მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მსგავსებაა რეკონკისტასა და თბილისის ბიუჯეტს შორის
რა მსგავსებაა რეკონკისტასა და თბილისის ბიუჯეტს შორის

თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი საკ­რე­ბუ­ლო­სა და მე­რი­ას შო­რის ნამ­დვილ "გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ვაშ­ლად" იქცა: პირ­ვე­ლად ის საკ­რე­ბუ­ლო­ში გა­სუ­ლი წლის 15 ნო­ემ­ბერს შე­ვი­და, მაგ­რამ საკ­რე­ბუ­ლომ ფი­ნან­სურ დო­კუ­მენტს 14 შე­ნიშ­ვნა და­ურ­თო და ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბას უკან და­უბ­რუ­ნა. ამის შემ­დეგ ბი­უ­ჯე­ტი საკ­რე­ბუ­ლო­ში კი­დევ ორ­ჯერ შე­ვი­და, მაგ­რამ - ამა­ოდ...

ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტის მე­ო­თხედ გან­ხილ­ვა უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის­თვი­საა და­გეგ­მი­ლი. მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ შიშს, რომ თუ ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი არ დამ­ტკიც­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, საფრ­თხე შე­ექ­მნას სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას. მე­რი­ამ სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც კერ­ძოდ, წე­რია: "თბი­ლი­სის 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი არის რი­გით მე­ო­თხე ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც თბი­ლი­სის მე­რია საკ­რე­ბუ­ლოს გან­სა­ხილ­ვე­ლად სთა­ვა­ზობს. ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის და­ზუს­ტე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი 785 მლნ ლარს შე­ად­გენს. ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვა­რი­ან­ტი ყვე­ლა იმ მო­თხოვ­ნა­სა და სურ­ვილს მო­ი­ცავს, რაც ბოლო ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის მხრი­დან უხ­ვად იქნა გა­მოთ­ქმუ­ლი... თბი­ლი­სის მე­რია იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბა შემ­დეგ სხდო­მა­ზე ბი­უ­ჯეტს გა­ნი­ხი­ლავს და და­ამ­ტკი­ცებს, შე­სა­ბა­მი­სად, დე­და­ქა­ლაქ­ში ბი­უ­ჯე­ტის არარ­სე­ბო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აღ­მო­ი­ფხვრე­ბა და თბი­ლი­სე­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის და­გეგ­მი­ლი ყვე­ლა პრო­ექ­ტი დრო­უ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა".

რა პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს ერ­თმა­ნეთ­თან და რა­ტომ ვერ მტკიც­დე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი?

სევ­დია უგრე­ხე­ლიძე, თბი­ლი­სის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:

- და­ამ­ტკი­ცონ ბი­უჯე­ტი და მთავ­რო­ბა გა­დად­გე­ბა. ყვე­ლა მზად არის ამი­სათ­ვის, ოღონდ ერთი პი­რო­ბით - ისი­ნიც უნდა გა­დად­გნენ: საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე, კო­მი­სი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და ყვე­ლა, ვინც სკა­მე­ბის გამო მო­ა­ტყუა თა­ვი­სი ამომ­რჩე­ვე­ლი: ისი­ნი აირ­ჩი­ეს, რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი და ამის შემ­დეგ გა­და­ბარ­გდნენ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში". ჩვენს ოპო­ნენ­ტებს სურთ, მთავ­რო­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ მათ და­ა­კომ­პლექ­ტონ. სწო­რედ ასე მი­ით­ვი­სეს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. იმ­დე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბაც არა აქვთ, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას არ უნდა მოჰ­ყვეს ცვლი­ლე­ბა ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე. ხომ შე­იძ­ლე­ბა, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მო­ი­ცა­დონ?! მაგ­რამ არა! მათ სურთ, ხელ­ში ჩა­იგ­დონ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა და არ­ჩევ­ნე­ბი ცა­რი­ელ ად­გილ­ზე, კონ­კუ­რენ­ტე­ბის გა­რე­შე ჩა­ა­ტა­რონ. არა მგო­ნია, ცენ­ტრა­ლურ მთავ­რო­ბა­ში ვინ­მე შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის აბ­სურ­დუ­ლო­ბას ვერ ხე­დავ­დეს. დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯეტს სწო­რედ ჩვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი იყე­ნე­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის და ამას ჩვენ გვაბ­რა­ლე­ბენ. რე­ა­ლუ­რად, ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ნი სა­ბო­ტაჟს უწყო­ბენ თბი­ლი­სე­ლებს და ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ტო­ვე­ბენ, რო­დე­საც სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან. მათ არ ედარ­დე­ბათ თბი­ლი­სე­ლე­ბის ბედი და ამას ჩვენ გვაბ­რა­ლე­ბენ. სურთ, რომ მათ ხელ­ში იყოს ეს თან­ხა და ისე მო­იხ­მა­რონ, რო­გორც ადრე - "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" ყოფ­ნი­სას იყე­ნებ­დნენ. თა­ნაც, სხვე­ბის­კენ იშ­ვე­რენ ხელს. ადრე თუ გვი­ან, მათ პა­სუ­ხი მო­ე­თხო­ვე­ბათ იმი­სათ­ვის, რომ ბი­უ­ჯე­ტის გა­რე­შე ტო­ვე­ბენ დე­და­ქა­ლაქს. დღეს თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი სა­ვაჭ­რო სა­შუ­ა­ლე­ბაა სა­ი­მი­სოდ, რომ დაგ­ვაბ­რა­ლონ, თით­ქოს ჩვენ ვტო­ვებთ უბი­უ­ჯე­ტოდ თბი­ლისს. რაც შე­ე­ხე­ბა საპ­რი­ვა­ტი­ზა­ციო ობი­ექ­ტებს: რა, არ იცი­ან, რომ პრი­ვა­ტი­ზე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ამის გა­რე­შე ქა­ლა­ქი ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა? ეს მათ­თვის ახა­ლი ამ­ბა­ვია?! კი, ბა­ტო­ნო, შე­იძ­ლე­ბა, თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი ცენ­ტრა­ლურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღოს, მაგ­რამ ეს იქ­ნე­ბა ზა­ფხულ­ში, რამ­დე­ნი­მე თვის დაგ­ვი­ა­ნე­ბით, რაც არა­ვის აძ­ლევს ხელს.

ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე:

- მე მგო­ნი, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა საკ­მა­ოდ გამ­ჭრი­ა­ხია და თვი­თონ მიხ­ვდე­ბა, რა არის სწო­რი და რა - არას­წო­რი. პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის ხარ­ჯზე ბი­უ­ჯე­ტის შედ­გე­ნა წი­ნას­წარ გან­წი­რუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რია იმი­ტომ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის იმე­დით აა­წყო ბი­უ­ჯე­ტი. ეს არის "ბლე­ფი"! ცალ­სა­ხად ჩანს მათი მი­ზა­ნიც: მათ­თვის მთა­ვა­რი ის კი არ არის, რო­გორ ბი­უ­ჯეტს მი­ვი­ღებთ, არა­მედ ის, რომ ბი­უ­ჯე­ტი რო­გორ­მე ხელ­ში ჩა­იგ­დონ. თუ ეს მოხ­დე­ბა, მისი ხარ­ჯვი­თი ნა­წი­ლის კონ­ტროლს საკ­რე­ბუ­ლო ვე­ღარ შეძ­ლებს, - ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან. ავი­ღოთ წინა წლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტე­ბი - თით­ქოს "კოპი-პე­ის­ტით" არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რად­გან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მათ აქვთ ძა­ლი­ან კარ­გად აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი: გამ­გებ­ლე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ისე ხარ­ჯონ და გა­ა­ნა­წი­ლონ თან­ხე­ბი, რომ კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებს არ გას­ცდნენ, მაგ­რამ თან­ხის დიდი ნა­წი­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­კენ მი­მარ­თონ. ეს სის­ტე­მა შექ­მნა გიგი უგუ­ლა­ვამ, რო­მე­ლიც დღეს ბრალ­დე­ბუ­ლი მე­რია, თა­ვის დრო­ზე კი ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლი იყო. კი­დევ ერთხელ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად და გა­სა­გე­ბად ვამ­ბობ: ბი­უ­ჯეტს მა­შინ მი­ვი­ღებთ, თუ მისი ხარ­ჯვი­თი ნა­წი­ლის გამო კი­თხვე­ბი აღარ გვექ­ნე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მის გარ­შე­მო სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი გვიჩ­ნდე­ბა. მიკ­ვირს, უფ­ლე­ბა­დამ­ცველ სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძეს ადრე რა­ტომ არ უჩ­ნდე­ბო­და კი­თხვე­ბი: თუნ­დაც ცო­ცხებ­ზე, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ზე, უსა­მარ­თლოდ წარ­თმე­ულ ქო­ნე­ბებ­ზე ან თუნ­დაც იმა­ზე - რა­ტომ ხარ­ჯავ­და გიგი უგუ­ლა­ვა ტე­ლე­ფონ­ზე სა­უ­ბარ­ში 50 ათას ლარს?! მე კი ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტა­ლი გა­მომ­რჩა ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში და ისიც არ მა­პა­ტი­ეს. რამ­დე­ნიც უნდა ამ­ტკი­ცონ, ჩვენ სკა­მე­ბის ინ­ტე­რე­სი არ გვაქვს, ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებს, რომ 800 მი­ლი­ო­ნი ანუ დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტის ფული, არა­მიზ­ნობ­რი­ვად ვე­რა­ვინ და­ხარ­ჯოს და არა­ვის მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ამ თან­ხით თა­ვი­სი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და­ა­ფი­ნან­სოს. ქალ­ბა­ტო­ნი სევ­დია ჩვენ­ზე იმა­საც ამ­ბობს, ეს ხალ­ხი სა­თა­ვე­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" მო­იყ­ვა­ნაო, მაგ­რამ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­ქარ­თვე­ლო არ არის. ეს მათ აქვთ ასე­თი სი­ნო­ნი­მე­ბი: "გიგი - თბი­ლი­სი", "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო". იმ ხალ­ხის უმე­ტე­სო­ბა, ვინც თა­ვის დრო­ზე გა­ე­მიჯ­ნა ამ ამაზ­რზენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას - "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტია. მეც მა­ჟო­რი­ტა­რი ვარ და სწო­რედ ჩვე­ნი ხმე­ბის ხარ­ჯზე მი­ი­ღეს მათ ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა. სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძე თა­ვის დღე­ში ვერ ეღირ­სე­ბო­და მე­რო­ბას, მაგ­რამ უგუ­ლა­ვამ რო­გორც ყურ­მოჭ­რი­ლი მონა, ისე გა­და­იყ­ვა­ნა საკ­რე­ბუ­ლო­ში და დღე­საც, რო­გორც თო­ჯი­ნას, ისე მარ­თავს. ის პირ­და­პირ და ირი­ბად თვი­თონ არის ამ პრო­ცეს­ში გა­რე­უ­ლი და ეტყო­ბა, თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა უნდა. "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ეში­ნი­ათ, არ გახ­მა­ურ­დეს ის დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ისი­ნი ცო­ცხა­ლი თა­ვით არა­ვის აჩ­ვე­ნე­ბენ და უნ­დათ, ამ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორ­მე თავი გა­და­ირ­ჩი­ნონ, ამი­ტო­მაც ცდი­ლო­ბენ, პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი შეს­ძი­ნონ ყვე­ლა­ფერს.

სოსო არჩვა­ძე, ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში:

- თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტის გამო მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით არ არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. აქ მრა­ვა­ლი ას­პექ­ტია ერ­თმა­ნეთ­ზე გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი: ეს იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ სა­მარ­თლებ­რი­ვი ას­პექ­ტე­ბი. ამ პრო­ცესს ხა­ტოვ­ნად შე­ვა­და­რებ­დი რე­კონ­კის­ტას - ეს­პა­ნე­ლე­ბის მიერ პი­რე­ნეს ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის თან­და­თა­ნო­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას არა­ბე­ბი­სა­გან. თბი­ლი­სის მე­რია და მისი ბი­უ­ჯე­ტი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ბოლო იმე­დია, მათი მომ­ხრე­ე­ბი იქ არი­ან თავ­შე­ფა­რე­ბუ­ლი, აქვთ სამ­სა­ხუ­რე­ბი, ამი­ტომ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვი, თუ რა­ტომ არ ხდე­ბა თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტის დამ­ტკი­ცე­ბა, გა­სა­გე­ბია, თუმ­ცა არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეკო­ნო­მი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი მო­ტი­ვე­ბიც. ვნა­ხოთ, შე­საძ­ლოა, თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი მე­ო­თხე გან­ხილ­ვი­სას მა­ინც მი­ი­ღონ, მაგ­რამ თუ ახ­ლაც არ დამ­ტკიც­დე­ბა, მა­შინ ალ­ბათ ცენ­ტრა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა ჩა­ე­რე­ვა საქ­მე­ში და ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა მსგავსებაა რეკონკისტასა და თბილისის ბიუჯეტს შორის

რა მსგავსებაა რეკონკისტასა და თბილისის ბიუჯეტს შორის

თბილისის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოსა და მერიას შორის ნამდვილ "განხეთქილების ვაშლად" იქცა: პირველად ის საკრებულოში გასული წლის 15 ნოემბერს შევიდა, მაგრამ საკრებულომ ფინანსურ დოკუმენტს 14 შენიშვნა დაურთო და ქალაქის მთავრობას უკან დაუბრუნა. ამის შემდეგ ბიუჯეტი საკრებულოში კიდევ ორჯერ შევიდა, მაგრამ - ამაოდ...

ფინანსური დოკუმენტის მეოთხედ განხილვა უახლოესი დღეებისთვისაა დაგეგმილი. მერიის წარმომადგენლები გამოთქვამენ შიშს, რომ თუ ბიუჯეტის პროექტი არ დამტკიცდება, შეიძლება, საფრთხე შეექმნას სოციალური პროგრამების დაფინანსებას. მერიამ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, სადაც კერძოდ, წერია: "თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი არის რიგით მეოთხე ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც თბილისის მერია საკრებულოს განსახილველად სთავაზობს. ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებული ვარიანტი 785 მლნ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენილი ვარიანტი ყველა იმ მოთხოვნასა და სურვილს მოიცავს, რაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან უხვად იქნა გამოთქმული... თბილისის მერია იმედს გამოთქვამს, რომ საკრებულოს უმრავლესობა შემდეგ სხდომაზე ბიუჯეტს განიხილავს და დაამტკიცებს, შესაბამისად, დედაქალაქში ბიუჯეტის არარსებობით გამოწვეული პრობლემები აღმოიფხვრება და თბილისელების კეთილდღეობისთვის დაგეგმილი ყველა პროექტი დროულად განხორციელდება".

რა პრეტენზიები აქვთ დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან და რატომ ვერ მტკიცდება დედაქალაქის ბიუჯეტი?

სევდია უგრე­ხე­ლიძე, თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი:

- დაამტკიცონ ბი­უჯეტი და მთავრობა გადადგება. ყველა მზად არის ამისათვის, ოღონდ ერთი პირობით - ისინიც უნდა გადადგნენ: საკრებულოს თავმჯდომარე, კომისიების ხელმძღვანელები და ყველა, ვინც სკამების გამო მოატყუა თავისი ამომრჩეველი: ისინი აირჩიეს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ამის შემდეგ გადაბარგდნენ "ქართულ ოცნებაში". ჩვენს ოპონენტებს სურთ, მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ მათ დააკომპლექტონ. სწორედ ასე მიითვისეს ადგილობრივი თვითმმართველობა მთელ საქართველოში. იმდენი პოლიტიკური განათლებაც არა აქვთ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ცვლილებას არ უნდა მოჰყვეს ცვლილება ადგილობრივ დონეზე. ხომ შეიძლება, არჩევნებამდე მოიცადონ?! მაგრამ არა! მათ სურთ, ხელში ჩაიგდონ თვითმმართველობა და არჩევნები ცარიელ ადგილზე, კონკურენტების გარეშე ჩაატარონ. არა მგონია, ცენტრალურ მთავრობაში ვინმე შექმნილი სიტუაციის აბსურდულობას ვერ ხედავდეს. დედაქალაქის ბიუჯეტს სწორედ ჩვენი მოწინააღმდეგეები იყენებენ პოლიტიკური მიზნებისათვის და ამას ჩვენ გვაბრალებენ. რეალურად, ირაკლი შიხიაშვილი და მისი თანამოაზრენი საბოტაჟს უწყობენ თბილისელებს და ისეთ სიტუაციაში ტოვებენ, როდესაც სოციალური პროექტები ვერ განხორციელდება და მოქალაქეები საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მათ არ ედარდებათ თბილისელების ბედი და ამას ჩვენ გვაბრალებენ. სურთ, რომ მათ ხელში იყოს ეს თანხა და ისე მოიხმარონ, როგორც ადრე - "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნისას იყენებდნენ. თანაც, სხვებისკენ იშვერენ ხელს. ადრე თუ გვიან, მათ პასუხი მოეთხოვებათ იმისათვის, რომ ბიუჯეტის გარეშე ტოვებენ დედაქალაქს. დღეს თბილისის ბიუჯეტი სავაჭრო საშუალებაა საიმისოდ, რომ დაგვაბრალონ, თითქოს ჩვენ ვტოვებთ უბიუჯეტოდ თბილისს. რაც შეეხება საპრივატიზაციო ობიექტებს: რა, არ იციან, რომ პრივატიზება აუცილებელია და ამის გარეშე ქალაქი ვერ განვითარდება? ეს მათთვის ახალი ამბავია?! კი, ბატონო, შეიძლება, თბილისის ბიუჯეტი ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღოს, მაგრამ ეს იქნება ზაფხულში, რამდენიმე თვის დაგვიანებით, რაც არავის აძლევს ხელს.

ირაკლი შიხიაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე:

- მე მგონი, ჩვენი საზოგადოება საკმაოდ გამჭრიახია და თვითონ მიხვდება, რა არის სწორი და რა - არასწორი. პრივატიზაციის ხარჯზე ბიუჯეტის შედგენა წინასწარ განწირული ჩანაფიქრია იმიტომ, რომ არ შეიძლება, პრივატიზაციის იმედით ააწყო ბიუჯეტი. ეს არის "ბლეფი"! ცალსახად ჩანს მათი მიზანიც: მათთვის მთავარი ის კი არ არის, როგორ ბიუჯეტს მივიღებთ, არამედ ის, რომ ბიუჯეტი როგორმე ხელში ჩაიგდონ. თუ ეს მოხდება, მისი ხარჯვითი ნაწილის კონტროლს საკრებულო ვეღარ შეძლებს, - ეს ძალიან კარგად იციან. ავიღოთ წინა წლებში მიღებული ბიუჯეტის პროექტები - თითქოს "კოპი-პეისტით" არის გადაღებული, რადგან წინასაარჩევნოდ მათ აქვთ ძალიან კარგად აპრობირებული მეთოდი: გამგებლებისა და სხვადასხვა სამსახურის საშუალებით ისე ხარჯონ და გაანაწილონ თანხები, რომ კანონის ჩარჩოებს არ გასცდნენ, მაგრამ თანხის დიდი ნაწილი არჩევნებისკენ მიმართონ. ეს სისტემა შექმნა გიგი უგულავამ, რომელიც დღეს ბრალდებული მერია, თავის დროზე კი ერთპიროვნული მმართველი იყო. კიდევ ერთხელ ძალიან მარტივად და გასაგებად ვამბობ: ბიუჯეტს მაშინ მივიღებთ, თუ მისი ხარჯვითი ნაწილის გამო კითხვები აღარ გვექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის გარშემო საფუძვლიანი ეჭვი გვიჩნდება. მიკვირს, უფლებადამცველ სევდია უგრეხელიძეს ადრე რატომ არ უჩნდებოდა კითხვები: თუნდაც ცოცხებზე, ადამიანების გაუპატიურებაზე, უსამართლოდ წართმეულ ქონებებზე ან თუნდაც იმაზე - რატომ ხარჯავდა გიგი უგულავა ტელეფონზე საუბარში 50 ათას ლარს?! მე კი ერთი უმნიშვნელო დეტალი გამომრჩა ქონებრივ დეკლარაციაში და ისიც არ მაპატიეს. რამდენიც უნდა ამტკიცონ, ჩვენ სკამების ინტერესი არ გვაქვს, ჩვენ გვაინტერესებს, რომ 800 მილიონი ანუ დედაქალაქის ბიუჯეტის ფული, არამიზნობრივად ვერავინ დახარჯოს და არავის მიეცეს საშუალება, რომ ამ თანხით თავისი საარჩევნო კამპანია დააფინანსოს. ქალბატონი სევდია ჩვენზე იმასაც ამბობს, ეს ხალხი სათავეში "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიყვანაო, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" საქართველო არ არის. ეს მათ აქვთ ასეთი სინონიმები: "გიგი - თბილისი", "ნაციონალური მოძრაობა - საქართველო". იმ ხალხის უმეტესობა, ვინც თავის დროზე გაემიჯნა ამ ამაზრზენ ორგანიზაციას - "ნაციონალურ მოძრაობას", მაჟორიტარი დეპუტატია. მეც მაჟორიტარი ვარ და სწორედ ჩვენი ხმების ხარჯზე მიიღეს მათ ხალხის მხარდაჭერა. სევდია უგრეხელიძე თავის დღეში ვერ ეღირსებოდა მერობას, მაგრამ უგულავამ როგორც ყურმოჭრილი მონა, ისე გადაიყვანა საკრებულოში და დღესაც, როგორც თოჯინას, ისე მართავს. ის პირდაპირ და ირიბად თვითონ არის ამ პროცესში გარეული და ეტყობა, თავის გადარჩენა უნდა. "ნაციონალებს" ეშინიათ, არ გახმაურდეს ის დოკუმენტები, რომლებსაც ისინი ცოცხალი თავით არავის აჩვენებენ და უნდათ, ამ სამი თვის განმავლობაში როგორმე თავი გადაირჩინონ, ამიტომაც ცდილობენ, პოლიტიკური ელფერი შესძინონ ყველაფერს.

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკო­ნომიკის საკითხებში:

- თბილისის ბიუჯეტის გამო მომ­ხდარი დაპირისპირება მხოლოდ ეკონომიკური მოტივებით არ არის განპირობებული. აქ მრავალი ასპექტია ერთმანეთზე გადაჯაჭვული: ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამართლებრივი ასპექტები. ამ პროცესს ხატოვნად შევადარებდი რეკონკისტას - ესპანელების მიერ პირენეს ნახევარკუნძულის თანდათანობით გათავისუფლებას არაბებისაგან. თბილისის მერია და მისი ბიუჯეტი "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო იმედია, მათი მომხრეები იქ არიან თავშეფარებული, აქვთ სამსახურები, ამიტომ პოლიტიკური მოტივი, თუ რატომ არ ხდება თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება, გასაგებია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური და ფინანსური მოტივებიც. ვნახოთ, შესაძლოა, თბილისის ბიუჯეტი მეოთხე განხილვისას მაინც მიიღონ, მაგრამ თუ ახლაც არ დამტკიცდება, მაშინ ალბათ ცენტრალური მმართველობა ჩაერევა საქმეში და ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა