სალომე ჭაჭუამ და გიორგი ვარდოსანიძემ ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერეს.
სალომე შესაშური აღნაგობით გამოირჩევა და გასაკვირი არაა, რომ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს სექსუალურ კაბას მიანიჭებდა უპირატესობას. როგორც ფოტოებიდან ჩანს, საქორწილო კაბაში ჭაჭუა თვალისმომჭრელად გამოიყურება.
მან არჩევანი ყვავილების მაქმანებით მოქარგულ, ტანზე გამოკვეთილ თეთრ საქორწინო კაბაზე შეაჩერა, რომელსაც სტანდარტული სიგრძის შლეიფი აგვირგვინებდა. კაბას ღრმად ამოჭრილი ზურგი აქვს.შეგახსენებთ, სალომე ჭაჭუას და გიორგი ვარდოსანიძის რომანის შესახებ გასული წლის სექტემბერში გამჟღავნდა. მანამდე წყვილი "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონში გამარჯვებისთვის იბრძოდა.
ასევე იხილეთ პირველი ვიდეო ქორწილიდან
იხილეთ ასევე: სალომე ჭაჭუამ ქორწილში "ბიონსეს კაბა" ჩაიცვა