სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკონომიკის სამინისტრო გიგი უგულავას სიცრუეში ადანაშაულებს
ეკონომიკის სამინისტრო გიგი უგულავას სიცრუეში ადანაშაულებს

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო თბი­ლი­სის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­შე­ჩე­რე­ბულ მერს გიგი უგუ­ლა­ვას სიც­რუ­ე­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის 2013 წლის 17 მა­ი­სის #16.75.608 დად­გე­ნი­ლე­ბით, ააიპ თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდს დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ კა­ი­შა­უ­რებ­ში, "მთა ვარცლას" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი 58839 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ე­ცა.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამა­ვე დად­გე­ნი­ლე­ბით თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდს და­ე­ვა­ლა გა­ას­ხვი­სოს - უსას­ყიდ­ლოდ თა­ნა­სა­კუთ­რე­ბა­ში გა­დას­ცეს შემ­დეგ იუ­რი­დი­ულ და ფი­ზი­კურ პი­რებს - გია პეტ­რი­აშ­ვილს, გუ­რამ ცერ­ცვა­ძეს, ოთარ რუ­ხა­ძეს, რე­ვაზ ადა­მი­ას, ტა­რას ნი­ჟა­რა­ძეს, შპს "მაგ­თი­ვინ­სა" და შპს "იბერ­კომ­პა­ნის".

"ამა­ვე დად­გე­ნი­ლე­ბის მე-3-4 პუქ­ტე­ბით შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­ტა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და­ე­ვა­ლა თბი­ლი­სის გან­ვით­რე­ბის ფონდს, ხოლო კონ­ტრო­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე და­ე­ვა­ლა ქ. თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლეს და­ვით ალა­ვი­ძეს. დად­გე­ნი­ლე­ბას ხელს აწერს თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე და­ვით ალა­ვი­ძე", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, მი­წის ფარ­თო­ბი, რო­მელ­ზეც გიგი უგუ­ლა­ვა ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას, დღემ­დე ააიპ "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" სა­კუთ­რე­ბაა.

"რო­გორც სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მის, ისე თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის 2013 წლის 17 მა­ი­სის N16.75.608 დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ნათ­ლად ჩანს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო იუ­რი­დი­ულ კავ­შირ­ში არ არის კონ­კრე­ტულ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და, შე­სა­ბა­მი­სად, გიგი უგუ­ლა­ვას მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა", - ნათ­ქვა­მია ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ეკონომიკის სამინისტრო გიგი უგულავას სიცრუეში ადანაშაულებს

ეკონომიკის სამინისტრო გიგი უგულავას სიცრუეში ადანაშაულებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულ მერს გიგი უგულავას სიცრუეში ადანაშაულებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის მთავრობის 2013 წლის 17 მაისის #16.75.608 დადგენილებით, ააიპ თბილისის განვითარების ფონდს დუშეთის რაიონში, სოფელ კაიშაურებში, "მთა ვარცლას" ტერიტორიაზე არსებული 58839 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა.

სამინისტროს ინფორმაციით, ამავე დადგენილებით თბილისის განვითარების ფონდს დაევალა გაასხვისოს - უსასყიდლოდ თანასაკუთრებაში გადასცეს შემდეგ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს - გია პეტრიაშვილს, გურამ ცერცვაძეს, ოთარ რუხაძეს, რევაზ ადამიას, ტარას ნიჟარაძეს, შპს "მაგთივინსა" და შპს "იბერკომპანის".

"ამავე დადგენილების მე-3-4 პუქტებით შესაბამისი პროცედურების გატარების უზრუნველყოფა დაევალა თბილისის განვითრების ფონდს, ხოლო კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალა ქ. თბილისის მერის მოადგილეს დავით ალავიძეს. დადგენილებას ხელს აწერს თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ფართობი, რომელზეც გიგი უგულავა ამახვილებს ყურადღებას, დღემდე ააიპ "თბილისის განვითარების ფონდის" საკუთრებაა.

"როგორც საჯარო რეესტრის მონაცემის, ისე თბილისის მთავრობის 2013 წლის 17 მაისის N16.75.608 დადგენილების თანახმად, ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იურიდიულ კავშირში არ არის კონკრეტულ უძრავ ქონებასთან და, შესაბამისად, გიგი უგულავას მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა