სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის: “არავის გაუმხილოთ თქვენი საიდუმლოებები“
მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის: “არავის გაუმხილოთ თქვენი საიდუმლოებები“

თვის ზო­გა­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბი

მა­ის­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე პა­უ­ზა და და­ფიქ­რე­ბა გმარ­თებთ. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სტა­ბი­ლუ­რო­ბა. ეს ფას­და­უ­დე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბი­სას. მა­ის­ში გა­ა­კე­თეთ ის, რა­ზეც ოც­ნე­ბობ­დით, ან უბ­რა­ლოდ და­ის­ვე­ნეთ და გა­ნიტ­ვირ­თეთ. თქვენ ამას ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებთ! ეს სა­უ­კე­თე­სო დროა საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად გარ­თო­ბის­თვის. მა­ის­ში მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რა მხო­ლოდ სი­ა­მოვ­ნე­ბა კი არაა, ერ­თად შე­გიძ­ლი­ათ სა­ინ­ტე­რე­სო სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და­სა­ხოთ.

თვის შუა რი­ცხვებ­ში ოჯახ­ში ნე­ბის­მი­ე­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა ჩა­ცხრე­ბა, თუ გა­მო­ნა­ხავთ დროს გულ­წრფე­ლი სა­უბ­რე­ბის­თვის, რაც კარ­გია ნე­ბის­მი­ე­რი დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

ფრთხი­ლად იყა­ვით ხარ­ჯებ­თან, მო­ე­რი­დეთ იმ­პულ­სურ შეს­ყიდ­ვებს.

სა­მუ­შაო და ბიზ­ნე­სი

მა­ი­სის პირ­ველ ათ დღე­ში სა­მუ­შაო სა­კი­თხებ­ში კო­ლე­გე­ბი, თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი და მე­გობ­რე­ბი მხარ­და­ჭე­რას გა­გი­წე­ვენ. თქვე­ნი უნა­რე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­ამ­ჩნი­ოს უფ­როს­მა და მოგ­ცეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ვა­ლე­ბა. ზო­გი­ერ­თი კი და­ჯილ­დოვ­დე­ბა ადრე გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­გე­ბის მი­ღე­ბა სხვა წყა­რო­ე­ბი­დან, მათ შო­რის სა­ჩუქ­რე­ბის სა­ხით. ის, რაც ადრე და­გეგ­მეთ შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რა თქმა უნდა, თუ მო­ინ­დო­მებთ და ათას საქ­მეს არ შე­ე­ჭი­დე­ბით ერ­თდრო­უ­ლად. გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა უფრო ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა. თქვე­ნი კო­ლე­გე­ბის რჩე­ვე­ბი სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა, ასე რომ, ნუ გან­მარ­ტოვ­დე­ბით.

ხელ­საყ­რე­ლია და­ეს­წროთ სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბას ან კონ­ფე­რენ­ცი­ას, სა­დაც გექ­ნე­ბათ კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ან იქ­ნებ სპი­კე­რიც კი გახ­დეთ. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გა­მო­ავ­ლი­ნოთ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მო­ი­პო­ვოთ უფ­რო­სე­ბის მხარ­და­ჭე­რა. შე­გიძ­ლი­ათ იპო­ვოთ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, სპონ­სო­რე­ბი და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი თქვე­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

კარ­გია შე­უ­ერ­თდე­ბით რო­მე­ლი­მე ჯგუფს ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, სა­დაც იკ­რი­ბე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი თქვენ­ნა­ი­რი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბი­თა და მის­წრა­ფე­ბე­ბით. ერ­თად მსჯე­ლო­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი იდე­ე­ბი და­გე­ბა­დოთ გო­ნე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მო­სა­ვალ­სა და აღი­ა­რე­ბას მო­გი­ტანთ.

10 მა­ისს მერ­კუ­რი - თქვე­ნი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა, გა­და­ვა თქვე­ნი მარ­ტო­ო­ბის სახ­ლში. ეს პე­რი­ო­დი ხელ­საყ­რე­ლია და­წყე­ბუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად, მიმ­დი­ნა­რე­ე­ბის­თვი­საც, მაგ­რამ არა ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­სა­წყე­ბად. კარ­გი დროა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის, როცა თავ­ზე არა­ვინ გად­გათ და არ ერე­ვა თქვენს საქ­მე­ებ­ში.

კარ­გი დროა დას­ვე­ნე­ბის­თვის და თუ შვე­ბუ­ლე­ბის აღე­ბას ვერ ახერ­ხებთ, მა­შინ თავი არ გა­და­იტ­ვირ­თოთ სა­მუ­შა­ო­თი.

თვის მე­ო­რე და მე­სა­მე დე­კა­და შე­სა­ფე­რი­სია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე ფიქ­რის­თვის. უბ­რა­ლოდ არ გა­ახ­მო­ვა­ნოთ ისი­ნი, სა­ნამ არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ მათ. უფრთხილ­დით ჭო­რებს, არა­ვის გა­უმ­ხი­ლოთ თქვე­ნი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი.

სიყ­ვა­რუ­ლი და ფლირ­ტი

მარ­ტო­ხე­ლებ­მა შე­საძ­ლოა და­ი­წყოთ ურ­თი­ერ­თო­ბა ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც დიდი ხა­ნია იც­ნობთ. შე­საძ­ლოა სხვა თვა­ლით შე­ხე­დოთ კარგ მე­გო­ბარს და მას­თან და­ი­წყოთ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. რა თქმა უნდა, ინი­ცი­ა­ტი­ვა შე­იძ­ლე­ბა ნაც­ნო­ბის­გა­ნაც წა­მო­ვი­დეს. და თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია, უპა­სუ­ხოთ თუ არა მის შე­თა­ვა­ზე­ბას.

სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ თა­ნა­მო­აზ­რე­თა კლუბ­ში, სა­ჯა­რო გა­მოს­ვლის კურ­სზე, სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში, მე­გობ­რულ წვე­უ­ლე­ბა­ზე ან მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. შეხ­ვედ­რის კი­დევ ერთი ად­გი­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე.

და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის მა­ი­სი ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია დრო­ის ერ­თად გა­სა­ტა­რებ­ლად. არ უნდა და­ხარ­ჯოთ ბევ­რი დრო ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­სა და სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ზე. უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დრო­ის ერ­თად გა­ტა­რე­ბა, სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის პოვ­ნა, მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რა. წა­დით სა­მოგ­ზა­უ­როდ, ქა­ლაქ­გა­რეთ მა­ინც ან ქა­ლაქ­ში სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. ერ­თმა­ნე­თის მხარ­და­ჭე­რა და გა­გე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. ერ­თად და­სა­ხეთ გეგ­მე­ბი, ისა­უბ­რეთ თქვენს სა­მუ­შა­ო­ზე, ჰკი­თხეთ რჩე­ვა და გა­მო­ი­ჩენთ ინ­ტე­რესს თქვე­ნი პარტნი­ო­რის საქ­მე­ე­ბი­სად­მი.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა

მა­ის­ში მეტი ყუ­რა­დღე­ბა გჭირ­დე­ბათ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. მზე თქვე­ნი გან­მარ­ტო­ე­ბის, ში­შე­ბის, ავად­მყო­ფო­ბე­ბის სახ­ლშია, ენერ­გია ნაკ­ლე­ბია, ახლა უნდა და­ზო­გოთ თქვე­ნი ენერ­გია, არ აი­ღოთ ზედ­მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, და­ვა­ლე­ბე­ბი, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

თუ გაქვთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, უნდა გა­ი­ა­როთ სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა და მი­მარ­თოთ ექიმს. და რაც მთა­ვა­რია, მო­ე­რი­დეთ სტრესს. მი­ე­ცით სა­კუ­თარ თავს დას­ვე­ნე­ბი­სა და გან­მარ­ტო­ე­ბის დრო.

მა­ის­ში ცურ­ვა­ზე სი­ა­რუ­ლი ჯერ ნა­ად­რე­ვია. აი, სუფ­თა ჰა­ერ­ზე ფე­ხით სე­ირ­ნო­ბა კი ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა აგ­რეთ­ვე ფსი­ქო­ლოგ­თან ან ას­ტრო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი.

მა­ი­სი ხელ­საყ­რე­ლი დღე­ე­ბი ტყუ­პის­თვის: 5, 9, 13, 19, 23.

არა­ხელ­საყ­რე­ლი დღე­ე­ბი: 3, 7, 11, 16.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის: “არავის გაუმხილოთ თქვენი საიდუმლოებები“

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის: “არავის გაუმხილოთ თქვენი საიდუმლოებები“

თვის ზოგადი ტენდენციები

მაისში გადაწყვეტილების მიღებამდე პაუზა და დაფიქრება გმართებთ. შეინარჩუნეთ სტაბილურობა. ეს ფასდაუდებელი იქნება, განსაკუთრებით ახალი ურთიერთობების დამყარებისას. მაისში გააკეთეთ ის, რაზეც ოცნებობდით, ან უბრალოდ დაისვენეთ და განიტვირთეთ. თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ! ეს საუკეთესო დროა საყვარელ ადამიანებთან ერთად გართობისთვის. მაისში მეგობრებთან შეხვედრა მხოლოდ სიამოვნება კი არაა, ერთად შეგიძლიათ საინტერესო სამომავლო პერსპექტივები დასახოთ.

თვის შუა რიცხვებში ოჯახში ნებისმიერი დაძაბულობა ჩაცხრება, თუ გამონახავთ დროს გულწრფელი საუბრებისთვის, რაც კარგია ნებისმიერი დაგროვილი პრობლემის მოსაგვარებლად.

ფრთხილად იყავით ხარჯებთან, მოერიდეთ იმპულსურ შესყიდვებს.

სამუშაო და ბიზნესი

მაისის პირველ ათ დღეში სამუშაო საკითხებში კოლეგები, თანამოაზრეები და მეგობრები მხარდაჭერას გაგიწევენ. თქვენი უნარები და შესაძლებლობები შეიძლება შეამჩნიოს უფროსმა და მოგცეთ მნიშვნელოვანი დავალება. ზოგიერთი კი დაჯილდოვდება ადრე გაწეული სამუშაოსთვის. მატერიალური თვალსაზრისით, შესაძლებელია მოგების მიღება სხვა წყაროებიდან, მათ შორის საჩუქრების სახით. ის, რაც ადრე დაგეგმეთ შეიძლება განხორციელდეს, რა თქმა უნდა, თუ მოინდომებთ და ათას საქმეს არ შეეჭიდებით ერთდროულად. გუნდური მუშაობა უფრო ნაყოფიერი იქნება. თქვენი კოლეგების რჩევები სასარგებლო იქნება, ასე რომ, ნუ განმარტოვდებით.

ხელსაყრელია დაესწროთ საჯარო ღონისძიებას ან კონფერენციას, სადაც გექნებათ კოლეგებთან ურთიერთობა. ან იქნებ სპიკერიც კი გახდეთ. ეს საშუალებას მოგცემთ გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები და მოიპოვოთ უფროსების მხარდაჭერა. შეგიძლიათ იპოვოთ მხარდამჭერები, სპონსორები და თანამოაზრეები თქვენი პროექტების განსახორციელებლად.

კარგია შეუერთდებით რომელიმე ჯგუფს ან ორგანიზაციას, სადაც იკრიბებიან ადამიანები თქვენნაირი მსოფლმხედველობითა და მისწრაფებებით. ერთად მსჯელობის დროს შეიძლება ახალი იდეები დაგებადოთ გონებაში, რომლებიც მოგვიანებით შემოსავალსა და აღიარებას მოგიტანთ.

10 მაისს მერკური - თქვენი მმართველი პლანეტა, გადავა თქვენი მარტოობის სახლში. ეს პერიოდი ხელსაყრელია დაწყებული ამოცანების დასასრულებლად, მიმდინარეებისთვისაც, მაგრამ არა ახალი პროექტების დასაწყებად. კარგი დროა დამოუკიდებელი მუშაობისთვის, როცა თავზე არავინ გადგათ და არ ერევა თქვენს საქმეებში.

კარგი დროა დასვენებისთვის და თუ შვებულების აღებას ვერ ახერხებთ, მაშინ თავი არ გადაიტვირთოთ სამუშაოთი.

თვის მეორე და მესამე დეკადა შესაფერისია შემოქმედებითი საქმიანობისთვის და სამომავლო გეგმებზე ფიქრისთვის. უბრალოდ არ გაახმოვანოთ ისინი, სანამ არ განახორციელებთ მათ. უფრთხილდით ჭორებს, არავის გაუმხილოთ თქვენი საიდუმლოებები.

სიყვარული და ფლირტი

მარტოხელებმა შესაძლოა დაიწყოთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ. შესაძლოა სხვა თვალით შეხედოთ კარგ მეგობარს და მასთან დაიწყოთ რომანტიკული ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ინიციატივა შეიძლება ნაცნობისგანაც წამოვიდეს. და თქვენი გადასაწყვეტია, უპასუხოთ თუ არა მის შეთავაზებას.

საინტერესო ადამიანს შეიძლება შეხვდეთ თანამოაზრეთა კლუბში, საჯარო გამოსვლის კურსზე, სპორტულ დარბაზში, მეგობრულ წვეულებაზე ან მეგობრების გარემოცვაში. შეხვედრის კიდევ ერთი ადგილი შეიძლება იყოს ინტერნეტ სივრცე.

დაწყვილებულებისთვის მაისი ხელსაყრელი პერიოდია დროის ერთად გასატარებლად. არ უნდა დახარჯოთ ბევრი დრო ყოველდღიურ ცხოვრებასა და საოჯახო საქმეებზე. უფრო მნიშვნელოვანია დროის ერთად გატარება, საერთო ინტერესების პოვნა, მეგობრებთან შეხვედრა. წადით სამოგზაუროდ, ქალაქგარეთ მაინც ან ქალაქში საინტერესო ღონისძიებებზე. ერთმანეთის მხარდაჭერა და გაგება მნიშვნელოვანი იქნება. ერთად დასახეთ გეგმები, ისაუბრეთ თქვენს სამუშაოზე, ჰკითხეთ რჩევა და გამოიჩენთ ინტერესს თქვენი პარტნიორის საქმეებისადმი.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მაისში მეტი ყურადღება გჭირდებათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. მზე თქვენი განმარტოების, შიშების, ავადმყოფობების სახლშია, ენერგია ნაკლებია, ახლა უნდა დაზოგოთ თქვენი ენერგია, არ აიღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა, დავალებები, ვალდებულებები.

თუ გაქვთ ქრონიკული დაავადებები, უნდა გაიაროთ სამედიცინო გამოკვლევა და მიმართოთ ექიმს. და რაც მთავარია, მოერიდეთ სტრესს. მიეცით საკუთარ თავს დასვენებისა და განმარტოების დრო.

მაისში ცურვაზე სიარული ჯერ ნაადრევია. აი, სუფთა ჰაერზე ფეხით სეირნობა კი ძალიან სასარგებლო იქნება. კარგი იქნება აგრეთვე ფსიქოლოგთან ან ასტროლოგთან ვიზიტი.

მაისი ხელსაყრელი დღეები ტყუპისთვის: 5, 9, 13, 19, 23.

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 11, 16.