საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ საკვებზე ალერგიული რეაქციების შესახებ
რა უნდა ვიცოდეთ საკვებზე ალერგიული რეაქციების შესახებ

ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი­სად­მი ბავ­შვის მიდ­რე­კი­ლე­ბა უამ­რა­ვი მშობ­ლის­თვის წარ­მო­ად­გენს პრობ­ლე­მას. საკ­ვე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებთ.

თუ ერთი მშო­ბე­ლი მა­ინც ალერ­გი­უ­ლია ანუ ბავ­შვი ალერ­გი­ი­სად­მი გე­ნე­ტი­კუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი, მის მე­ნი­უ­ში შე­მა­ვალ ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქტს შე­უძ­ლია ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს. ბავ­შვე­ბის­თვის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ალერ­გე­ნია ძრო­ხის რძის ცილა.

ძრო­ხის რძეს მოს­დევს ფრინ­ვე­ლის კვერ­ცხი - მისი ცი­ლაც ალერ­გე­ნია. იგი შე­ი­ცავს ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც ნაწ­ლა­ვებ­ში დიდ­ხანს ინარ­ჩუ­ნებს ან­ტი­გე­ნურ თვი­სე­ბებს და ფერ­მენტ ტრიფ­სინს ბო­ჭავს. კვერ­ცხის გულს ცი­ლას­თან შე­და­რე­ბით სუს­ტი ალერ­გი­უ­ლი თვი­სე­ბე­ბი აქვს. ამი­ტო­მაც არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ჩვი­ლე­ბის­თვის მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხის გუ­ლის მი­ცე­მა და არა ცი­ლი­სა. არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ქათ­მის კვერ­ცხის აუ­ტან­ლო­ბა ქათ­მის ხორ­ცი­სა და ბუ­ლი­ო­ნის აუ­ტან­ლო­ბას­თან არის შერ­წყმუ­ლი.

ჩვილ ბავ­შვებ­ში ალერ­გია შე­საძ­ლოა დე­დის რძე­მაც გა­მო­იწ­ვი­ოს, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დედა ალერ­გი­ულ პრო­დუქტს თა­ვად მი­ი­ღებს.

ხში­რია მარ­ცვლე­უ­ლის, კერ­ძოდ, ხორ­ბლის, ჭვა­ვის, ქე­რის, სო­ი­ოს მი­მართ ალერ­გი­ის შემ­თხვე­ვე­ბი.

მი­იჩ­ნე­ვა, რომ ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ებს ყვე­ლა­ზე ხში­რად თევ­ზი იწ­ვევს, ამი­ტომ წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც კვე­ბი­თი ალერ­გი­ის სიმპტო­მე­ბი აქვთ, მას არ აძ­ლე­ვენ. თევ­ზის ალერ­გე­ნე­ბი თერ­მოს­ტა­ბი­ლუ­რია და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი და­მუ­შა­ვე­ბი­სას პრაქ­ტი­კუ­ლად არ იშ­ლე­ბა. ზღვის თევ­ზის მი­მართ ალერ­გია უფრო ხში­რია, ვიდ­რე მდი­ნა­რის თევ­ზის მი­მართ. ამას­თა­ნა­ვე, თევ­ზის ცი­ლი­სად­მი მგრძნო­ბე­ლო­ბა ასაკ­თან ერ­თად არ მცირ­დე­ბა და მო­წი­ფულ ასაკ­შიც შე­ი­ნიშ­ნე­ბა. გარ­და თევ­ზი­სა, ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს ხი­ზი­ლა­ლამ, კი­ბორჩხა­ლამ და ზღვის სხვა პრო­დუქ­ტებ­მა. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თევ­ზის სუნ­მაც კი. წლამ­დე ასა­კის ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი მე­ტად მგრძნო­ბი­ა­რეა კვე­ბი­თი ალერ­გე­ნე­ბის მი­მართ. შე­ი­ნიშ­ნე­ბა ჯვა­რე­დი­ნი რე­აქ­ცი­ე­ბიც.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა უნდა ვიცოდეთ საკვებზე ალერგიული რეაქციების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ საკვებზე ალერგიული რეაქციების შესახებ

ალერგიული რეაქციებისადმი ბავშვის მიდრეკილება უამრავი მშობლისთვის წარმოადგენს პრობლემას. საკვების შერჩევისას, მათ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.

თუ ერთი მშობელი მაინც ალერგიულია ანუ ბავშვი ალერგიისადმი გენეტიკურად არის განწყობილი, მის მენიუში შემავალ ნებისმიერ პროდუქტს შეუძლია ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ბავშვებისთვის ერთ-ერთი პირველი ალერგენია ძროხის რძის ცილა.

ძროხის რძეს მოსდევს ფრინველის კვერცხი - მისი ცილაც ალერგენია. იგი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ნაწლავებში დიდხანს ინარჩუნებს ანტიგენურ თვისებებს და ფერმენტ ტრიფსინს ბოჭავს. კვერცხის გულს ცილასთან შედარებით სუსტი ალერგიული თვისებები აქვს. ამიტომაც არის მიზანშეწონილი ჩვილებისთვის მოხარშული კვერცხის გულის მიცემა და არა ცილისა. არცთუ იშვიათად ქათმის კვერცხის აუტანლობა ქათმის ხორცისა და ბულიონის აუტანლობასთან არის შერწყმული.

ჩვილ ბავშვებში ალერგია შესაძლოა დედის რძემაც გამოიწვიოს, იმ შემთხვევაში, თუ დედა ალერგიულ პროდუქტს თავად მიიღებს.

ხშირია მარცვლეულის, კერძოდ, ხორბლის, ჭვავის, ქერის, სოიოს მიმართ ალერგიის შემთხვევები.

მიიჩნევა, რომ ალერგიულ რეაქციებს ყველაზე ხშირად თევზი იწვევს, ამიტომ წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც კვებითი ალერგიის სიმპტომები აქვთ, მას არ აძლევენ. თევზის ალერგენები თერმოსტაბილურია და კულინარიული დამუშავებისას პრაქტიკულად არ იშლება. ზღვის თევზის მიმართ ალერგია უფრო ხშირია, ვიდრე მდინარის თევზის მიმართ. ამასთანავე, თევზის ცილისადმი მგრძნობელობა ასაკთან ერთად არ მცირდება და მოწიფულ ასაკშიც შეინიშნება. გარდა თევზისა, ალერგიული რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს ხიზილალამ, კიბორჩხალამ და ზღვის სხვა პროდუქტებმა. თქვენ წარმოიდგინეთ, თევზის სუნმაც კი. წლამდე ასაკის ბავშვის ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა კვებითი ალერგენების მიმართ. შეინიშნება ჯვარედინი რეაქციებიც.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს