აპრილის ყვავილი თოვლს ტეხავსო – ასე ამბობდნენ ძველად. აპრილში დაბადებული ადამიანებიც, ამ ყვავილის შესაბამისად ჯიუტი, პრინციპული და მიზანსწრაფული ხასიათით არიან გამორჩეულნი. ეს თვე ცეცხლოვანი ვერძისა და მიწის სტიქიის პირველი წარმომადგენლის – კუროს ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობითა და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.
9 აპრილს დაბადებული ადამიანები, გასაოცარი დარწმუნების ნიჭითა და უკომპრომისო ხასიათით გამოირჩევიან. თუმცა არცთუ იშვიათად, მათი რწმენა საკუთარ შესაძლებლობებში, ხდება მიზეზი იმისა, რომ ისინი გაუცნობიერებლად ახვევენ თავს გარშემო მყოფებს თავის შეხედულებებს. რაც ზოგჯერ უკმაყოფილებისა და კონფლიქტის მიზეზად იქცევა ხოლმე.