პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სექსუალური რევოლუცია" თუ ქართული საზოგადოების კრიზისი
"სექსუალური რევოლუცია" თუ ქართული საზოგადოების კრიზისი

მარ­ტი დად­გა და რო­გორც ჩანს, ადა­მი­ა­ნე­ბიც გა­მო­ცო­ცხლდნენ... ზოგი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­რო სა­უ­ბარს ამ­ჯო­ბი­ნებს, ზო­გიც - შო­უ­ში შიშ­ვლდე­ბა, გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი კი - სხვე­ბის ამ საქ­ცი­ელს კრი­ტი­კუ­ლად აფა­სებს. ვი­ღა­ცე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ რაკი ამ სა­კი­თხე­ბის ასე სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ე.ი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას...

ამ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას პირ­ვე­ლი მა­ინც მსა­ხი­ობ თინა მა­ხა­რა­ძის თა­მა­მი გან­ცხა­დე­ბა გვახ­სენ­დე­ბა, რო­დე­საც ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ორა­ლურ სექსზე ილა­პა­რა­კა... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამის გამო გა­სულ კვი­რას ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა, აქ­ტუ­ა­ლო­ბას დღე­საც არ კარ­გავს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­ხილ­ველ სა­კი­თხებ­ში მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებ­ზეა.

ხალ­ხს სექ­სუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე სა­ჯა­რო მსჯე­ლო­ბა, უამ­რა­ვი პრობ­ლე­მის მი­უ­ხე­და­ვად, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად მი­აჩ­ნია... ამა­ზე კი ინ­ტერ­ნეტ-პორ­ტა­ლებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ამ ხა­სი­ა­თის სტა­ტი­ე­ბის მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლო­ბა მე­ტყვე­ლებს. ამი­ტომ აზრი სპე­ცი­ა­ლის­ტებ­საც ვკი­თხეთ, რათა გა­სუ­ლი კვი­რა­ში ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში გა­ჩა­ღე­ბუ­ლი "სექ­სის კვი­რე­უ­ლი" შეგ­ვე­ფა­სე­ბი­ნა...

- რო­გორ გგო­ნი­ათ, რა არის რო დიდ პრობ­ლე­მა - ის, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში ადა­მი­ა­ნი ინ­ტი­მურ სა­კი­თხებ­ზე გახ­სნი­ლად ლა­პა­რა­კობს, თუ ის, რომ ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ შემ­დგომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­უბ­რობს?

გია ბე­როშ­ვი­ლი, სექ­სო­ლო­გი:

- სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თვე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას და­ბა­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რა აქვს. ადა­მი­ა­ნებ­მა არ იცი­ან, სად, რაზე და რა­ტომ უნდა ილა­პა­რა­კონ. თუმ­ცა ნე­ბის­მი­ე­რი მათ­გა­ნის ნება და არ­ჩე­ვა­ნია, თუ რაზე ისა­უბ­როს...

ისე, რომ იცო­დეთ, ორა­ლუ­რი სექ­სი პა­თო­ლო­გი­ად არ მი­იჩ­ნე­ვა. თუ ადა­მი­ანს ის მოს­წონს, და­კავ­დეს ამით, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ამის აფი­ში­რე­ბა, რომ ორა­ლუ­რი სექ­სი მოს­წონს, სხვა რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ცოტა უც­ნა­უ­რად ჟღერს. ამ საქ­ცი­ელ­ზე კო­მენ­ტა­რე­ბი ადაკ­ვა­ტუ­რიც და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რიც, გა­საკ­ვი­რი არ არის. რაკი ტე­ლე­ვი­ზი­ით ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია გა­ვი­და, ტრა­დი­ცი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვცხოვ­რობთ და ამას ვი­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად ნე­გა­ტი­უ­რად გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა. მაგ­რამ აქ სა­ხა­რე­ბი­დან ეპი­ზო­დიც მახ­სენ­დე­ბა, რო­დე­საც ქრის­ტე მე­ძავ­ზე ამ­ბობს, ვინც უცოდ­ვე­ლია, პირ­ვე­ლი ქვა იმან ეს­რო­ლო­სო...

სა­ქარ­თვე­ლო­ში ორა­ლუ­რი სექ­სით ალ­ბათ, არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, უბ­რა­ლოდ ისი­ნი ამას არ აფიქ­სი­რე­ბენ და ამა­ზე ხმა­მაღ­ლა არ ლა­პა­რა­კო­ბენ... არა­ვის საქ­მეა, ლო­გინ­ში ვინ რას აკე­თებს. თუ ეს მათ­თვის მი­სა­ღე­ბია, აკე­თონ და ვი­მე­ო­რებ, ორა­ლუ­რი სექ­სი სა­მე­დი­ცი­ნო სექ­სო­ლო­გი­ის თვალ­საზ­რი­სით, პა­თო­ლო­გი­ად არ მი­იჩ­ნე­ვა, მაგ­რამ ამის აფი­ში­რე­ბა, ქუ­ჩა­ში პლა­კა­ტე­ბის გა­ჭიმ­ვა, რომ ასე­თი სექ­სი გიყ­ვარს, არა­ე­თი­კუ­რია. თუ თინა მა­ხარ­ძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში "სექ­სუ­ა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის" მოხ­დე­ნა უნდა, ამით მა­ინ­ცდა­მა­ინც კარგ შე­დეგს ვერ მი­ი­ღებს, გარ­და იმი­სა, რომ უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რე­ბის მსხვერ­პლი გახ­დე­ბა, რად­გა­ნაც ვი­მე­ო­რებ, ამა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ჯა­როდ, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არ ლა­პა­რა­კო­ბენ.

- მაგ­რამ ამ თე­მა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­ბა­ტე­ბი რა­ტომ არ სრულ­დე­ბა, ეს რა­ღას უნდა მი­ვა­წე­როთ? თა­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხომ არ აქვს რა­ი­მე პრობ­ლე­მა?

- მსგავ­სი პრობ­ლე­მა ყვე­ლა ერ­შია. მა­ინ­ცდა­მა­ინც არც სა­ზღავრგა­რეთ მი­ე­სალ­მე­ბი­ან ასეთ თა­მამ გა­მოს­ვლებს. მე­ტიც, საკ­მა­ოდ პუ­რი­ტა­ნუ­ლად უყუ­რე­ბენ მსგავს რა­ღა­ცებს. აქ სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს ვგუ­ლის­ხმობ, ვი­საც ჭკუა მო­ე­კი­თხე­ბა. ახალ­გაზ­რდე­ბი საკ­მა­ოდ ბევ­რის უფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ სა­კუ­თარ თა­ვებს. ცოტა ხან­ში შე­ფა­სე­ბე­ბი შე­ეც­ვლე­ბათ, ისე­ვე რო­გორც ჩვენ, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ბევ­რი სი­სუ­ლე­ლე ჩაგ­ვი­დე­ნია, რა­ზეც წლე­ბის მერე გვი­ნა­ნია.

ყვე­ლა­ფე­რი კი სა­ბო­ლო­ოდ და­ბა­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ბრა­ლია და ზო­გა­დად კულ­ტუ­რის...

სო­ფია ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი, პრაქ­ტი­კო­სი ფსი­ქო­ლო­გი და ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, ფსი­ქო­ლოგ­თა და ფსი­ქო­თე­რა­პევტთა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი:

- თუ ადა­მი­ანს უხერ­ხულ შე­კი­თხვას უს­ვა­მენ, მას­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ გა­ცე­მა, მისი ნე­ბაა და ამა­ში პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ... არ მინ­და, კონ­კრე­ტუ­ლად თი­ნა­ზე ვი­ლა­პა­რა­კო, რად­გან პი­რა­დად არ ვიც­ნობ და მას­ზე სა­უ­ბა­რი ჭო­რა­ო­ბას არ და­ემ­სგავ­სოს, თუმ­ცა თი­ნა­ზე ბერი კარ­გი მსმე­ნია. იმ ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც მაქვს, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნიც კია, თა­ვი­სი თა­ო­ბის სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ინ­ტი­მურ, თუ პი­რად სა­კი­თხებ­ზე ლა­პა­რა­კობს და ამით სხვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი არ ირ­ღვე­ვა, სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს, გა­მოთ­ქვას აზრი. მოკ­ლედ, მისი აზ­რის გა­მოთ­ქმა ჩემი უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას არ უნდა გუ­ლის­ხმობ­დეს. ის, რომ ერ­თმა ადა­მი­ან­მა თქვა, ჩემ­თვის ორა­ლუ­რი სექ­სი მი­სა­ღე­ბია, - ეს ჩემს უფ­ლე­ბას ნამ­დვი­ლად არ არ­ღვევს!

ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სექ­სო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რი და ჯან­მრთე­ლია, რაც ორ ადა­მი­ანს შო­რის სა­წოლ­ში სექ­სის დროს ხდე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მის სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და თუ ის ორი­ვეს სი­ა­მოვ­ნებს და ერთი ადა­მი­ა­ნის მიერ მე­ო­რე­ზე ძა­ლა­დო­ბა არ ხდე­ბა, მი­სა­ღე­ბია. მაგ­რამ სხვა სა­კი­თხია, ისი­ნი ამის შეს­ხებ სა­ჯა­როდ ილა­პა­რა­კე­ბენ თუ – არა. თუმ­ცა ინ­ტი­მი სწო­რედ იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ეს სა­ჯა­რო არ არის! თუმ­ცა ესეც მათი ნე­ბაა. მე ერთ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს რომ მკი­თხოთ, არ ვი­ლა­პა­რა­კებ­დი, ჩემ­თვის პი­რა­დი ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია, ჩე­მია, ინ­ტი­მუ­რია და სა­კუ­თა­რი ნე­ბით არ გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ­დი. თუმ­ცა თი­ნას ეს ნათ­ქვა­მი, არ ნიშ­ნავს, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა გა­რეთ გა­მო­ფი­ნა. ეს უბ­რა­ლოდ მისი მო­საზ­რე­ბაა, რო­მელ­საც მგო­ნია, რომ უფრო გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვიდ­რე პირ­და­პი­რი (პირ­და­პი­რი, რომ ჰქონ­დეს არც ესაა არა­ნორ­მა­ლუ­რი და ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟის ასა­ტე­ხი). ჩემ­თვის პრობ­ლე­მუ­რი ის უფ­როა, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მისი ის სი­ტყვე­ბი პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით გა­ი­გო და მის ქვე აზრს არ და­უ­ფიქ­რდა და სა­ო­ცა­რი აურ­ზა­უ­რი მოჰ­ყვა. ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში (მსგავს სა­კი­თხებ­ზე მსჯე­ლო­ბის ფონ­ზე) არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე მი­უ­თი­თებს. თუ სექ­სუ­ა­ლუ­რი თავლსაზ­რი­სით, ყვე­ლა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლია, ჯან­მრთე­ლია, მა­შინ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი სექსზე ნაკ­ლე­ბად ლა­პა­რა­კო­ბენ. ეს აქ­სი­ო­მაა! ამ ყვე­ლაფ­რის ასე ატა­ცე­ბა იმის მაჩ­ვე­ნებ­ლია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უჭირს, "ვერ­ბა­ლუ­რი ანა­ნიზ­მით" არის და­კა­ვე­ბუ­ლი! ჩემი უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბი, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს­თან კავ­ში­რი აქვს, ასე­თი ფაქ­ტე­ბით გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი რჩე­ბი­ან, ვერ ხვდე­ბი­ან, ადა­მი­ა­ნე­ბი ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ასე აჟი­ტი­რე­ბუ­ლე­ბი რა­ტომ არი­ან.

- და მარ­თლაც რა­ტომ არი­ან?

- ადა­მი­ა­ნებ­ში ფსი­ქო-სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტია. ზოგს ამ სა­კი­თხში "ჩა­უ­ხე­დავს" ფსი­ქო-სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა სექ­სის პო­ზე­ბი­სა და სექ­სის სწავ­ლე­ბა ჰგო­ნია. ამას არ გუ­ის­ხმობს, რო­გორც მა­ვანს მი­აჩ­ნია. ეს თით­ქმის გე­ნე­დე­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბაა, რო­დე­საც ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად, ვა­ჟის და გო­გო­ნას ქცე­ვაა, ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბაა, ანუ ამა თუ იმ ასაკ­ში რო­გო­რია გო­გო­ნას და ვა­ჟის ფსი­ქო-ემო­ცი­უ­რი თუ სექ­სუ­ა­ლუ­რი (ანუ სქე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე) ქმე­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, რო­მელ ასაკ­ში რა სა­ხის ჰი­გი­ე­ბუ­რი წე­სე­ბის დაც­ვაა სა­ჭი­რო, რო­გო­რი ქცე­ვაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი, რა სა­ხის საფრ­თხე­ე­ბი არ­სე­ბობს მო­უმ­წი­ფებ­ლად რა­ი­მე მოქ­მე­დე­ბის (თუნ­დაც სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბის) გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას და რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი შე­საძ­ლო ბიო-ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა­გან. ფსი­ქო-სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი­საა და ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს უწევს პრო­პა­გან­დას. ის, ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­მრთე­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია! ფსი­ქო-სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი რომ არ­სე­ბობს, ამა­ზე უპირ­ვე­ლე­ა­სად ის მე­ტყვე­ლებს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ელე­მენ­ტა­რუ­ლად და­უ­ბა­ნელ-ჩა­უ­ბან­ლე­ბი და­დი­ან (სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტით ვერ იმ­გზავ­რებ). ეს პირ­ველ რიგ­ში გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის ბრა­ლია. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ბევ­რი ინ­ფექ­ცია ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის არ დაც­ვით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი... ამის გარ­და ფსი­ქო-სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის ნი­შა­ნია, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბი, ად­რე­უ­ლი ფეხ­მძი­მო­ბე­ბი (ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი ძალ­ზე პა­ტა­რა ასა­კის მქო­ნე თუ ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე გო­გო­ნე­ბის), ხე­ლოვ­ნუ­რი აბორ­ტე­ბის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი (სამ­წუ­ხა­როდ, ეს 13-14 წლის ასაკ­ში გვხვდე­ბა და ასე­ვე მო­წი­ფუ­ლი ასა­კის ქალ­ბა­ტო­ნებ­ში) და უამ­რა­ვი სხვა მარ­თლაც პრობ­ლე­მა!

ამი­ტომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ნორ­მი­სა და პა­თო­ლო­გე­ბის შე­სა­ხებ, იმის­გან გვი­ცავს, რომ თინა მა­ხა­რა­ძის ნათ­ქვა­მი ისე არ გა­ი­გონ, რომ ყვე­ლა­ნი ორა­ლუ­რი სექ­სით დავ­კავ­დეთ. ვი­მე­ო­რებ, ნე­ბის­მი­ე­რი წყვი­ლის საქ­მეა, რი­თიც უნდა, იმით დაკ­ლავ­დეს, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თი­ნას ის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით არ უთ­ქვამს. ხომ შე­იძ­ლე­ბა ეს მის­გან დიდი პრო­ტეს­ტის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა იყოსნს, იმ სიბ­ნე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ რო­მე­ლიც ასეა გა­მე­ფე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დე­ო­ბა­ში?!

- ამ ნათ­ქვა­მით ის ან­გრევს სტე­რე­ო­ტიპს?

- კი არ ან­გრევს, უბ­რა­ლოდ ამ თე­მა­ზე გა­ლა­პა­რა­კებს. ამ სა­კი­თხზე ადრე თუ გვი­ან ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა სწო­რი აზრი, მაგ­რამ თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ჩა­რე­ვა არ მოხ­და, მსგავ­სი აჟი­ტი­რე­ბე­ბით ამის გან­ხორ­ცი­ელ­ბა არ მო­ხერ­ხდე­ბა.

მე მა­გა­ლი­თად ისიც მა­წუ­ხებს, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი კომ­პი­უ­ტერ­თან არი­ან მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი და რე­ა­ლუ­რად სექ­სი ნაც­ვლად, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სექ­სით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. ეს პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლად არის, სექ­სის დე­ფი­ცი­ტია. გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა და სიბ­ნე­ლეა ამ მხრივ, ოჯახ­ში პი­რა­დი მა­გა­ლი­თი არ კმა­რა, მაგ­რამ მშობ­ლე­ბიც აღ­რე­უ­ლი არი­ან რო­ლებ­ში და ოჯა­ხუ­რი იერ­არ­ქია დარ­ღვე­უ­ლია. ახალ­გაზ­რდა კაცი მი­ჩე­რე­ბუ­ლია კომ­პი­უ­ტერს და ირი­ბად თავს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლად გრძნობს... რე­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში კი უჭირს თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი აქვს. მომ­რავ­ლდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ცი­ო­ფო­ბი­ით.…მოკ­ლედ, აქ ნახ­სე­ნე­ბი სიმპტომ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა იმის მაჩ­ვე­ნებ­ლია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ მხრივ სე­რი­ო­ზუ­ლად ავა­დაა და მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა!

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

"სექსუალური რევოლუცია" თუ ქართული საზოგადოების კრიზისი

"სექსუალური რევოლუცია" თუ ქართული საზოგადოების კრიზისი

მარტი დადგა და როგორც ჩანს, ადამიანებიც გამოცოცხლდნენ... ზოგი სექსუალური ცხოვრების შესახებ საჯარო საუბარს ამჯობინებს, ზოგიც - შოუში შიშვლდება, გარკვეული ჯგუფი კი - სხვების ამ საქციელს კრიტიკულად აფასებს. ვიღაცები მიიჩნევენ, რომ რაკი ამ საკითხების ასე საჯარო განხილვა მიმდინარეობს, ე.ი. საზოგადოება სერიოზული პრობლემის წინაშე დგას...

ამ თემაზე საუბრისას პირველი მაინც მსახიობ თინა მახარაძის თამამი განცხადება გვახსენდება, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში ორალურ სექსზე ილაპარაკა... მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო გასულ კვირას ყურადღების ცენტრში მოექცა, აქტუალობას დღესაც არ კარგავს და საზოგადოების განსახილველ საკითხებში მოწინავე პოზიციებზეა.

ხალხს სექსუალურ საკითხებზე საჯარო მსჯელობა, უამრავი პრობლემის მიუხედავად, პრიორიტეტულად მიაჩნია... ამაზე კი ინტერნეტ-პორტალებზე განთავსებული ამ ხასიათის სტატიების მაღალრეიტინგულობა მეტყველებს. ამიტომ აზრი სპეციალისტებსაც ვკითხეთ, რათა გასული კვირაში ჩვენს ცხოვრებაში გაჩაღებული "სექსის კვირეული" შეგვეფასებინა...

- როგორ გგონიათ, რა არის რო დიდ პრობლემა - ის, რომ სატელევიზიო გადაცემაში ადამიანი ინტიმურ საკითხებზე გახსნილად ლაპარაკობს, თუ ის, რომ ამ ფაქტის შესახებ შემდგომ საზოგადოება საუბრობს?

გია ბეროშვილი, სექსოლოგი:

- სამწუხაროდ, ქართველების უმრავლესობას დაბალი სექსუალური კულტურა აქვს. ადამიანებმა არ იციან, სად, რაზე და რატომ უნდა ილაპარაკონ. თუმცა ნებისმიერი მათგანის ნება და არჩევანია, თუ რაზე ისაუბროს...

ისე, რომ იცოდეთ, ორალური სექსი პათოლოგიად არ მიიჩნევა. თუ ადამიანს ის მოსწონს, დაკავდეს ამით, მაგრამ ტელევიზიაში ამის აფიშირება, რომ ორალური სექსი მოსწონს, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ცოტა უცნაურად ჟღერს. ამ საქციელზე კომენტარები ადაკვატურიც და არაადეკვატურიც, გასაკვირი არ არის. რაკი ტელევიზიით ასეთი ინფორმაცია გავიდა, ტრადიციულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ამას ვიღაც აუცილებლად ნეგატიურად გამოეხმაურება. მაგრამ აქ სახარებიდან ეპიზოდიც მახსენდება, როდესაც ქრისტე მეძავზე ამბობს, ვინც უცოდველია, პირველი ქვა იმან ესროლოსო...

საქართველოში ორალური სექსით ალბათ, არიან დაკავებულები, უბრალოდ ისინი ამას არ აფიქსირებენ და ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ... არავის საქმეა, ლოგინში ვინ რას აკეთებს. თუ ეს მათთვის მისაღებია, აკეთონ და ვიმეორებ, ორალური სექსი სამედიცინო სექსოლოგიის თვალსაზრისით, პათოლოგიად არ მიიჩნევა, მაგრამ ამის აფიშირება, ქუჩაში პლაკატების გაჭიმვა, რომ ასეთი სექსი გიყვარს, არაეთიკურია. თუ თინა მახარძეს საქართველოში "სექსუალური რევოლუციის" მოხდენა უნდა, ამით მაინცდამაინც კარგ შედეგს ვერ მიიღებს, გარდა იმისა, რომ უარყოფით კომენტარების მსხვერპლი გახდება, რადგანაც ვიმეორებ, ამაზე ადამიანები საჯაროდ, ტელევიზიაში არ ლაპარაკობენ.

- მაგრამ ამ თემაზე საზოგადოების დებატები რატომ არ სრულდება, ეს რაღას უნდა მივაწეროთ? თავად საზოგადოებას ხომ არ აქვს რაიმე პრობლემა?

- მსგავსი პრობლემა ყველა ერშია. მაინცდამაინც არც საზღავრგარეთ მიესალმებიან ასეთ თამამ გამოსვლებს. მეტიც, საკმაოდ პურიტანულად უყურებენ მსგავს რაღაცებს. აქ საზოგადოების იმ ნაწილს ვგულისხმობ, ვისაც ჭკუა მოეკითხება. ახალგაზრდები საკმაოდ ბევრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავებს. ცოტა ხანში შეფასებები შეეცვლებათ, ისევე როგორც ჩვენ, ახალგაზრდობაში ბევრი სისულელე ჩაგვიდენია, რაზეც წლების მერე გვინანია.

ყველაფერი კი საბოლოოდ დაბალი სექსუალური კულტურის ბრალია და ზოგადად კულტურის...

სოფია ვერულაშვილი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი:

- თუ ადამიანს უხერხულ შეკითხვას უსვამენ, მასზე პასუხის გაცემა არ გაცემა, მისი ნებაა და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ... არ მინდა, კონკრეტულად თინაზე ვილაპარაკო, რადგან პირადად არ ვიცნობ და მასზე საუბარი ჭორაობას არ დაემსგავსოს, თუმცა თინაზე ბერი კარგი მსმენია. იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც მაქვს, თქვენ წარმოიდგინეთ, მისაბაძი ადამიანიც კია, თავისი თაობის საუკეთესო წარმომადგენელი.

როდესაც ადამიანი ინტიმურ, თუ პირად საკითხებზე ლაპარაკობს და ამით სხვა ადამიანის უფლებები არ ირღვევა, სრული უფლება აქვს, გამოთქვას აზრი. მოკლედ, მისი აზრის გამოთქმა ჩემი უფლების დარღვევას არ უნდა გულისხმობდეს. ის, რომ ერთმა ადამიანმა თქვა, ჩემთვის ორალური სექსი მისაღებია, - ეს ჩემს უფლებას ნამდვილად არ არღვევს!

ფსიქოლოგიური და სექსოლოგიური თვალსაზრისით, ყველაფერი ნორმალური და ჯანმრთელია, რაც ორ ადამიანს შორის საწოლში სექსის დროს ხდება, ნებისმიერი ფორმის სექსუალური აქტივობა და თუ ის ორივეს სიამოვნებს და ერთი ადამიანის მიერ მეორეზე ძალადობა არ ხდება, მისაღებია. მაგრამ სხვა საკითხია, ისინი ამის შესხებ საჯაროდ ილაპარაკებენ თუ – არა. თუმცა ინტიმი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ეს საჯარო არ არის! თუმცა ესეც მათი ნებაა. მე ერთ კონკრეტულ ადამიანს რომ მკითხოთ, არ ვილაპარაკებდი, ჩემთვის პირადი ხელშეუხებელია, ჩემია, ინტიმურია და საკუთარი ნებით არ გავასაჯაროებდი. თუმცა თინას ეს ნათქვამი, არ ნიშნავს, რომ პირადი ცხოვრება გარეთ გამოფინა. ეს უბრალოდ მისი მოსაზრებაა, რომელსაც მგონია, რომ უფრო გადატანითი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პირდაპირი (პირდაპირი, რომ ჰქონდეს არც ესაა არანორმალური და ასეთი აჟიოტაჟის ასატეხი). ჩემთვის პრობლემური ის უფროა, როდესაც საზოგადოებამ მისი ის სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და მის ქვე აზრს არ დაუფიქრდა და საოცარი აურზაური მოჰყვა. ეს საზოგადოებაში (მსგავს საკითხებზე მსჯელობის ფონზე) არსებული პრობლემის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. თუ სექსუალური თავლსაზრისით, ყველა დაკმაყოფილებულია, ჯანმრთელია, მაშინ ასეთი ადამიანები სექსზე ნაკლებად ლაპარაკობენ. ეს აქსიომაა! ამ ყველაფრის ასე ატაცება იმის მაჩვენებლია, რომ საზოგადოებას უჭირს, "ვერბალური ანანიზმით" არის დაკავებული! ჩემი უცხოელი კოლეგები, ვისაც საქართველოსთან კავშირი აქვს, ასეთი ფაქტებით გაკვირვებულები რჩებიან, ვერ ხვდებიან, ადამიანები ამ საკითხებთან დაკავშირებით ასე აჟიტირებულები რატომ არიან.

- და მართლაც რატომ არიან?

- ადამიანებში ფსიქო-სექსუალური განათლების დეფიციტია. ზოგს ამ საკითხში "ჩაუხედავს" ფსიქო-სექსუალური განათლება სექსის პოზებისა და სექსის სწავლება ჰგონია. ამას არ გუისხმობს, როგორც მავანს მიაჩნია. ეს თითქმის გენედერული განათლებაა, როდესაც ასაკის შესაბამისად, ვაჟის და გოგონას ქცევაა, ჰიგიენური ნორმების შესახებ განათლებაა, ანუ ამა თუ იმ ასაკში როგორია გოგონას და ვაჟის ფსიქო-ემოციური თუ სექსუალური (ანუ სქესიდან გამომდინარე) ქმედება. მაგალითად, რომელ ასაკში რა სახის ჰიგიებური წესების დაცვაა საჭირო, როგორი ქცევაა მიზანშეწონილი, რა სახის საფრთხეები არსებობს მოუმწიფებლად რაიმე მოქმედების (თუნდაც სქესობრივი ცხოვრების დაწყების) განხორციელებისას და როგორ უნდა დავიცვათ თავი შესაძლო ბიო-ფსიქო-სოციალური პრობლემებისაგან. ფსიქო-სექსუალური განათლება, პრევენციული ხასიათისაა და ცხოვრების ჯანსაღ წესს უწევს პროპაგანდას. ის, ცალკეული ადამიანის, თუ საზოგადოების ჯანმრთელი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია! ფსიქო-სექსუალური განათლების დეფიციტი რომ არსებობს, ამაზე უპირველეასად ის მეტყველებს, რომ ადამიანები ელემენტარულად დაუბანელ-ჩაუბანლები დადიან (საზოგადოებრივ ტრანსპორტით ვერ იმგზავრებ). ეს პირველ რიგში გაუნათლებლობის ბრალია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბევრი ინფექცია ჰიგიენური ნორმების არ დაცვით არის გამოწვეული... ამის გარდა ფსიქო-სექსუალური გაუნათლებლობის ნიშანია, ადრეული ქორწინებები, ადრეული ფეხმძიმობები (ქორწინებაში მყოფი ძალზე პატარა ასაკის მქონე თუ ქორწინების გარეშე გოგონების), ხელოვნური აბორტების კატასტროფული მაჩვენებლები (სამწუხაროდ, ეს 13-14 წლის ასაკში გვხვდება და ასევე მოწიფული ასაკის ქალბატონებში) და უამრავი სხვა მართლაც პრობლემა!

ამიტომ პროფესიონალების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ნორმისა და პათოლოგების შესახებ, იმისგან გვიცავს, რომ თინა მახარაძის ნათქვამი ისე არ გაიგონ, რომ ყველანი ორალური სექსით დავკავდეთ. ვიმეორებ, ნებისმიერი წყვილის საქმეა, რითიც უნდა, იმით დაკლავდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თინას ის პირდაპირი მნიშვნელობით არ უთქვამს. ხომ შეიძლება ეს მისგან დიდი პროტესტის გამოხატულება იყოსნს, იმ სიბნელის წინააღმდეგ რომელიც ასეა გამეფებული საზოგადეობაში?!

- ამ ნათქვამით ის ანგრევს სტერეოტიპს?

- კი არ ანგრევს, უბრალოდ ამ თემაზე გალაპარაკებს. ამ საკითხზე ადრე თუ გვიან ჩამოყალიბდება სწორი აზრი, მაგრამ თუ პროფესიონალების ჩარევა არ მოხდა, მსგავსი აჟიტირებებით ამის განხორციელბა არ მოხერხდება.

მე მაგალითად ისიც მაწუხებს, რომ ახალგაზრდები კომპიუტერთან არიან მიჯაჭვულები და რეალურად სექსი ნაცვლად, ვირტუალური სექსით არიან დაკავებულები. ეს პრობლემა საქართველოში ნამდვილად არის, სექსის დეფიციტია. გაუნათლებლობა და სიბნელეა ამ მხრივ, ოჯახში პირადი მაგალითი არ კმარა, მაგრამ მშობლებიც აღრეული არიან როლებში და ოჯახური იერარქია დარღვეულია. ახალგაზრდა კაცი მიჩერებულია კომპიუტერს და ირიბად თავს დაკმაყოფილებულად გრძნობს... რელურ ცხოვრებაში კი უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის პრობლემები აქვს. მომრავლდნენ ადამიანები სოციოფობიით.…მოკლედ, აქ ნახსენები სიმპტომთა ერთობლიობა იმის მაჩვენებლია, რომ საზოგადოება ამ მხრივ სერიოზულად ავადაა და მკურნალობა სჭირდება!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია