სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარსი კუროში მოულოდნელ და მკვეთრ ცვლილებებს მოგვიტანს, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მარსი კუროში მოულოდნელ და მკვეთრ ცვლილებებს მოგვიტანს, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ენერ­გი­უ­ლი და ცე­ცხლო­ვა­ნი მარ­სი კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვი­და, სა­დაც 21 აგ­ვის­ტომ­დე გა­ჩერ­დე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მო­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ცვლი­ლე­ბებ­ზე, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, მაგ­რამ ამა­ზე ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ მარ­სი კუ­რო­ში მთლად კომ­ფორ­ტუ­ლად თავს ვერ გრძნობს; კურო ცოტა ზარ­მა­ცი ნი­შა­ნია, ვერ­ძი­ვით სწრა­ფი და ცე­ცხლო­ვა­ნი არაა. მარ­სი კი არის ქმე­დე­ბა, აქ­ტი­უ­რო­ბა. ამი­ტომ, ადა­მი­ა­ნებს უფრო მეტი ძა­ლის­ხმე­ვა გმარ­თებთ, რომ მი­აღ­წი­ოთ სა­სურ­ველს, მაგ­რამ თუ მო­ინ­დო­მებთ და გა­ა­კე­თებთ, უკე­თეს და ხან­გრძლივ შე­დეგს მი­აღ­წევთ. არ გა­რის­კოთ, არ გირ­ჩევთ აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნას. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი და­ბან­დე­ბა­ზე, სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე, ხა­რის­ხი­ან ქმე­დე­ბა­ზე. სა­სურ­ველს ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, გა­აზ­რე­ბუ­ლად მი­აღ­წევთ. ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დრო­საც ზო­მი­ე­რე­ბა გმარ­თებთ, არ გა­და­ი­ღა­ლოთ.

კუ­რო­ში მარ­სის ყოფ­ნის დროს არის დღე­ე­ბი, როცა სიფრ­თხი­ლე მოგ­ვე­თხო­ვე­ბა და ასე­თე­ბია:

პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტო - მარ­სი-ურა­ნი-მო­მავ­ლის კვან­ძის შე­ერ­თე­ბა. ეს არის მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის ას­პექ­ტი. შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თის ცხოვ­რე­ბა­ში კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დეს, და­უ­გეგ­მა­ვი, აფეთ­ქე­ბა­სა­ვით. უმე­ტე­სო­ბა გა­და­წყვეტს ცხოვ­რე­ბის ახა­ლი, სუფ­თა ფურ­ცლი­დან და­წყე­ბას. მი­ი­ღებთ ახალ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ამას­თან, არ გირ­ჩევთ სა­ჭეს­თან სიჩ­ქა­რის გა­და­მე­ტე­ბას, ფრთხი­ლად ელექტრო­ო­ბას­თან. ას­პექ­ტი აქ­ტუ­ა­ლუ­რია 30 ივ­ლი­სი­დან 4 აგ­ვის­ტომ­დე.

5-9 აგ­ვის­ტოს პე­რი­ოდ­ში გვე­ლო­დე­ბა სა­ტურ­ნი მარ­სის კონ­ფლიქ­ტი. მო­ე­რი­დეთ გა­ჯი­უ­ტე­ბას, კა­მათს. შე­იძ­ლე­ბა იძუ­ლე­ბით, ზე­წო­ლით მო­გი­წი­ოთ რა­ღა­ცის შეც­ვლამ; გახ­შირ­დეს ძა­ლა­დო­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად მჭრელ და ბასრ ინ­სტრუ­მენ­ტებ­თან. ფული ხარ­ჯეთ გა­აზ­რე­ბუ­ლად.

9-14 აგ­ვის­ტოს პე­რი­ოდ­ში მარ­სი მე­გობ­რულ ას­პექტს ქმნის ნეპ­ტუნ­თან. გა­გიმ­ძაფ­რდებ­თა ინ­ტუ­ი­ცია. ამ პე­რი­ოდ­ში კარ­გია ცურ­ვა, სა­კუ­თარ ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა. ამას­თან, ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ მარ­სი აგ­რე­სი­უ­ლი პლა­ნე­ტაა, ნეპ­ტუ­ნი გა­ნა­გებს მათ­რო­ბე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბებს და მო­ე­რი­დეთ ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას, ნას­ვამ ადა­მი­ა­ნებ­თან კა­მათს, რათა არ გა­ეხ­ვი­ოთ უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ში.

და­ბო­ლოს, 12-17 აგ­ვის­ტოს შუ­ა­ლედ­ში მარ­სი პლუ­ტო­ნის მე­გობ­რუ­ლი ას­პექ­ტი გვე­ლო­დე­ბა, მაგ­რამ ორი­ვე აგ­რე­სი­უ­ლი პლა­ნე­ტაა (ვერ­ძი­სა და მო­რი­ე­ლის მმარ­თვე­ლე­ბი), მო­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გამ­ძლე­ო­ბა, ენერ­გი­უ­ლო­ბა, ყვე­ლაფ­რის ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეც­ვლის სურ­ვი­ლი და ეცა­დეთ, ყვე­ლა ქმე­დე­ბა კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის­კენ იყოს მი­მარ­თუ­ლი. ადა­მი­ა­ნი მო­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით მი­აღ­წი­ოს მი­ზანს. აქაც არ გირ­ჩევთ აგ­რე­სი­უ­ლო­ბას, სა­კუ­თა­რი მიზ­ნის­თვის სხვას ნუ გა­წი­რავთ.

პროგ­ნოზს გა­ე­ცა­ნით ას­ცენ­დენ­ტი­სა და მზის ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით:

ვერ­ძი

გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გიჩ­ნდეთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო ან თუ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ, მი­ი­ღებთ სა­სურ­ველს. მო­გინ­დე­ბათ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა, ბი­ნის გა­რე­მონ­ტე­ბა. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ინ­ვეს­ტი­ცია. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ფულს და­ა­ბან­დებთ სა­კუ­თარ თავ­ში, ჯან­მრთე­ლო­ბა­ში, გა­ნათ­ლე­ბა­ში. არ გირ­ჩევთ ფუ­ლის ფლან­გვას; სა­ყიდ­ლე­ბი­სას უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ხა­რისხს.

კურო

მარ­სი თქვენს ნი­შან­შია და ამი­ტომ, მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ინი­ცი­ა­ტი­ვა. მო­გინ­დე­ბათ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა, მაგ­რამ და­ი­ზღვი­ეთ თავი ტრავ­მუ­ლო­ბის­გან და აგ­რეთ­ვე ფრთხი­ლად, თუ მჭრელ და ბასრ საგ­ნებ­თან გაქვთ შე­ხე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა ბიზ­ნე­სის, ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა. და­აკ­ვირ­დით რო­გო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მოვ­ლენ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ გა­რე­მოც­ვა. სა­ინ­ტე­რე­სო და მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გახ­შირ­დე­ბა.

ტყუ­პი

გა­და­ხე­დეთ შეს­რუ­ლე­ბულ საქ­მე­ებს და გა­მო­ას­წო­რეთ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ას­რუ­ლებთ და­წყე­ბულ საქ­მე­ებს, პრო­ექ­ტებს. შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ ონ­ლა­ინ­მუ­შა­ო­ბა ან სწავ­ლა. თუ ფა­რუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ გაფრ­თხილ­დით, რომ ივ­ლი­სის ბო­ლოს ან აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში არ გა­მომ­ჟღავ­ნდეს, ან ამ პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ ის სა­ი­დუმ­ლო, რა­საც აქამ­დე გი­მა­ლავ­დნენ.

კირჩხი­ბი

მი­ი­ღებთ ფულს ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­გან. მო­გინ­დე­ბათ თქვე­ნი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან, დიდ კო­ლექ­ტივ­თან ერ­თად. შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოთ მუ­შა­ო­ბა დიდ კომ­პა­ნი­ა­ში ან სა­კუ­თა­რი ბიზნსსაქ­მი­ა­ნო­ბა წა­მო­ი­წყოთ. ზო­გი­ერ­თი კი უხელ­მძღვა­ნე­ლებს მას­შტა­ბურ პრო­ექტს. ივ­ლი­სის ბო­ლოს ან აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ი­ღებთ და ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით. ზო­გი­ერთს შე­გეც­ვლე­ბათ სა­მე­გობ­რო წრე.

ლომი

მო­ი­მა­ტებს კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის, სა­უ­კე­თე­სი შე­დე­გის მიღ­წე­ვის სურ­ვი­ლი. იყა­ვით აქ­ტი­უ­რი, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ მი­ზა­ნი და გან­სა­კუთ­რე­ბით 23 ივ­ლი­სი­დან, როცა მზე თქვენს ნი­შან­ში გად­მო­ვა და ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ. კარ­გი იქ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოთ სტა­ტუ­სი, - და­ქორ­წი­ნე­ბით ან გან­ქორ­წი­ნე­ბით. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლი. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დეთ თქვენს გა­რე­მოც­ვა­ში, მაგ­რამ აქვე უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ აგ­რე­სი­უ­ლო­ბით და თქვენ­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლით არ შე­ი­ლა­ხოთ რე­პუ­ტა­ცია.

ქალ­წუ­ლი

მო­გინ­დე­ბათ გა­და­ად­გი­ლე­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბა. შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ემ­გზავ­როთ სა­ზღვარ­გა­რეთ ან მი­ი­ღოთ გამ­გზავ­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ჩა­ერ­თვე­ბით სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში - და­ი­წყებთ ლექ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ან თა­ვად ის­წავ­ლით. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის თემა და შე­იძ­ლე­ბა ან თქვენ აღ­ძრათ ვინ­მეს წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე ან თქვენ­ზე აღიძ­რას. შე­გეც­ვლე­ბათ წარ­მოდ­გე­ნა რე­ლი­გი­ა­ზე, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­ზე. ზო­გი­ერ­თებს გე­ლო­დე­ბათ ნაც­ნო­ბო­ბა უცხო­ე­ლებ­თან ან მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა.

სას­წო­რი

გაფრ­თხილ­დით, რომ არ იკა­მა­თოთ პარტნი­ო­რებ­თან ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის გამო. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ბიზ­ნეს ან სა­მემ­კვიდ­რეო სა­კი­თხე­ბი. ან თუ ვინ­მეს თქვე­ნი ვალი აქვს, მო­გი­წევთ ფუ­ლის მი­სა­ღე­ბად ბრძო­ლა. მო­გინ­დე­ბათ ფუ­ლის და­ბან­დე­ბა ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებ­ში, ბიზ­ნეს­ში. ივ­ლი­სის ბო­ლოს ან აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში გახ­შირ­დე­ბა კრი­ზი­სუ­ლი, არას­ტან­დარ­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი და მო­გი­წევთ მათი ყუ­რა­დღე­ბით მოგ­ვა­რე­ბა. ან შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი საქ­მი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღოთ, რაც გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას.

მო­რი­ე­ლი

მო­ე­რი­დეთ პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას. ეს ეხე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო და ბიზ­ნეს პარტნი­ო­რებ­საც. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ პარტნი­ორ­თან ერ­თად ვარ­ჯი­ში, ან რა­ღა­ცის ერ­თად კე­თე­ბა, კრი­ზი­სე­ბის ერ­თად გა­და­ლახ­ვა. მარ­ტო­ხე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა შე­მო­ვი­დეს ახა­ლი პარტნი­ო­რი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა კი გა­და­წყვი­ტოთ და­ქორ­წი­ნე­ბა, მომ­ზა­დე­ბა ქორ­წი­ნე­ბის­თვის. გა­აქ­ტი­ურ­დით, თუ გსურთ ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის, ბიზ­ნე­სის ან გრან­დი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტის და­წყე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

მო­გე­მა­ტე­ბათ საქ­მე­ე­ბი, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. თუ მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ, გა­აქ­ტი­ურ­დით ივ­ლი­სის ბო­ლოს-აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში, მაგ­რამ მა­ინც ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით, რომ სა­ხი­ფა­თო სფე­რო­ე­ბი და სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი აი­რი­დოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა აიყ­ვა­ნოთ ახა­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, დამ­ხმა­რე. მო­გი­წევთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო თე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვა. გირ­ჩევთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტი დრო და­უთ­მოთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას. კარ­გი იქ­ნე­ბა ვარ­ჯი­ში, სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა გეგ­მი­უ­რი ოპე­რა­ცი­აც კი გა­ი­კე­თოთ.

თხის რქა

მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა, იყა­ვით მზად ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. გა­აქ­ტი­ურ­დით, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი. ამ პე­რი­ოდ­ში მარ­ტო­ხე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს ახა­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი პარტნი­ო­რი. ზო­გი­ერ­თის ცხოვ­რე­ბა­ში კი - სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დი ან გა­ი­გებთ, რომ მისი წევ­რი ხართ. თუ სურ­ვი­ლი გაქვთ, სა­უ­კე­თე­სო დროა ჩა­სახ­ვის­თვის, შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ი­გოთ, რომ შვი­ლი გე­ყო­ლე­ბათ ან ამ პე­რი­ოდ­ში მშო­ბე­ლი გახ­დე­ბით.

მერ­წყუ­ლი

მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ძაბ­ვას ოჯა­ხის წევ­რებ­თან. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი სა­ო­ჯა­ხო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე. მო­გინ­დე­ბათ მი­წის და­მუ­შა­ვე­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა ან არ­სე­ბუ­ლის გა­რე­მონ­ტე­ბა, სახ­ლის აშე­ნე­ბა. ან შე­იძ­ლე­ბა გა­ყი­დოთ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. ივ­ლი­სის ბო­ლოს-აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­იც­ვა­ლოთ მი­სა­მარ­თი; სამ­სა­ხუ­რის ან სიყ­ვა­რუ­ლის გამო. თუ ემიგ­რა­ცი­ა­ში ხართ, მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­და­წყვი­ტავთ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ან თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხართ, წამ­ში მი­ი­ღებთ და­ქორ­წი­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

თევ­ზე­ბი

გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით, რომ მი­ი­ღოთ და­მა­ტე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს კურ­სე­ბი, ვე­ბი­ნა­რი, ლექ­ცი­ე­ბი, ონ­ლა­ი­ნიც კი. შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სფე­რო შე­ის­წავ­ლოთ, რაც მო­მა­ვალ­ში რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლის თქვენს ცხოვ­რე­ბას. ივ­ლი­სის ბო­ლოს-აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ: ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ნაც­ნო­ბო­ბა, რო­მე­ლიც შეც­ვლის თქვენს ცხოვ­რე­ბას. გაფრ­თხილ­დით მგზავ­რო­ბი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ჭეს­თან. ან შე­იძ­ლე­ბა, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­და­წყვი­ტოთ ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა. ზო­გა­დად გახ­შირ­დე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა ახლო მან­ძილ­ზე. მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ძაბ­ვას დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან, მე­ზობ­ლებ­თან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

მარსი კუროში მოულოდნელ და მკვეთრ ცვლილებებს მოგვიტანს, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მარსი კუროში მოულოდნელ და მკვეთრ ცვლილებებს მოგვიტანს, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ენერგიული და ცეცხლოვანი მარსი კუროს ზოდიაქოში გადავიდა, სადაც 21 აგვისტომდე გაჩერდება. თითოეული ადამიანი მომართული იქნება ცვლილებებზე, გაუმჯობესებაზე, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით. საინტერესო ისაა, რომ მარსი კუროში მთლად კომფორტულად თავს ვერ გრძნობს; კურო ცოტა ზარმაცი ნიშანია, ვერძივით სწრაფი და ცეცხლოვანი არაა. მარსი კი არის ქმედება, აქტიურობა. ამიტომ, ადამიანებს უფრო მეტი ძალისხმევა გმართებთ, რომ მიაღწიოთ სასურველს, მაგრამ თუ მოინდომებთ და გააკეთებთ, უკეთეს და ხანგრძლივ შედეგს მიაღწევთ. არ გარისკოთ, არ გირჩევთ აგრესიის გამოვლენას. იყავით მომართული დაბანდებაზე, სტაბილურობაზე, ხარისხიან ქმედებაზე. სასურველს ნაბიჯ-ნაბიჯ, გააზრებულად მიაღწევთ. ფიზიკური ვარჯიშების შესრულების დროსაც ზომიერება გმართებთ, არ გადაიღალოთ.

კუროში მარსის ყოფნის დროს არის დღეები, როცა სიფრთხილე მოგვეთხოვება და ასეთებია:

პირველი აგვისტო - მარსი-ურანი-მომავლის კვანძის შეერთება. ეს არის მოულოდნელი ცვლილებების ასპექტი. შეიძლება ზოგიერთის ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები მოხდეს, დაუგეგმავი, აფეთქებასავით. უმეტესობა გადაწყვეტს ცხოვრების ახალი, სუფთა ფურცლიდან დაწყებას. მიიღებთ ახალ შემოთავაზებებს, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ახალი ადამიანები. ამასთან, არ გირჩევთ საჭესთან სიჩქარის გადამეტებას, ფრთხილად ელექტროობასთან. ასპექტი აქტუალურია 30 ივლისიდან 4 აგვისტომდე.

5-9 აგვისტოს პერიოდში გველოდება სატურნი მარსის კონფლიქტი. მოერიდეთ გაჯიუტებას, კამათს. შეიძლება იძულებით, ზეწოლით მოგიწიოთ რაღაცის შეცვლამ; გახშირდეს ძალადობა. მაქსიმალურად ფრთხილად მჭრელ და ბასრ ინსტრუმენტებთან. ფული ხარჯეთ გააზრებულად.

9-14 აგვისტოს პერიოდში მარსი მეგობრულ ასპექტს ქმნის ნეპტუნთან. გაგიმძაფრდებთა ინტუიცია. ამ პერიოდში კარგია ცურვა, საკუთარ ფიზიკურ მდგომარებაზე ზრუნვა. ამასთან, ნუ დაგვავიწყდება, რომ მარსი აგრესიული პლანეტაა, ნეპტუნი განაგებს მათრობელა საშუალებებს და მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, ნასვამ ადამიანებთან კამათს, რათა არ გაეხვიოთ უსიამოვნებაში.

დაბოლოს, 12-17 აგვისტოს შუალედში მარსი პლუტონის მეგობრული ასპექტი გველოდება, მაგრამ ორივე აგრესიული პლანეტაა (ვერძისა და მორიელის მმართველები), მომატებული იქნება გამძლეობა, ენერგიულობა, ყველაფრის ძირფესვიანად შეცვლის სურვილი და ეცადეთ, ყველა ქმედება კეთილი საქმეებისკენ იყოს მიმართული. ადამიანი მომართული იქნება, რომ ნებისმიერი საშუალებით მიაღწიოს მიზანს. აქაც არ გირჩევთ აგრესიულობას, საკუთარი მიზნისთვის სხვას ნუ გაწირავთ.

პროგნოზს გაეცანით ასცენდენტისა და მზის ნიშნების მიხედვით:

ვერძი

გააქტიურდებით მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო ან თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, მიიღებთ სასურველს. მოგინდებათ უძრავი ქონების შეძენა, ბინის გარემონტება. კარგ შედეგს მოგიტანთ ინვესტიცია. კარგი იქნება, თუ ფულს დააბანდებთ საკუთარ თავში, ჯანმრთელობაში, განათლებაში. არ გირჩევთ ფულის ფლანგვას; საყიდლებისას უპირატესობა მიანიჭეთ ხარისხს.

კურო

მარსი თქვენს ნიშანშია და ამიტომ, მეტად უნდა გამოავლინოთ ინიციატივა. მოგინდებათ ფიზიკური აქტიურობა, მაგრამ დაიზღვიეთ თავი ტრავმულობისგან და აგრეთვე ფრთხილად, თუ მჭრელ და ბასრ საგნებთან გაქვთ შეხება. კარგი იქნება ბიზნესის, ახალი პროექტების დაწყება. დააკვირდით როგორი ადამიანები მოვლენ თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება შეგეცვალოთ გარემოცვა. საინტერესო და მოულოდნელი ცვლილებები გახშირდება.

ტყუპი

გადახედეთ შესრულებულ საქმეებს და გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. კარგი იქნება, თუ დაასრულებთ დაწყებულ საქმეებს, პროექტებს. შეიძლება გადაწყვიტოთ ონლაინმუშაობა ან სწავლა. თუ ფარული სასიყვარულო ურთიერთობა გაქვთ გაფრთხილდით, რომ ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში არ გამომჟღავნდეს, ან ამ პერიოდში შეიძლება გაიგოთ ის საიდუმლო, რასაც აქამდე გიმალავდნენ.

კირჩხიბი

მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული საქმისგან. მოგინდებათ თქვენი იდეების განხორციელება თანამოაზრეებთან, დიდ კოლექტივთან ერთად. შეიძლება დაიწყოთ მუშაობა დიდ კომპანიაში ან საკუთარი ბიზნსსაქმიანობა წამოიწყოთ. ზოგიერთი კი უხელმძღვანელებს მასშტაბურ პროექტს. ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ და ყურადღებით იყავით. ზოგიერთს შეგეცვლებათ სამეგობრო წრე.

ლომი

მოიმატებს კარიერული წინსვლის, საუკეთესი შედეგის მიღწევის სურვილი. იყავით აქტიური, რომ განახორციელოთ მიზანი და განსაკუთრებით 23 ივლისიდან, როცა მზე თქვენს ნიშანში გადმოვა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. კარგი იქნება საკუთარი ბიზნესის დაწყება. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოთ სტატუსი, - დაქორწინებით ან განქორწინებით. გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი. გააქტიურდებით, რომ პოპულარული გახდეთ თქვენს გარემოცვაში, მაგრამ აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ აგრესიულობით და თქვენთვის შეუფერებელი საქციელით არ შეილახოთ რეპუტაცია.

ქალწული

მოგინდებათ გადაადგილება, მოგზაურობა. შეიძლება მოულოდნელად გაემგზავროთ საზღვარგარეთ ან მიიღოთ გამგზავრების შემოთავაზება. კარგი იქნება, თუ ჩაერთვებით სასწავლო პროცესში - დაიწყებთ ლექციების ჩატარებას ან თავად ისწავლით. გააქტიურდება სასამართლო პროცესების თემა და შეიძლება ან თქვენ აღძრათ ვინმეს წინააღმდეგ საქმე ან თქვენზე აღიძრას. შეგეცვლებათ წარმოდგენა რელიგიაზე, მსოფლმხედველობაზე. ზოგიერთებს გელოდებათ ნაცნობობა უცხოელებთან ან მეორე ქორწინება.

სასწორი

გაფრთხილდით, რომ არ იკამათოთ პარტნიორებთან ფინანსური საკითხების გამო. ეს შეიძლება იყოს ბიზნეს ან სამემკვიდრეო საკითხები. ან თუ ვინმეს თქვენი ვალი აქვს, მოგიწევთ ფულის მისაღებად ბრძოლა. მოგინდებათ ფულის დაბანდება ძვირად ღირებულ ნივთებში, ბიზნესში. ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში გახშირდება კრიზისული, არასტანდარტული სიტუაციები და მოგიწევთ მათი ყურადღებით მოგვარება. ან შეიძლება მოულოდნელი საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ, რაც გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას.

მორიელი

მოერიდეთ პარტნიორებთან ურთიერთობის დაძაბვას. ეს ეხება სასიყვარულო და ბიზნეს პარტნიორებსაც. კარგ შედეგს მოგიტანთ პარტნიორთან ერთად ვარჯიში, ან რაღაცის ერთად კეთება, კრიზისების ერთად გადალახვა. მარტოხელების ცხოვრებაში შეიძლება შემოვიდეს ახალი პარტნიორი. შეყვარებულებმა კი გადაწყვიტოთ დაქორწინება, მომზადება ქორწინებისთვის. გააქტიურდით, თუ გსურთ ახალი სამსახურის, ბიზნესის ან გრანდიოზული პროექტის დაწყება.

მშვილდოსანი

მოგემატებათ საქმეები, ვალდებულებები. თუ მაძიებელი ხართ, გააქტიურდით ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში, მაგრამ მაინც ყურადღებით იყავით, რომ სახიფათო სფეროები და სიტუაციები აირიდოთ. კარგი იქნება, თუ გააქტიურდებით ბიზნესის განვითარებისთვის. ზოგიერთმა შეიძლება აიყვანოთ ახალი თანამშრომელი, დამხმარე. მოგიწევთ საყოფაცხოვრებო თემების მოგვარებაში აქტიურად ჩართვა. გირჩევთ, მაქსიმალურად მეტი დრო დაუთმოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. კარგი იქნება ვარჯიში, სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება. ზოგიერთმა კი შეიძლება გეგმიური ოპერაციაც კი გაიკეთოთ.

თხის რქა

მეტად გამოავლინეთ ინიციატივა, იყავით მზად ახალი პროექტების დაწყებისა და განვითარებისთვის. გააქტიურდით, რომ განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები. ამ პერიოდში მარტოხელების ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ახალი რომანტიკული პარტნიორი. ზოგიერთის ცხოვრებაში კი - სასიყვარულო სამკუთხედი ან გაიგებთ, რომ მისი წევრი ხართ. თუ სურვილი გაქვთ, საუკეთესო დროა ჩასახვისთვის, შეიძლება მოულოდნელად გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ ან ამ პერიოდში მშობელი გახდებით.

მერწყული

მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას ოჯახის წევრებთან. იყავით მომართული საოჯახო საკითხების მოგვარებაზე. მოგინდებათ მიწის დამუშავება, უძრავი ქონების შეძენა ან არსებულის გარემონტება, სახლის აშენება. ან შეიძლება გაყიდოთ უძრავი ქონება. ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოთ მისამართი; სამსახურის ან სიყვარულის გამო. თუ ემიგრაციაში ხართ, მომენტალურად გადაწყვიტავთ სამშობლოში დაბრუნებას ან თუ შეყვარებული ხართ, წამში მიიღებთ დაქორწინების გადაწყვეტილებას.

თევზები

გააქტიურდებით, რომ მიიღოთ დამატებითი განათლება. ეს შეიძლება იყოს კურსები, ვებინარი, ლექციები, ონლაინიც კი. შეიძლება სრულიად განსხვავებული სფერო შეისწავლოთ, რაც მომავალში რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში მოულოდნელი ცვლილებები გელოდებათ: ეს შეიძლება იყოს ნაცნობობა, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას. გაფრთხილდით მგზავრობისას, განსაკუთრებით საჭესთან. ან შეიძლება, სრულიად მოულოდნელად გადაწყვიტოთ ავტომობილის შეძენა. ზოგადად გახშირდება გადაადგილება ახლო მანძილზე. მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას დედმამიშვილებთან, მეზობლებთან.