სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკითხეს
ვანო მერაბიშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკითხეს

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და­კი­თხეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა თე­მურ დო­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მე­რა­ბიშ­ვილ­მა ვერ გა­იხ­სე­ნა საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბე­ბი და გან­მარ­ტა, რომ მის მიერ 2005 წლის 3 თე­ბერ­ვალს გა­მარ­თუ­ლი ბრფინ­გის დროს ჟვა­ნი­ას სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზად ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით მო­წამ­ვლა და­ა­სა­ხე­ლა იმი­ტომ, რომ იგი თა­ვად იმ­ყო­ფე­ბო­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, სა­დაც ნამ­წვის სუნი იგ­რძნო­ბო­და.

"მე­რა­ბიშ­ვილ­მა ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ 3 თე­ბერ­ვალს პირ­ვე­ლად ამ­ცნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მომ­ხდა­რი უბე­დურ შემ­თხვე­ვად შე­ა­ფა­სა. ასე­ვე წი­ნას­წარ და­ა­სა­ხე­ლა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი, რომ ეს იყო ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით მო­წამ­ვლით გა­მოწ­ვე­უ­ლი. ბრი­ფინ­გი 2005 წლის 3 თე­ბერ­ვალს, 08.38 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თა. არა­და, ამ დროს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, არა­თუ და­წე­რი­ლი, არა­მედ გვა­მე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა და­წყე­ბუ­ლიც კი არ ყო­ფი­ლა. ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა 09.00 სა­ათ­ზე და­ი­წყო, - აღ­ნიშ­ნა თე­მურ დო­ლი­ძემ. რაც შე­ე­ხე­ბა "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" შე­კი­თხვას, არის თუ არა მო­სა­ლოდ­ნე­ლი სხვა ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­კი­თხვაც, თე­მურ დო­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ვანო მერაბიშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკითხეს

ვანო მერაბიშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკითხეს

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დღეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაკითხეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თემურ დოლიძემ განუცხადა, მერაბიშვილმა ვერ გაიხსენა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები და განმარტა, რომ მის მიერ 2005 წლის 3 თებერვალს გამართული ბრფინგის დროს ჟვანიას სიკვდილის მიზეზად ბუნებრივი აირით მოწამვლა დაასახელა იმიტომ, რომ იგი თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ნამწვის სუნი იგრძნობოდა.

"მერაბიშვილმა ჟვანიას გარდაცვალების შესახებ 3 თებერვალს პირველად ამცნო საზოგადოებას და მომხდარი უბედურ შემთხვევად შეაფასა. ასევე წინასწარ დაასახელა გარდაცვალების მიზეზები, რომ ეს იყო ბუნებრივი აირით მოწამვლით გამოწვეული. ბრიფინგი 2005 წლის 3 თებერვალს, 08.38 საათზე გაიმართა. არადა, ამ დროს ექსპერტიზის დასკვნა, არათუ დაწერილი, არამედ გვამების გამოკვლევა დაწყებულიც კი არ ყოფილა. ექსპერტიზის ჩატარება 09.00 საათზე დაიწყო, - აღნიშნა თემურ დოლიძემ. რაც შეეხება "ინტერპრესნიუსის" შეკითხვას, არის თუ არა მოსალოდნელი სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვაც, თემურ დოლიძემ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ