სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველები მუდმივ ცაიტნოტში - რატომღაც დრო არავის არ ჰყოფნის
ქართველები მუდმივ ცაიტნოტში - რატომღაც დრო არავის არ ჰყოფნის

ადა­მი­ან­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა დრო­ის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დის. მი­ზე­ზი მისი არას­წო­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბაა. "რე­ზო­ნან­სმა" გა­მო­კი­თხვი­სა და დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად და­ად­გი­ნა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა მუ­შა­ო­ბას, ძი­რი­თა­დად, 11 სა­ათ­ზე იწყებს და 7-9 სა­ათ­ზე ამ­თავ­რებს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ერს დრო­ის სწო­რად მარ­თვის­კენ მო­უ­წო­და. ილია მე­ო­რემ საკ­ვი­რაო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქა­და­გე­ბა­ში დრო­ის ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ყე­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და მისი და­ფა­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით გერ­მა­ნი­ის მა­გა­ლი­თი მო­იყ­ვა­ნა. უწ­მინ­დე­სის თქმით, იქ პრო­ფე­სო­რი მუ­შა­ო­ბას დი­ლის 6-7 სა­ათ­ზე იწყებს.

"რე­ზო­ნან­სი" და­ინ­ტე­რეს­და რო­გო­რია ქარ­თვე­ლე­ბის სა­მუ­შაო გან­რი­გი. ჩვენ ამის გა­სარ­კვე­ვად, პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე გა­ვე­დით, სა­დაც დი­ლის 10-11 სა­ათ­ზე მა­ღა­ზი­ე­ბი კვლავ და­კე­ტი­ლი დაგ­ვხვდა.

რო­გორც ჩანს, დრო­ის მე­ნე­ჯმენ­ტის და მისი მოფრ­თხი­ლე­ბის სწავ­ლა მხო­ლოდ კონ­სულ­ტან­ტე­ბის­თვის არ ყო­ფი­ლა სა­ჭი­რო. და­ვად­გი­ნეთ, რომ თურ­მე პატ­რი­არ­ქის ინი­ცი­ა­ტი­ვა ყვე­ლა სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს.

"გვი­ან ვწვე­ბი და, შე­სა­ბა­მი­სად, დი­ლით ადრე ვერ ვდგე­ბი ხოლ­მე. ამი­ტომ მუ­შა­ო­ბას 12 სა­ათ­ზე, ხა­ნაც 1-ზე, ხან კი სუ­ლაც 2 სა­ათ­ზე ვი­წყებ. სა­მუ­შა­ოს­თვის კონ­კრე­ტუ­ლი დრო არ მაქვს გა­მო­ყო­ფი­ლი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სამ­სა­ხურ­ში რო­მელ­ზე მი­ვალ, მთა­ვა­რია ის საქ­მე გა­ვა­კე­თო, რაც მე­ვა­ლე­ბა. უფ­რო­სი შე­დეგ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და არა იმა­ზე, მე რა დროს დავ­ყოფ ოფის­ში.

დღეს ვგეგ­მავ ისე, რო­გორც მინ­და. მთა­ვა­რია, ის საქ­მე გა­ვა­კე­თო, რო­მე­ლიც მე­ვა­ლე­ბა. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­შიც კი მი­მუ­შა­ვია. ქარ­თვე­ლებ­მა ნორ­მა არ ვი­ცით - ან თავი უნდა შე­ვაკ­ლათ რა­ღა­ცას, ან ბო­ლომ­დე არ მი­ვიყ­ვა­ნოთ და და­ვი­ზა­როთ", - ამ­ბობს მა­რი­ამ ბუ­ცხრი­კი­ძე.

მა­რი­ამ ბუ­ცხრი­კი­ძის მსგავ­სად, ნა­თია ახალ­კა­ციც დრო­ის სიმ­ცი­რეს უჩი­ვის. ქარ­თვე­ლებ­ში ორი უკი­დუ­რე­სო­ბა არსბე­ობს. ჯერ დრო სი­ზარ­მა­ცის გამო უქ­მად გაჰ­ყავთ და ბო­ლოს საქ­მეს უკა­ნას­კნელ წუ­თებ­ში ძლივს აწს­რე­ბენ. ზო­გი­ერ­თი კი სამ­სა­ხურ­ზეა თავ­გა­დაკ­ლუ­ლი და მზად არის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მუ­შა­ო­ბას შეს­წი­როს. მა­გა­ლი­თად, ასე­თია 28 წლის ნა­თი­აც.

"ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ, რო­მე­ლიც 11 სა­ათ­ზე იღე­ბა და 9 სა­ათ­ზე იკე­ტე­ბა. 10 სა­ა­თი გვი­წევს მუ­შა­ო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი დღე იკარ­გე­ბა. რა თქმა უნდა, ასეთ რე­ჟიმ­ში ყოფ­ნა ახალ­გაზ­რდა გო­გოს­თვის რთუ­ლია. სჯობს, საქ­მეს დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რამ­დე მორ­ჩე და და­ნარ­ჩე­ნი მო­ნაკ­ვე­თი პი­რად ცხოვ­რე­ბას და­უთ­მო.

არ მიყ­ვარს დრო­ის ტყუ­ი­ლად ფლან­გვა. ამი­ტომ ქარ­თვე­ლე­ბის ფუქ­სა­ვა­ტო­ბა და საქ­მის მი­მართ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს. ჩემ გარ­შე­მო ბევ­რია ისე­თი, ვინც დროს ფლან­გავს და საქ­მე ბოლო წუ­თე­ბამ­დე მიჰ­ყავს. ჩვენ­ნა­ირ მო­უ­წეს­რი­გე­ბელ ერს რე­ჟიმ­ში ჩად­გო­მა ნამ­დვი­ლად არ აწყენ­და," - ამ­ბობს ნა­თია ახალ­კა­ცი.

გი­ორ­გი ას­პა­ნი­ძე უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია მე­ო­რის ქა­და­გე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა და იმ და­დე­ბით მხა­რე­ებ­ზე სა­უბ­რობს, რაც მისი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. იგი, მი­უ­ხე­და­ვად და­დე­ბი­თი გან­წყო­ბი­სა, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის შეს­რუ­ლე­ბას საკ­მა­ოდ რთუ­ლად მი­იჩ­ნევს.

"პატ­რი­არ­ქის თქმის არ იყოს, ქარ­თვე­ლე­ბი დროს სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას მარ­თლაც არ ვაქ­ცევთ. მე პი­რა­დად სამ­სა­ხუ­რი 11 სა­ათ­ზე მე­წყე­ბა. გვი­ან და­ძი­ნე­ბის გამო, ძლივს ვას­წრებ მომ­ზა­დე­ბას. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა 10-15 წუ­თი­თაც კი და­მიგ­ვი­ა­ნია ხოლ­მე.

სა­ზღვარ­გა­რეთ შრო­მას მარ­თლაც 6-7 სა­ათ­ზე იწყე­ბენ, ჩვენ კი, ძი­რი­თა­დად, 11-ზე. სხვა­ო­ბა 5 სა­ა­თია და ეს პა­ტა­რა დრო არ არის. ჩვენც ადრე რომ მი­ვეჩ­ვი­ოთ გაღ­ვი­ძე­ბა­სა და სამ­სა­ხურ­ში წას­ვლას, რამ­დენს მო­ვი­გებთ? ეს სათ­ქმე­ლად ად­ვი­ლია, მგა­რამ გა­სა­კე­თებ­ლად ძა­ლი­ან რთუ­ლი გახ­ლავთ. რო­გო­რია მთე­ლი ერი სხვა რე­ჟიმ­ზე გად­მო­ე­წყოს", - ამ­ბობს გი­ორ­გი ას­პა­ნი­ძე.

თა­მარ კოხ­ტაშ­ვი­ლიც დრო­ის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დის. იგი ზოგ­ჯერ საქ­მის მოს­წრე­ბა­საც ძლივს აღ­წევს. ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, ეს არას­წო­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბის თუ ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თის ბრა­ლია. ფაქ­ტი ერ­თია, რომ 19 წლის გო­გო­ნას არ ჰყოფ­ნის 24 სა­ა­თი იმის­თვის, რომ მუ­შა­ო­ბაც მო­ას­წროს და სწავ­ლაც. ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი შე­იქ­ნა, არ­ჩე­ვა­ნი ერთ-ერთ მათ­გან­ზე გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

რო­გორც თა­მარ­მა "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ამ ეტაპ­ზე მან უარი გა­ნა­ცხა­და მუ­შა­ო­ბა­ზე და ლექ­ცი­ე­ბი შუ­ა­დღის სა­ა­თებ­ში აირ­ჩია. აღ­მოჩ­ნდა, რომ დი­ლის ძილი ქარ­თვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას ძლი­ერ ჰყვა­რე­ბია.

"დრო­ის დე­ფი­ციტს გან­ვიც­დი. ვიცი, სა­ჭი­როა მისი სწო­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბა, მაგ­რამ ვერ ვა­ხერ­ხებ. არ ვე­თან­ხმე­ბი ამ მო­საზ­რე­ბას - რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს საქ­მეს, რო­დის გა­ა­კე­თებ.

მთა­ვა­რია, ხა­რის­ხი და ამის მი­საღ­წე­ვად კი დრო­ის სწო­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბაა სა­ჭი­რო. რა მო­ნაკ­ვეთ­ში მო­ახ­დენ შენი შე­საძ­ლებ­ლო­ბის აფი­ში­რე­ბას, ამას ძა­ლი­ან დიდი დატ­ვირ­თვა აქვს.

დი­ლით გო­ნე­ბა უფრო ფხი­ზე­ლია და მე­ტად სწრა­ფად და უკეთ აზ­როვ­ნებ, ამი­ტომ სჯობს, 24- სა­ა­თი­ან მო­ნაკ­ვეთ­ში საქ­მე თუნ­დაც გამ­თე­ნი­ი­სას 6-7 სა­ათ­ზე და­ი­წყო. ეს სა­კუ­თარ თავ­ზე მაქვს რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­მოც­დი­ლი და კარ­გი შე­დე­გიც მი­მი­ღია. ვა­ღი­ა­რებ, ძა­ლი­ან რთუ­ლია, რად­გან, უკვე 15 წე­ლია მუ­შა­ო­ბას 10 სა­ათ­ზე ვი­წყებ და ახლა სხვა რე­ჟიმ­ზე გა­და­წყო­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა.

მე­ო­რე მხრივ, პატ­რი­არ­ქის ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მხიბ­ლავს, რად­გან დრო­ის დე­ფი­ციტს მარ­თლაც გან­ვიც­დი და მისი აღ­მო­ფხვრა ძა­ლი­ან მსურს. რა სჯობს შვი­ლებ­თან, მშობ­ლებ­თან, მე­გობ­რებ­თან ყოფ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ მო­გე­ცე­მა. მე ამას ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვა­ხერ­ხებ", - ამ­ბობს პა­ა­ტა ვარ­დი­აშ­ვი­ლი.

მა­რი­ამ აფ­ცი­ა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ქართველები მუდმივ ცაიტნოტში - რატომღაც დრო არავის არ ჰყოფნის

ქართველები მუდმივ ცაიტნოტში - რატომღაც დრო არავის არ ჰყოფნის

ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა დროის დეფიციტს განიცდის. მიზეზი მისი არასწორი გადანაწილებაა. "რეზონანსმა" გამოკითხვისა და დაკვირვების შედეგად დაადგინა, რომ მოსახლეობის უმეტესობა მუშაობას, ძირითადად, 11 საათზე იწყებს და 7-9 საათზე ამთავრებს.

რამდენიმე დღის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ერს დროის სწორად მართვისკენ მოუწოდა. ილია მეორემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებაში დროის ნაყოფიერად გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მისი დაფასების თვალსაზრისით გერმანიის მაგალითი მოიყვანა. უწმინდესის თქმით, იქ პროფესორი მუშაობას დილის 6-7 საათზე იწყებს.

"რეზონანსი" დაინტერესდა როგორია ქართველების სამუშაო განრიგი. ჩვენ ამის გასარკვევად, პეკინის გამზირზე გავედით, სადაც დილის 10-11 საათზე მაღაზიები კვლავ დაკეტილი დაგვხვდა.

როგორც ჩანს, დროის მენეჯმენტის და მისი მოფრთხილების სწავლა მხოლოდ კონსულტანტებისთვის არ ყოფილა საჭირო. დავადგინეთ, რომ თურმე პატრიარქის ინიციატივა ყველა სფეროს წარმომადგენელმა უნდა გაითვალისწინოს.

"გვიან ვწვები და, შესაბამისად, დილით ადრე ვერ ვდგები ხოლმე. ამიტომ მუშაობას 12 საათზე, ხანაც 1-ზე, ხან კი სულაც 2 საათზე ვიწყებ. სამუშაოსთვის კონკრეტული დრო არ მაქვს გამოყოფილი. არ აქვს მნიშვნელობა, სამსახურში რომელზე მივალ, მთავარია ის საქმე გავაკეთო, რაც მევალება. უფროსი შედეგზეა ორიენტირებული და არა იმაზე, მე რა დროს დავყოფ ოფისში.

დღეს ვგეგმავ ისე, როგორც მინდა. მთავარია, ის საქმე გავაკეთო, რომელიც მევალება. ყოფილა შემთხვევა, 24-საათიან რეჟიმშიც კი მიმუშავია. ქართველებმა ნორმა არ ვიცით - ან თავი უნდა შევაკლათ რაღაცას, ან ბოლომდე არ მივიყვანოთ და დავიზაროთ", - ამბობს მარიამ ბუცხრიკიძე.

მარიამ ბუცხრიკიძის მსგავსად, ნათია ახალკაციც დროის სიმცირეს უჩივის. ქართველებში ორი უკიდურესობა არსბეობს. ჯერ დრო სიზარმაცის გამო უქმად გაჰყავთ და ბოლოს საქმეს უკანასკნელ წუთებში ძლივს აწსრებენ. ზოგიერთი კი სამსახურზეა თავგადაკლული და მზად არის მთელი ცხოვრება მუშაობას შესწიროს. მაგალითად, ასეთია 28 წლის ნათიაც.

"ერთ-ერთ მაღაზიაში ვმუშაობ, რომელიც 11 საათზე იღება და 9 საათზე იკეტება. 10 საათი გვიწევს მუშაობა, ფაქტობრივად, მთელი დღე იკარგება. რა თქმა უნდა, ასეთ რეჟიმში ყოფნა ახალგაზრდა გოგოსთვის რთულია. სჯობს, საქმეს დღის მეორე ნახევრამდე მორჩე და დანარჩენი მონაკვეთი პირად ცხოვრებას დაუთმო.

არ მიყვარს დროის ტყუილად ფლანგვა. ამიტომ ქართველების ფუქსავატობა და საქმის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ძალიან მაღიზიანებს. ჩემ გარშემო ბევრია ისეთი, ვინც დროს ფლანგავს და საქმე ბოლო წუთებამდე მიჰყავს. ჩვენნაირ მოუწესრიგებელ ერს რეჟიმში ჩადგომა ნამდვილად არ აწყენდა," - ამბობს ნათია ახალკაცი.

გიორგი ასპანიძე უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ქადაგებას ეხმიანება და იმ დადებით მხარეებზე საუბრობს, რაც მისი გათვალისწინების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. იგი, მიუხედავად დადებითი განწყობისა, ამ ინიციატივის შესრულებას საკმაოდ რთულად მიიჩნევს.

"პატრიარქის თქმის არ იყოს, ქართველები დროს სათანადო ყურადღებას მართლაც არ ვაქცევთ. მე პირადად სამსახური 11 საათზე მეწყება. გვიან დაძინების გამო, ძლივს ვასწრებ მომზადებას. ყოფილა შემთხვევა 10-15 წუთითაც კი დამიგვიანია ხოლმე.

საზღვარგარეთ შრომას მართლაც 6-7 საათზე იწყებენ, ჩვენ კი, ძირითადად, 11-ზე. სხვაობა 5 საათია და ეს პატარა დრო არ არის. ჩვენც ადრე რომ მივეჩვიოთ გაღვიძებასა და სამსახურში წასვლას, რამდენს მოვიგებთ? ეს სათქმელად ადვილია, მგარამ გასაკეთებლად ძალიან რთული გახლავთ. როგორია მთელი ერი სხვა რეჟიმზე გადმოეწყოს", - ამბობს გიორგი ასპანიძე.

თამარ კოხტაშვილიც დროის დეფიციტს განიცდის. იგი ზოგჯერ საქმის მოსწრებასაც ძლივს აღწევს. ძნელი სათქმელია, ეს არასწორი გადანაწილების თუ ქართული ხასიათის ბრალია. ფაქტი ერთია, რომ 19 წლის გოგონას არ ჰყოფნის 24 საათი იმისთვის, რომ მუშაობაც მოასწროს და სწავლაც. ამიტომ იძულებული შეიქნა, არჩევანი ერთ-ერთ მათგანზე გაეკეთებინა.

როგორც თამარმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე მან უარი განაცხადა მუშაობაზე და ლექციები შუადღის საათებში აირჩია. აღმოჩნდა, რომ დილის ძილი ქართველების უმეტესობას ძლიერ ჰყვარებია.

"დროის დეფიციტს განვიცდი. ვიცი, საჭიროა მისი სწორად გადანაწილება, მაგრამ ვერ ვახერხებ. არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას - რა მნიშვნელობა აქვს საქმეს, როდის გააკეთებ.

მთავარია, ხარისხი და ამის მისაღწევად კი დროის სწორი გადანაწილებაა საჭირო. რა მონაკვეთში მოახდენ შენი შესაძლებლობის აფიშირებას, ამას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს.

დილით გონება უფრო ფხიზელია და მეტად სწრაფად და უკეთ აზროვნებ, ამიტომ სჯობს, 24- საათიან მონაკვეთში საქმე თუნდაც გამთენიისას 6-7 საათზე დაიწყო. ეს საკუთარ თავზე მაქვს რამდენიმეჯერ გამოცდილი და კარგი შედეგიც მიმიღია. ვაღიარებ, ძალიან რთულია, რადგან, უკვე 15 წელია მუშაობას 10 საათზე ვიწყებ და ახლა სხვა რეჟიმზე გადაწყობა გამიჭირდება.

მეორე მხრივ, პატრიარქის ეს ინიციატივა მხიბლავს, რადგან დროის დეფიციტს მართლაც განვიცდი და მისი აღმოფხვრა ძალიან მსურს. რა სჯობს შვილებთან, მშობლებთან, მეგობრებთან ყოფნის შესაძლებლობა რომ მოგეცემა. მე ამას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ", - ამბობს პაატა ვარდიაშვილი.

მარიამ აფციაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია