სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 10:55-ზე, მთვარე კუროში გადავა 07:44-ზე
ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის; შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.
ვერძი
არ უნდა ენდოთ უცხო ადამიანის სიტყვას, რომელსაც სურს თქვენი ახლობლისთვის ზიანის მიყენება. ნებისმიერ ნათქვამზე მოითხოვეთ დამამტკიცებელი საბუთი.
კურო
მოერიდეთ სიმკაცრეს და უხეშობას, მაშინაც კი, თუ ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა გაქვთ, გაღიზიანებთ. ნუ დაემსგავსებით მას, ვინც თქვენთვის უსიამოვნოა.
ტყუპი
არ ღირს მნიშვნელოვანი პროფესიული საკითხების გადაწყვეტა, მათი გაფუჭების რისკი დიდია, ამიტომ უმჯობესია ფოკუსირება მოახდინოთ ძველი საქმეების დასრულებაზე.
კირჩხიბი
სანამ განიცდით ახლობელთან დაშორებას, გაიხსენეთ, რატომ მოხდა დაშორება, დიდი ალბათობით მიხვდებით, რომ ყველაფერი რაც მოხდა თქვენთვის საუკეთესოდ იყო.
ლომი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას არ არის მიზანშეწონილი თქვენი დამოუკიდებლობის განზრახ დემონსტრირება. უმჯობესია აჩვენოთ თქვენი სისუსტე, ალბათ ეს არის ის, რასაც ის ელოდება, რათა თავი უფრო ძლიერად იგრძნოს.
ქალწული
დღის განმავლობაში უნდა გამონახოთ დრო არა მხოლოდ სამუშაოსთვის, არამედ დასვენებისთვისაც: მორალური და ფიზიკური ძალების აღდგენის გარეშე ვერ მიაღწევთ მაღალ პროფესიულ შედეგებს.
სასწორი
თუ დიდი ხანია ცდილობთ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ, უნდა ისარგებლოთ იმ შანსით, რომელსაც დღეს მიიღებთ, სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ.
მორიელი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის მოსაგვარებლად უნდა შეძლოთ მასთან გულწრფელი საუბარი და საკუთარი შეცდომების აღიარებაც და გამოსწორებაც.
მშვილდოსანი
წარსულის მოგონებები, რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს, ანელებს თქვენს წინსვლას, ამიტომ მათში რაც შეიძლება იშვიათად უნდა ჩაეფლოთ და უმეტესად იფიქროთ მომავალზე.
თხის რქა
დღეს არ არის საუკეთესო დრო სამუშაოდ, მაგრამ რადგან მაინც ვერ შეძლებთ უსაქმოდ ჯდომას, შეგიძლიათ ფოკუსირება მოახდინოთ რუტინულ სამუშაოზე, რომელიც თავისთავად არ შესრულდება.
მერწყული
ცვლილებები დღეს კარგ ნიშნად ითვლება, თუნდაც უმნიშვნელო იყოს – მაგალითად, შეგიძლიათ გადააწყოთ ავეჯი ან ჩამოკიდოთ "საგაზაფხულო" ფარდები და ცხოვრება ახალი ფერებით გაბრწყინდება.
თევზები
მაშინაც კი, თუ გარშემო მყოფები ცდილობენ, ჩხუბში აგიყოლიონ, ნუ ითამაშებთ მათი წესებით. ასეთი შეტაკება არაფრის მომტანი იქნება, ამიტომ შეეცადეთ დიპლომატიურად უგულებელყოთ არამეგობრული თავდასხმები.