აპრილის ყვავილი თოვლს ტეხავსო – ასე ამბობდნენ ძველად. აპრილში დაბადებული ადამიანებიც, ამ ყვავილის შესაბამისად ჯიუტი, პრინციპული და მიზანსწრაფული ხასიათით არიან გამორჩეულნი. ეს თვე ცეცხლოვანი ვერძისა და მიწის სტიქიის პირველი წარმომადგენლის – კუროს ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობითა და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.
როგორია 14 აპრილს დაბადებული ადამიანი
14 აპრილს დაბადებული ადამიანები, მოაზროვნეები და ცხოვრების ფილოსოფიურად აღქმისკენ მიდრეკილი ხალხია. ისინი აფასებენ სიძველეებს, პატივს სცემენ ტრადიციებს და ზოგადად უყვართ ცხოვრებაზე დაკვირვება. თუმცა ბუნებით იდეალისტებს, არცთუ იშვიათად უცრუვდებათ იმედი ადამიანებში.