სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი ქალწულებისთვის: “ემოციები აკონტროლეთ და არ აჰყვეთ პროვოკაციებს“
აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი ქალწულებისთვის: “ემოციები აკონტროლეთ და არ აჰყვეთ პროვოკაციებს“

გო­ნე­ბა გრძნო­ბებ­ზე მაღ­ლა უნდა და­ა­ყე­ნოთ, ასე შეძ­ლებთ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ მრა­ვა­ლი შეც­დო­მა და გა­უ­გებ­რო­ბა. მო­გი­წევთ მო­ბი­ლი­ზე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ღე­ბა. შრო­მა­ტე­ვა­დი წა­მო­წყე­ბა გა­მო­იწ­ვევს ენერ­გი­ის დიდ ხარ­ჯვას, მაგ­რამ შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­ზი­დოთ ძლი­ე­რი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა. აპ­რი­ლი შე­სა­ფე­რი­სია წინსვლი­სა და მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად. კარ­გი იქ­ნე­ბა და­ას­რუ­ლოთ ის, რაც ადრე და­ი­წყეთ, მაგ­რამ ჯერ ად­რეა ახა­ლი მცდე­ლო­ბე­ბის და­სა­წყე­ბად. კარ­გია გა­წყვე­ტი­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბა.

აპ­რი­ლის ფი­ნან­სე­ბი

აპ­რილ­ში იქ­ნე­ბა ბევ­რი ეჭვი და ყოყ­მა­ნი, სი­ზარ­მა­ცის ცდუ­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­დე­ბის ცდუ­ნე­ბა. მოკ­ლე ტაიმ-აუტი ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თვის და­სა­წყის­ში, შემ­დეგ დი­ნა­მი­კა­ში უნდა ჩა­ერ­თოთ. ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი გაჩ­ნდე­ბა გეგ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, პი­რა­დი ბი­უ­ჯე­ტის შე­სავ­სე­ბად და მე­წარ­მე­ო­ბი­სა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად. სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დია 18-დან 22 აპ­რი­ლამ­დე. ამ დროს პა­სი­უ­რო­ბა და გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი, მი­ი­ღეთ ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, წა­დით მივ­ლი­ნე­ბა­ში, გა­ა­ფორ­მეთ კონ­ტრაქ­ტე­ბი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი და იპო­ვეთ თქვე­ნი ფი­ნან­სე­ბის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­ყე­ნე­ბა - შეს­ყიდ­ვე­ბი, დე­პო­ზი­ტე­ბი, მცი­რე, მაგ­რამ ეფექ­ტუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი.

სა­მუ­შაო და ბიზ­ნე­სი

იმის გამო, რომ თქვე­ნი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი თით­ქმის მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რეტ­როგ­რა­დუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მე­ბი შე­გექ­მნათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში. გარ­და ამი­სა, თუ თქვე­ნი სა­მუ­შაო მო­ი­ცავს გათ­ვლებს, დო­კუ­მენ­ტე­ბის შედ­გე­ნას ან მო­ი­თხოვს დიდ ყუ­რა­დღე­ბას, უნდა იყოთ უფრო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და მომთმე­ნი. მერ­კუ­რის ეს პო­ზი­ცია უფრო შე­სა­ფე­რი­სია უკვე და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად და შე­სა­მოწ­მებ­ლად, გეგ­მე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბის ან მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თვის. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია და არ უნდა უგუ­ლე­ბელ­ყოთ. გახ­სოვ­დეთ, რომ შეც­დო­მე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად წვრილ­მან ან უმ­ნიშ­ვნე­ლო სა­კი­თხებ­ში იმა­ლე­ბა. ამი­ტომ, უნდა იყოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი.

ასე­ვე მო­გი­წევთ მეტი დრო და­უთ­მოთ ფი­ნან­სურ სა­კი­თხებს. სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა სეს­ხებ­თან, ვა­ლებ­თან გამ­კლა­ვე­ბა, მემ­კვიდ­რე­ო­ბის რე­გის­ტრა­ცია ან გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და. თვის ბო­ლოს მერ­კუ­რი პირ­და­პირ მოძ­რა­ო­ბას და­ი­წყებს, რაც საგ­რძნობ­ლად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სი­ტუ­ა­ცი­ას. სამ­სა­ხურ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით პე­დან­ტუ­რი და პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბით. გაფრ­თხილ­დით, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი პრე­ტენ­ზია შე­იძ­ლე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც გავ­რცელ­დეს.

გირ­ჩევთ, არ ჩა­ერ­თოთ იმ სა­კი­თხებ­ში, რომ­ლებ­შიც ცუ­დად ხართ გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი. გა­ნი­ხი­ლეთ თქვე­ნი გეგ­მე­ბი მხო­ლოდ სან­დო ადა­მი­ა­ნებ­თან, არ გა­უ­ზი­ა­როთ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა მათ, ვის ერ­თგუ­ლე­ბა­შიც ეჭვი გე­პა­რე­ბათ. თუ სა­მუ­შა­ოს ეძებთ, თვის ბო­ლოს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ი­ღოთ სა­ინ­ტე­რე­სო ბიზ­ნეს შე­თა­ვა­ზე­ბა.

სიყ­ვა­რუ­ლი და ჰობი

ფრთხი­ლად იყა­ვით ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან. თუმ­ცა, გა­იზ­რდე­ბა თქვე­ნი ქა­რიზ­მა და სა­პი­რის­პი­რო სქე­სის­თვის სექ­სუ­ა­ლუ­რად მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დე­ბით. მაგ­ნი­ტი­ვით მი­ი­ზი­დავთ სხვებს.

მარ­ტო­ხე­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ ვინ­მე გან­სა­კუთ­რე­ბულს და და­ი­წყოთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა რა­ი­მე სე­რი­ო­ზულ და ხან­გრძლივ­ში გა­და­ი­ზარ­დოს. მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა იყოს იმედ­გაც­რუ­ე­ბა, ამი­ტომ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით რომ არ ინერ­ვი­უ­ლოთ, გახ­სოვ­დეთ, რომ ახლა არ არის შე­სა­ფე­რი­სი დრო სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყე­ბად. თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში შე­საძ­ლოა გა­მოჩ­ნდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­სუ­ლი­დან, ძვე­ლი მე­გობ­რე­ბიც გა­მოჩ­ნდე­ბი­ან.

და­წყვი­ლე­ბუ­ლებს გირ­ჩევთ, და­ი­წყოთ ურ­თი­ერ­თო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა. მა­ში­ნაც კი, თუ თქვენს ოჯახ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არაა და პარტნი­ო­რით კმა­ყო­ფი­ლი ხართ, შე­ე­ცა­დეთ მეტი დრო და­უთ­მოთ მას, უფრო ხში­რად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი გრძნო­ბე­ბი, უთხა­რით, რამ­დე­ნად ძვირ­ფა­სია თქვენ­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით შუა აპ­რილ­ში, როცა თქვენს წყვილ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია რთუ­ლი, და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი და ჩხუ­ბი. კრი­ზი­სის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ეჭ­ვი­ა­ნო­ბა ან მე­სა­კუთ­რე­ო­ბა. თუ სამ­სა­ხურ­ში მეტ დროს ატა­რებთ, ესეც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს პარტნი­ო­რის მხრი­დან საყ­ვე­დუ­რის ან ბრალ­დე­ბე­ბის მი­ზე­ზი. აპ­რი­ლის ბოლო უფრო მშვი­დი და ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა. შეძ­ლებთ რე­ა­ლუ­რად შე­ხე­დოთ სა­კი­თხებს და იპო­ვოთ ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ოჯახ­ში ატ­მოს­ფე­რო ნორ­მა­ლიზ­დე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ჰარ­მო­ნი­ის პოვ­ნას შეძ­ლებთ.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა

თით­ქმის მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს მხი­ა­რუ­ლად გრძნობთ. მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის, შეხ­ვედ­რე­ბი­სა და ნა­ყო­ფი­ე­რი მუ­შა­ო­ბი­სა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნებთ ენერ­გი­ის მა­ღალ დო­ნეს. კარ­გი იქ­ნე­ბა ექ­სკურ­სი­ი­სა და ქა­ლაქ­გა­რეთ დას­ვე­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. გაფრ­თხი­ლებთ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. გა­მო­ი­ჩი­ნეთ სიფრ­თხი­ლე სა­ცუ­რაო აუზ­ზე, საშ­ხა­პე­ე­ბის და სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბის გა­სახ­დე­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სას.

აპ­რილ­ში გირ­ჩევთ, თავი აა­რი­დოთ კუ­ლი­ნა­რი­ულ ექ­სცე­სებს, გან­სა­კუთ­რე­ბით თვის ბოლო დე­კა­და­ში. მო­ე­რი­დეთ ცხი­მი­ან და ცხა­რე საკ­ვებს, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ კუ­ჭის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის პრობ­ლე­მე­ბი.

8 აპ­რი­ლის შემ­დეგ კარ­გი იქ­ნე­ბა ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა. იზ­რუ­ნეთ ქვით­რებ­ზე, შე­ა­მოწ­მეთ თქვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბი, ვა­ლე­ბი ან გა­და­სა­ხა­დე­ბი. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში შე­საძ­ლოა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­დოთ. ქალ­ბა­ტო­ნებს გაქვთ შან­სი, რომ და­ორ­სულ­დეთ ან აღად­გი­ნოთ ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც თქვენ­თვის ძვირ­ფა­სია. ვერ­ძში ახალმთვა­რე­ო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ძლი­ე­რი ემო­ცი­ე­ბი ან თუნ­დაც ფი­ზი­კუ­რი აგ­რე­სია. ეცა­დეთ, ემო­ცი­ე­ბი აკონ­ტრო­ლოთ და არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს. კარ­გი დროა ცუდი ჩვე­ვე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის­თვის, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის და­სა­წყე­ბად და პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

24 აპ­რი­ლის შემ­დეგ გა­გიჩ­ნდე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­აგ­ვა­როთ კონ­ფლიქ­ტუ­რი თუ სა­კა­მა­თო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას ან ნა­თე­სა­ვებ­თან. მო­გინ­დე­ბათ შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და იპო­ვოთ ახა­ლი მიზ­ნე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი ან სა­უბ­რე­ბი მოხ­დე­ბა თქვენს პი­რად თუ სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, ოჯახ­თან. არ ინა­ნოთ, თუ ზო­გი­ერ­თი მოვ­ლე­ნა ან ადა­მი­ა­ნი წავა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან. უარ­ყო­ფით­მა ემო­ცი­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და ხელი შე­უ­შა­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი ქალწულებისთვის: “ემოციები აკონტროლეთ და არ აჰყვეთ პროვოკაციებს“

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ქალი და მამაკაცი ქალწულებისთვის: “ემოციები აკონტროლეთ და არ აჰყვეთ პროვოკაციებს“

გონება გრძნობებზე მაღლა უნდა დააყენოთ, ასე შეძლებთ თავიდან აიცილოთ მრავალი შეცდომა და გაუგებრობა. მოგიწევთ მობილიზება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. შრომატევადი წამოწყება გამოიწვევს ენერგიის დიდ ხარჯვას, მაგრამ შეგიძლიათ მოიზიდოთ ძლიერი და გავლენიანი ადამიანების დახმარება. აპრილი შესაფერისია წინსვლისა და მიმდინარე საქმეების დასასრულებლად. კარგი იქნება დაასრულოთ ის, რაც ადრე დაიწყეთ, მაგრამ ჯერ ადრეა ახალი მცდელობების დასაწყებად. კარგია გაწყვეტილი კავშირების განახლება.

აპრილის ფინანსები

აპრილში იქნება ბევრი ეჭვი და ყოყმანი, სიზარმაცის ცდუნება და მნიშვნელოვანი საქმეების მოგვიანებით გადადების ცდუნება. მოკლე ტაიმ-აუტი ნამდვილად მნიშვნელოვანია თვის დასაწყისში, შემდეგ დინამიკაში უნდა ჩაერთოთ. ხელსაყრელი პირობები გაჩნდება გეგმების განსახორციელებლად, პირადი ბიუჯეტის შესავსებად და მეწარმეობისა და შრომისმოყვარეობის გამოსავლენად. საინტერესო პერიოდია 18-დან 22 აპრილამდე. ამ დროს პასიურობა და გაჭიანურება მიუღებელია. ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მიიღეთ ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებები, წადით მივლინებაში, გააფორმეთ კონტრაქტები, ხელშეკრულებები და იპოვეთ თქვენი ფინანსების საუკეთესო გამოყენება - შესყიდვები, დეპოზიტები, მცირე, მაგრამ ეფექტური ინვესტიციები.

სამუშაო და ბიზნესი

იმის გამო, რომ თქვენი მმართველი პლანეტა მერკური თითქმის მთელი თვის განმავლობაში რეტროგრადულია, შეიძლება პრობლემები შეგექმნათ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებაში. გარდა ამისა, თუ თქვენი სამუშაო მოიცავს გათვლებს, დოკუმენტების შედგენას ან მოითხოვს დიდ ყურადღებას, უნდა იყოთ უფრო ორგანიზებული და მომთმენი. მერკურის ეს პოზიცია უფრო შესაფერისია უკვე დაწყებული საქმეების დასასრულებლად და შესამოწმებლად, გეგმების კორექტირების ან მოსამზადებელი აქტივობებისთვის. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია და არ უნდა უგულებელყოთ. გახსოვდეთ, რომ შეცდომები ყველაზე ხშირად წვრილმან ან უმნიშვნელო საკითხებში იმალება. ამიტომ, უნდა იყოთ მაქსიმალურად ყურადღებიანი.

ასევე მოგიწევთ მეტი დრო დაუთმოთ ფინანსურ საკითხებს. საჭირო იქნება სესხებთან, ვალებთან გამკლავება, მემკვიდრეობის რეგისტრაცია ან გადასახადების გადახდა. თვის ბოლოს მერკური პირდაპირ მოძრაობას დაიწყებს, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს სიტუაციას. სამსახურში განსაკუთრებით პედანტური და პუნქტუალური იქნებით. გაფრთხილდით, გადაჭარბებული პრეტენზია შეიძლება ურთიერთობებზეც გავრცელდეს.

გირჩევთ, არ ჩაერთოთ იმ საკითხებში, რომლებშიც ცუდად ხართ გათვითცნობიერებული. განიხილეთ თქვენი გეგმები მხოლოდ სანდო ადამიანებთან, არ გაუზიაროთ საიდუმლოება მათ, ვის ერთგულებაშიც ეჭვი გეპარებათ. თუ სამუშაოს ეძებთ, თვის ბოლოს არის შესაძლებლობა მიიღოთ საინტერესო ბიზნეს შეთავაზება.

სიყვარული და ჰობი

ფრთხილად იყავით ახალგაცნობილებთან. თუმცა, გაიზრდება თქვენი ქარიზმა და საპირისპირო სქესისთვის სექსუალურად მიმზიდველი გახდებით. მაგნიტივით მიიზიდავთ სხვებს.

მარტოხელები შეიძლება შეხვდეთ ვინმე განსაკუთრებულს და დაიწყოთ სასიყვარულო ურთიერთობა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ურთიერთობა რაიმე სერიოზულ და ხანგრძლივში გადაიზარდოს. მერკური რეტროგრადულია, შეიძლება იყოს იმედგაცრუება, ამიტომ, მოგვიანებით რომ არ ინერვიულოთ, გახსოვდეთ, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად. თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა გამოჩნდნენ ადამიანები წარსულიდან, ძველი მეგობრებიც გამოჩნდებიან.

დაწყვილებულებს გირჩევთ, დაიწყოთ ურთიერთობის გაძლიერება. მაშინაც კი, თუ თქვენს ოჯახში განსაკუთრებული პრობლემები არაა და პარტნიორით კმაყოფილი ხართ, შეეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ მას, უფრო ხშირად გამოავლინეთ თქვენი გრძნობები, უთხარით, რამდენად ძვირფასია თქვენთვის. განსაკუთრებით შუა აპრილში, როცა თქვენს წყვილში შესაძლებელია რთული, დაძაბული სიტუაციები და ჩხუბი. კრიზისის მიზეზი შეიძლება იყოს ეჭვიანობა ან მესაკუთრეობა. თუ სამსახურში მეტ დროს ატარებთ, ესეც შეიძლება გახდეს პარტნიორის მხრიდან საყვედურის ან ბრალდებების მიზეზი. აპრილის ბოლო უფრო მშვიდი და ხელსაყრელი პერიოდი იქნება. შეძლებთ რეალურად შეხედოთ საკითხებს და იპოვოთ ყველაზე მომგებიანი გადაწყვეტილებები. ოჯახში ატმოსფერო ნორმალიზდება და ურთიერთობაში ჰარმონიის პოვნას შეძლებთ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

თითქმის მთელი თვის განმავლობაში თავს მხიარულად გრძნობთ. მიუხედავად მრავალი მოგზაურობის, შეხვედრებისა და ნაყოფიერი მუშაობისა, შეინარჩუნებთ ენერგიის მაღალ დონეს. კარგი იქნება ექსკურსიისა და ქალაქგარეთ დასვენების ორგანიზება მეგობრების გარემოცვაში. გაფრთხილებთ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჰიგიენის წესების დაცვა აუცილებელია. გამოიჩინეთ სიფრთხილე საცურაო აუზზე, საშხაპეების და სპორტული დარბაზების გასახდელების მონახულებისას.

აპრილში გირჩევთ, თავი აარიდოთ კულინარიულ ექსცესებს, განსაკუთრებით თვის ბოლო დეკადაში. მოერიდეთ ცხიმიან და ცხარე საკვებს, რათა თავიდან აიცილოთ კუჭის გაღიზიანება და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები.

8 აპრილის შემდეგ კარგი იქნება ფინანსური დოკუმენტების მოწესრიგება. იზრუნეთ ქვითრებზე, შეამოწმეთ თქვენი სოციალური შეღავათები, ვალები ან გადასახადები. პირად ცხოვრებაში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადოთ. ქალბატონებს გაქვთ შანსი, რომ დაორსულდეთ ან აღადგინოთ ძველი ურთიერთობა, რომელიც თქვენთვის ძვირფასია. ვერძში ახალმთვარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ემოციები ან თუნდაც ფიზიკური აგრესია. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. კარგი დროა ცუდი ჩვევებისგან თავის დაღწევისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაწყებად და პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად.

24 აპრილის შემდეგ გაგიჩნდებათ შესაძლებლობა მოაგვაროთ კონფლიქტური თუ საკამათო სიტუაციები განათლების სფეროში, მნიშვნელოვანი დოკუმენტების მომზადებისას ან ნათესავებთან. მოგინდებათ შეცვალოთ თქვენი პრიორიტეტები და იპოვოთ ახალი მიზნები ცხოვრებაში. მნიშვნელოვანი მოვლენები ან საუბრები მოხდება თქვენს პირად თუ სოციალურ ცხოვრებაში, ოჯახთან. არ ინანოთ, თუ ზოგიერთი მოვლენა ან ადამიანი წავა თქვენი ცხოვრებიდან. უარყოფითმა ემოციებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ჯანმრთელობაზე და ხელი შეუშალოს მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელებას.