სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ შემოიღეს დაწყებით კლასებში კომპიუტერული თამაშები?
რატომ შემოიღეს დაწყებით კლასებში კომპიუტერული თამაშები?

3 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში ახა­ლი ელექტრო­ნუ­ლი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. სწავ­ლე­ბის და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სას­წავ­ლო გა­რე­მო მოს­წავ­ლეს აძ­ლევ­დეს ცოდ­ნის და­დე­ბით ემო­ცი­ურ გა­რე­მო­ში მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. თა­მა­შით სწავ­ლა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის­თვის შერ­ჩე­ულ სწავ­ლე­ბის მე­თო­დებს შო­რის. დი­დაქ­ტი­კუ­რი თა­მა­შე­ბი უყა­ლი­ბებს მოს­წავ­ლეს და­მო­უ­კი­დებ­ლად სწავ­ლის, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად აზ­როვ­ნე­ბის უნარ-ჩვე­ვებს, პე­და­გოგს კი აძ­ლევს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის სას­წავ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

2013-2014 სას­წავ­ლო წლის­თვის შექ­მნი­ლი ახა­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი ერ­თგვა­რი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბია, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც მოს­წავ­ლე ხდე­ბა მკვლე­ვა­რი, სწავ­ლობს და იმეც­ნებს ხა­ლი­სით და აქ­ტი­უ­რად. ამ სა­ხა­ლი­სო თა­მა­შებ­ში და­ცუ­ლია სას­წავ­ლო მა­სა­ლის თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა, შე­ე­სა­ბა­მე­ბა საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბის თე­მა­ტურ მა­სა­ლას, არის დამ­ხმა­რე და­მა­ტე­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბა საგ­ნე­ბის უკეთ ათ­ვი­სე­ბის­თვის. თა­მა­შე­ბის ყო­ვე­ლი ეტა­პი დატ­ვირ­თუ­ლია ახა­ლი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი ანი­მა­ცი­ე­ბი­თა და თავ­სა­ტე­ხე­ბით, სა­ხა­ლი­სო და­ვა­ლე­ბე­ბით. ყო­ვე­ლი მათ­გა­ნის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მოს­წავ­ლეს ეძ­ლე­ვა "წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ჯილ­დო" ანი­მა­ცი­ის ან თე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვი­დე­ოს სა­ხით. ახა­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი გან­თავ­სდა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ვებ-პორ­ტალ­ზე და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ჩა­იტ­ვირ­თე­ბა უმ­ცროსკლა­სელ­თა პერ­სო­ნა­ლურ "ბუ­კებ­ში".

კი, ბა­ტო­ნო, მოს­წავ­ლე­ე­ბის "ბუ­კებ­ში" თა­მა­შე­ბის ჩატ­ვირ­თვა კარ­გია, მაგ­რამ რა სა­ხის თა­მა­შე­ბი ჩა­იტ­ვირ­თე­ბა ამ "ბუ­კებ­ში"? რა­ტომ გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი მსგავ­სი თა­მა­შე­ბის სწავ­ლე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის?

"ალია" და­უ­კავ­შირ­და ეროვ­ნუ­ლი გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს ნა­თია ჯო­ხა­ძეს.

- ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რად ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცის­თვის და ჩვენს სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე დაყ­რდნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პროგ­რა­მის­ტე­ბის შექ­მნი­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თა­მა­შე­ბი და ეს საგ­ნე­ბია არით­მე­ტი­კა, ქარ­თუ­ლი ენა, ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლე­ბა, ხე­ლოვ­ნე­ბა და მუ­სი­კა. ანუ, ყვე­ლა ის სა­გა­ნი რა­საც მე­ო­რე და მე­სა­მე კლა­სის ბავ­შვე­ბი სწავ­ლო­ბენ. პირ­ვე­ლი კლა­სის პროგ­რა­მე­ბი კი უკვე გა­კე­თე­ბუ­ლია და ყო­ველ­წლი­უ­რად იტ­ვირ­თე­ბა "ბუ­კებ­ში". ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი უნდა იყოს ბავ­შვის სას­წავ­ლო რე­სურ­სი და სა­ყო­ველ­თა­ოდ მეც­ნი­ე­რუ­ლად მი­ღე­ბუ­ლი და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ამ ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ის კომ­პო­ნენ­ტი იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, როცა ისი­ნი ხა­ლი­სით სწავ­ლო­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, გარ­და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი­სა, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი სას­წავ­ლო რე­სურ­სია სკო­ლა­ში, და დამ­ხმა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა, ბავ­შვე­ბის­თვის ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თა­მა­შე­ბი. ეს არ არის თა­მა­ში კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით, რა­საც ჩვენ ვართ შეჩ­ვე­უ­ლი, არა­მედ, ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თა­მა­ში ასა­კი­სა დაპ­როგ­რა­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მით უმე­ტეს, რომ სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კომ­პე­ტენ­ცია არის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რო­გორც ევ­რო­პულ კომ­პე­ტენ­ცი­ა­თა ჩარ­ჩო­ში, ასე­ვე ჩვენს ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში, სა­დაც ის გამ­ჭო­ლი პო­ზი­ცი­ი­საა.

- ეს რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის მა­გა­ლი­თი გა­და­ვი­ღეთ?

- არ­სა­ი­დან არ აგ­ვი­ღია, ზოგ­მა ქვე­ყა­ნამ, პი­რი­ქით, ჩვენ­გან გა­და­ი­ღო. ჩვენ ვართ სამ­ყა­როს ნა­წი­ლი და გვინ­და, რომ ჩვე­ნი სის­ტე­მა იყოს უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. ჩვენ გა­ვა­კე­თეთ ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბის პრე­ვენ­ცია გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და ეს პროგ­რა­მა­ში კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბით შე­ვი­ტა­ნეთ და ბევ­რმა სხვა ქვე­ყა­ნამ ეს ჩვენ­გან გა­და­ი­ღო. სა­ინ­ფორმ­ცა­იო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პე­ტენ­ცია ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის ასა­კი­და­ნაც ხდე­ბა.

- მაგ­რამ ეს, ალ­ბათ, არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ არ ვა­კონ­ტრო­ლოთ ის დრო და ხა­რის­ხი, რა­საც ბავ­შვი კომ­პი­უ­ტერ­თან ატა­რებს.

- რა თქმა უნდა. ეს უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოს სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელ­მა და სახ­ლში მშო­ბელ­მა, მაგ­რამ ეს ცოდ­ნა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტი თუა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ამ თა­მა­შე­ბის და­ნერგვის დროს?

- ასე­თი საქ­მე სა­ერ­თოდ, ფსი­ქო­ლო­გის გა­რე­შე არ ხდე­ბა და პე­და­გო­გე­ბი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი ერ­თად მუ­შა­ო­ბენ და ვერ ვხვდე­ბი, ცუდი გავ­ლე­ნა რა­ტომ უნდა მო­ახ­დი­ნოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თა­მაშ­მა ბავ­შვზე. ეს პროგ­რა­მა ჩატ­ვირ­თვის შემ­დეგ უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის, სა­მი­ნის­ტროს ელექტრო­ნულ ვებგ­ვერ­დზე, სა­ი­და­ნაც ტვირ­თა­ვენ იგი­ვე ბავ­შვე­ბი სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თა­მა­შებს და სხვა ელექტრო­ნულ რე­სურსს.

ამის შემ­დეგ ვუ­კავ­შირ­დე­ბით უკვე ფსი­ქო­ლოგ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძეს, მას­თან ერთი კი­თხვა გვაქვს: კი, თა­მა­შე­ბი ნამ­დვი­ლად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლოა და, რო­გორც აგ­ვიხ­სნეს, კარ­გია, მაგ­რამ მსგავ­სი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შის ფორ­მა ხომ არ გა­მო­იწ­ვევს აზარ­ტის გაღ­ვი­ძე­ბას მოს­წავ­ლე­ში? არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, საქ­მე ბავ­შვებს ეხე­ბა.

- თქვე­ნი რეპ­ლი­კა და ინ­ტე­რე­სი, ამ საქ­მე­ში რა ად­გი­ლი უკა­ვია ფსი­ქო­ლოგს, სრუ­ლი­ად მარ­თე­ბუ­ლია. ვი­ცით, რომ თა­მა­შე­ბის დროს დიდ რა­ო­დე­ნო­ბას ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლია ბავ­შვი გა­ი­ტა­ცოს და მსოფ­ლი­ო­ში ნამ­დვი­ლად დგას ეს სა­კი­თხი, ბავ­შვე­ბი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის ურ­თი­ერ­თო­ბა. თა­მა­შის მო­მენ­ტიც რომ არ იყოს, კომ­პი­უ­ტე­რი ბევ­რად მიმ­ზიდ­ვე­ლია, კომ­პი­უ­ტე­რით გა­ტა­ცე­ბას ეპი­დე­მი­ა­საც ეძა­ხი­ან და რო­გორ მო­ევ­ლოს ამ პრობ­ლე­მას ეს დღეს გა­და­წყვე­ტი­ლი არაა. ამი­ტომ, ჩემი აზ­რით, გა­მარ­თლე­ბუ­ლია, ბავ­შვე­ბის ეს მის­წრა­ფე­ბა სა­სარ­გებ­ლოდ იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და ამი­ტომ სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს ამა­ზე აფუძ­ნე­ბენ და კარგ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას სთა­ვა­ზო­ბენ.

თა­მარ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რატომ შემოიღეს დაწყებით კლასებში კომპიუტერული თამაშები?

რატომ შემოიღეს დაწყებით კლასებში კომპიუტერული თამაშები?

3 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალი ელექტრონული სასწავლო რესურსების, კომპიუტერული თამაშების პრეზენტაცია გაიმართა. სწავლების დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო გარემო მოსწავლეს აძლევდეს ცოდნის დადებით ემოციურ გარემოში მიღების საშუალებას. თამაშით სწავლა პრიორიტეტულია აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის შერჩეულ სწავლების მეთოდებს შორის. დიდაქტიკური თამაშები უყალიბებს მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლის, პრობლემის გადაჭრის, შემოქმედებითად აზროვნების უნარ-ჩვევებს, პედაგოგს კი აძლევს თითოეული მოსწავლის სასწავლო საჭიროებებზე მორგების საშუალებას.

2013-2014 სასწავლო წლისთვის შექმნილი ახალი კომპიუტერული თამაშები ერთგვარი ვირტუალური ლაბორატორიებია, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლე ხდება მკვლევარი, სწავლობს და იმეცნებს ხალისით და აქტიურად. ამ სახალისო თამაშებში დაცულია სასწავლო მასალის თანმიმდევრულობა, შეესაბამება საგნობრივი პროგრამების თემატურ მასალას, არის დამხმარე დამატებითი საშუალება საგნების უკეთ ათვისებისთვის. თამაშების ყოველი ეტაპი დატვირთულია ახალი ინტერაქტიული ანიმაციებითა და თავსატეხებით, სახალისო დავალებებით. ყოველი მათგანის შესრულების შემდეგ მოსწავლეს ეძლევა "წამახალისებელი ჯილდო" ანიმაციის ან თემატიკასთან დაკავშირებული ვიდეოს სახით. ახალი კომპიუტერული თამაშები განთავსდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-პორტალზე და უახლოეს მომავალში ჩაიტვირთება უმცროსკლასელთა პერსონალურ "ბუკებში".

კი, ბატონო, მოსწავლეების "ბუკებში" თამაშების ჩატვირთვა კარგია, მაგრამ რა სახის თამაშები ჩაიტვირთება ამ "ბუკებში"? რატომ გახდა აუცილებელი მსგავსი თამაშების სწავლება ბავშვებისთვის?

"ალია" დაუკავშირდა ეროვნული გეგმების დეპარტამენტის უფროსს ნათია ჯოხაძეს.

- ეს არის სპეციალურად ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის და ჩვენს სასწავლო გეგმაზე დაყრდნობილი ქართველი პროგრამისტების შექმნილი საგანმანათლებლო თამაშები და ეს საგნებია არითმეტიკა, ქართული ენა, ბუნებისმეტყველება, ხელოვნება და მუსიკა. ანუ, ყველა ის საგანი რასაც მეორე და მესამე კლასის ბავშვები სწავლობენ. პირველი კლასის პროგრამები კი უკვე გაკეთებულია და ყოველწლიურად იტვირთება "ბუკებში". ლაპარაკია იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში მრავალფეროვანი უნდა იყოს ბავშვის სასწავლო რესურსი და საყოველთაოდ მეცნიერულად მიღებული და დადასტურებულია, რომ ამ ასაკის ბავშვებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ის კომპონენტი იყოს გათვალისწინებული, როცა ისინი ხალისით სწავლობენ. შესაბამისად, გარდა სახელმძღვანელოებისა, რომელიც მთავარი სასწავლო რესურსია სკოლაში, და დამხმარე ლიტერატურისა, ბავშვებისთვის ასევე მნიშვნელოვანია კომპიუტერული საგანმანათლებლო თამაშები. ეს არ არის თამაში კლასიკური გაგებით, რასაც ჩვენ ვართ შეჩვეული, არამედ, ეს არის სპეციალურად საგანმანათლებლო თამაში ასაკისა დაპროგრამის გათვალისწინებით, მით უმეტეს, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპეტენცია არის ძალზე მნიშვნელოვანი, როგორც ევროპულ კომპეტენციათა ჩარჩოში, ასევე ჩვენს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სადაც ის გამჭოლი პოზიციისაა.

- ეს რომელიმე ქვეყნის მაგალითი გადავიღეთ?

- არსაიდან არ აგვიღია, ზოგმა ქვეყანამ, პირიქით, ჩვენგან გადაიღო. ჩვენ ვართ სამყაროს ნაწილი და გვინდა, რომ ჩვენი სისტემა იყოს უფრო განვითარებული. ჩვენ გავაკეთეთ ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია განათლების სისტემაში და ეს პროგრამაში კომპიუტერული თამაშებით შევიტანეთ და ბევრმა სხვა ქვეყანამ ეს ჩვენგან გადაიღო. საინფორმცაიო ტექნოლოგიები, როგორც მნიშვნელოვანი კომპეტენცია ბევრ ქვეყანაში საბავშვო ბაღების ასაკიდანაც ხდება.

- მაგრამ ეს, ალბათ, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაკონტროლოთ ის დრო და ხარისხი, რასაც ბავშვი კომპიუტერთან ატარებს.

- რა თქმა უნდა. ეს უნდა გააკონტროლოს სკოლაში მასწავლებელმა და სახლში მშობელმა, მაგრამ ეს ცოდნა და ინფორმაციული წიგნიერება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია საგანმანათლებლო სისტემის.

- საინტერესოა, ფსიქოლოგიური მომენტი თუა გათვალისწინებული ამ თამაშების დანერგვის დროს?

- ასეთი საქმე საერთოდ, ფსიქოლოგის გარეშე არ ხდება და პედაგოგები და ფსიქოლოგები ერთად მუშაობენ და ვერ ვხვდები, ცუდი გავლენა რატომ უნდა მოახდინოს საგანმანათლებლო თამაშმა ბავშვზე. ეს პროგრამა ჩატვირთვის შემდეგ უკვე ხელმისაწვდომი გახდება ბავშვებისთვის, სამინისტროს ელექტრონულ ვებგვერდზე, საიდანაც ტვირთავენ იგივე ბავშვები სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაშებს და სხვა ელექტრონულ რესურსს.

ამის შემდეგ ვუკავშირდებით უკვე ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს, მასთან ერთი კითხვა გვაქვს: კი, თამაშები ნამდვილად საგანმანათლებლოა და, როგორც აგვიხსნეს, კარგია, მაგრამ მსგავსი კომპიუტერული თამაშის ფორმა ხომ არ გამოიწვევს აზარტის გაღვიძებას მოსწავლეში? არ დაგვავიწყდეს, საქმე ბავშვებს ეხება.

- თქვენი რეპლიკა და ინტერესი, ამ საქმეში რა ადგილი უკავია ფსიქოლოგს, სრულიად მართებულია. ვიცით, რომ თამაშების დროს დიდ რაოდენობას ნამდვილად შეუძლია ბავშვი გაიტაცოს და მსოფლიოში ნამდვილად დგას ეს საკითხი, ბავშვებისა და კომპიუტერის ურთიერთობა. თამაშის მომენტიც რომ არ იყოს, კომპიუტერი ბევრად მიმზიდველია, კომპიუტერით გატაცებას ეპიდემიასაც ეძახიან და როგორ მოევლოს ამ პრობლემას ეს დღეს გადაწყვეტილი არაა. ამიტომ, ჩემი აზრით, გამართლებულია, ბავშვების ეს მისწრაფება სასარგებლოდ იყოს გამოყენებული და ამიტომ სასწავლო პროგრამებს ამაზე აფუძნებენ და კარგ ალტერნატივას სთავაზობენ.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ