აპრილის ყვავილი თოვლს ტეხავსო – ასე ამბობდნენ ძველად. აპრილში დაბადებული ადამიანებიც, ამ ყვავილის შესაბამისად ჯიუტი, პრინციპული და მიზანსწრაფული ხასიათით არიან გამორჩეულნი. ეს თვე ცეცხლოვანი ვერძისა და მიწის სტიქიის პირველი წარმომადგენლის – კუროს ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობითა და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.
7 აპრილს დაბადებული ადამიანები, მრავალმხრივი შემოქმედებითი ნიჭითა და ტალანტით გამოირჩევიან. ამიტომ, თუკი მათი ეს მონაცემები ბავშვობიდან სწორ კალაპოტშია მიმართული, სამომავლოდ მათგან ხელოვნების უნიკალური მოღვაწეები იზრდებიან. რომელთაც პატივი და პოპულარობა არ მოაკლდებათ მთელი სიცოცხლის მანძილზე.