაიძულებთ, თვალებში შეხედოთ საკუთარ შიშებს, ფობიებს და გათავისუფლდეთ მათგან. მოგინდებათ თავისუფლება, შეზღუდვებთან ბრძოლა. არაა გამორიცხული, მოგიწიოთ ემიგრაციაში გამგზავრებამ, მუშაობამ იზოლაციაში, დახურული ტიპის სამსახურში. საუკეთესო პერიოდია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მოგინდებათ მეტად გარკვევა საკუთარ შინაგან სამყაროში, საკუთარი თავის გამოჯანმრთელება, გაჯანსაღება; დაგაინტერესებთ აღმოსავლური ფილოსოფია, მედიცინა. ამ პერიოდში აქტიურად ჩაერთვებით ქველმოქმედებაში. გამორიცხული არაა, გააბათ ფარული რომანი, შექმნათ სასიყვარულო სამკუთხედში ან გააბათ ინტერნეტრომანი.