სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხედრიონი" უკრაინაში იომებს - "სისხლით ვალში ვართ უკრაინელებთან"
"მხედრიონი" უკრაინაში იომებს - "სისხლით ვალში ვართ უკრაინელებთან"

უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბა ძა­ლი­ან მყი­ფეა. ერთ გას­რო­ლას შე­საძ­ლოა, მოვ­ლე­ნა­თა ეს­კა­ლა­ცია მოჰ­ყვეს. ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს - ჩვენ არ გვეს­წავ­ლე­ბა, რა მწა­რეა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვა და ოკუ­პა­ცია. სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან, უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის ომის და­წყე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ია­რა­ღით ხელ­ში იბ­რძო­ლონ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მხა­რეს. ერთ-ერთი მათ­გა­ნია "მხედ­რი­ო­ნე­ლი", ვე­ტე­რან­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი.

- რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნას ჩა­მო­აჭ­რა ყი­რი­მი, ისე რო­გორც ჩვენ ჩა­მოგ­ვაჭ­რა ცხინ­ვა­ლი და აფხა­ზე­თი. სხვა­თა შო­რის, აფხა­ზე­თის ომში სა­კუ­თა­რი ნე­ბით ჩა­მო­ვიდ­ნენ უკ­რა­ი­ნე­ლი ბი­ჭე­ბი და ჩვენ­თან ერ­თად იბ­რძოდ­ნენ - იმ ომში 14 უკ­რა­ი­ნე­ლი და­ი­ღუ­პა. სის­ხლით ვალ­ში ვართ უკ­რა­ი­ნას­თან, ამი­ტომ გვერ­დით უნდა და­ვუდ­გეთ ჩვენს ძმებს. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა იცი­ან, რომ რუ­სე­თის იმ­პე­რია მსოფ­ლიო უბე­დუ­რე­ბაა. როცა აფხა­ზეთ­ში ჩვენს მხარ­დამ­ხარ იბ­რძოდ­ნენ, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის დე­ვი­ზი იყო - თუ რუ­სეთს არ გა­ვა­ჩე­რებთ ფსო­უ­ზე, მისი გა­ჩე­რე­ბა მოგ­ვი­წევს დნეპრზეო . ეს დრო დად­გა, რუ­სე­თი უნდა შე­ვა­ჩე­როთ, გვერ­დით უნდა და­ვუდ­გეთ ჩვენს ძმებს.

- ანუ მზად ხართ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან ერ­თად იო­მოთ?

- თუ უკ­რა­ი­ნას დას­ჭირ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალთ "მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბი" მათ და­სახ­მა­რებ­ლად. უკ­რა­ი­ნე­ლი გმი­რე­ბი სის­ხლის ფა­სად შე­ეც­დე­ბი­ან პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბას. ამის შემ­დეგ კე­თილს ინე­ბებს ამე­რი­კა და ვე­რო­პა და გვერ­დით და­უდ­გე­ბი­ან უკ­რა­ი­ნას.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"მხედრიონი" უკრაინაში იომებს - "სისხლით ვალში ვართ უკრაინელებთან"

"მხედრიონი" უკრაინაში იომებს - "სისხლით ვალში ვართ უკრაინელებთან"

უკრაინაში მშვიდობა ძალიან მყიფეა. ერთ გასროლას შესაძლოა, მოვლენათა ესკალაცია მოჰყვეს. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს - ჩვენ არ გვესწავლება, რა მწარეა ტერიტორიების დაკარგვა და ოკუპაცია. საქართველოში არიან ისეთებიც, რომლებიც მზად არიან, უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემთხვევაში, იარაღით ხელში იბრძოლონ უკრაინელების მხარეს. ერთ-ერთი მათგანია "მხედრიონელი", ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაციის დამფუძნებელი, დოდო გუგეშაშვილი.

- რუსეთმა უკრაინას ჩამოაჭრა ყირიმი, ისე როგორც ჩვენ ჩამოგვაჭრა ცხინვალი და აფხაზეთი. სხვათა შორის, აფხაზეთის ომში საკუთარი ნებით ჩამოვიდნენ უკრაინელი ბიჭები და ჩვენთან ერთად იბრძოდნენ - იმ ომში 14 უკრაინელი დაიღუპა. სისხლით ვალში ვართ უკრაინასთან, ამიტომ გვერდით უნდა დავუდგეთ ჩვენს ძმებს. ამ ადამიანებმა იციან, რომ რუსეთის იმპერია მსოფლიო უბედურებაა. როცა აფხაზეთში ჩვენს მხარდამხარ იბრძოდნენ, უკრაინელების დევიზი იყო - თუ რუსეთს არ გავაჩერებთ ფსოუზე, მისი გაჩერება მოგვიწევს დნეპრზეო . ეს დრო დადგა, რუსეთი უნდა შევაჩეროთ, გვერდით უნდა დავუდგეთ ჩვენს ძმებს.

- ანუ მზად ხართ, რომ უკრაინელებთან ერთად იომოთ?

- თუ უკრაინას დასჭირდება, აუცილებლად წავალთ "მხედრიონელები" მათ დასახმარებლად. უკრაინელი გმირები სისხლის ფასად შეეცდებიან პუტინის რეჟიმის შეჩერებას. ამის შემდეგ კეთილს ინებებს ამერიკა და ვეროპა და გვერდით დაუდგებიან უკრაინას.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა