აპრილის ყვავილი თოვლს ტეხავსო – ასე ამბობდნენ ძველად. აპრილში დაბადებული ადამიანებიც, ამ ყვავილის შესაბამისად ჯიუტი, პრინციპული და მიზანსწრაფული ხასიათით არიან გამორჩეულნი. ეს თვე ცეცხლოვანი ვერძისა და მიწის სტიქიის პირველი წარმომადგენლის – კუროს ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობითა და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.
3 აპრილს დაბადებული ადამიანები სხვების ფსიქოლოგიაში წვდომის საოცარ უნარს ფლობენ. მათ შეუძლიათ მარტივად და ადვილად გამონახონ ხოლმე გზები, ამა თუ იმ პრობლემის გადასაწყვეტად სხვების დახმარების გარეშე. მართალია ალალი და პირდაპირი ხალხია, თუმცა პერიოდულად, როცა განწყობაზე არ არიან, გარშემო მყოფების გაოცებაც შეუძლიათ უცერემონიო სიჯიუტით და უხეშობით.