სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გასულ წელს ივანიშვილის ქონება 100 მლნ დოლარით შემცირდა
გასულ წელს ივანიშვილის ქონება 100 მლნ დოლარით შემცირდა

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ე­ბი Forbes-ის რე­ი­ტინ­გში გა­უ­ა­რეს­და

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნალ Forbes-ის მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში 270-ე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, რი­თაც მისი შარ­შან­დე­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი გა­უ­ა­რეს­და.

გა­სუ­ლი წლის მარ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რი და ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი რე­ი­ტინ­გში 229-ე ად­გილს იკა­ვებ­და. შარ­შან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა 5.3 მი­ლი­არდ აშშ დო­ლა­რად ფა­სობ­და, წელს კი - 5.2 მი­ლი­არ­დად იქნა შე­ფა­სე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა გა­სულ წელს 100 მლნ დო­ლა­რით შემ­ცირ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 1.1 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რით შემ­ცირ­და ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის ქო­ნე­ბა 2012 წლის მარ­ტი­დან 2013 წლის მარ­ტამ­დეც.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კვლავ ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც Forbes-ის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში შე­დის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Forbes-ის ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ან­თა რე­ი­ტინ­გმა წელს მი­ლი­არ­დერ­თა რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა მო­იც­ვა - 1,645 მი­ლი­არ­დე­რი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. წელს პრეს­ტი­ჟულ რე­ი­ტინგს 268 ახა­ლი სახე შე­ე­მა­ტა, ხოლო მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ქო­ნე­ბის სა­ერ­თო მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 6,4 ტრი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­ი­ტინ­გის პირ­ველ ხუ­თე­ულს, ად­გი­ლე­ბი გაც­ვა­ლეს ბილ გე­ითსმა და მექ­სი­კელ­მა მი­ლი­არ­დერ­მა კარ­ლოს სლიმ ჰე­ლუმ. შე­დე­გად, ბილ გე­ითსმა შარ­შან­დე­ლი მე­ო­რე ად­გი­ლი­დან რე­ი­ტინ­გის სა­თა­ვე­ში გა­და­ი­ნაც­ვლა 76 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის ქო­ნე­ბით, ხოლო სლიმ ჰე­ლუმ შარ­შან­დე­ლი პირ­ვე­ლი ად­გი­ლი დათ­მო და მე­ო­რე ად­გილს დას­ჯერ­და 72 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი­ა­ნი მაჩ­ვე­ნებ­ლით.

შარ­შან­დე­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მყა­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნა მე­სა­მე ად­გი­ლი ეს­პა­ნელ­მა ამან­სიო ორ­ტე­გამ, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ტან­საც­მლის ხა­ზის, Zara-ს გამო სცნო­ბენ. 77 წლის ორ­ტე­გას ქო­ნე­ბა 64 მი­ლი­არდ აშშ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

თა­ვი­სი მე­ო­თხე ად­გი­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა უო­რენ ბა­ფეტ­მაც. Berkshire Hathaway-ს 83 წლის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის ქო­ნე­ბა წელს 58.2 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს.

შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით ცვლი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა რე­ი­ტინ­გის მე­ხუ­თე პო­ზი­ცი­ა­ზეც. ლარი ელი­სო­ნი კვლავ მე­ხუ­თე ად­გილ­ზეა. Oracle-ს 69 წლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი 48 მი­ლი­არდ აშშ დო­ლა­რი­ა­ნი ქო­ნე­ბი პატ­რო­ნია.

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქა­ლის სტა­ტუ­სი და­კარ­გა L'Oreal-ის მფლო­ბელ­მა ლი­ლი­ან ბე­ტან­კურ­მა. მან მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რეს ადა­მი­ან­თა რე­ი­ტინ­გის პირ­ველ ათე­ულ­ში ერ­თა­დერ­თი ქა­ლის სტა­ტუ­სი Wal-Mart-ის თა­ნა­ხელ­მძღვა­ნელს, კრის­ტი ვალ­ტონს გა­უც­ვა­ლა. შე­დე­გად, ვალ­ტო­ნი 36.7 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რით რე­ი­ტინ­გში მე­ცხრე ად­გილს, ხოლო 91 წლის ბე­ტან­კუ­რი 34,5 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რით მე-11 ად­გილს იკა­ვე­ბენ.

წყა­რო bpn.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გასულ წელს ივანიშვილის ქონება 100 მლნ დოლარით შემცირდა

გასულ წელს ივანიშვილის ქონება 100 მლნ დოლარით შემცირდა

ბიძინა ივანიშვილის პოზიციები Forbes-ის რეიტინგში გაუარესდა

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 270-ე ადგილი დაიკავა, რითაც მისი შარშანდელი პოზიციები გაუარესდა.

გასული წლის მარტის მონაცემებით ქართველი მილიარდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი რეიტინგში 229-ე ადგილს იკავებდა. შარშან ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.3 მილიარდ აშშ დოლარად ფასობდა, წელს კი - 5.2 მილიარდად იქნა შეფასებული. შესაბამისად, ივანიშვილის ქონება გასულ წელს 100 მლნ დოლარით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ 1.1 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა ყოფილი პრემიერის ქონება 2012 წლის მარტიდან 2013 წლის მარტამდეც.

მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილი კვლავ ერთადერთი ქართველია, რომელიც Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში შედის.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის ყველაზე მდიდარ ადამიანთა რეიტინგმა წელს მილიარდერთა რეკორდული რაოდენობა მოიცვა - 1,645 მილიარდერი მსოფლიოს მასშტაბით. წელს პრესტიჟულ რეიტინგს 268 ახალი სახე შეემატა, ხოლო მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონების საერთო მაჩვენებელმა 6,4 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება რეიტინგის პირველ ხუთეულს, ადგილები გაცვალეს ბილ გეითსმა და მექსიკელმა მილიარდერმა კარლოს სლიმ ჰელუმ. შედეგად, ბილ გეითსმა შარშანდელი მეორე ადგილიდან რეიტინგის სათავეში გადაინაცვლა 76 მილიარდი აშშ დოლარის ქონებით, ხოლო სლიმ ჰელუმ შარშანდელი პირველი ადგილი დათმო და მეორე ადგილს დასჯერდა 72 მილიარდი აშშ დოლარიანი მაჩვენებლით.

შარშანდელიდან მოყოლებული მყარად შეინარჩუნა მესამე ადგილი ესპანელმა ამანსიო ორტეგამ, რომელსაც ყველაზე მეტად ტანსაცმლის ხაზის, Zara-ს გამო სცნობენ. 77 წლის ორტეგას ქონება 64 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული.

თავისი მეოთხე ადგილი შეინარჩუნა უორენ ბაფეტმაც. Berkshire Hathaway-ს 83 წლის აღმასრულებელი დირექტორის ქონება წელს 58.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

შარშანდელთან შედარებით ცვლილება არ ყოფილა რეიტინგის მეხუთე პოზიციაზეც. ლარი ელისონი კვლავ მეხუთე ადგილზეა. Oracle-ს 69 წლის დამფუძნებელი 48 მილიარდ აშშ დოლარიანი ქონები პატრონია.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალის სტატუსი დაკარგა L'Oreal-ის მფლობელმა ლილიან ბეტანკურმა. მან მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგის პირველ ათეულში ერთადერთი ქალის სტატუსი Wal-Mart-ის თანახელმძღვანელს, კრისტი ვალტონს გაუცვალა. შედეგად, ვალტონი 36.7 მილიარდი აშშ დოლარით რეიტინგში მეცხრე ადგილს, ხოლო 91 წლის ბეტანკური 34,5 მილიარდი აშშ დოლარით მე-11 ადგილს იკავებენ.

წყარო bpn.ge

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ