სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის: “ზოგი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს, სამუშაოს, ზოგი - გარემოს“
2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის: “ზოგი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს, სამუშაოს, ზოგი - გარემოს“

2024 წლის ზო­გა­დი ტენ­დენ­ცია

2024 წლის პირ­ველ ხუთ თვე­ში აქ­ტი­უ­რად მო­გი­წევთ წარ­სუ­ლის პრობ­ლე­მებ­თან გამ­კლა­ვე­ბა. იუ­პი­ტე­რი არ დაგ­ტო­ვებთ გუ­ლუხ­ვი სა­ჩუქ­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე. წარ­მა­ტე­ბა გე­ლით აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში, მაგ­რამ ზედ­მე­ტად ნუ გა­რის­კავთ. შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­გოთ ლა­ტა­რია, სპორ­ტულ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში. იღ­ბა­ლი მთლი­ა­ნად თქვენ მხა­რე­საა. წარ­მა­ტე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ექ­ტებ­ში და აქე­დან გე­ლით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მო­გე­ბაც. რაც მთა­ვა­რია, არ გა­მო­ტო­ვოთ იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. თუ რა­მით გა­ტა­ცე­ბუ­ლი ხართ, მა­შინ აქ­ცი­ეთ ის რე­ა­ლუ­რად. არ­სე­ბობს ბუ­ნებ­რი­ვი ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნის და ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­ყა­რო­ში ჩა­ძირ­ვის შან­სი. გან­ვი­თარ­დით სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. თქვე­ნი იდე­ე­ბი არა მხო­ლოდ მო­ე­წო­ნე­ბათ, არა­მედ წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა კი­დეც. ბავ­შვე­ბის თემა და ყვე­ლა­ფე­რი მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა წინა პლან­ზე. თხის რქის ბევ­რი ოჯა­ხი შთა­მო­მავ­ლე­ბით შე­ივ­სე­ბა ან უკვე და­ბა­დე­ბუ­ლი შვი­ლის გაზ­რდას და­უთ­მობთ მეტ დროს. მო­გი­წევთ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ არა მხო­ლოდ ბავ­შვებს, არა­მედ მო­ზარ­დებ­საც, თუ ისი­ნი გყავთ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი მოხ­დეს თქვე­ნი ბავ­შვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში.

მიმ­დი­ნა­რე და სა­მუ­შაო სა­კი­თხე­ბი წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში უნდა მოგ­ვარ­დეს. თქვენ უნდა გახ­დეთ უფრო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი და არ და­ი­ვი­წყოთ თქვე­ნი უშუ­ა­ლო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

2024 წლის ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ვე­ტე­რი­ნარ­თან უნდა წა­იყ­ვა­ნოთ. ისე, თუ ოც­ნე­ბობ­დით ცხო­ვე­ლის ყო­ლა­ზე, მა­შინ ეს პე­რი­ო­დი ამი­სათ­ვის შე­სა­ფე­რი­სია. ასე­ვე შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა ვარ­ჯი­შის­თვის და თქვე­ნი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის გა­მო­ფე­ნა­ზე წაყ­ვა­ნის­თვის.

2024 წლის პროგ­ნო­ზი თხის რქა მან­დი­ლოს­ნე­ბის­თვის

თხის რქა ქალი ბუ­ნე­ბით პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია და 2024 წელს ეს თვი­სე­ბე­ბი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ იმე­დი გქონ­დეთ წარ­მა­ტე­ბა­სა და წინსვლა­ზე ყვე­ლა სფე­რო­ში.

მარ­ტო­ხე­ლა ქალ­ბა­ტო­ნე­ბი შეხ­ვდე­ბი­ან მა­მა­კაცს, რო­მელ­თა­ნაც მო­უნ­დე­ბათ გა­აგ­რძე­ლონ ურ­თი­ერ­თო­ბა. სამ­სა­ხურ­ში ყვე­ლა­ფე­რი არ იქ­ნე­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ბევ­რი აურ­ზა­უ­რი. ვი­ღაც გა­და­წყვეტს შე­იც­ვა­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი სფე­რო. ოღონდ მა­ნამ­დე ყვე­ლაფ­რის ხე­ლახ­ლა და ყუ­რა­დღე­ბით გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა არ გა­წყენთ. რჩე­ვის­თვის მი­მარ­თეთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, როცა და­გეგ­მავთ კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბას ან სა­ყიდ­ლებ­ზე წას­ვლას.

2024 წლის პროგ­ნო­ზი თხის რქა მა­მა­კა­ცე­ბის­თვის

თხის რქა მა­მა­კა­ცის ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლი მოვ­ლე­ნა მოხ­დე­ბა. ზოგი გო­ნებ­რი­ვად მზად ხართ ამის­თვის და ზოგი გა­ო­ცე­ბუ­ლიც კი დარ­ჩე­ბით. მაგ­რამ ძნე­ლი იქ­ნე­ბა მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნა თქვე­ნი ხა­სი­ა­თი მყა­რია. ზა­ფხუ­ლის თვე­ებ­ში ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, შე­იძ­ლე­ბა ძველ­მა და­ა­ვა­დე­ბებ­მა შე­გახ­სე­ნონ თავი.

გა­ზა­ფხუ­ლის და­სა­წყი­სი­დან ივ­ლი­სამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დია ყვე­ლა სფე­რო­ში - ზოგი შე­იც­ვლის სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილს ან სა­მუ­შა­ოს, ზოგი შე­იც­ვლის გა­რე­მოს.

რო­მან­ტი­კი­თა და ვნე­ბით იქ­ნე­ბა აღ­სავ­სე ზა­ფხუ­ლი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, გზა­ზე შეხ­ვდეთ სა­ბე­დოს - საყ­ვა­რელ და სუ­ლით ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს. ასე რომ, 2024 წელი თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბა კა­რი­ე­რა­ში, სიყ­ვა­რულ­სა და ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

2024 წელი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი

2024 წლის 26 მა­ი­სამ­დე იუ­პი­ტე­რი იქ­ნე­ბა კუ­როს ნი­შან­ში, რაც გა­აქ­ტი­უ­რებს თქვე­ნი ვნე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის სფე­როს. ამი­ტომ, პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ამ დროს თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა. ამ ტრან­ზი­ტის ერთ-ერთი მთა­ვა­რი შე­დე­გია რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი­სა და ახა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ინ­ტე­რე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაზ­რდა. იუ­პი­ტე­რის ენერ­გია გი­ბიძ­გებთ იყოთ უფრო ღია სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სად­მი. კონ­ტაქ­ტე­ბის სახ­ლში მყო­ფი სა­ტურ­ნი გა­ი­ძუ­ლებთ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­დოთ ახალ­გაც­ნო­ბი­ლებს.

2024 წლის 23 იან­ვრი­დან 16 თე­ბერ­ვლამ­დე შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­რი­ო­დია გაც­ნო­ბი­სა და პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ამ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, ენერ­გი­უ­ლი იქ­ნე­ბით და თქვე­ნი პი­რა­დი ინი­ცი­ა­ტი­ვა და­გეხ­მა­რე­ბათ და­ამ­ყა­როთ და გა­ზარ­დოთ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ტაქ­ტე­ბი.

11 მარ­ტი­დან თვის ბო­ლომ­დე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ზე­და­პი­რუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა. ეს კარ­გი დროა მე­გობ­რებ­თან შე­სახ­ვედ­რად, ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, თუ წყვილ­ში ხართ, პარტნი­ორ­თან ერ­თად დრო­ის გა­სა­ტა­რებ­ლად.

23 მა­ი­სამ­დე კი­დევ ერთი შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­რი­ო­დია ვნე­ბი­სა და რო­მან­ტი­კის­თვის. ეს დრო აძ­ლი­ე­რებს თქვენს მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას, გახ­დე­ბით უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი სხვე­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად იგ­რძნოთ თავი, რი­თაც პო­ტენ­ცი­უ­რი პარტნი­ო­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბას და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას მი­ი­პყრობთ. შე­საძ­ლებ­ლო­ბა გექ­ნე­ბათ დატ­კბეთ ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ხა­ლი­სით, ან გა­ნა­ახ­ლოთ არ­სე­ბულ კავ­შირ­ში ვნე­ბის ცე­ცხლი. ეს კარ­გი დროა ოჯახ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბის­თვის.

2024 წლის 17 ივ­ნი­სი­დან ივ­ლი­სის ბო­ლომ­დე, მარ­ტო­ხე­ლა თხის რქებს, გე­ლო­დე­ბათ სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა. ნუ ეც­დე­ბით, გა­აკ­რი­ტი­კოთ, არა­მედ და­აკ­ვირ­დეთ ადა­მი­ანს, რომ­ლებ­საც შეხ­ვდე­ბით.

23 სექ­ტემ­ბრი­დან 17 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით მე­გობ­რე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ან, რომ გა­იც­ნოთ მო­მა­ვა­ლი სა­ბე­დო. გირ­ჩევთ, უფრო ხში­რად იყოთ თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. თუ წყვილ­ში ხართ, მა­შინ გა­ა­აქ­ტი­უ­რეთ სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა. ერ­თად წა­დით სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და გა­უ­ზი­ა­რეთ ერ­თმა­ნეთს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი. ახა­ლი და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი კი­დევ უფრო და­გა­ახ­ლო­ებთ.

2024 წლის 11 ნო­ემ­ბრი­დან 26 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით არის კი­დევ ერთი მოკ­ლე პე­რი­ო­დი, რო­დე­საც თა­ვი­სუ­ფალ თხის რქას შე­უძ­ლია ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­კუ­თარ ხელ­ში აი­ღოს და ენერ­გია მი­მარ­თოთ ვინ­მეს გაც­ნო­ბის­კენ. სამ­ყა­რო გა­გი­ად­ვი­ლებთ თქვენს სურ­ვილს და და­გეხ­მა­რე­ბათ სა­სურ­ვე­ლის მი­ღე­ბა­ში. თქვე­ნი ხიბ­ლი და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა კი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ბა სა­პი­რის­პი­რო სქე­სის­თვის.

2024 წლის ფი­ნან­სუ­რი პროგ­ნო­ზი

2024 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ფი­ნან­სუ­რი წარ­მა­ტე­ბა გე­ლო­დე­ბათ, თუ ხართ ბიზ­ნეს­მე­ნი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ან თუ საქ­მი­ა­ნობთ გარ­თო­ბის სექ­ტორ­ში; მუ­შა­ობთ ბავ­შვებ­თან. კრე­ა­ტი­უ­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლოს თქვე­ნი შე­მო­სავ­ლის გაზ­რდა­ში. თუ გაქვთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნიჭი ან ჰობი, იფიქ­რეთ მის მო­ნე­ტი­ზა­ცი­ა­ზე. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბა თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში.

23 იან­ვრი­დან 11 მარ­ტამ­დე ფული ხდე­ბა თქვე­ნი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი. შე­ეც­დე­ბით მე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, ფუ­ლის და­ბან­დე­ბას ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებ­ში. ამ დროს გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ ფუ­ლის შოვ­ნა და ბი­უ­ჯე­ტის შევ­სე­ბა. იპო­ვეთ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო, და­ი­წყეთ ჰო­ბის მო­ნე­ტი­ზა­ცია, მი­ი­ღებთ ფუ­ლად სა­ჩუქ­რებს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ბო­ნუსს, მო­გე­ბას.

მარ­ტის მე­ო­რე და მე­სა­მე დე­კა­და ფი­ნან­სუ­რად ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბა მივ­ლი­ნე­ბის­თვის, კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბის­თვის, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის. ფუ­ლის შოვ­ნის მიზ­ნით, ზო­გი­ერთს მო­უ­წევს ადა­მი­ა­ნებ­თან უფრო მეტი ურ­თი­ერ­თო­ბა ტე­ლე­ფო­ნით ან მი­მო­წე­რით. გირ­ჩევთ იყოთ აქ­ტი­უ­რი, მოქ­ნი­ლი, მე­გობ­რუ­ლი და გარ­კვე­უ­ლი სი­ახ­ლე­ებ­ში.

2024 წლის მა­ის­ში შე­გიძ­ლი­ათ ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა მო­ი­ძი­ოთ გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან და მი­ი­ღოთ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი. მთა­ვა­რია, ისარ­გებ­ლო იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, რაც თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ჩნდე­ბა. ფულს უფრო ფრთხი­ლად უნდა მო­ე­პყროთ, რათა მისი კი­დევ უფრო მეტი მო­ზიდ­ვა შეძ­ლოთ.

2024 წლის 17 ივ­ნი­სი­დან 11 ივ­ლი­სამ­დე, შე­მო­სავ­ლის გა­საზ­რდე­ლად უმ­ჯო­ბე­სია პარტნი­ორ­თან ერ­თად იმუ­შა­ოთ. ფი­ნან­სურ სფე­რო­ში სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე უმ­ჯო­ბე­სია გა­ი­ა­როთ კონ­სულ­ტა­ცია იმ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც ენ­დო­ბით.

2024 წლის 5-დან 29 აგ­ვის­ტომ­დე შე­გიძ­ლი­ათ დაბ­რუნ­დეთ იმ საქ­მე­ებს, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც მი­ა­ტო­ვეთ ან და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ის­წავ­ლოთ თქვენ­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია. ყო­ფილ პარტნი­ო­რებ­თან და კო­ლე­გებ­თან კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ კარ­გი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ფი­ნან­სურ სფე­რო­ზე.

23 სექ­ტემ­ბრი­დან 17 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით თუ დაგ­ჭირ­დე­ბათ, მე­გობ­რე­ბის­გან ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებთ. კარ­გი დროა მე­გობ­რებ­თან ერ­თად ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თვის, ან რო­მე­ლი­მე მოგ­ცემთ კარგ რჩე­ვას თქვე­ნი ბი­უ­ჯე­ტის შე­სავ­სე­ბად.

11-დან 26 ნო­ემ­ბრამ­დე და 7 დე­კემ­ბრი­დან 2024 წლის ბო­ლომ­დე შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­რი­ო­დე­ბია თქვე­ნი ძა­ლი­სა და ენერ­გი­ის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად ფუ­ლის შოვ­ნის კუ­თხით. ნუ იფიქ­რებთ სირ­თუ­ლე­ებ­ზე, იყა­ვით სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, და­ამ­ყა­რეთ ურ­თი­ერ­თო­ბა სწორ ადა­მი­ა­ნებ­თან. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხელ­ფა­სის გაზ­რდა, და­წი­ნა­უ­რე­ბა, პრე­მი­ის მი­ღე­ბა ან ახალ სა­მუ­შა­ო­ზე გა­დას­ვლა უფრო მა­ღა­ლი ხელ­ფა­სით.

2024 წლის სა­მუ­შა­ო­სა და ბიზ­ნე­სის პროგ­ნო­ზი

2024 წელს სამ­ხრე­თი კვან­ძი გა­და­ვა თქვე­ნი კა­რი­ე­რის მე-10 სახ­ლში. ის წარ­მო­ად­გენს წარ­სულ გა­მოც­დი­ლე­ბას. აქ­ცენ­ტი უნდა გა­და­ი­ტა­ნოთ ძვე­ლი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა­ზე და ახა­ლი წა­მო­წყე­ბის­თვის ად­გი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­ი­ცი­ლოთ შიში ან შე­ზღუდ­ვა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­გი­შა­ლოთ კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში. გა­და­ხე­დეთ თქვენს ძველ მიზ­ნებს, შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თის გა­და­კე­თე­ბა გახ­დეს სა­ჭი­რო.

იუ­პი­ტე­რი თქვენს მე­ექ­ვსე სახ­ლში გა­და­ვა 2024 წლის 26 მა­ისს. თუ მიზ­ნად და­ი­სა­ხავთ სამ­სა­ხურ­ში უფრო მა­ღალ პო­ზი­ცი­ა­ზე გა­დას­ვლას, გა­აქ­ტი­ურ­დით. და­ფას­დე­ბა თქვე­ნი შრო­მა და თავ­და­დე­ბა. შე­საძ­ლოა და­ჯილ­დოვ­დეთ და­წი­ნა­უ­რე­ბით ან ხელ­ფა­სის გაზ­რდით. იუ­პი­ტე­რი გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში. თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა კო­ლე­გებ­თან გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა უფრო ეფექ­ტუ­რი გახ­დე­ბა. ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გაზ­რდით პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბას, რად და­გეხ­მა­რე­ბათ პრო­ფე­სი­უ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში. მაგ­რამ აქვე უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ არ უნდა "გა­და­იწ­ვათ"; არც ემო­ცი­უ­რად, არც ფი­ზი­კუ­რად და არც გო­ნებ­რი­ვად.

2024 წლის 14 იან­ვრი­დან 10 მარ­ტამ­დე გე­ლით მეტი კო­მუ­ნი­კა­ცია და ფო­კუ­სი­რე­ბა თქვენს საქ­მე­ზე. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ მომ­გე­ბი­ა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი ან ფი­ნან­სუ­რი ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. გე­ლო­დე­ბათ ხელ­ფა­სის გაზ­რდა ან და­წი­ნა­უ­რე­ბა. თქვე­ნი იდე­ე­ბი იქ­ნე­ბა და­ფა­სე­ბუ­ლი და კარ­გად მი­ღე­ბუ­ლი კო­ლე­გე­ბი­სა და უფ­რო­სე­ბის მიერ. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა წარ­მო­ა­ჩი­ნოთ თქვე­ნი იდე­ე­ბი, გა­ნი­ხი­ლოთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სარ­გე­ბელს მო­გი­ტანთ რო­გორც თქვენ, ასე­ვე თქვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას.

2024 წლის 15 მა­ი­სი­დან 3 ივ­ნი­სამ­დე სამ­სა­ხურ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას შეძ­ლებთ. აგ­რეთ­ვე ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია ახა­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით კრე­ა­ტი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბა.

პე­რი­ო­დი 17 ივ­ნი­სი­დან 2 ივ­ლი­სამ­დე სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა თქვე­ნი კა­რი­ე­რის­თვის. გა­ი­ჩენთ ახალ თა­ნამ­შრომ­ლობს და პარტნი­ო­რებს. წყვი­ლებ­ში მუ­შა­ო­ბა უფრო პრო­დუქ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რი­სას რჩე­ვა სთხო­ვეთ თა­ნა­მო­აზ­რე კო­ლე­გებს.

25 ივ­ლი­სი­დან 5 აგ­ვის­ტომ­დე და 28 აგ­ვის­ტო­დან 9 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით შე­საძ­ლებ­ლო­ბა გექ­ნე­ბათ გა­ა­ფარ­თო­ოთ ცოდ­ნა და უნა­რე­ბი პრო­ფე­სი­ა­ში. შე­იძ­ლე­ბა სწავ­ლის გამო გა­ემ­გზავ­როთ უცხო­ეთ­ში. ეს ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია კავ­ში­რე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბი­ან კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში.

2024 წლის 26 სექ­ტემ­ბრი­დან 13 ოქ­ტომ­ბრის პე­რი­ოდ­ში გახ­შირ­დე­ბა საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი და სო­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბის სურ­ვი­ლი. მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბით თქვე­ნი იდე­ე­ბის, მო­საზ­რე­ბე­ბის და უნა­რე­ბის გად­მო­ცე­მა­ში, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მი­ი­პყროს მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და კო­ლე­გე­ბის ყუ­რა­დღე­ბა. მო­გე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოთ სხვებ­ზე თქვე­ნი სი­ტყვე­ბი­თა და იდე­ე­ბით. ეს ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის და­სახ­ვის­თვის. შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნოთ, რომ უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და ამ­ბი­ცი­უ­რი ხართ, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ თა­მა­მად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ახა­ლი ამო­ცა­ნე­ბი და აი­ღოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

2024 წლის ჯან­მრთე­ლო­ბის პროგ­ნო­ზი

ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე რა­ი­მე ცალ­სა­ხად თქმა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს მთლი­ა­ნად თქვენს ში­ნა­გან გან­წყო­ბა­ზე, სო­ცი­ა­ლურ წრე­ზე და პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­გორც წესი, თქვენ მუ­შა­ობთ გამ­თე­ნი­ი­დან და­ღა­მე­ბამ­დე, დას­ვე­ნე­ბი­სა და ჯან­სა­ღი ძი­ლის გა­რე­შე და რო­გორ გგო­ნი­ათ, ეს კარ­გია თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის? გირ­ჩევთ, რო­გორც კი და­იღ­ლე­ბით ან სუს­ტად იგ­რძნობთ თავს, და­ის­ვე­ნოთ. ზა­ფხულ­ში უფრო ხში­რად გადი ბუ­ნე­ბა­ში. მო­უფრ­თხილ­დით თირკმე­ლე­ბი­სა და გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მას. დე­კემ­ბრის­თვის და­გეგ­მეთ ვარ­ჯი­ში სპორტდარ­ბაზ­ში, სპა-პრო­ცე­დუ­რე­ბი და მე­დი­ტა­ცია.

ვნა­ხოთ რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დე­ნენ სას­წო­რებ­ზე პლა­ნე­ტე­ბის ტრან­ზი­ტე­ბი 2024 წელს

სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნა

იყა­ვით ფრთხი­ლად ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­თან. ნუ გა­ავ­რცე­ლებთ გა­და­უ­მოწ­მე­ბელს. ასე­ვე სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან. შე­საძ­ლოა, ყვე­ლა შე­თა­ვა­ზე­ბა ან სი­ახ­ლე არ იყოს სი­მარ­თლე. არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გარ­შე­მო მყო­ფებს შეგ­ნე­ბუ­ლად სურთ თქვე­ნი შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა. კარ­გი დროა მან­ქა­ნის შე­სა­ძე­ნად. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ მო­დე­ლებს მი­სა­ღებ ფა­სად, ნუ გა­და­იხ­დით ზედ­მეტს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ხში­რი სა­მუ­შაო ვი­ზი­ტე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი და კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი. თუ გსურთ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ თქვე­ნი ცოდ­ნა, და­რე­გის­ტრირ­დით სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე.

2024 წელს შე­იძ­ლე­ბა გა­გი­ჭირ­დეთ სა­კუ­თა­რი აზ­რის თქმა. არას­წო­რად გა­გე­ბის, გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ან უარ­ყო­ფის შიშ­მა შე­იძ­ლე­ბა კუ­თხე­ში მი­გიმ­წყვდი­ოთ. ზო­გი­ერ­თი კავ­ში­რი გახ­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აზ­რი­ა­ნი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ურ­თი­ერ­თო­ბა კო­ლე­გას­თან, დიდი ხნის მე­გო­ბარ­თან ან მე­უღ­ლეს­თან. ნა­ყო­ფი­ე­რი პე­რი­ო­დია პერ­სპექ­ტი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად, გა­რი­გე­ბე­ბი­სა და კონ­ტრაქ­ტე­ბის და­სა­დე­ბად. მაგ­რამ კონ­ტაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­კე­თეს აღარ გაძ­ლევთ, უნდა და­ი­შა­ლოს.

ურა­ნის გავ­ლე­ნა

ურა­ნი თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბის სექ­ტორ­ში მოძ­რა­ობს. კარ­გი პე­რი­ო­დია კრე­ა­ტი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის რე­ა­ლო­ბად გა­დაქ­ცე­ვის­თვის. ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნის­თვის. უფრო მე­ტიც, ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მრა­ვა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდეს უჩ­ვე­უ­ლო ჰო­ბის ან საქ­მის გამო. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ გა­რის­კვის, მო­გე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს დიდი. სიყ­ვა­რულ­ში ბედი გა­გი­ღი­მებთ. თუ ადრე თქვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა კარ­გად არ მი­დი­ო­და, ახლა სა­პი­რის­პი­რო სქე­სის­გან ინ­ტე­რე­სი საგ­რძნობ­ლად გა­იზ­რდე­ბა. შე­გიძ­ლი­ათ გა­იც­ნოთ სა­ო­ცა­რი, ორი­გი­ნა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი. რო­მა­ნი იქ­ნე­ბა ხან­გრძლი­ვი და ლა­მა­ზი. თხის რქა ქა­ლებს შე­უძ­ლი­ათ და­ორ­სულ­დნენ, თუ დიდი ხა­ნია სურთ გახ­დნენ დედა.

ნეპ­ტუ­ნის გავ­ლე­ნა

ნეპ­ტუ­ნი დარ­ჩე­ბა თქვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში. თქვენ უნდა გა­ა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე, და­ხუ­როთ ძვე­ლი პრო­ექ­ტე­ბი და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ ურ­თი­ერ­თო­ბა ოჯახ­თან და მე­გობ­რებ­თან. მო­ე­რი­დეთ საქ­მე­ებ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში შე­ფერ­ხე­ბებს, დაბ­ნე­უ­ლო­ბა­სა და გა­ურ­კვევ­ლო­ბას. ნუ იქ­ნე­ბით ზე­და­პი­რუ­ლი, მუ­შა­ო­ბი­სას ნუ შექ­მნით აურ­ზა­ურს, თო­რემ რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვანს გა­მო­ტო­ვებთ, რაც და­გა­ზა­რა­ლებთ. მო­ე­რი­დეთ ილუ­ზი­ებს, მათ შე­უძ­ლი­ათ რე­ა­ლურ სამ­ყა­როს მოგ­წყვი­ტონ. თქვე­ნი ინ­ტუ­ი­ცია უმაღ­ლეს დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა, რაც ბევ­რი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. იყა­ვით ფრთხი­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის და­დე­ბი­სას და დო­კუ­მენ­ტე­ბის ხელ­მო­წე­რი­სას, რათა არ და­ზა­რალ­დეთ.

ლი­ლი­ტის გავ­ლე­ნა

იან­ვრი­დან ივ­ლი­სამ­დე ლი­ლი­ტის გავ­ლე­ნით, გირ­ჩევთ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ავ­ლი­ნოთ სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბი­სას, სხვა­დას­ხვა რწმე­ნი­სა და ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი­სას. შე­საძ­ლოა პრობ­ლე­მე­ბი წარ­მო­იშ­ვას უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სწავ­ლი­სას, სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტი­სას. თუმ­ცა, უკვე ივ­ლის­ში ლი­ლი­ტი და­ტო­ვებს უცხო­ე­თის სექ­ტორს და შვე­ბით ამო­ი­სუნ­თქავთ. ივ­ლი­სი­დან წლის ბო­ლომ­დე ლი­ლი­ტი გა­და­ვა თქვე­ნი კა­რი­ე­რი­სა და მუ­შა­ო­ბის სექ­ტორ­ში. გაფრ­თხილ­დით, რომ არ და­ზა­რალ­დეს თქვე­ნი კა­რი­ე­რის სფე­რო, არ შე­გე­ლა­ხოთ რე­პუ­ტა­ცია.

წარ­მა­ტე­ბე­ბი, ბედ­ნი­ე­რე­ბა და ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სო მო­ე­ტა­ნოს თქვენ­თვის 2024 წელს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის: “ზოგი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს, სამუშაოს, ზოგი - გარემოს“

2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის: “ზოგი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს, სამუშაოს, ზოგი - გარემოს“

2024 წლის ზოგადი ტენდენცია

2024 წლის პირველ ხუთ თვეში აქტიურად მოგიწევთ წარსულის პრობლემებთან გამკლავება. იუპიტერი არ დაგტოვებთ გულუხვი საჩუქრებისა და მხარდაჭერის გარეშე. წარმატება გელით აზარტულ თამაშებში, მაგრამ ზედმეტად ნუ გარისკავთ. შეგიძლიათ მოიგოთ ლატარია, სპორტულ შეჯიბრებებში. იღბალი მთლიანად თქვენ მხარესაა. წარმატებები გელოდებათ სხვადასხვა ღონისძიებაში, შემოქმედებით პროექტებში და აქედან გელით მატერიალური მოგებაც. რაც მთავარია, არ გამოტოვოთ იდეების განხორციელება. თუ რამით გატაცებული ხართ, მაშინ აქციეთ ის რეალურად. არსებობს ბუნებრივი ნიჭის გამოვლენის და ხელოვნების სამყაროში ჩაძირვის შანსი. განვითარდით სხვადასხვა მიმართულებით. თქვენი იდეები არა მხოლოდ მოეწონებათ, არამედ წარმატებით განხორციელდება კიდეც. ბავშვების თემა და ყველაფერი მათთან დაკავშირებული იქნება წინა პლანზე. თხის რქის ბევრი ოჯახი შთამომავლებით შეივსება ან უკვე დაბადებული შვილის გაზრდას დაუთმობთ მეტ დროს. მოგიწევთ ყურადღება მიაქციოთ არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მოზარდებსაც, თუ ისინი გყავთ. შესაძლებელია, რომ მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდეს თქვენი ბავშვების ცხოვრებაში.

მიმდინარე და სამუშაო საკითხები წლის მეორე ნახევარში უნდა მოგვარდეს. თქვენ უნდა გახდეთ უფრო პასუხისმგებლობიანი და არ დაივიწყოთ თქვენი უშუალო პასუხისმგებლობა.

2024 წლის ყურადღება უნდა მიაქციოთ შინაურ ცხოველებს. ზოგიერთი მათგანი ვეტერინართან უნდა წაიყვანოთ. ისე, თუ ოცნებობდით ცხოველის ყოლაზე, მაშინ ეს პერიოდი ამისათვის შესაფერისია. ასევე შესანიშნავი დროა ვარჯიშისთვის და თქვენი შინაური ცხოველის გამოფენაზე წაყვანისთვის.

2024 წლის პროგნოზი თხის რქა მანდილოსნებისთვის

თხის რქა ქალი ბუნებით პასუხისმგებელი ადამიანია და 2024 წელს ეს თვისებები კიდევ უფრო გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ იმედი გქონდეთ წარმატებასა და წინსვლაზე ყველა სფეროში.

მარტოხელა ქალბატონები შეხვდებიან მამაკაცს, რომელთანაც მოუნდებათ გააგრძელონ ურთიერთობა. სამსახურში ყველაფერი არ იქნება დამაკმაყოფილებელი, მოსალოდნელია ბევრი აურზაური. ვიღაც გადაწყვეტს შეიცვალოს პროფესიული სფერო. ოღონდ მანამდე ყველაფრის ხელახლა და ყურადღებით გაანალიზება არ გაწყენთ. რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალებს, როცა დაგეგმავთ კონტრაქტის გაფორმებას ან საყიდლებზე წასვლას.

2024 წლის პროგნოზი თხის რქა მამაკაცებისთვის

თხის რქა მამაკაცის ცხოვრებაში ბევრი მოულოდნელი მოვლენა მოხდება. ზოგი გონებრივად მზად ხართ ამისთვის და ზოგი გაოცებულიც კი დარჩებით. მაგრამ ძნელი იქნება მწყობრიდან გამოყვანა თქვენი ხასიათი მყარია. ზაფხულის თვეებში ყურადღება გაამახვილეთ ჯანმრთელობაზე, შეიძლება ძველმა დაავადებებმა შეგახსენონ თავი.

გაზაფხულის დასაწყისიდან ივლისამდე მნიშვნელოვანი პერიოდია ყველა სფეროში - ზოგი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს ან სამუშაოს, ზოგი შეიცვლის გარემოს.

რომანტიკითა და ვნებით იქნება აღსავსე ზაფხული. არ არის გამორიცხული, გზაზე შეხვდეთ საბედოს - საყვარელ და სულით ახლობელ ადამიანს. ასე რომ, 2024 წელი თქვენთვის მნიშვნელოვანი დასაწყისი იქნება კარიერაში, სიყვარულსა და ადამიანებთან ურთიერთობაში.

2024 წელი სასიყვარულო პროგნოზი

2024 წლის 26 მაისამდე იუპიტერი იქნება კუროს ნიშანში, რაც გააქტიურებს თქვენი ვნებისა და სიყვარულის სფეროს. ამიტომ, პარტნიორული ურთიერთობები ამ დროს თქვენთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური გახდება. ამ ტრანზიტის ერთ-ერთი მთავარი შედეგია რომანტიკული შეხვედრებისა და ახალი სასიყვარულო ინტერესების შესაძლებლობების გაზრდა. იუპიტერის ენერგია გიბიძგებთ იყოთ უფრო ღია სასიყვარულო თავგადასავლებისადმი. კონტაქტების სახლში მყოფი სატურნი გაიძულებთ უფრო სერიოზულად მოეკიდოთ ახალგაცნობილებს.

2024 წლის 23 იანვრიდან 16 თებერვლამდე შესანიშნავი პერიოდია გაცნობისა და პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ამ პერიოდში ძალიან ქარიზმატული, ენერგიული იქნებით და თქვენი პირადი ინიციატივა დაგეხმარებათ დაამყაროთ და გაზარდოთ თქვენთვის საინტერესო კონტაქტები.

11 მარტიდან თვის ბოლომდე მოსალოდნელია ზედაპირული ნაცნობობა. ეს კარგი დროა მეგობრებთან შესახვედრად, ერთად მოგზაურობისთვის, თუ წყვილში ხართ, პარტნიორთან ერთად დროის გასატარებლად.

23 მაისამდე კიდევ ერთი შესანიშნავი პერიოდია ვნებისა და რომანტიკისთვის. ეს დრო აძლიერებს თქვენს მომხიბვლელობას, გახდებით უფრო მიმზიდველი სხვებისთვის. შეიძლება უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი, რითაც პოტენციური პარტნიორების ყურადღებას და აღფრთოვანებას მიიპყრობთ. შესაძლებლობა გექნებათ დატკბეთ ახალი ურთიერთობის ხალისით, ან განაახლოთ არსებულ კავშირში ვნების ცეცხლი. ეს კარგი დროა ოჯახთან ერთად დასვენებისთვის.

2024 წლის 17 ივნისიდან ივლისის ბოლომდე, მარტოხელა თხის რქებს, გელოდებათ საინტერესო ნაცნობობა. ნუ ეცდებით, გააკრიტიკოთ, არამედ დააკვირდეთ ადამიანს, რომლებსაც შეხვდებით.

23 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით მეგობრები დაგეხმარებიან, რომ გაიცნოთ მომავალი საბედო. გირჩევთ, უფრო ხშირად იყოთ თანამოაზრეებისა და მეგობრების გარემოცვაში. თუ წყვილში ხართ, მაშინ გაააქტიურეთ სოციალური ცხოვრება. ერთად წადით სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებზე და გაუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. ახალი დადებითი ემოციები კიდევ უფრო დაგაახლოებთ.

2024 წლის 11 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით არის კიდევ ერთი მოკლე პერიოდი, როდესაც თავისუფალ თხის რქას შეუძლია ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს და ენერგია მიმართოთ ვინმეს გაცნობისკენ. სამყარო გაგიადვილებთ თქვენს სურვილს და დაგეხმარებათ სასურველის მიღებაში. თქვენი ხიბლი და მიმზიდველობა კი შეუმჩნეველი არ დარჩება საპირისპირო სქესისთვის.

2024 წლის ფინანსური პროგნოზი

2024 წლის პირველ ნახევარში ფინანსური წარმატება გელოდებათ, თუ ხართ ბიზნესმენი, ხელოვნებათმცოდნე ან თუ საქმიანობთ გართობის სექტორში; მუშაობთ ბავშვებთან. კრეატიულობამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს თქვენი შემოსავლის გაზრდაში. თუ გაქვთ შემოქმედებითი ნიჭი ან ჰობი, იფიქრეთ მის მონეტიზაციაზე. ნუ შეგეშინდებათ ინვესტიციის ჩადება თქვენს შემოქმედებაში.

23 იანვრიდან 11 მარტამდე ფული ხდება თქვენი მთავარი პრიორიტეტი. შეეცდებით მეტის გამომუშავებას, ფულის დაბანდებას ძვირად ღირებულ ნივთებში. ამ დროს გაგიადვილდებათ ფულის შოვნა და ბიუჯეტის შევსება. იპოვეთ დამატებითი შემოსავლის წყარო, დაიწყეთ ჰობის მონეტიზაცია, მიიღებთ ფულად საჩუქრებს საყვარელი ადამიანებისგან, ბონუსს, მოგებას.

მარტის მეორე და მესამე დეკადა ფინანსურად ხელსაყრელი იქნება მივლინებისთვის, კონტაქტების დამყარებისთვის, ხელშეკრულებების გაფორმებისა და მოლაპარაკებებისთვის. ფულის შოვნის მიზნით, ზოგიერთს მოუწევს ადამიანებთან უფრო მეტი ურთიერთობა ტელეფონით ან მიმოწერით. გირჩევთ იყოთ აქტიური, მოქნილი, მეგობრული და გარკვეული სიახლეებში.

2024 წლის მაისში შეგიძლიათ ფინანსური მხარდაჭერა მოიძიოთ გავლენიანი ადამიანებისგან და მიიღოთ დამატებითი შემოსავალი. მთავარია, ისარგებლო იმ შესაძლებლობებით, რაც თქვენს ცხოვრებაში ჩნდება. ფულს უფრო ფრთხილად უნდა მოეპყროთ, რათა მისი კიდევ უფრო მეტი მოზიდვა შეძლოთ.

2024 წლის 17 ივნისიდან 11 ივლისამდე, შემოსავლის გასაზრდელად უმჯობესია პარტნიორთან ერთად იმუშაოთ. ფინანსურ სფეროში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია იმ ადამიანთან, რომელსაც ენდობით.

2024 წლის 5-დან 29 აგვისტომდე შეგიძლიათ დაბრუნდეთ იმ საქმეებს, რომლებიც ოდესღაც მიატოვეთ ან დამოუკიდებლად შეისწავლოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია. ყოფილ პარტნიორებთან და კოლეგებთან კავშირების დამყარებამ შეიძლება საბოლოოდ კარგი გავლენა მოახდინოს ფინანსურ სფეროზე.

23 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით თუ დაგჭირდებათ, მეგობრებისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებთ. კარგი დროა მეგობრებთან ერთად ფულის გამომუშავებისთვის, ან რომელიმე მოგცემთ კარგ რჩევას თქვენი ბიუჯეტის შესავსებად.

11-დან 26 ნოემბრამდე და 7 დეკემბრიდან 2024 წლის ბოლომდე შესანიშნავი პერიოდებია თქვენი ძალისა და ენერგიის გასააქტიურებლად ფულის შოვნის კუთხით. ნუ იფიქრებთ სირთულეებზე, იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული, დაამყარეთ ურთიერთობა სწორ ადამიანებთან. მოსალოდნელია ხელფასის გაზრდა, დაწინაურება, პრემიის მიღება ან ახალ სამუშაოზე გადასვლა უფრო მაღალი ხელფასით.

2024 წლის სამუშაოსა და ბიზნესის პროგნოზი

2024 წელს სამხრეთი კვანძი გადავა თქვენი კარიერის მე-10 სახლში. ის წარმოადგენს წარსულ გამოცდილებას. აქცენტი უნდა გადაიტანოთ ძველი საქმეების დასრულებაზე და ახალი წამოწყებისთვის ადგილის გათავისუფლებაზე. მნიშვნელოვანია მოიცილოთ შიში ან შეზღუდვა, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ კარიერულ წინსვლაში. გადახედეთ თქვენს ძველ მიზნებს, შესაძლოა, ზოგიერთის გადაკეთება გახდეს საჭირო.

იუპიტერი თქვენს მეექვსე სახლში გადავა 2024 წლის 26 მაისს. თუ მიზნად დაისახავთ სამსახურში უფრო მაღალ პოზიციაზე გადასვლას, გააქტიურდით. დაფასდება თქვენი შრომა და თავდადება. შესაძლოა დაჯილდოვდეთ დაწინაურებით ან ხელფასის გაზრდით. იუპიტერი გაგიუმჯობესებთ დამოკიდებულებას სამუშაო გარემოში. თქვენი ურთიერთობა კოლეგებთან გაუმჯობესდება და გუნდური მუშაობა უფრო ეფექტური გახდება. ჰარმონიული თანამშრომლობით გაზრდით პროდუქტიულობას, რად დაგეხმარებათ პროფესიული მიზნების მიღწევაში. მაგრამ აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ უნდა “გადაიწვათ“; არც ემოციურად, არც ფიზიკურად და არც გონებრივად.

2024 წლის 14 იანვრიდან 10 მარტამდე გელით მეტი კომუნიკაცია და ფოკუსირება თქვენს საქმეზე. შეიძლება მიიღოთ მომგებიანი შეთავაზებები ან ფინანსური ზრდის შესაძლებლობები. გელოდებათ ხელფასის გაზრდა ან დაწინაურება. თქვენი იდეები იქნება დაფასებული და კარგად მიღებული კოლეგებისა და უფროსების მიერ. ეს შესანიშნავი დროა წარმოაჩინოთ თქვენი იდეები, განიხილოთ ახალი პროექტები, რომლებიც სარგებელს მოგიტანთ როგორც თქვენ, ასევე თქვენს ორგანიზაციას.

2024 წლის 15 მაისიდან 3 ივნისამდე სამსახურში არსებული პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. აგრეთვე ხელსაყრელი პერიოდია ახალი, განსაკუთრებით კრეატიული პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც საშუალებას მოგცემთ გამოხატოთ თქვენი ინდივიდუალურობა.

პერიოდი 17 ივნისიდან 2 ივლისამდე სასარგებლო იქნება თქვენი კარიერისთვის. გაიჩენთ ახალ თანამშრომლობს და პარტნიორებს. წყვილებში მუშაობა უფრო პროდუქტიული იქნება. მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრისას რჩევა სთხოვეთ თანამოაზრე კოლეგებს.

25 ივლისიდან 5 აგვისტომდე და 28 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით შესაძლებლობა გექნებათ გააფართოოთ ცოდნა და უნარები პროფესიაში. შეიძლება სწავლის გამო გაემგზავროთ უცხოეთში. ეს ხელსაყრელი პერიოდია კავშირების დასამყარებლად გავლენიან ადამიანებთან, რომლებიც დაგეხმარებიან კარიერულ წინსვლაში.

2024 წლის 26 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის პერიოდში გახშირდება საქმიანი შეხვედრები და სოციალურ ღონისძიებებზე დასწრების სურვილი. მეტად თავდაჯერებული გახდებით თქვენი იდეების, მოსაზრებების და უნარების გადმოცემაში, რამაც შეიძლება მიიპყროს მენეჯმენტისა და კოლეგების ყურადღება. მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ გავლენა მოახდინოთ სხვებზე თქვენი სიტყვებითა და იდეებით. ეს ხელსაყრელი პერიოდია გრძელვადიანი მიზნების დასახვისთვის. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ უფრო მოტივირებული და ამბიციური ხართ, რაც დაგეხმარებათ თამამად განახორციელოთ ახალი ამოცანები და აიღოთ პასუხისმგებლობა.

2024 წლის ჯანმრთელობის პროგნოზი

ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რაიმე ცალსახად თქმა შეუძლებელია. ეს მთლიანად თქვენს შინაგან განწყობაზე, სოციალურ წრეზე და პრევენციულ ღონისძიებებზე იქნება დამოკიდებული. როგორც წესი, თქვენ მუშაობთ გამთენიიდან დაღამებამდე, დასვენებისა და ჯანსაღი ძილის გარეშე და როგორ გგონიათ, ეს კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის? გირჩევთ, როგორც კი დაიღლებით ან სუსტად იგრძნობთ თავს, დაისვენოთ. ზაფხულში უფრო ხშირად გადი ბუნებაში. მოუფრთხილდით თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემას. დეკემბრისთვის დაგეგმეთ ვარჯიში სპორტდარბაზში, სპა-პროცედურები და მედიტაცია.

ვნახოთ რა გავლენას მოახდენენ სასწორებზე პლანეტების ტრანზიტები 2024 წელს

სატურნის გავლენა

იყავით ფრთხილად ახალ ინფორმაციებთან. ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელს. ასევე სიფრთხილე გმართებთ ახალგაცნობილებთან. შესაძლოა, ყველა შეთავაზება ან სიახლე არ იყოს სიმართლე. არსებობს შესაძლებლობა, რომ გარშემო მყოფებს შეგნებულად სურთ თქვენი შეცდომაში შეყვანა. კარგი დროა მანქანის შესაძენად. ყურადღება მიაქციეთ მოდელებს მისაღებ ფასად, ნუ გადაიხდით ზედმეტს. არ არის გამორიცხული ხშირი სამუშაო ვიზიტები, შეხვედრები და კონფერენციები. თუ გსურთ გაიუმჯობესოთ თქვენი ცოდნა, დარეგისტრირდით სასწავლო კურსებზე.

2024 წელს შეიძლება გაგიჭირდეთ საკუთარი აზრის თქმა. არასწორად გაგების, გასაიდუმლოების ან უარყოფის შიშმა შეიძლება კუთხეში მიგიმწყვდიოთ. ზოგიერთი კავშირი გახდება მნიშვნელოვანი და აზრიანი. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა კოლეგასთან, დიდი ხნის მეგობართან ან მეუღლესთან. ნაყოფიერი პერიოდია პერსპექტიული კავშირების დასამყარებლად, გარიგებებისა და კონტრაქტების დასადებად. მაგრამ კონტაქტები, რომლებიც სიკეთეს აღარ გაძლევთ, უნდა დაიშალოს.

ურანის გავლენა

ურანი თქვენი შემოქმედების სექტორში მოძრაობს. კარგი პერიოდია კრეატიული პროექტების რეალობად გადაქცევისთვის. ნიჭის გამოვლენისთვის. უფრო მეტიც, ახალი იდეების განხორციელების მრავალი შესაძლებლობა მოგეცემათ. შესაძლებელია, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს უჩვეულო ჰობის ან საქმის გამო. ნუ შეგეშინდებათ გარისკვის, მოგება შეიძლება იყოს დიდი. სიყვარულში ბედი გაგიღიმებთ. თუ ადრე თქვენი პირადი ცხოვრება კარგად არ მიდიოდა, ახლა საპირისპირო სქესისგან ინტერესი საგრძნობლად გაიზრდება. შეგიძლიათ გაიცნოთ საოცარი, ორიგინალური ადამიანი. რომანი იქნება ხანგრძლივი და ლამაზი. თხის რქა ქალებს შეუძლიათ დაორსულდნენ, თუ დიდი ხანია სურთ გახდნენ დედა.

ნეპტუნის გავლენა

ნეპტუნი დარჩება თქვენი კომუნიკაციების სფეროში. თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე, დახუროთ ძველი პროექტები და გააუმჯობესოთ ურთიერთობა ოჯახთან და მეგობრებთან. მოერიდეთ საქმეებსა და ურთიერთობებში შეფერხებებს, დაბნეულობასა და გაურკვევლობას. ნუ იქნებით ზედაპირული, მუშაობისას ნუ შექმნით აურზაურს, თორემ რაღაც მნიშვნელოვანს გამოტოვებთ, რაც დაგაზარალებთ. მოერიდეთ ილუზიებს, მათ შეუძლიათ რეალურ სამყაროს მოგწყვიტონ. თქვენი ინტუიცია უმაღლეს დონეზე იქნება, რაც ბევრი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული გარიგებების დადებისას და დოკუმენტების ხელმოწერისას, რათა არ დაზარალდეთ.

ლილიტის გავლენა

იანვრიდან ივლისამდე ლილიტის გავლენით, გირჩევთ მაქსიმალური სიფრთხილე გამოავლინოთ საზღვარგარეთ გამგზავრებისას, სხვადასხვა რწმენისა და ეროვნების ადამიანებთან კონტაქტისას. შესაძლოა პრობლემები წარმოიშვას უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისას, სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტისას. თუმცა, უკვე ივლისში ლილიტი დატოვებს უცხოეთის სექტორს და შვებით ამოისუნთქავთ. ივლისიდან წლის ბოლომდე ლილიტი გადავა თქვენი კარიერისა და მუშაობის სექტორში. გაფრთხილდით, რომ არ დაზარალდეს თქვენი კარიერის სფერო, არ შეგელახოთ რეპუტაცია.

წარმატებები, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო მოეტანოს თქვენთვის 2024 წელს!