სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პლანეტარული ახალი წელი, მოულოდნელობები სასიყვარულო სფეროში და კარმული კვანძების ინგრესია, ივლისის ასტროლოგიური მოვლენები
პლანეტარული ახალი წელი, მოულოდნელობები სასიყვარულო სფეროში და კარმული კვანძების ინგრესია, ივლისის ასტროლოგიური მოვლენები

ივ­ლი­სის მოვ­ლე­ნე­ბი ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა ნი­შან­ზე იმოქ­მე­დებს. გვე­ლო­დე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ცვლი­ლე­ბე­ბი და ზოგი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. ამი­ტომ მივ­ყვეთ თან­მიმ­დევ­რო­ბით და გან­ვი­ხი­ლოთ რა მოხ­დე­ბა ზა­ფხუ­ლის ცხელ თვე­ში:

22 ივ­ლი­სამ­დე მზე კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­შია. კირჩხი­ბე­ბო, გი­ლო­ცავთ, ახლა თქვე­ნი დროა, უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად, გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში. სა­ნამ მზე კირჩხიბს გა­დის, მეტი დრო უნდა და­ვუთ­მოთ ოჯახს, ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მშობ­ლებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან. ეცა­დეთ, მეტი დრო გა­ა­ტა­როთ შვი­ლებ­თან ერ­თად. მო­აგ­ვა­რეთ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა კვე­ბას, უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ჯან­საღ საკ­ვებს. ხში­რად მო­ამ­ზა­დეთ გემ­რი­ე­ლი სა­დილ-ვახ­შა­მი და უმას­პინ­ძლეთ ნა­თე­სა­ვებს, მო­ა­წყვეთ ოჯა­ხუ­რი შეკ­რე­ბე­ბი.

9 ოქ­ტომ­ბრამ­დე სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა ლო­მის ზო­დი­ა­ქო­შია და აქვე იქ­ნე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი 23 ივ­ლი­სი­დან 4 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით. ლომ­ში მყო­ფი ვე­ნე­რა არის ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, მე­ფუ­რი, ცე­ცხლო­ვა­ნი, რო­მან­ტი­კუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი; მოს­წონს სა­კუ­თა­რი თა­ვის მო­ლა­მა­ზე­ბა, ლა­მა­ზი, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა, იზი­დავს ელი­ტურ და კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბა. სა­უ­კე­თე­სო დროა რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ემ­ნე­ბის მო­სა­წყო­ბად. გა­და­ხე­დეთ თქვენს შე­მო­სა­ვალს, რო­გორ უნდა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ, რა მო­გი­ტანთ ფულს. მო­ე­რი­დეთ ახა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­წყე­ბას. თუმ­ცა, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ დაბ­რუნ­დნენ ყო­ფი­ლე­ბი ან ის სი­ტუ­ა­ცია, რაც წარ­სულ­ში გქონ­დათ. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ას­ტროპ­როგ­ნოზს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თვის მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

6 დე­კემ­ბრამ­დე ნეპ­ტუ­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლია თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში (გა­და­ვი­და პირ­ველ ივ­ლისს). ნუ ენ­დო­ბით გა­და­უ­მოწ­მე­ბელ, ბუნ­დო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას და რაც მთა­ვა­რია, ნუ გა­ავ­რცე­ლებთ ასეთს. შე­იძ­ლე­ბა შე­ფერ­ხდეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. იყა­ვით ფრთხი­ლად წყალ­თან, ალ­კოჰოლ­თან, მე­დი­კა­მენ­ტებ­თან.

სამ ივ­ლისს, 15:39-ზე სუ­პერ­სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით თხის რქის მე-12 გრა­დუს­ში. ამ დროს მზე კირჩხიბ­შია და მთა­ვა­რე - თხის რქა­ში. უნდა და­ა­რე­გუ­ლი­როთ ოჯა­ხი­სა და კა­რი­ე­რის სა­კი­თხე­ბი; და­ი­ცა­ვით ბა­ლან­სი. ამ მოვ­ლე­ნა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვრცლად ვი­სა­უბ­რებთ, მაგ­რამ ახალ მოკ­ლედ გე­ტყვით, რომ ეს არის საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის, შე­დე­გის მი­ღე­ბის დროს. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი კა­რი­ე­რულ მიღ­წე­ვებ­ზე, და­წი­ნა­უ­რე­ბა­ზე. იყა­ვით პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი და გეგ­მა­ზო­მი­ე­რი, ნუ გა­ფან­ტავთ დროს არაფ­რის­მომ­ცემ საქ­მე­ებ­ზე. გა­მო­ნა­ხეთ სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბი­ან. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­აგ­ვა­რეთ უსი­ა­მოვ­ნე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან, გა­მოთ­ქვით ის, რაც გა­წუ­ხებთ, ნუ ჩა­ი­დებთ წყე­ნას გულ­ში.

10 ივ­ლი­სი­დან 27 აგ­ვის­ტომ­დე მარ­სი ქალ­წულ­ში იქ­ნე­ბა. 10-მდე მარ­სი ლომ­შია, ამ­ბი­ცი­უ­რია და ბო­ბო­ქა­რი, არა­ვის პა­ტი­ობს არას­წო­რად ნათ­ქვამს, მებ­რძო­ლია, რა­ინ­დი. ქალ­წულ­ში კი მე­ტად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა საქ­მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე. აკუ­რა­ტუ­ლია, მე­თო­დუ­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლებ­ზე. ურ­ჩევ­ნია, ნელა და მე­თო­დუ­რად აკე­თოს თა­ვი­სი საქ­მე­ე­ბი. ამ პე­რი­ოდ­ში კარ­გი იქ­ნე­ბა სა­ო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა

11-29 ივ­ლისს მერ­კუ­რი ლომს ეს­ტუმ­რე­ბა. 11-მდე მერ­კუ­რი კირჩხიბ­შია და ამ დროს ადა­მი­ა­ნის სა­უ­ბა­რი მე­ტად ემო­ცი­უ­რია, ადა­მი­ა­ნე­ბი - სენ­სი­ტი­უ­რე­ბი ხდე­ბი­ან. მეტ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ ტრა­დი­ცი­ებს, მო­სა­უბ­რის გან­წყო­ბას. მერ­კუ­რის კირჩხიბ­ში ყოფ­ნის დროს შე­იძ­ლე­ბა გა­ირ­კვეს ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი. ეცა­დეთ მეტი დრო და­უთ­მოთ ნა­თე­სა­ვებ­თან კონ­ტაქტს. ლომ­ში მერ­კურს მო­უნ­დე­ბა სა­კუ­თა­რი აზ­რის ხმა­მაღ­ლა და არ­ტის­ტუ­ლად და­ფიქ­სი­რე­ბა. გა­მო­ნა­ხეთ დრო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის.

17 ივ­ლისს, 22:32-ზე კირჩხი­ბის 25 გრა­დუს­ში გვე­ლო­დე­ბა ახალმთვა­რე­ო­ბა. ამ დღეს მზეც და მთვა­რეც კირჩხიბ­შია. მო­ი­მა­ტებს სენ­სი­ტი­უ­რო­ბა, პარ­ტი­ო­ტუ­ლო­ბა. მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ოჯა­ხის წევ­რებ­თან. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ. ეცა­დეთ, რე­ა­ლუ­რად შე­ა­ფა­სოთ მოვ­ლე­ნე­ბი, არ გირ­ჩევთ ბუნ­დო­ვა­ნე­ბას. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ისე არ გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რო­გორც გსურ­დათ. ამი­ტომ, გქონ­დეთ სა­თა­და­რი­გო გეგ­მა. გახ­შირ­დე­ბა ფი­ზი­კუ­რი შრო­მის, აქ­ტი­უ­რო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა.

18 ივ­ლისს კარ­მუ­ლი კვან­ძე­ბი (მათ აღ­მა­ვალ-დაღ­მა­ვალ­საც უწო­დე­ბენ და რახუ-ქე­თუ­საც) ნიშ­ნებს იც­ვლი­ან და 2025 წლის 12 იან­ვრამ­დე სას­წო­რი-ვერ­ძის ღერძზე გა­და­დი­ან. ეს არის ივ­ლი­სის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა. აქამ­დე მზი­სა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბე­ბი გვქონ­და კურო-მო­რი­ე­ლის ღერძზე და ახლა გვექ­ნე­ბა სას­წო­რი-ვერ­ძის. ამ მოვ­ლე­ნა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვრცელ სტა­ტი­ას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. მა­ნამ­დე გე­ტყვით, რომ აღ­მა­ვა­ლი გა­და­დის ვერ­ძში და უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ინი­ცი­ა­ტი­ვა, ახლა სხვი­სი, - პარტნი­ო­რე­ბის, მე­გობ­რე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის იმე­დი ვერ გექ­ნე­ბათ. უნდა შეძ­ლოთ სი­ახ­ლე­ებ­ში სწრა­ფად გარ­კვე­ვა.

22 ივ­ლისს პლუ­ტო­ნი მზეს უპი­რის­პირ­დე­ბა. ას­პექ­ტი აქ­ტი­უ­რია 17-22 ივ­ლი­სის პე­რი­ოდ­ში. მო­ე­რი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბას გავ­ლე­ნი­ან, სტა­ტუ­სი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი გა­აქ­ტი­ურ­დნენ ძა­ლა­უფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მოხ­დეს და­პი­რის­პი­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად. ამ პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია კონ­ფლიქ­ტე­ბი საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან, სამ­სა­ხურ­ში და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ამ დღე­ებ­ში უმ­ჯო­ბე­სია არ და­გეგ­მოთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, მივ­ლი­ნე­ბა, ვი­ზი­ტე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ ორ­გა­ნო­ებ­ში. შე­იძ­ლე­ბა შე­გექ­მნათ ზე­წო­ლის, უსა­მარ­თლო­ბის, შეგ­რძნე­ბა. იზ­რდე­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის, კა­ტას­ტრო­ფე­ბის ალ­ბა­თო­ბა, გახ­შირ­დე­ბა კონ­ტაქ­ტი აგ­რე­სი­ულ პი­როვ­ნე­ბებ­თან, კრი­მი­ნა­ლურ ელე­მენ­ტებ­თან. ეცა­დეთ, არ ეწ­ვი­ოთ ხალ­ხმრა­ვალ, სა­შიშ ად­გი­ლებს.

23 ივ­ლისს მზე ლომ­ში გა­და­ვა და დარ­ჩე­ბა 23 აგ­ვის­ტომ­დე. სა­უ­კე­თე­სო დროა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, დღე­სა­სა­წუ­ლე­ბის, ფეს­ტი­ვა­ლე­ბის, წვე­უ­ლე­ბე­ბის მო­სა­წყო­ბად. იმა­ტებს რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა და მო­გინ­დე­ბათ პა­ემ­ნე­ბის მო­წყო­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ამ პე­რი­ოდ­ში და­ის­ვე­ნებთ, გა­მო­ნა­ხავთ დროს ჰო­ბის­თვის, გარ­თო­ბის­თვის. უნდა მო­ექ­ცეთ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში; გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

26 ივ­ლი­სი­დან 12 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით იხ­სნე­ბა ლო­მის კა­რიბ­ჭე, იწყე­ბა პლა­ნე­ტა­რუ­ლი ახა­ლი წელი. ლო­მის მე­ფო­ბის დროს ცაზე სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნა ხდე­ბა: მზე და სი­რი­უ­სი ერთ ღერძზე გან­ლაგ­დე­ბი­ან, მათ ხან­და­ხან ორი მზის პე­რი­ოდსაც ეძა­ხი­ან, პლა­ნე­ტა­რულ ახალ წელს. ამ პე­რი­ოდ­ში და­გეგ­მეთ მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო საქ­მე­ე­ბი: დღე­სას­წა­უ­ლი, წვე­უ­ლე­ბა, გა­მო­ფე­ნა. ეცა­დეთ, მეტი დრო გა­ა­ტა­როთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე, და­ი­მუხ­ტოთ ენერ­გი­ით.

29 ივ­ლი­სი­დან 5 ოქ­ტომ­ბრამ­დე მერ­კურს უმას­პინ­ძლებს ქალ­წუ­ლი. მერ­კუ­რი ქალ­წუ­ლის მმარ­თვე­ლია, აქვე მო­უ­წევს რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლა. სა­უ­კე­თე­სო დროა ანა­ლი­ტი­კუ­რი, დე­ტა­ლუ­რი სა­მუ­შა­ოს­თვის. მო­ი­მა­ტებს პრო­ფე­სი­უ­ლო­ბა, აკუ­რა­ტუ­ლო­ბა და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლო­ბა. და­ი­წყეთ იმის შეს­წავ­ლა, რაც გა­მო­გად­გე­ბათ ცხოვ­რე­ბა­ში, პრო­ფე­სი­ა­ში; მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ჯან­მრთე­ლო­ბას, ჩა­ი­ტა­რეთ სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა.

ივ­ლის­ში ელექტრო­ნივ­თე­ბის, გა­ჯე­ტე­ბი­სა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის ყიდ­ვის­თვის კარ­გი დრია 5-9 ივ­ლი­სი და გან­სა­კუთ­რე­ბით 7. ხოლო სა­ყიდ­ლებ­ზე წას­ვლას არ გირ­ჩევთ 21-26 ივ­ლისს და გან­სა­კუთ­რე­ბით 22-24-ში. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ასე­ვე არ გირ­ჩევთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას, და­პი­რე­ბე­ბის გა­ცე­მას.

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
0

სამ აგვისტომდე თუ არ მოკვდით, აუცილებლად გაგიმართლებთ სიყვარულში და ვინც საერთოდ აღარ გახსოვს, ზუსტად ის საქმრო დოქტორსკი კალბასის სიმსხო ბეჭედს გაჩუქებთ, თქვენ კი, ეგრევე არ დატანხმდეთ, ცოტა გაინაზეთ მაინც, რომ ქორწილი საინტერესო გამოვიდეს...

რაც შეეხება კაცებს; ხომ გაიგეთ მსხვილი ბეჭედი უნდა იყიდოთ.. დოქტორსკი კალბასივით მსხვილი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

პლანეტარული ახალი წელი, მოულოდნელობები სასიყვარულო სფეროში და კარმული კვანძების ინგრესია, ივლისის ასტროლოგიური მოვლენები

პლანეტარული ახალი წელი, მოულოდნელობები სასიყვარულო სფეროში და კარმული კვანძების ინგრესია, ივლისის ასტროლოგიური მოვლენები

ივლისის მოვლენები ზოდიაქოს ყველა ნიშანზე იმოქმედებს. გველოდება საინტერესო ცვლილებები და ზოგი განსაკუთრებით გასათვალისწინებელი. ამიტომ მივყვეთ თანმიმდევრობით და განვიხილოთ რა მოხდება ზაფხულის ცხელ თვეში:

22 ივლისამდე მზე კირჩხიბის ზოდიაქოშია. კირჩხიბებო, გილოცავთ, ახლა თქვენი დროა, უნდა გააქტიურდეთ სასურველის მისაღწევად, გამარჯვებისთვის ცხოვრების ყველა სფეროში. სანამ მზე კირჩხიბს გადის, მეტი დრო უნდა დავუთმოთ ოჯახს, ურთიერთობის გაუმჯობესებას ოჯახის წევრებთან, მშობლებთან, ნათესავებთან. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ შვილებთან ერთად. მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. მიაქციეთ ყურადღება კვებას, უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ საკვებს. ხშირად მოამზადეთ გემრიელი სადილ-ვახშამი და უმასპინძლეთ ნათესავებს, მოაწყვეთ ოჯახური შეკრებები.

9 ოქტომბრამდე სიყვარულის პლანეტა ვენერა ლომის ზოდიაქოშია და აქვე იქნება რეტროგრადული 23 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით. ლომში მყოფი ვენერა არის ქარიზმატული, მეფური, ცეცხლოვანი, რომანტიკული და შემოქმედებითი; მოსწონს საკუთარი თავის მოლამაზება, ლამაზი, ძვირად ღირებული ნივთების შეძენა, იზიდავს ელიტურ და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება. საუკეთესო დროა რომანტიკული პაემნების მოსაწყობად. გადახედეთ თქვენს შემოსავალს, როგორ უნდა გაიუმჯობესოთ, რა მოგიტანთ ფულს. მოერიდეთ ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებას. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ დაბრუნდნენ ყოფილები ან ის სიტუაცია, რაც წარსულში გქონდათ. სასიყვარულო ასტროპროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

6 დეკემბრამდე ნეპტუნი რეტროგრადულია თევზების ზოდიაქოში (გადავიდა პირველ ივლისს). ნუ ენდობით გადაუმოწმებელ, ბუნდოვან ინფორმაციას და რაც მთავარია, ნუ გაავრცელებთ ასეთს. შეიძლება შეფერხდეს შემოქმედებითი იდეების განხორციელება. იყავით ფრთხილად წყალთან, ალკოჰოლთან, მედიკამენტებთან.

სამ ივლისს, 15:39-ზე სუპერსავსემთვარეობას ველოდებით თხის რქის მე-12 გრადუსში. ამ დროს მზე კირჩხიბშია და მთავარე - თხის რქაში. უნდა დაარეგულიროთ ოჯახისა და კარიერის საკითხები; დაიცავით ბალანსი. ამ მოვლენაზე მოგვიანებით ვრცლად ვისაუბრებთ, მაგრამ ახალ მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის საქმეების დასრულების, შედეგის მიღების დროს. იყავით მომართული კარიერულ მიღწევებზე, დაწინაურებაზე. იყავით პასუხისმგებლიანი და გეგმაზომიერი, ნუ გაფანტავთ დროს არაფრისმომცემ საქმეებზე. გამონახეთ საჭირო ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან. დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნება ოჯახის წევრებთან, გამოთქვით ის, რაც გაწუხებთ, ნუ ჩაიდებთ წყენას გულში.

10 ივლისიდან 27 აგვისტომდე მარსი ქალწულში იქნება. 10-მდე მარსი ლომშია, ამბიციურია და ბობოქარი, არავის პატიობს არასწორად ნათქვამს, მებრძოლია, რაინდი. ქალწულში კი მეტად ორიენტირებული იქნება საქმის მოგვარებაზე. აკურატულია, მეთოდური, შრომისმოყვარე, ორიენტირებული დეტალებზე. ურჩევნია, ნელა და მეთოდურად აკეთოს თავისი საქმეები. ამ პერიოდში კარგი იქნება საოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება

11-29 ივლისს მერკური ლომს ესტუმრება. 11-მდე მერკური კირჩხიბშია და ამ დროს ადამიანის საუბარი მეტად ემოციურია, ადამიანები - სენსიტიურები ხდებიან. მეტ ყურადღებას აქცევენ ტრადიციებს, მოსაუბრის განწყობას. მერკურის კირჩხიბში ყოფნის დროს შეიძლება გაირკვეს ოჯახური საიდუმლოებები. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ ნათესავებთან კონტაქტს. ლომში მერკურს მოუნდება საკუთარი აზრის ხმამაღლა და არტისტულად დაფიქსირება. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, ინტელექტუალური საქმიანობისთვის.

17 ივლისს, 22:32-ზე კირჩხიბის 25 გრადუსში გველოდება ახალმთვარეობა. ამ დღეს მზეც და მთვარეც კირჩხიბშია. მოიმატებს სენსიტიურობა, პარტიოტულობა. მეტი დრო უნდა დაუთმოთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებას. დამოკიდებულების გაუმჯობესებას ოჯახის წევრებთან. იყავით მზრუნველი და მოსიყვარულე ოჯახის წევრების მიმართ. ეცადეთ, რეალურად შეაფასოთ მოვლენები, არ გირჩევთ ბუნდოვანებას. შეიძლება ყველაფერი ისე არ განხორციელდეს, როგორც გსურდათ. ამიტომ, გქონდეთ სათადარიგო გეგმა. გახშირდება ფიზიკური შრომის, აქტიურობის აუცილებლობა.

18 ივლისს კარმული კვანძები (მათ აღმავალ-დაღმავალსაც უწოდებენ და რახუ-ქეთუსაც) ნიშნებს იცვლიან და 2025 წლის 12 იანვრამდე სასწორი-ვერძის ღერძზე გადადიან. ეს არის ივლისის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. აქამდე მზისა და მთვარის დაბნელებები გვქონდა კურო-მორიელის ღერძზე და ახლა გვექნება სასწორი-ვერძის. ამ მოვლენაზე მოგვიანებით ვრცელ სტატიას შემოგთავაზებთ. მანამდე გეტყვით, რომ აღმავალი გადადის ვერძში და უნდა გამოავლინოთ ინიციატივა, ახლა სხვისი, - პარტნიორების, მეგობრების, ნათესავების იმედი ვერ გექნებათ. უნდა შეძლოთ სიახლეებში სწრაფად გარკვევა.

22 ივლისს პლუტონი მზეს უპირისპირდება. ასპექტი აქტიურია 17-22 ივლისის პერიოდში. მოერიდეთ დაპირისპირებას გავლენიან, სტატუსიან ადამიანებთან. არაა გამორიცხული გააქტიურდნენ ძალაუფლების წარმომადგენლები, მოხდეს დაპირისპირება ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ამ პერიოდში მოსალოდნელია კონფლიქტები საყვარელ ადამიანებთან, სამსახურში დაძაბული ურთიერთობები. ამ დღეებში უმჯობესია არ დაგეგმოთ მოლაპარაკებები, მივლინება, ვიზიტები ოფიციალურ ორგანოებში. შეიძლება შეგექმნათ ზეწოლის, უსამართლობის, შეგრძნება. იზრდება ტერორისტული თავდასხმების, კატასტროფების ალბათობა, გახშირდება კონტაქტი აგრესიულ პიროვნებებთან, კრიმინალურ ელემენტებთან. ეცადეთ, არ ეწვიოთ ხალხმრავალ, საშიშ ადგილებს.

23 ივლისს მზე ლომში გადავა და დარჩება 23 აგვისტომდე. საუკეთესო დროა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, დღესასაწულების, ფესტივალების, წვეულებების მოსაწყობად. იმატებს რომანტიკულობა და მოგინდებათ პაემნების მოწყობა. კარგი იქნება, თუ ამ პერიოდში დაისვენებთ, გამონახავთ დროს ჰობისთვის, გართობისთვის. უნდა მოექცეთ ყურადღების ცენტრში; გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა.

26 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით იხსნება ლომის კარიბჭე, იწყება პლანეტარული ახალი წელი. ლომის მეფობის დროს ცაზე საინტერესო მოვლენა ხდება: მზე და სირიუსი ერთ ღერძზე განლაგდებიან, მათ ხანდახან ორი მზის პერიოდსაც ეძახიან, პლანეტარულ ახალ წელს. ამ პერიოდში დაგეგმეთ მხოლოდ საუკეთესო საქმეები: დღესასწაული, წვეულება, გამოფენა. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე, დაიმუხტოთ ენერგიით.

29 ივლისიდან 5 ოქტომბრამდე მერკურს უმასპინძლებს ქალწული. მერკური ქალწულის მმართველია, აქვე მოუწევს რეტროგრადული სვლა. საუკეთესო დროა ანალიტიკური, დეტალური სამუშაოსთვის. მოიმატებს პროფესიულობა, აკურატულობა და დაკვირვებულობა. დაიწყეთ იმის შესწავლა, რაც გამოგადგებათ ცხოვრებაში, პროფესიაში; მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა.

ივლისში ელექტრონივთების, გაჯეტებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვისთვის კარგი დრია 5-9 ივლისი და განსაკუთრებით 7. ხოლო საყიდლებზე წასვლას არ გირჩევთ 21-26 ივლისს და განსაკუთრებით 22-24-ში. ამავე პერიოდში ასევე არ გირჩევთ ხელშეკრულებების გაფორმებას, დაპირებების გაცემას.