მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია სუხიტაშვილი : ძალიან მომწონს ძლიერი მამაკაცები...
ია სუხიტაშვილი : ძალიან მომწონს ძლიერი მამაკაცები...

თე­ბერ­ვალ­ში ბერ­ლინ­ში "ბერ­ლი­ნა­ლეს" 64-ე კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი გა­ი­მარ­თა, სა­დაც ორი ქარ­თუ­ლი ფილ­მი: ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლის "შემ­თხვე­ვი­თი შეხ­ვედ­რე­ბი" და თი­ნა­თინ ყა­ჯრიშ­ვი­ლის "პა­ტარ­ძლე­ბი" წა­რად­გი­ნეს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ობ­მა ია სუ­ხი­ტაშ­ვილ­მა და­წე­რა, რომ "ბერ­ლი­ნა­ლეს" კი­ნოკ­რი­ტი­კო­სებ­მა მათი ფილ­მი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ი­ღეს და კარ­გი შე­ფა­სე­ბე­ბიც მის­ცეს, რა­მაც ცხა­დია, გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რა. იას რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ვეწ­ვი­ეთ და ამ თე­მა­ზე დაწ­ვრი­ლე­ბით ვე­სა­უბ­რეთ.

- "შემ­თხვე­ვით შეხ­ვედ­რებ­ში" ერთ-ერთ მთა­ვარ როლს ვას­რუ­ლებ. ბერ­ლი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 6 თე­ბერ­ვალს გა­იხ­სნა, მაგ­რამ ჩვე­ნი ფილ­მის ჩვე­ნე­ბა 7 თე­ბერ­ვლის სა­ღა­მოს იყო. მა­ნამ­დე ფილ­მი ნა­ნა­ხი არ მქონ­და. სა­ერ­თოდ, ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვილს არ უყ­ვარს მსა­ხი­ო­ბე­ბის შეკ­რე­ბა და მათ­თვის ფილ­მის ჩვე­ნე­ბა მა­ნამ, ვიდ­რე ის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში არ გავა. უც­ნა­უ­რი რამ მჭირს: როცა მა­სა­ლა ნა­ნა­ხი არ მაქვს, პრე­მი­ე­რას ყო­ველ­თვის და­ძა­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ. რთუ­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვის ეკ­რან­ზე ყუ­რე­ბა 400 ადა­მი­ან­თან, მათ შო­რის - კი­ნოკ­რი­ტი­კო­სებ­თან ერ­თად. ისი­ნი მაქ­სი­მუმ, 20 წუთი მო­იც­დი­ან და თუ ფილ­მი არ და­ა­ინ­ტე­რე­სებთ, დარ­ბაზს და­ტო­ვე­ბენ. "სხვა­ნა­ი­რი" თვა­ლი აქვთ და ეს დრო საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ მიხ­ვდნენ, ფილ­მი ხა­რის­ხი­ა­ნია თუ არა. ჩვე­ნი ფილ­მის ყუ­რე­ბი­სას სა­ო­ცა­რი რე­აქ­ცი­ე­ბი ჰქონ­დათ. მათ­თან ერ­თად, ამ ფილმში მეც ბევ­რი რამ აღ­მო­ვა­ჩი­ნე. მივ­ხვდი, რომ გა­უ­აზ­რებ­ლად ისე­თი რა­ღა­ცე­ბი გა­მი­კე­თე­ბია, რა­ზეც გა­და­ღე­ბის დროს არ მი­ფიქ­რია. ეპი­ზო­დუ­რად ტაშ­საც გვიკ­რავ­დნენ, ჩვე­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი სცე­ნა­ზე მიგ­ვიწ­ვი­ეს. იქ ლე­ვან­მა ჩუ­მად მი­თხრა: მე­გო­ნა, მა­გა­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი დრა­მა გა­და­ვი­ღე, თურ­მე, კო­მე­დი­ა­ზე მი­მუ­შა­ვი­აო. ეს იმი­ტომ თქვა, რომ ფილ­მის მსვლე­ლო­ბი­სას, გარ­კვე­ულ ეპი­ზო­დებ­ზე კრი­ტი­კო­სებ­მა იცი­ნეს კი­დეც... პირ­ვე­ლი დღის ჩვე­ნე­ბა მე­ო­რე დღეს გან­სა­ზღვრავს, ჩვენს ფილმზე კი მე­ო­რე დღე­საც სრუ­ლი ანშლა­გი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ფილ­მს: მას­ში ბევ­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ამ­ბა­ვია თავ­მოყ­რი­ლი. კრი­ტი­კო­სებ­მა ჩემს გმირ­ზე თქვეს, - ქა­ლის ძლი­ე­რი მხა­რეა წარ­მო­ჩე­ნი­ლიო. ამან გაგ­ვაკ­ვირ­ვა, რად­გან გა­და­ღე­ბის პრო­ცეს­ში ამა­ზე არც მე და არც რე­ჟი­სორს არ გვი­ფიქ­რია. თუმ­ცა, მათ არ­გუ­მენ­ტე­ბით დაგ­ვიმ­ტკი­ცეს, რომ ფილმში "პა­რა­დი" ქალს მიჰ­ყავს. ეს გა­საკ­ვი­რი არც არის, რად­გან XXI სა­უ­კუ­ნე­ში ნამ­დვი­ლად, ძლი­ე­რი ქა­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ. თუნ­დაც კინო ავი­ღოთ: ბოლო დროს 3 ისე­თი მა­გა­რი ფილ­მი გა­და­ი­ღო სამ­მა მა­გარ­მა ქალ­მა რე­ჟი­სორ­მა, რომ გა­გიჟ­დე­ბი.

- იქ­ნებ დაგ­ვი­კონ­კრე­ტო, ვის გუ­ლის­ხმობ?

- რუ­სი­კო ჭყო­ნი­ამ გა­და­ი­ღო - "გა­ი­ღი­მეთ", თაკო ყა­ჯრიშ­ვილ­მა - "პა­ტარ­ძლე­ბი", ნანა ექ­ვთი­მიშ­ვილ­მა - "გრძე­ლი ნა­თე­ლი დღე­ე­ბი". მაგ­რამ ამით იმას არ ვამ­ბობ, რომ ძლი­ე­რი ქა­ლის ფე­ნო­მე­ნი მხიბ­ლავს და კა­ცებს ვაკ­ნი­ნებ, პი­რი­ქით - ძა­ლი­ან მომ­წონს ძლი­ე­რი მა­მა­კა­ცე­ბი... ამ ფეს­ტი­ვალ­ზე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა და­ვან­გრი­ოთ ის სტე­რე­ო­ტი­პი, თით­ქოს ჩვე­ნი იუ­მო­რი მხო­ლოდ მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას ეს­მის. თუ იუ­მო­რი ხა­რის­ხი­ა­ნად და გე­მოვ­ნე­ბით არის გა­კე­თე­ბუ­ლი, ზიმ­ბაბ­ვე­შიც რომ ჩა­ი­ტა­ნო, იქაც გა­გი­გე­ბენ. ბერ­ლინ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ყვე­ლა რე­ცენ­ზი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად თა­მა­შო­ბენ და როცა ამ რე­ცენ­ზი­ებ­ში ჩემ­ზე სა­უბ­რო­ბენ, აუ­ცი­ლებ­ლად ახ­სე­ნე­ბენ ფილ­მს "გა­ი­ღი­მეთ". ეს ფილ­მი მარ­თა­ლია, "ბერ­ლი­ნა­ლე­ზე" არ გვქო­ნია, მაგ­რამ ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე იყო წარ­დგე­ნი­ლი და ალ­ბათ, გერ­მა­ნე­ლებს იქი­დან ვახ­სო­ვარ.

- სხვა ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბებ­საც და­ეს­წა­რი?

- სამ­წუ­ხა­როდ, ვერ და­ვეს­წა­რი, რად­გან ბერ­ლინ­ში პირ­ვე­ლად გახლ­დით და ქა­ლა­ქის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, გარ­თობა მო­მინ­და. იქ ჩა­სუ­ლი მხო­ლოდ ბერ­ლი­ნის კე­დელს ხომ არ ვნა­ხავ­დი? მათი კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დი. ჰოდა, ახლა ყვე­ლას, ვინც ბერ­ლინ­ში პირ­ვე­ლად ჩავა, ვურ­ჩევ, რომ და­ძი­ნე­ბის ნაც­ვლად ღამე კლუ­ბებ­ში გა­ა­ტა­როს.

- მიკ­ვირს, ამას რომ ამ­ბობ. რო­გორც ვიცი, კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით არ გა­მო­ირ­ჩე­ვი.

- მარ­თა­ლი ხარ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე იხ­სნე­ბა და იკე­ტე­ბა კლუ­ბე­ბი, რომ იქ ერთხე­ლაც არ მივ­დი­ვარ: ჯერ ერთი, სპექ­ტაკ­ლიც და გა­და­ღე­ბე­ბიც ისე გვი­ან მთავ­რდე­ბა და სა­მუ­შა­ო­თი ისე ვიღ­ლე­ბი, რომ კლუ­ბებ­ში სი­ა­რუ­ლის სურ­ვი­ლი აღარ მაქვს; გარ­და ამი­სა, რამ­დენ­ჯე­რაც წა­ვე­დი, იმ­დენ­ჯერ არა­ვინ შე­მარ­გო იქ ყოფ­ნა და გარ­თო­ბა. ვი­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად ჩხუ­ბობს, ლე­წა­ვენ ყვე­ლა­ფერს... მოკ­ლედ, "გო­ი­მო­ბა" ხდე­ბა.

- ცეკ­ვა გიყ­ვარს?

- ცეკ­ვაც მიყ­ვარს და კარ­გად მო­ცეკ­ვა­ვე ადა­მი­ა­ნის ყუ­რე­ბაც. მა­გა­ლი­თად, ჩემი მე­უღ­ლე - მიშა ფან­ტას­ტი­კუ­რად ცეკ­ვავს. ასეთ დროს მირ­ჩევ­ნია, ვიჯ­დე და მისი ცეკ­ვით დავ­ტკბე... ბერ­ლი­ნი­დან გა­მომ­გზავ­რე­ბის წი­ნა­ღა­მეს, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, კვლავ კლუბ­ში წა­ვე­დი. იქ ვი­ღაც ტიპი მო­მაშ­ტერ­და. მერე მო­ვი­და და მკი­თხა, - შენ ხომ მსა­ხი­ო­ბი ხარ, "კიპ სმა­ი­ლინ­გი­და­ნო"? - კი-მეთ­ქი. - მერე თვი­თო­ნაც გა­მეც­ნო. იტა­ლი­ე­ლი პრო­დი­უ­სე­რი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი გა­მო­მარ­თვა და თა­ვი­სიც და­მი­ტო­ვა. ამ შეხ­ვედ­რამ ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა.

- გარ­და ცნო­ბი­ლი პრო­დი­უ­სე­რე­ბი­სა, ფეს­ტი­ვალ­ზე ალ­ბათ არა­ერ­თი "ვარ­სკვლა­ვიც" იყო.

- მარ­თა­ლია. იქ ჯორჯ კლუ­ნი, ჯეფ­რი რაში და სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბიც იყ­ვნენ, მაგ­რამ ვერც ერთი ვერ ვნა­ხე. ერთი რამ არ მეს­მის: ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იმა­თაც იწ­ვევს და მეც მი­მიწ­ვი­ეს; ისი­ნიც მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან და მეც ამ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი ვარ. ჰოდა, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ფეს­ტი­ვა­ლის გახ­სნის დღეს მა­ინც გვქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, ამ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად დავ­დგეთ?

- "ბერ­ლი­ნა­ლემ­დე" ვე­ნე­ცი­ის ფეს­ტი­ვალ­ზეც იყა­ვი, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გა­შუქ­და.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს გუნდში ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც იყ­ვნენ, რა­ტომ­ღაც იზარ­მა­ცეს და ეს ყვე­ლა­ფე­რი არ გა­ა­შუ­ქეს. გა­სა­გე­ბია, რომ იქ ჩვენ მიერ ჩა­ტა­ნი­ლი ფილ­მი არა­სა­კონ­კურ­სო იყო, მაგ­რამ ეს რე­ჟი­სო­რის დე­ბი­უ­ტი გახ­ლდათ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დიდი დარ­ბა­ზი გა­ივ­სო ხალ­ხით, ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კი პრე­მი­ე­რა­საც არ და­ეს­წრნენ და რო­მე­ლი­ღაც ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ობ­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად გა­იქ­ცნენ. მერე მათ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­გან საყ­ვე­დუ­რიც მი­ი­ღეს... უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ იქ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მცნობ­და. მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, - შენ გვან­ცა (ასე ჰქვია ჩემს გმირს ფილმში "გა­ი­ღი­მეთ") ხარო?

- რო­გორც ვიცი, ფეს­ტი­ვა­ლი­დან დრო­ზე ადრე ჩა­მოხ­ვე­დი. რა­ტომ?

- გა­და­ღე­ბე­ბი მე­წყე­ბა და წი­ნა­მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი უნდა გა­ვი­ა­რო. სამ­წუ­ხა­როდ, იქ ფეს­ტი­ვა­ლის ბო­ლომ­დე ვერ დავ­რჩე­ბო­დი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნე­ლი რე­ჟი­სო­რი - მოჰ­სენ მაკ­მალ­ბა­ფია ჩა­მო­სუ­ლი, რო­მე­ლიც კა­ნი­სა თუ ვე­ნე­ცი­ის არა­ერ­თი ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია და ფილ­მის გა­და­ღე­ბას აპი­რებს, რო­მელ­შიც მიშა გო­მი­აშ­ვილ­თან ერ­თად ვთა­მა­შობ. ძა­ლი­ან მა­გა­რი რე­ჟი­სო­რი გვყავს. ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გვიხ­სნის, თუ რა უნდა. სხვა­თა შო­რის, ამ ფილ­მის "შავი მა­სა­ლა" კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლი­დან უკვე მო­ი­თხო­ვეს.

- რო­გორც ვიცი, ამ ფილ­მის გარ­და, სხვა გა­და­ღე­ბებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ.

- მარ­თა­ლია. რუ­სი­კო გლურ­ჯი­ძე იღებს ფილ­მს - "სხვი­სი სახ­ლი". გა­და­ღე­ბე­ბი ქო­ბუ­ლეთ­ში, ბერ­ძნე­ბის მიერ მი­ტო­ვე­ბულ ერთ-ერთ სო­ფელ­ში გვექ­ნე­ბა. სხვა­თა შო­რის, ამ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მსა­ხი­ო­ბე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­დი­ან. ჩემი პარტნი­ო­რი მე­რაბ ნი­ნი­ძე იქ­ნე­ბა.

- ყვე­ლა მსა­ხი­ობს აქვს სა­სურ­ვე­ლი პარტნი­ო­რე­ბის სია...

- ჰოდა, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მე ვარ. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ­დი მიშა მესხთან ერ­თად. ოღონდ, იმი­ტომ არა, რომ ის ჩემი ქმა­რია. უბ­რა­ლოდ, ის გახ­ლავთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე კა­მე­რის არ­სე­ბო­ბას სა­ერ­თოდ ვერ გრძნობს. მისი ყვე­ლა­ზე დიდი პლუ­სი ის არის, რომ ძალ­ზე ალა­ლია, ეს, რო­გორც ჩანს, კა­მე­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. მი­შას გარ­და, ძა­ლი­ან კარგ მსა­ხი­ო­ბად მი­მაჩ­ნია ბა­ხა­ლა, იგი­ვე - გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი; ვახო ჩა­ჩა­ნი­ძეც უმაგ­რე­სი მსა­ხი­ო­ბია. ბევ­რჯერ მოგ­ვიხ­და ერ­თად თა­მა­ში და მას­თან მარ­თლა კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დი თავს. ვახო ოქ­როს ბი­ჭია. კი­დევ, სა­სურ­ველ პარტნი­ო­რე­ბად და­ვა­სა­ხე­ლებ: თა­მა­რა ბზი­ა­ვას, ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძეს, კატო კა­ლა­ტო­ზიშ­ვილს, ასე­ვე, ჯანო იზო­რი­ას, რო­მელ­საც კო­ღუ­აშ­ვი­ლის ფილმში ერთი პა­ტა­რა სცე­ნა ჰქონ­და, მაგ­რამ თა­ვი­სი როლი ისე შე­ას­რუ­ლა, რომ მა­ყუ­რებ­ლის დიდი ოვა­ცია და აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა. არა­და, ზოგ­ჯერ ხალ­ხს მთა­ვა­რი გმი­რი ვერ ამახ­სოვ­რებს თავს და ეპი­ზო­დუ­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა რომ და­გა­მახ­სოვ­როს, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ამ­ჟა­მად ახალ სპექ­ტაკლზე თუ მუ­შა­ობ?

- არა, თე­ატ­რში და­კა­ვე­ბუ­ლი არ ვარ. ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ ძველ სპექ­ტაკ­ლებს ვთა­მა­შობ. იმე­დია, გა­მოჩ­ნდე­ბა რა­ი­მე ახა­ლიც, მაგ­რამ მა­ნამ­დე სა­კუ­თარ თავს მო­ბი­ლი­ზა­ცია უნდა გა­ვუ­წიო, რომ ახალ რო­ლებ­ზე მშვი­დად ვი­მუ­შაო. ვფიქ­რობ, სცე­ნა­ზე დგო­მა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ჩემი აზ­რით, მსა­ხი­ობ­მა მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე უნდა მო­ნუს­ხოს, თუ ამას ვერ შეძ­ლებს, სპექ­ტაკ­ლი ჩა­უ­ვარ­დე­ბა.

- ძნე­ლი არ არის, ორ და მეტ გან­სხვა­ვე­ბულ როლ­ზე ერ­თდრო­უ­ლად რომ მუ­შა­ობ?

- არა. ამ შემ­თხვე­ვა­ში უკვე ტვი­ნია ჩარ­თუ­ლი და გა­ცი­ლე­ბით მეტს ვფან­ტა­ზი­ო­რობ. როცა ბევრ როლ­ზე ერ­თდრო­უ­ლად არ მუ­შა­ობ, მხო­ლოდ ტვი­ნი კი არა, სხე­უ­ლის კუნ­თე­ბიც ზარ­მაც­დე­ბა. ამი­ტომ ჯო­ბია, მსა­ხი­ო­ბი ყო­ველ­თვის "მო­ქო­ქი­ლი" იყოს.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ია სუხიტაშვილი : ძალიან მომწონს ძლიერი მამაკაცები...

ია სუხიტაშვილი : ძალიან მომწონს ძლიერი მამაკაცები...

თებერვალში ბერლინში "ბერლინალეს" 64-ე კინოფესტივალი გაიმართა, სადაც ორი ქართული ფილმი: ლევან კოღუაშვილის "შემთხვევითი შეხვედრები" და თინათინ ყაჯრიშვილის "პატარძლები" წარადგინეს. სოციალურ ქსელში მსახიობმა ია სუხიტაშვილმა დაწერა, რომ "ბერლინალეს" კინოკრიტიკოსებმა მათი ფილმი არაჩვეულებრივად მიიღეს და კარგი შეფასებებიც მისცეს, რამაც ცხადია, გადამღები ჯგუფი ძალიან გაახარა. იას რუსთაველის თეატრში ვეწვიეთ და ამ თემაზე დაწვრილებით ვესაუბრეთ.

- "შემთხვევით შეხვედრებში" ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებ. ბერლინის ფესტივალი 6 თებერვალს გაიხსნა, მაგრამ ჩვენი ფილმის ჩვენება 7 თებერვლის საღამოს იყო. მანამდე ფილმი ნანახი არ მქონდა. საერთოდ, ლევან კოღუაშვილს არ უყვარს მსახიობების შეკრება და მათთვის ფილმის ჩვენება მანამ, ვიდრე ის კინოთეატრებში არ გავა. უცნაური რამ მჭირს: როცა მასალა ნანახი არ მაქვს, პრემიერას ყოველთვის დაძაბული ვუყურებ. რთულია საკუთარი თავის ეკრანზე ყურება 400 ადამიანთან, მათ შორის - კინოკრიტიკოსებთან ერთად. ისინი მაქსიმუმ, 20 წუთი მოიცდიან და თუ ფილმი არ დააინტერესებთ, დარბაზს დატოვებენ. "სხვანაირი" თვალი აქვთ და ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდნენ, ფილმი ხარისხიანია თუ არა. ჩვენი ფილმის ყურებისას საოცარი რეაქციები ჰქონდათ. მათთან ერთად, ამ ფილმში მეც ბევრი რამ აღმოვაჩინე. მივხვდი, რომ გაუაზრებლად ისეთი რაღაცები გამიკეთებია, რაზეც გადაღების დროს არ მიფიქრია. ეპიზოდურად ტაშსაც გვიკრავდნენ, ჩვენების დასრულების შემდეგ კი შემოქმედებითი ჯგუფი სცენაზე მიგვიწვიეს. იქ ლევანმა ჩუმად მითხრა: მეგონა, მაგარი ცხოვრებისეული დრამა გადავიღე, თურმე, კომედიაზე მიმუშავიაო. ეს იმიტომ თქვა, რომ ფილმის მსვლელობისას, გარკვეულ ეპიზოდებზე კრიტიკოსებმა იცინეს კიდეც... პირველი დღის ჩვენება მეორე დღეს განსაზღვრავს, ჩვენს ფილმზე კი მეორე დღესაც სრული ანშლაგი იყო. რაც შეეხება ფილმს: მასში ბევრი ცხოვრებისეული ამბავია თავმოყრილი. კრიტიკოსებმა ჩემს გმირზე თქვეს, - ქალის ძლიერი მხარეა წარმოჩენილიო. ამან გაგვაკვირვა, რადგან გადაღების პროცესში ამაზე არც მე და არც რეჟისორს არ გვი­ფიქრია. თუმცა, მათ არგუმენტებით დაგვიმტკიცეს, რომ ფილმში "პარადი" ქალს მიჰყავს. ეს გასაკვირი არც არის, რადგან XXI საუკუნეში ნამდვილად, ძლიერი ქალები ცხოვრობენ. თუნდაც კინო ავიღოთ: ბოლო დროს 3 ისეთი მაგარი ფილმი გადაიღო სამმა მაგარმა ქალმა რეჟისორმა, რომ გაგიჟდები.

- იქნებ დაგვიკონკრეტო, ვის გულისხმობ?

- რუსიკო ჭყონიამ გადაიღო - "გაიღიმეთ", თაკო ყაჯრიშვილმა - "პატარძლები", ნანა ექვთიმიშვილმა - "გრძელი ნათელი დღეები". მაგრამ ამით იმას არ ვამბობ, რომ ძლიერი ქალის ფენომენი მხიბლავს და კაცებს ვაკნინებ, პირიქით - ძალიან მომწონს ძლიერი მამაკაცები... ამ ფესტივალზე აღმოვაჩინე, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავანგრიოთ ის სტერეოტიპი, თითქოს ჩვენი იუმორი მხოლოდ მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას ესმის. თუ იუმორი ხარისხიანად და გემოვნებით არის გაკეთებული, ზიმბაბვეშიც რომ ჩაიტანო, იქაც გაგიგებენ. ბერლინში გამოქვეყნებულ ყველა რეცენზიაში აღნიშნულია, რომ ქართველი მსახიობები ძალიან კარგად თამაშობენ და როცა ამ რეცენზიებში ჩემზე საუბრობენ, აუცილებლად ახსენებენ ფილმს "გაიღიმეთ". ეს ფილმი მართალია, "ბერლინალეზე" არ გვქონია, მაგრამ ვენეციის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი და ალბათ, გერმანელებს იქიდან ვახსოვარ.

- სხვა ფილმების ჩვენებებსაც დაესწარი?

- სამწუხაროდ, ვერ დავესწარი, რადგან ბერლინში პირველად გახლ­დით და ქალაქის დათვალიერება, გარ­თობა მომინდა. იქ ჩასული მხოლოდ ბერლინის კედელს ხომ არ ვნახავდი? მათი კლუბური ცხოვრებითაც დავინტერესდი. ჰოდა, ახლა ყველას, ვინც ბერლინში პირველად ჩავა, ვურჩევ, რომ დაძინების ნაცვლად ღამე კლუბებში გაატაროს.

- მიკვირს, ამას რომ ამბობ. როგორც ვიცი, კლუბური ცხოვრების დიდი სიყვარულით არ გამოირჩევი.

- მართალი ხარ. საქართველოში ისე იხსნება და იკეტება კლუბები, რომ იქ ერთხელაც არ მივდივარ: ჯერ ერთი, სპექტაკლიც და გადაღებებიც ისე გვიან მთავრდება და სამუშაოთი ისე ვიღლები, რომ კლუბებში სიარულის სურვილი აღარ მაქვს; გარდა ამისა, რამდენჯერაც წავედი, იმდენჯერ არავინ შემარგო იქ ყოფნა და გართობა. ვიღაც აუცილებლად ჩხუბობს, ლეწავენ ყველაფერს... მოკლედ, "გოიმობა" ხდება.

- ცეკვა გიყვარს?

- ცეკვაც მიყვარს და კარგად მოცეკვავე ადამიანის ყურებაც. მაგალითად, ჩემი მეუღლე - მიშა ფანტასტიკურად ცეკვავს. ასეთ დროს მირჩევნია, ვიჯდე და მისი ცეკვით დავტკბე... ბერლინიდან გამომგზავრების წინაღამეს, მეგობრებთან ერთად, კვლავ კლუბში წავედი. იქ ვიღაც ტიპი მომაშტერდა. მერე მოვიდა და მკითხა, - შენ ხომ მსახიობი ხარ, "კიპ სმაილინგიდანო"? - კი-მეთქი. - მერე თვითონაც გამეცნო. იტალიელი პროდიუსერი აღმოჩნდა, რომელმაც სავიზიტო ბარათი გამომართვა და თავისიც დამიტოვა. ამ შეხვედრამ ძალიან გამახარა.

- გარდა ცნობილი პროდიუსერებისა, ფესტივალზე ალბათ არაერთი "ვარსკვლავიც" იყო.

- მართალია. იქ ჯორჯ კლუნი, ჯეფრი რაში და სხვა მსახიობებიც იყვნენ, მაგრამ ვერც ერთი ვერ ვნახე. ერთი რამ არ მესმის: ფესტივალის ორგანიზატორი იმათაც იწვევს და მეც მიმიწვიეს; ისინიც მსახიობები არიან და მეც ამ პროფესიის ადამიანი ვარ. ჰოდა, რატომ არ შეიძლება, რომ ფესტივალის გახსნის დღეს მაინც გვქონდეს საშუალება, ამ მსახიობებთან ერთად დავდგეთ?

- "ბერლინალემდე" ვენეციის ფესტივალზეც იყავი, რომელიც რატომღაც, საქართველოში არ გაშუქდა.

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გუნდში ტელევიზიის ჟურნალისტებიც იყვნენ, რატომღაც იზარმაცეს და ეს ყველაფერი არ გააშუქეს. გასაგებია, რომ იქ ჩვენ მიერ ჩატანილი ფილმი არასაკონკურსო იყო, მაგრამ ეს რეჟისორის დებიუტი გახლდათ. მიუხედავად ამისა, დიდი დარბაზი გაივსო ხალხით, ჩვენი ჟურნალისტები კი პრემიერასაც არ დაესწრნენ და რომელიღაც ჰოლივუდის მსახიობთან ინტერვიუს ჩასაწერად გაიქცნენ. მერე მათ კულტურის სამინისტროსგან საყვედურიც მიიღეს... უცნაურია, მაგრამ იქ აბსოლუტურად ყველა მცნობდა. მეკითხებოდნენ, - შენ გვანცა (ასე ჰქვია ჩემს გმირს ფილმში "გაიღიმეთ") ხარო?

- როგორც ვიცი, ფესტივალიდან დროზე ადრე ჩამოხვედი. რატომ?

- გადაღებები მეწყება და წინამოსამზადებელი პერიოდი უნდა გავიარო. სამწუხაროდ, იქ ფესტივალის ბოლომდე ვერ დავრჩებოდი. საქართველოში ირანელი რეჟისორი - მოჰსენ მაკმალბაფია ჩამოსული, რომელიც კანისა თუ ვენეციის არაერთი ფესტივალის გამარჯვებულია და ფილმის გადაღებას აპირებს, რომელშიც მიშა გომიაშვილთან ერთად ვთამაშობ. ძალიან მაგარი რეჟისორი გვყავს. ის არაჩვეულებრივად გვიხსნის, თუ რა უნდა. სხვათა შორის, ამ ფილმის "შავი მასალა" კანის ფესტივალიდან უკვე მოითხოვეს.

- როგორც ვიცი, ამ ფილმის გარდა, სხვა გადაღებებშიც მონაწილეობ.

- მართალია. რუსიკო გლურჯიძე იღებს ფილმს - "სხვისი სახლი". გადაღებები ქობულეთში, ბერძნების მიერ მიტოვებულ ერთ-ერთ სოფელში გვექნება. სხვათა შორის, ამ ფილმში მონაწილეობის მისაღებად მსახიობები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. ჩემი პარტნიორი მერაბ ნინიძე იქნება.

- ყველა მსახიობს აქვს სასურველი პარტნიორების სია...

- ჰოდა, გამონაკლისი არც მე ვარ. სიამოვნებით ვიმუშავებდი მიშა მესხთან ერთად. ოღონდ, იმიტომ არა, რომ ის ჩემი ქმარია. უბრალოდ, ის გახლავთ ადამიანი, რომელიც გადასაღებ მოედანზე კამერის არსებობას საერთოდ ვერ გრძნობს. მისი ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ ძალზე ალალია, ეს, როგორც ჩანს, კამერებთან ურთიერთობაში ეხმარება. მიშას გარდა, ძალიან კარგ მსახიობად მიმაჩნია ბახალა, იგივე - გიორგი გიორგანაშვილი; ვახო ჩაჩანიძეც უმაგრესი მსახიობია. ბევრჯერ მოგვიხდა ერთად თამაში და მასთან მართლა კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ვახო ოქროს ბიჭია. კიდევ, სასურველ პარტნიორებად დავასახელებ: თამარა ბზიავას, ნუცა კუხიანიძეს, კატო კალატოზიშვილს, ასევე, ჯანო იზორიას, რომელსაც კოღუაშვილის ფილმში ერთი პატარა სცენა ჰქონდა, მაგრამ თავისი როლი ისე შეასრულა, რომ მაყურებლის დიდი ოვაცია და აპლოდისმენტები დაიმსახურა. არადა, ზოგჯერ ხალხს მთავარი გმირი ვერ ამახსოვრებს თავს და ეპიზოდური როლის შემსრულებელმა რომ დაგამახსოვროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- ამჟამად ახალ სპექტაკლზე თუ მუშაობ?

- არა, თეატრში დაკავებული არ ვარ. ჯერჯერობით ისევ ძველ სპექტაკლებს ვთამაშობ. იმედია, გამოჩნდება რაიმე ახალიც, მაგრამ მანამდე საკუთარ თავს მობილიზაცია უნდა გავუწიო, რომ ახალ როლებზე მშვიდად ვიმუშაო. ვფიქრობ, სცენაზე დგომა ძალიან რთულია. ჩემი აზრით, მსახიობმა მაყურებელი გამოსვლისთანავე უნდა მონუსხოს, თუ ამას ვერ შეძლებს, სპექტაკლი ჩაუვარდება.

- ძნელი არ არის, ორ და მეტ განსხვავებულ როლზე ერთდროულად რომ მუშაობ?

- არა. ამ შემთხვევაში უკვე ტვინია ჩართული და გაცილებით მეტს ვფანტაზიორობ. როცა ბევრ როლზე ერთდროულად არ მუშაობ, მხოლოდ ტვინი კი არა, სხეულის კუნთებიც ზარმაცდება. ამიტომ ჯობია, მსახიობი ყოველთვის "მოქოქილი" იყოს.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება