სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა "ძაღლის საქმეს" გამოიძიებს - რა მოხდა საგურამოში
პროკურატურა "ძაღლის საქმეს" გამოიძიებს - რა მოხდა საგურამოში

ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ცენ­ტრი შემ­ზა­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, თა­მარ აქუ­ბარ­დი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­გუ­რა­მო­ში რე­ინ­ჯერ­მა, სამ­სა­ხუ­რის ია­რა­ღით ძაღ­ლი მოკ­ლა. Ambebi.ge თა­მარ აქუ­ბარ­დი­ას და­უ­კავ­შირ­და.

- სად მოხ­და ფაქ­ტი და რა­ტომ მოკ­ლეს ძაღ­ლი?

- ზა­ფხულ­ში როცა და­სას­ვე­ნებ­ლად მივ­დი­ო­დი, არაგვზე ვნა­ხე გა­დაგ­დე­ბუ­ლი 2 ლეკ­ვი, რომ­ლე­ბიც "ფე­ის­ბუ­ქის" მეშ­ვე­ო­ბით გა­ვა­ჩუ­ქე სექ­ტემ­ბერ­ში, 6 თვის ძაღ­ლი იყო. მის­თვის სტე­რი­ლი­ზა­ცია უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, და­მი­კავ­შირ­და ძაღ­ლის პატ­რო­ნი და მი­თხრა, ძაღ­ლი მო­მიკ­ლეს და იქ­ნებ და­მეხ­მა­რო ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­შიო. სა­გუ­რა­მო­ში თა­ვად ჩა­ვიყ­ვა­ნე ძაღ­ლი ახალ პატ­რონ­თან. 28-ში მოკ­ლა მე­ზო­ბელ­მა რე­ინ­ჯერ­მა ძაღ­ლი, სამ­სა­ხუ­რის ია­რა­ღით. ძაღ­ლი გა­ი­პა­რა და მე­ზობ­ლის სახ­ლში შე­ვი­და და მოკ­ლეს. ალ­ბათ, საჭ­მე­ლი მო­პა­რა ან ქა­თა­მი მო­უკ­ლა. მაგ­რამ რო­გორც ვიცი, ქათ­მებს არ კლავ­და ძაღ­ლი. როცა და­მი­კავ­შირ­და პატ­რო­ნი, ვე­ტე­რი­ნარ­თან წა­ვიყ­ვა­ნეთ ძაღ­ლი, ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და, მაგ­რამ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. არ­სე­ბობს სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა იმის შე­სა­ხებ, რომ ძაღ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით არის მოკ­ლუ­ლი. ამის შემ­დეგ მოგ­ვმარ­თეს დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით. ძაღ­ლი იმი­ტომ მოკ­ლეს, რომ ის მე­ზობ­ლის­გან რა­ღა­ცებს იპა­რავ­და. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის უნი­ა­თო­ბის გამო, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ სოფ­ლებ­ში ვე­ღარ გა­ვა­ჩუ­ქოთ ძაღ­ლე­ბი, რად­გან მათ თა­ვი­სუფ­ლად კლა­ვენ.

- რო­მე­ლი მუხ­ლით უნდა გა­სა­მარ­თლდეს ძაღ­ლის მკვლე­ლი?

- 258-ე მუხ­ლით ხდე­ბა ცხო­ვე­ლის მკვლე­ლო­ბის გა­სა­მარ­თლე­ბა. ით­ვა­ლის­წი­ნებს ჯა­რი­მას, გარ­თუ­ლე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში კი 2 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას. ზეს­ტა­ფონ­ში ძაღლს თავი რომ მო­აჭ­რა ბიჭ­მა, ის მხო­ლოდ და­ა­ჯა­რი­მეს, რად­გან თა­ვად პო­ლი­ცია არ იცავს კა­ნონს. გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან და გვე­კი­თხე­ბი­ან, რა ჯი­შის იყო ძაღ­ლიო, რად­გან თუ ჯი­ში­ა­ნია ძაღ­ლი, მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ჯა­რი­მა, თუ უჯი­შოა სა­ერ­თოდ არა­ვინ და­ჯა­რიმ­დე­ბა. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი გონ­ზე არ არის, 259-ე მუხ­ლში სა­ერ­თოდ არაა სა­უ­ბა­რი ჯი­ში­ა­ნია თუ უჯი­შო ცხო­ვე­ლი. მი­თხრა "აშე­ი­ნის" გა­რე­შე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ძაღ­ლის გა­რეთ გაშ­ვე­ბაო, კა­ნო­ნი მა­გა­საც არ ითხოვს, არც იმას რომ ძაღ­ლი იყოს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი პატ­რონ­ზე და ა.შ. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი იმი­ტომ არის მხა­რედ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ასეთ საქ­მე­ებ­ში, რომ მათ აქვთ მენ­ტა­ლი­ტე­ტი ძაღ­ლის გამო არ უნდა გა­ა­სა­მარ­თლონ ადა­მი­ა­ნი. ძაღ­ლი ნივ­თი არ არის, ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი იზღუ­დე­ბა, როცა ცხო­ველს ნივ­თად აღიქ­ვა­მენ. უდი­დეს მო­რა­ლურ ზი­ან­ზე უნდა იყოს სა­უ­ბა­რი ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მით უმე­ტეს, რომ კა­ნონ­ში ეს არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. გუ­შინ საქ­მე­ე­ბის გარ­ჩე­ვა დაგ­ვჭირ­და გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან, არა­ა­დეკ­ვა­ტურ კი­თხვებს იძ­ლე­ვა, თუნ­დაც ძაღ­ლმა რომ დაგ­კბი­ნოს, არ გაქვს სრო­ლის უფ­ლე­ბა. სარ­ჩე­ლი უნდა შე­ი­ტა­ნო სა­სა­მარ­თლო­ში ძაღ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ერ­თოდ აიგ­ნო­რე­ბენ 258-ე მუხლს და უწყო­ბენ ხელს ანარ­ქი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იყოს ასეთ სტრუქ­ტუ­რებ­ში.

- რა­ტომ გა­ა­სა­ჩივ­რეთ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში?

- დღეს შეგ­ვაქვს სარ­ჩე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­სა­ძი­ებ­ლად. ძაღ­ლის პატ­რონ­მა შე­ი­ტა­ნა საქ­მე პო­ლი­ცი­ა­ში, დაგ­ვი­კავ­შირ­და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლიც, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევრ აბ­სურ­დს აქვს ად­გი­ლი საქ­მე­ში. ამი­ტომ მივ­მარ­თავთ პრო­კუ­რა­ტუ­რას საქ­მის მსვლე­ლო­ბას და­აკ­ვირ­დეს, რად­გან ადა­მი­ა­ნის გა­სა­მარ­თლე­ბას, რო­მელ­მაც ძაღ­ლი მოკ­ლა, ცხო­ვე­ლის მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით არ ასა­მარ­თლე­ბენ. საქ­მე აღ­ძრუ­ლია ქო­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის 184-ე მუხ­ლით. გა­მომ­ძი­ე­ბელს ვე­სა­უბ­რე გუ­შინ, ის ამ­ბობს, რომ ძაღლს "აშე­ი­ნი­კი" არ ეკე­თა და სა­ერ­თოდ წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს ამ საქ­მე­ზე. ამი­ტომ ვი­თხოვთ საქ­მეს ეს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჩა­მო­ა­შო­რონ. პა­ა­ტა ჰქვია გა­მომ­ძი­ე­ბელს, გვა­რი არ ვიცი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გახო
7

ანუ უნდა დაიჭრონ ეს რეინჯერი თუ რა ხდება? ცუდია ცხოველის და განსაკუთრებით ძაღლის მოკვლა. მაგრამ ხალხი, რომ ღორის მწვადებს მიირთმევთ, შაურმას უბაყუნებთ, ქათმის სალათსაც არ იკლებთ, ოსტრიც გიყვართ და მერე კაცის დასჯა გინდათ ცხოველი რატომ მოკლაო, მსუბუქათ, რომ ვთქვად აბდაუბდა საქციელია.

გოგი
0

ცოტა თვალები გაახილეთ, გაივსო ქვეყანა მაწანწალა ძაღლებით. ველოსიპედით ვერ გაივლი ქუჩაში, ღამის საათები ხომ საერთოდ საშინელებაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

პროკურატურა "ძაღლის საქმეს" გამოიძიებს - რა მოხდა საგურამოში

პროკურატურა "ძაღლის საქმეს" გამოიძიებს - რა მოხდა საგურამოში

ცხოველთა უფლებების დაცვის ცენტრი შემზარავ ინფორმაციას ავრცელებს. ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ აქუბარდიას განცხადებით, საგურამოში რეინჯერმა, სამსახურის იარაღით ძაღლი მოკლა. Ambebi.ge თამარ აქუბარდიას დაუკავშირდა.

- სად მოხდა ფაქტი და რატომ მოკლეს ძაღლი?

- ზაფხულში როცა დასასვენებლად მივდიოდი, არაგვზე ვნახე გადაგდებული 2 ლეკვი, რომლებიც "ფეისბუქის" მეშვეობით გავაჩუქე სექტემბერში, 6 თვის ძაღლი იყო. მისთვის სტერილიზაცია უნდა გაგვეკეთებინა, დამიკავშირდა ძაღლის პატრონი და მითხრა, ძაღლი მომიკლეს და იქნებ დამეხმარო ამ საქმის გამოძიებაშიო. საგურამოში თავად ჩავიყვანე ძაღლი ახალ პატრონთან. 28-ში მოკლა მეზობელმა რეინჯერმა ძაღლი, სამსახურის იარაღით. ძაღლი გაიპარა და მეზობლის სახლში შევიდა და მოკლეს. ალბათ, საჭმელი მოპარა ან ქათამი მოუკლა. მაგრამ როგორც ვიცი, ქათმებს არ კლავდა ძაღლი. როცა დამიკავშირდა პატრონი, ვეტერინართან წავიყვანეთ ძაღლი, ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. არსებობს სამედიცინო დასკვნა იმის შესახებ, რომ ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. ამის შემდეგ მოგვმართეს დახმარების მიზნით. ძაღლი იმიტომ მოკლეს, რომ ის მეზობლისგან რაღაცებს იპარავდა. ასეთი შემთხვევების და სამართალდამცავების უნიათობის გამო, იძულებულები ვართ სოფლებში ვეღარ გავაჩუქოთ ძაღლები, რადგან მათ თავისუფლად კლავენ.

- რომელი მუხლით უნდა გასამართლდეს ძაღლის მკვლელი?

- 258-ე მუხლით ხდება ცხოველის მკვლელობის გასამართლება. ითვალისწინებს ჯარიმას, გართულებულ შემთხვევებში კი 2 წლამდე პატიმრობას. ზესტაფონში ძაღლს თავი რომ მოაჭრა ბიჭმა, ის მხოლოდ დააჯარიმეს, რადგან თავად პოლიცია არ იცავს კანონს. გვიკავშირდებიან და გვეკითხებიან, რა ჯიშის იყო ძაღლიო, რადგან თუ ჯიშიანია ძაღლი, მისი ღირებულება იქნება ჯარიმა, თუ უჯიშოა საერთოდ არავინ დაჯარიმდება. გამომძიებელი გონზე არ არის, 259-ე მუხლში საერთოდ არაა საუბარი ჯიშიანია თუ უჯიშო ცხოველი. მითხრა "აშეინის" გარეშე როგორ შეიძლება ძაღლის გარეთ გაშვებაო, კანონი მაგასაც არ ითხოვს, არც იმას რომ ძაღლი იყოს რეგისტრირებული პატრონზე და ა.შ. გამომძიებელი იმიტომ არის მხარედ წარმოდგენილი ასეთ საქმეებში, რომ მათ აქვთ მენტალიტეტი ძაღლის გამო არ უნდა გაასამართლონ ადამიანი. ძაღლი ნივთი არ არის, ჩვენი უფლებები იზღუდება, როცა ცხოველს ნივთად აღიქვამენ. უდიდეს მორალურ ზიანზე უნდა იყოს საუბარი ასეთ შემთხვევაში, მით უმეტეს, რომ კანონში ეს არის გათვალისწინებული. გუშინ საქმეების გარჩევა დაგვჭირდა გამომძიებელთან, არაადეკვატურ კითხვებს იძლევა, თუნდაც ძაღლმა რომ დაგკბინოს, არ გაქვს სროლის უფლება. სარჩელი უნდა შეიტანო სასამართლოში ძაღლის წინააღმდეგ. საერთოდ აიგნორებენ 258-ე მუხლს და უწყობენ ხელს ანარქიული მდგომარეობა იყოს ასეთ სტრუქტურებში.

- რატომ გაასაჩივრეთ პროკურატურაში?

- დღეს შეგვაქვს სარჩელი პროკურატურაში გამოსაძიებლად. ძაღლის პატრონმა შეიტანა საქმე პოლიციაში, დაგვიკავშირდა გამომძიებელიც, მაგრამ ძალიან ბევრ აბსურდს აქვს ადგილი საქმეში. ამიტომ მივმართავთ პროკურატურას საქმის მსვლელობას დააკვირდეს, რადგან ადამიანის გასამართლებას, რომელმაც ძაღლი მოკლა, ცხოველის მკვლელობის მუხლით არ ასამართლებენ. საქმე აღძრულია ქონების დაზიანების 184-ე მუხლით. გამომძიებელს ვესაუბრე გუშინ, ის ამბობს, რომ ძაღლს "აშეინიკი" არ ეკეთა და საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ საქმეზე. ამიტომ ვითხოვთ საქმეს ეს გამომძიებელი ჩამოაშორონ. პაატა ჰქვია გამომძიებელს, გვარი არ ვიცი.

თამარ ბოჭორიშვილი