მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯიგარი" ტაქსის მძღოლისა და მადლიერი კლიენტის ამბავი
"ჯიგარი" ტაქსის მძღოლისა და მადლიერი კლიენტის ამბავი

ახა­ლი წლის წინა დღე­ებ­ში, ბაზ­რო­ბი­დან პრო­დუქ­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი, სახ­ლში ტაქ­სით წა­მო­ვე­დი. გზა­ში მძღოლ­თან სა­უ­ბარ­ში ისე გა­ვერ­თე რომ ვერ შე­ვამ­ჩნიე, ჯი­ბი­დან ტე­ლე­ფო­ნი რო­დის ამო­მი­ვარ­და. სახ­ლში შე­სულ­მა, "მო­ბი­ლუ­რი" რომ ვერ­სად ვი­პო­ვე, მა­შინ­ვე ჩემს ნო­მერ­ზე გა­დავ­რე­კე, მაგ­რამ... "თქვენ და­უ­კავ­შირ­დით "მაგ­თი­კო­მს", მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლია ან გა­სუ­ლია მომ­სა­ხუ­რე­ბის ზო­ნი­დან".... მა­ნამ­დე ერთი ტე­ლე­ფო­ნი ერთ-ერთ ცნო­ბილ კა­ფე­ში დამ­რჩა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ კა­ფის ხში­რი სტუ­მა­რი ვი­ყა­ვი, უკან მიბ­რუ­ნე­ბულს მა­ინც აღარ გა­მო­მი­ჩი­ნეს... ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ტე­ლე­ფონ­ზე კი არა, კონ­ტაქ­ტებ­ზე უფრო დამ­წყდა გული. თუმ­ცა, გუ­შინ "ფე­ის­ბუ­ქის" ერთ-ერ­თმა სტა­ტუს­მა მი­მახ­ვედ­რა, რომ პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ჯერ კი­დევ არ­სე­ბო­ბენ და და­კარ­გულ ნივ­თებს მე­პატ­რო­ნეს უბ­რუ­ნე­ბენ. აი, რას ყვე­ბა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში და­კარ­გუ­ლი ნივ­თის პატ­რო­ნი:

და­ვით კლდი­აშ­ვი­ლი:

"ოთხი დღის წინ ტაქსში დამ­რჩა "პლან­შე­ტი." არც ნო­მე­რი ვი­ცო­დი ტაქ­სის, არც გა­მო­ძა­ხე­ბით მყავ­და, არც სახ­ლთან მი­ვუყ­ვა­ნი­ვარ. უბ­რა­ლოდ გზა­ში და­ვა­ნა­ხე სად მყავ­და სა­ბუ­რავ­დაშ­ვე­ბუ­ლი მან­ქა­ნა და­ყე­ნე­ბუ­ლი (სახ­ლი­დან შორს). იმე­დი გა­და­წუ­რუ­ლი მქონ­და და და­კარ­გულ ნივთზე გული მწყდე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ერთ სა­ღა­მოს ჩემს მან­ქა­ნას­თან მი­სულ­მა, სა­ქა­რე მი­ნა­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი ფურ­ცე­ლი დამ­ხვდა, სა­დაც ნო­მე­რი იყო მი­თი­თე­ბუ­ლი. ვრე­კავ და მპა­სუ­ხობს ტაქ­სის მძღო­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"ჯიგარი" ტაქსის მძღოლისა და მადლიერი კლიენტის ამბავი

"ჯიგარი" ტაქსის მძღოლისა და მადლიერი კლიენტის ამბავი

ახალი წლის წინა დღეებში, ბაზრობიდან პროდუქტებით დატვირთული, სახლში ტაქსით წამოვედი. გზაში მძღოლთან საუბარში ისე გავერთე რომ ვერ შევამჩნიე, ჯიბიდან ტელეფონი როდის ამომივარდა. სახლში შესულმა, "მობილური" რომ ვერსად ვიპოვე, მაშინვე ჩემს ნომერზე გადავრეკე, მაგრამ... "თქვენ დაუკავშირდით "მაგთიკომს", მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან".... მანამდე ერთი ტელეფონი ერთ-ერთ ცნობილ კაფეში დამრჩა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კაფის ხშირი სტუმარი ვიყავი, უკან მიბრუნებულს მაინც აღარ გამომიჩინეს... ორივე შემთხვევაში ტელეფონზე კი არა, კონტაქტებზე უფრო დამწყდა გული. თუმცა, გუშინ "ფეისბუქის" ერთ-ერთმა სტატუსმა მიმახვედრა, რომ პატიოსანი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ და დაკარგულ ნივთებს მეპატრონეს უბრუნებენ. აი, რას ყვება "კვირის პალიტრასთან" საუბარში დაკარგული ნივთის პატრონი:

დავით კლდიაშვილი:

"ოთხი დღის წინ ტაქსში დამრჩა "პლანშეტი." არც ნომერი ვიცოდი ტაქსის, არც გამოძახებით მყავდა, არც სახლთან მივუყვანივარ. უბრალოდ გზაში დავანახე სად მყავდა საბურავდაშვებული მანქანა დაყენებული (სახლიდან შორს). იმედი გადაწურული მქონდა და დაკარგულ ნივთზე გული მწყდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ერთ საღამოს ჩემს მანქანასთან მისულმა, საქარე მინაზე მიმაგრებული ფურცელი დამხვდა, სადაც ნომერი იყო მითითებული. ვრეკავ და მპასუხობს ტაქსის მძღოლი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია