სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ მათხოვარ ქალს ეძებს თაკო აბაშიძე - ამბები "ამბებისთვის"
რომელ მათხოვარ ქალს ეძებს თაკო აბაშიძე - ამბები "ამბებისთვის"

მსა­ხი­ობ თაკო აბა­ში­ძეს გა­სახ­სე­ნე­ბელს რა და­უ­ლევს, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში და­უ­ვი­წყარ და უბედ­ნი­ე­რეს დღედ შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს მი­იჩ­ნევს:

"დიახ, შვი­ლის და­ბა­დე­ბის მსგავ­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა არას­დროს მიგ­რძვნია და გან­მიც­დია... ხმა რომ ამო­ი­ღო, მო­მიყ­ვა­ნეს, რომ და­ვი­ნა­ხე, გა­ვოც­დი. რო­გორც მე ვუ­ყუ­რებ­დი, ისე­ვე მაკ­ვირ­დე­ბო­და. ჩვი­ლის გა­მო­ხედ­ვა კი არ ჰქონ­და, დიდი ადა­მი­ა­ნის ღრმა თვა­ლე­ბით მი­ყუ­რებ­და...

ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ბარ­ბა­რეს სი­ცო­ცხლის პირ­ვე­ლი წა­მე­ბი მე და ლა­შამ (მე­უღ­ლე) ერ­თად ვნა­ხეთ და გან­ვი­ცა­დეთ... მსგავ­სი ერ­თად ყოფ­ნის შეგ­რძნე­ბა სხვა არ მგო­ნია, არ­სე­ბობ­დეს...

რაც შე­ე­ხე­ბა ოდ­ნავ სევ­დი­ან და გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბელ ამ­ბავს, თაკო ასეთ რა­ღა­ცას ჰყვე­ბა:

"მახ­სოვს ერთი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც "დე­ლი­სის" მეტ­როს­თან მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში მა­თხოვ­რობ­და და იმ ადა­მი­ანს ვე­ძებ. პე­რი­ო­დუ­ლად სულ ვეხ­მა­რე­ბო­დი, მაგ­რამ ერთ დღე­საც გაქ­რა. იმ ად­გი­ლას აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა, სა­ოც­რად კულ­ტუ­რუ­ლი და სან­დო­მი­ა­ნი სა­ხის მქო­ნე მო­ხუ­ცი ბებო იყო, რო­მე­ლიც თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი იდგა და ადა­მი­ა­ნებს სა­ხეს არც უს­წო­რებ­და. ხან­და­ხან გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი ხოლ­მე, რო­გორც ამ­ბობ­და, ერთი შვი­ლი ჰყავ­და, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობ­და და ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­და. მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და...

ერთ დღე­საც ძა­ლი­ან ცი­ო­და, ყინ­ვა იყო და რომ ვნა­ხე, რამ­დე­ნი­მე დღის სამ­ყო­ფი ფული მი­ვე­ცი და ვთხო­ვე, ორ-სამი დღე და­ეს­ვე­ნა, ძა­ლი­ან ცი­ო­და და შე­მე­ცო­და. იმის მერე ის ქალ­ბა­ტო­ნი იქ აღარ მი­ნა­ხავს... არა­და, თავს ვერ ვპა­ტი­ობ, რამ მათ­ქმე­ვი­ნა-მეთ­ქი? დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ მის წი­ნა­შე თავს. ნე­ტავ, იმ ნათ­ქვა­მით ხომ არ შე­უ­რა­ცხვყა­ვი, რამ­დე­ნი­მე დღე დას­ვე­ნე­ბა რომ ვთხო­ვე და ფული მი­ვე­ცი-მეთ­ქი?

მოკ­ლედ, რამ­დე­ნი­მე წე­ლია, იმ ქალს ვე­ძებ. თუ ცო­ცხა­ლია, იქ­ნებ რა­ღაც­ნა­ი­რად მოხ­დეს მას­თან და­კავ­ში­რე­ბა, ვთხოვ, გა­მო­მეხ­მა­უ­როს, ხმა მო­მაწ­ვდი­ნოს და სა­კუ­თა­რი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი და­მი­ტო­ვოს... ვერ ავ­ხსნი და გად­მოგ­ცემთ, თუ რო­გო­რი თვა­ლე­ბი ჰონ­და და მის­გან რამ­ხე­ლა სით­ბო მო­დი­ო­და... ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა. მისი მსგავ­სი ადა­მი­ა­ნი, ალ­ბათ ბევ­რია, მაგ­რამ ისე­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, რომ რა გი­თხრათ.

ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი მქო­ნია, მაგ­რამ ახლა რა­ტომ­ღაც ეს გა­მახ­სენ­და. თან, იმ ქალს ვე­ძებ და იქ­ნებ გა­მოჩ­ნდეს?.."

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რომელ მათხოვარ ქალს ეძებს თაკო აბაშიძე - ამბები "ამბებისთვის"

რომელ მათხოვარ ქალს ეძებს თაკო აბაშიძე - ამბები "ამბებისთვის"

მსახიობ თაკო აბაშიძეს გასახსენებელს რა დაულევს, მაგრამ ცხოვრებაში დაუვიწყარ და უბედნიერეს დღედ შვილის დაბადების დღეს მიიჩნევს:

"დიახ, შვილის დაბადების მსგავსი ბედნიერება არასდროს მიგრძვნია და განმიცდია... ხმა რომ ამოიღო, მომიყვანეს, რომ დავინახე, გავოცდი. როგორც მე ვუყურებდი, ისევე მაკვირდებოდა. ჩვილის გამოხედვა კი არ ჰქონდა, დიდი ადამიანის ღრმა თვალებით მიყურებდა...

ბედნიერი ვარ, რომ ბარბარეს სიცოცხლის პირველი წამები მე და ლაშამ (მეუღლე) ერთად ვნახეთ და განვიცადეთ... მსგავსი ერთად ყოფნის შეგრძნება სხვა არ მგონია, არსებობდეს...

რაც შეეხება ოდნავ სევდიან და გულისამაჩუყებელ ამბავს, თაკო ასეთ რაღაცას ჰყვება:

"მახსოვს ერთი ქალბატონი, რომელიც "დელისის" მეტროსთან მიწისქვეშა გადასასვლელში მათხოვრობდა და იმ ადამიანს ვეძებ. პერიოდულად სულ ვეხმარებოდი, მაგრამ ერთ დღესაც გაქრა. იმ ადგილას აღარ გამოჩენილა, საოცრად კულტურული და სანდომიანი სახის მქონე მოხუცი ბებო იყო, რომელიც თავჩაღუნული იდგა და ადამიანებს სახეს არც უსწორებდა. ხანდახან გამოველაპარაკებოდი ხოლმე, როგორც ამბობდა, ერთი შვილი ჰყავდა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა და ყურადღებას არ აქცევდა. მის შესახებ არაფერი იცოდა...

ერთ დღესაც ძალიან ციოდა, ყინვა იყო და რომ ვნახე, რამდენიმე დღის სამყოფი ფული მივეცი და ვთხოვე, ორ-სამი დღე დაესვენა, ძალიან ციოდა და შემეცოდა. იმის მერე ის ქალბატონი იქ აღარ მინახავს... არადა, თავს ვერ ვპატიობ, რამ მათქმევინა-მეთქი? დამნაშავედ ვგრძნობ მის წინაშე თავს. ნეტავ, იმ ნათქვამით ხომ არ შეურაცხვყავი, რამდენიმე დღე დასვენება რომ ვთხოვე და ფული მივეცი-მეთქი?

მოკლედ, რამდენიმე წელია, იმ ქალს ვეძებ. თუ ცოცხალია, იქნებ რაღაცნაირად მოხდეს მასთან დაკავშირება, ვთხოვ, გამომეხმაუროს, ხმა მომაწვდინოს და საკუთარი კოორდინატები დამიტოვოს... ვერ ავხსნი და გადმოგცემთ, თუ როგორი თვალები ჰონდა და მისგან რამხელა სითბო მოდიოდა... ძალიან მეცოდება. მისი მსგავსი ადამიანი, ალბათ ბევრია, მაგრამ ისეთი განსხვავებული ადამიანი იყო, რომ რა გითხრათ.

ბევრი საინტერესო და დასამახსოვრებელი ამბავი მქონია, მაგრამ ახლა რატომღაც ეს გამახსენდა. თან, იმ ქალს ვეძებ და იქნებ გამოჩნდეს?.."

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება