საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა ლომი?
დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა ლომი?

ლომი დედა ვერ­ძი შვი­ლი

ერთ-ერთი იდე­ა­ლუ­რი კავ­ში­რია. ვერ­ძი და ლომი ერთი და იმა­ვე სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. ამი­ტომ ცე­ცხლო­ვა­ნი ტემ­პე­რა­მენ­ტის მსგავ­სე­ბის გამო დედა ლომი ყო­ველ­თვის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თა­ვი­სი მო­უს­ვე­ნა­რი, ენერ­გი­უ­ლი ნა­ში­ე­რით. იგი მას ნე­ბის­მი­ე­რი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, შე­ა­გუ­ლი­ა­ნებს რჩე­ვე­ბი­თა და გა­უღ­ვი­ვებს სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნას. რაც პა­ტა­რა ვერ­ძის­თვის საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა, სა­ი­მი­სოდ რომ ცხოვ­რე­ბა­ში არა­ნა­ირ დაბ­რკო­ლე­ბას არ შე­უ­შინ­დეს.

ლომი დედა კურო შვი­ლი

საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მა­ტუ­რი კავ­ში­რია. სიმ­შვი­დის, სიმ­ყუდ­რო­ვის და კომ­ფორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლი კურო, მძი­მედ გა­და­ი­ტანს დედა ლო­მის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან სტუმ­რებს ოჯახ­ში ყო­ველ სა­ღა­მოს. კუ­როს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის სწო­რად გა­სა­ვი­თა­რებ­ლად სიმ­შვი­დე ესა­ჭი­რო­ე­ბა, დედა ლომი კი მის ამ მო­თხოვ­ნი­ლე­ბას უხა­სი­ა­თო­ბად მო­ნათ­ლავს. ამი­ტომ მონ­დო­მე­ბით ეც­დე­ბა, სა­კუ­თა­რი შვი­ლი "ხალ­ხში გა­მო­იყ­ვა­ნოს", რაც ნამ­დვი­ლად არ დას­რულ­დე­ბა სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გით.

დედა ლომი ტყუ­პი შვი­ლი

მშვე­ნი­ე­რი ტან­დე­მია. დედა ლო­მის ენერ­გი­უ­ლი ხა­სი­ა­თი, მისი დე­დოფ­ლუ­რი მა­ნე­რე­ბი და დი­ნა­მი­უ­რო­ბა პა­ტა­რა ტყუპ­ში აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს. იგი მცი­რე ასა­კი­დან შე­ეც­დე­ბა დე­დას მი­ბა­ძოს და მხა­რი აუ­ბას ყვე­ლა­ფერ­ში. თუ გო­გო­ნაა მისი სა­მო­სით, პარ­ფი­უ­მე­რი­ი­თა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა. თუ ბიჭი – სა­ბავ­შო ბაღ­ში ყვე­ლას დე­დას შე­ა­და­რებს.

დედა ლომი კირჩხი­ბი შვი­ლი

მეტ-ნაკ­ლე­ბად თავ­სე­ბა­დი კავ­ში­რია. დედა-შვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰარ­მო­ნი­უ­ლი იყოს, თუ ლომი დედა პა­ტა­რა კი­ბორჩხა­ლას არ და­ა­ძა­ლებს იყოს უფრო გამ­ბე­და­ვი, უფრო ამ­ბი­ცი­უ­რი და ძლი­ე­რი. სა­სურ­ვე­ლია, მან კირჩხი­ბის ემო­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბა კარ­გად გა­ი­თა­ვი­სოს და პირ­მ­შოს წა­ხა­ლი­სე­ბის, შე­ქე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით აი­ძუ­ლოს გა­ა­კე­თოს ის რაც მას სურს.

დედა ლომი შვი­ლი ლომი

ორი მო­ნარ­ქი ერთ ტახ­ტზე და ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი მათ ფერ­თხით. და­ახ­ლო­ე­ბით ამ­გვა­რია სცე­ნა­რი ოჯახ­ში, სა­დაც დედა-შვი­ლი ლომი ბი­ნად­რობს. ბოკ­ვე­რი და ძუ შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­უ­გე­ბენ ერ­თმა­ნეთს ჩვი­ლო­ბი­დან. დედა პა­ტა­რა ლომს აუ­ცი­ლებ­ლად ას­წავ­ლის სა­კუ­თა­რი თა­ვის ფასს, ღირ­სე­ულ მა­ნე­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე თა­ვის და­ჭე­რის ხე­ლოვ­ნე­ბას. თუმ­ცა უკვე დიდ ასაკ­ში, შე­საძ­ლოა ამ ორის ამ­ბი­ცი­ე­ბი შვი­ლი ლო­მის პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის ან ნა­ად­რე­ვი რო­მა­ნე­ბის გამო გა­და­ი­კე­თოს, რაც საკ­მა­ოდ დიდ ხმა­ურს შექ­მნის მათ მშვი­დო­ბი­ან ბუ­ნაგ­ში.

დედა ლომი შვი­ლი ქალ­წუ­ლი

საკ­მა­ოდ კარ­გი კავ­ში­რია იმ კუ­თხით, რომ ბუ­ნე­ბით მორ­ცხვი და ჩა­კე­ტი­ლი ქალ­წუ­ლი, დედა ლო­მის­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე თა­ვის ეფექ­ტუ­რად წარ­მო­ჩე­ნას და ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვას სწავ­ლობს. დედა ლომს არც პა­ტა­რა ქალ­წუ­ლის ნიჭი და ვი­ზუ­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მო­ე­პა­რე­ბა, ამი­ტომ იგი თა­ვის ნა­ში­ერს პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე მი­აჩ­ვევს და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის­კენ სვლას და გა­მარ­ჯვე­ბით ტკბო­ბას.

დედა ლომი შვი­ლი სას­წო­რი

შე­სა­ნიშ­ნა­ვი კავ­ში­რია. ლომი და სას­წო­რი ორი­ვე სი­ლა­მა­ზის, კომ­ფორ­ტი­სა და კარ­გი ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლია. ამი­ტომ დედა-შვილს შო­რის ამ მხრივ იდი­ლია იქ­ნე­ბა. ისი­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­იქ­ცე­ვენ თავს მუ­ზე­უ­მებ­ში, გა­მო­ფე­ნებ­ზე ან კონ­ცერ­ტებ­ზე სი­ა­რუ­ლით. არა­ნაკ­ლებ ჰარ­მო­ნი­უ­ლად აუ­ბა­მენ მხარს ასე­ვე შო­პინ­გის დროს ერ­თმა­ნეთს.

დედა ლომი შვი­ლი მო­რი­ე­ლი

რთ-ერთი პრობ­ლე­მა­ტუ­რი კავ­ში­რია. რო­გორც მო­რი­ე­ლი, ისე­ვე ლომი ორი­ვე ძა­ლა­უფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი და ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბაა. ამი­ტომ პა­ტა­რა მო­რი­ე­ლი არა­სო­დეს აღი­ა­რებს დე­დის ჰე­გე­მო­ნო­ბას მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ის უფ­რო­სია და სა­ჭი­როა უფ­რო­სებს უსი­ტყვოდ და­ე­მორ­ჩი­ლოს. მო­რი­ე­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ით სა­ი­მი­სოდ, რომ მან ვინ­მეს პა­ტი­ვი სცეს, ამ უკა­ნას­კნელ­მა მის­გან ეს პა­ტი­ვის­ცე­მა უნდა და­იმ­სა­ხუ­როს. ამი­ტომ დედა ლომს ბევ­რი ოფ­ლის ღვრა მო­უხ­დე­ბა შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­ლა­გებ­ლად.

დედა ლომი მშვილ­დო­სა­ნი შვი­ლი

შე­სა­ნიშ­ნა­ვი კავ­ში­რია. ორი ცე­ცხლის ნიშ­ნის ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბა, ოჯა­ხის და­ნარ­ჩენ წევ­რებს გა­მუდ­მე­ბულ ფე­ირ­ვერ­კებ­სა და მხი­ა­რუ­ლე­ბას ჰპირ­დე­ბა. მარ­თა­ლია ში­გა­და­შიგ ხმა­უ­რი­ა­ნი გარ­ჩე­ვე­ბიც არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, მა­შინ როცა ცელ­ქი მშვილ­დო­სა­ნი დე­დის და­უ­კი­თხა­ვად ჩა­ი­დენს რა­მეს ან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შე­არ­ცხვენს მას უგ­ვა­ნი საქ­ცი­ე­ლით, მაგ­რამ ეს არა­ფე­რია. ცე­ცხლე­ბი ხომ წა­მის მე­ა­სედ­ში რიგ­დე­ბი­ან.

დედა ლომი თხის რქა შვი­ლი

მეტ-ნაკ­ლე­ბად თავ­სე­ბა­დი კავ­ში­რია. ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა ემო­ცი­უ­რი კუ­თხით წარ­მო­იქ­მნე­ბა. ლომი გულ­ღია, ხმა­უ­რი­ა­ნი და ეპა­ტა­ჟუ­რია, თხის რქა კი ცო­ტა­თი მორ­ცხვი, გა­უ­ბე­და­ვი და ჩუმი. თუ დედა ლომი პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე მი­აჩ­ვევს მას სა­კუ­თა­რი ნი­ჭის სა­ხალ­ხოდ აფი­ში­რე­ბას და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გის შე­ფე­რე­ბას, შვი­ლი თხის რქა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მად­ლი­ე­რი იქ­ნე­ბა მისი.

დედა ლომი მერ­წყუ­ლი შვი­ლი

საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მა­ტუ­რი კავ­ში­რია. ხა­სი­ა­თე­ბი­სა და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა­ო­ბის გამო. დედა ლომი პა­ტა­რა მერ­წყუ­ლის არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი, ექ­სტრა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის გამო არა­ერ­თგზის ჩა­ვარ­დე­ბა სა­გო­ნე­ბელ­ში. შვილს ხან გე­ნი­ო­სად ჩათ­ვლის, ხა­ნაც წყალ­წა­ღე­ბუ­ლი მა­ჩან­ჩა­ლა ეგო­ნე­ბა და მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი დეპ­რე­სია და­ე­უფ­ლე­ბა ამის გამო.

დედა ლომი თევ­ზი შვი­ლი

მეტ-ნაკ­ლე­ბად თავ­სე­ბა­დი კავ­ში­რია, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ დედა ლომი პა­ტა­რა თევ­ზის ემო­ცი­ურ სამ­ყა­როს უხე­შად არ შე­ე­ხე­ბა. სხვამ­ხრივ კი ლიფ­სი­ტას მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ან სამ­სა­ხი­ო­ბო ნიჭი დედა ლო­მის­თვის შე­საძ­ლოა სი­ა­მა­ყის წყა­როდ იქ­ცეს. იმი­ტომ რომ იგი აუ­ცი­ლებ­ლად გა­უკ­ვა­ლავს გზას შვილს ამ სფე­რო­ში.

ავტორი:

დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა ლომი?

დედა-შვილის თავსებადობა ზოდიაქო ნიშნის მიხედვით: როგორი დედაა ლომი?

ლომი დედა ვერძი შვილი

ერთ-ერთი იდეალური კავშირია. ვერძი და ლომი ერთი და იმავე სტიქიის წარმომადგენლები არიან. ამიტომ ცეცხლოვანი ტემპერამენტის მსგავსების გამო დედა ლომი ყოველთვის აღფრთოვანებული იქნება თავისი მოუსვენარი, ენერგიული ნაშიერით. იგი მას ნებისმიერი მიზნის მიღწევაში დაეხმარება, შეაგულიანებს რჩევებითა და გაუღვივებს საკუთარი თავის რწმენას. რაც პატარა ვერძისთვის საკმარისი იქნება, საიმისოდ რომ ცხოვრებაში არანაირ დაბრკოლებას არ შეუშინდეს.

ლომი დედა კურო შვილი

საკმაოდ პრობლემატური კავშირია. სიმშვიდის, სიმყუდროვის და კომფორტის მოყვარული კურო, მძიმედ გადაიტანს დედა ლომის მრავალრიცხოვან სტუმრებს ოჯახში ყოველ საღამოს. კუროს ნერვული სისტემის სწორად გასავითარებლად სიმშვიდე ესაჭიროება, დედა ლომი კი მის ამ მოთხოვნილებას უხასიათობად მონათლავს. ამიტომ მონდომებით ეცდება, საკუთარი შვილი "ხალხში გამოიყვანოს", რაც ნამდვილად არ დასრულდება სახარბიელო შედეგით.

დედა ლომი ტყუპი შვილი

მშვენიერი ტანდემია. დედა ლომის ენერგიული ხასიათი, მისი დედოფლური მანერები და დინამიურობა პატარა ტყუპში აღფრთოვანებას იწვევს. იგი მცირე ასაკიდან შეეცდება დედას მიბაძოს და მხარი აუბას ყველაფერში. თუ გოგონაა მისი სამოსით, პარფიუმერიითა და აქსესუარებით დაინტერესდება. თუ ბიჭი – საბავშო ბაღში ყველას დედას შეადარებს.

დედა ლომი კირჩხიბი შვილი

მეტ-ნაკლებად თავსებადი კავშირია. დედა-შვილს შორის ურთიერთობა შეიძლება ჰარმონიული იყოს, თუ ლომი დედა პატარა კიბორჩხალას არ დააძალებს იყოს უფრო გამბედავი, უფრო ამბიციური და ძლიერი. სასურველია, მან კირჩხიბის ემოციური ბუნება კარგად გაითავისოს და პირმშოს წახალისების, შექების საშუალებით აიძულოს გააკეთოს ის რაც მას სურს.

დედა ლომი შვილი ლომი

ორი მონარქი ერთ ტახტზე და ოჯახის დანარჩენი წევრები მათ ფერთხით. დაახლოებით ამგვარია სცენარი ოჯახში, სადაც დედა-შვილი ლომი ბინადრობს. ბოკვერი და ძუ შესანიშნავად გაუგებენ ერთმანეთს ჩვილობიდან. დედა პატარა ლომს აუცილებლად ასწავლის საკუთარი თავის ფასს, ღირსეულ მანერებს და საზოგადოების წინაშე თავის დაჭერის ხელოვნებას. თუმცა უკვე დიდ ასაკში, შესაძლოა ამ ორის ამბიციები შვილი ლომის პროფესიული არჩევანის ან ნაადრევი რომანების გამო გადაიკეთოს, რაც საკმაოდ დიდ ხმაურს შექმნის მათ მშვიდობიან ბუნაგში.

დედა ლომი შვილი ქალწული

საკმაოდ კარგი კავშირია იმ კუთხით, რომ ბუნებით მორცხვი და ჩაკეტილი ქალწული, დედა ლომისგან საზოგადოების წინაშე თავის ეფექტურად წარმოჩენას და ემოციების გამოხატვას სწავლობს. დედა ლომს არც პატარა ქალწულის ნიჭი და ვიზუალური მონაცემები გამოეპარება, ამიტომ იგი თავის ნაშიერს პატარაობიდანვე მიაჩვევს დასახული მიზნისკენ სვლას და გამარჯვებით ტკბობას.

დედა ლომი შვილი სასწორი

შესანიშნავი კავშირია. ლომი და სასწორი ორივე სილამაზის, კომფორტისა და კარგი ცხოვრების მოყვარულია. ამიტომ დედა-შვილს შორის ამ მხრივ იდილია იქნება. ისინი შესანიშნავად შეიქცევენ თავს მუზეუმებში, გამოფენებზე ან კონცერტებზე სიარულით. არანაკლებ ჰარმონიულად აუბამენ მხარს ასევე შოპინგის დროს ერთმანეთს.

დედა ლომი შვილი მორიელი

რთ-ერთი პრობლემატური კავშირია. როგორც მორიელი, ისევე ლომი ორივე ძალაუფლების მოყვარული და ძლიერი პიროვნებაა. ამიტომ პატარა მორიელი არასოდეს აღიარებს დედის ჰეგემონობას მხოლოდ იმიტომ, რომ ის უფროსია და საჭიროა უფროსებს უსიტყვოდ დაემორჩილოს. მორიელის ფსიქოლოგიით საიმისოდ, რომ მან ვინმეს პატივი სცეს, ამ უკანასკნელმა მისგან ეს პატივისცემა უნდა დაიმსახუროს. ამიტომ დედა ლომს ბევრი ოფლის ღვრა მოუხდება შვილთან ურთიერთობის დასალაგებლად.

დედა ლომი მშვილდოსანი შვილი

შესანიშნავი კავშირია. ორი ცეცხლის ნიშნის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, ოჯახის დანარჩენ წევრებს გამუდმებულ ფეირვერკებსა და მხიარულებას ჰპირდება. მართალია შიგადაშიგ ხმაურიანი გარჩევებიც არის მოსალოდნელი, მაშინ როცა ცელქი მშვილდოსანი დედის დაუკითხავად ჩაიდენს რამეს ან საზოგადოებაში შეარცხვენს მას უგვანი საქციელით, მაგრამ ეს არაფერია. ცეცხლები ხომ წამის მეასედში რიგდებიან.

დედა ლომი თხის რქა შვილი

მეტ-ნაკლებად თავსებადი კავშირია. ძირითადი პრობლემა ემოციური კუთხით წარმოიქმნება. ლომი გულღია, ხმაურიანი და ეპატაჟურია, თხის რქა კი ცოტათი მორცხვი, გაუბედავი და ჩუმი. თუ დედა ლომი პატარა ასაკიდანვე მიაჩვევს მას საკუთარი ნიჭის სახალხოდ აფიშირებას და მიღწეული შედეგის შეფერებას, შვილი თხის რქა მთელი ცხოვრების მანძილზე მადლიერი იქნება მისი.

დედა ლომი მერწყული შვილი

საკმაოდ პრობლემატური კავშირია. ხასიათებისა და მსოფლმხედველობის სხვადასხვაობის გამო. დედა ლომი პატარა მერწყულის არაპროგნოზირებადი, ექსტრაორდინალური ხასიათის გამო არაერთგზის ჩავარდება საგონებელში. შვილს ხან გენიოსად ჩათვლის, ხანაც წყალწაღებული მაჩანჩალა ეგონება და მოკლევადიანი დეპრესია დაეუფლება ამის გამო.

დედა ლომი თევზი შვილი

მეტ-ნაკლებად თავსებადი კავშირია, იმ შემთხვევაში თუ დედა ლომი პატარა თევზის ემოციურ სამყაროს უხეშად არ შეეხება. სხვამხრივ კი ლიფსიტას მუსიკალური მონაცემები, სახელოვნებო ან სამსახიობო ნიჭი დედა ლომისთვის შესაძლოა სიამაყის წყაროდ იქცეს. იმიტომ რომ იგი აუცილებლად გაუკვალავს გზას შვილს ამ სფეროში.