ყველა საქმეში მოგემართებათ ხელი, რასაც ხელს მოკიდებთ. მოგინდებათ სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. ჰობის განვითარება. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. სასურველია, დაისვენოთ და აღიდგინთ ძალები, დაიმუხტოთ პოზიტიური ემოციებთ, გაეცნოთ უცხო კულტურას. იანვარში გააქტიურდება კონტაქტები. თვის დასაწყისში ხშირად შეხვდით მეგობრებს ნათესავებს. თვის ბოლოს მოსალოდნელია მივლინება, საქმიანი კავშირების დამყარება. მოულოდნელი საყიდლების გამო ფინანსური ხარჯი გელით.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები და ფული
მოიმატებს აქტიურობა. დაწყებული პროექტების გაუმჯობესების, დახვეწის სურვილი. გამონახეთ დრო შემოქმედებისთვისაც. დაგებადებათ ორიგინალური იდეები. მუშაობისას მეტად უნდა გამოავლინოთ კრეატიულობა. თუმცა, რეტროგრადული ვენერას პერიოდში მოერიდეთ ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას. კარიერული წინსვლის პარალელურად ნუ დაივიწყებთ ახლობლებსაც. აკონტროლეთ გამონათქვამები.
სიყვარული და რომანტიკა
იანვარში არ გირჩევთ დაქორწინებას. დაფიქრდით, გსურთ პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესება, თუ უკვე დაიღალეთ და წერტილი უნდა დაუსვათ არსებულ კავშირს. თუ ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება გადაწყვიტეთ, ნუ ეცდებით, პირადი ცხოვრებაში ცვლილებების შეტანას. გამორიცხული არაა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი წარსულიდან. ნუ უგულუბელყოფთ საყვარელი ადამიანის მოთხოვნებს, უსიამოვნებებს ვერ აიცილებთ. გადახედეთ არსებულ ურთიერთობებს და ეცადეთ, გამოასწოროთ.
ჯანმრთელობა
რამდენიმე დღე მაინც გამოყავით დასვენებისთვის. მოინახულეთ საყვარელი ადგილები. საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა კარგია. აი, ექსტრემალურ სპორტისგან კი თავი უნდა შეკავოთ. აგრეთვე, ფრთხილად გადაადგილებისას სრიალა ზედაპირზე. უარი თქვით ფასტფუდზე. ეგზოტიკურ პროდუქტებზეც უარი თქვით.
2 იანვრის შემდეგ აღმოჩენების პერიოდი გეწყებათ. ენერგია და ოპტიმიზმი მოგემატებათ. კარგი თვეა თვითგანათლებისთვის, თვითაანლიზისთვის. გამონახეთ დრო ჰობისთვის.
17 იანვრის შემდეგ მოემზადეთ მივლინებისთვის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. გაიჩენთ ახალ მეგობრებს მგზავრობის, მოგზაურობის დროს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან.
იანვრის პოზიტიური დღეები: 3, 7, 10, 13 და.
იანვრის ნეგატიური დღეები: 21, 23 და 28.