სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ძარცვავდნენ და კლავდნენ ალქაჯები, ელფები და სანტა კლაუსები
როგორ ძარცვავდნენ და კლავდნენ ალქაჯები, ელფები და სანტა კლაუსები

1927 წელს ბან­დამ, რო­მელ­საც ლა­მის ნამ­დვი­ლი სან­ტა კლა­უ­სი ედგა სა­თა­ვე­ში, ბან­კი­დან 12 ათას 400 დო­ლა­რი გა­ი­ტა­ცა. ძარ­ცვას სის­ხლის ღვრა მოჰ­ყვა. შემ­დგო­მი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ბან­კის კედ­ლებ­ზე 200-ზე მეტი ნა­ტყვი­ა­რი დათ­ვა­ლეს. ეს არ ყო­ფი­ლა არც პირ­ვე­ლი და არც უკა­ნას­კნე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ზღაპ­რის პერ­სო­ნა­ჟე­ბი "მა­ტე­რი­ა­ლიზ­დე­ბოდ­ნენ", რათა ნგრე­ვა და ქა­ო­სი გა­მო­ეწ­ვი­ათ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიხ­ში­რით ასე­თი და­ნა­შა­უ­ლი უმე­ტე­სად, სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლე­ბის წინ ხდე­ბა.

მოხ­ტუ­ნა­ვე ჯეკი

ახა­ლი წელი ჯა­დოს­ნუ­რი ზღაპ­რე­ბი­სა და გარ­და­სახ­ვის დროა, როცა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას ფან­ტა­ზი­ე­ბის სამ­ყარო ცვლის, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ეს ზღა­პა­რი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი და შემ­ზა­რა­ვი სა­ხით იჭ­რე­ბა ყოფა-ცხოვ­რე­ბა­ში. ისეც ხდე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ზღაპ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის (ან მათ მსგავ­თა) პი­რის­პირ დგე­ბი­ან. ამ­გვა­რი შეხ­ვედ­რე­ბის შე­დე­გი კრი­მი­ნა­ლუ­რი ქრო­ნი­კის ფურ­ცლე­ბად იქ­ცე­ვა ხოლ­მე. არა­ერ­თი უკე­თუ­რი ან­ცო­ბა, რო­მე­ლიც მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მოწ­მის წი­ნა­შე გა­თა­მა­შე­ბუ­ლა, პო­ლი­ცი­ის ოქ­მებ­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

მა­გა­ლი­თად, 1837 წელს შო­ბის წინ, ინ­გლი­სი უც­ნა­უ­რი დამ­ნა­შა­ვის ქმე­დე­ბამ შე­აშ­ფო­თა, რო­მე­ლიც ეშ­მა­კი­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სა­დაც იქ­ცე­ო­და. ყვე­ლა­ფე­რი სექ­ტემ­ბრის ღა­მეს, ლონ­დო­ნის ერთ-ერთ სა­საფ­ლა­ო­ზე და­ი­წყო. ში­ნის­კენ დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­მა­ვალ კაცს თავ­ში აზ­რად მო­უ­ვი­და, გზა მოკ­ლე­ზე - სა­საფ­ლა­ო­თი გა­და­ეჭ­რა. უეც­რად შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბის მომსწრე გახ­და: სა­საფ­ლა­ოს მა­ღალ კე­დელს იო­ლად გად­მო­ევ­ლო რა­ღაც არ­სე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ჰგავ­და, მაგ­რამ ცე­ცხლის მფრქვე­ვე­ლი თვა­ლე­ბი და დიდი ბრჭყა­ლე­ბი ჰქონ­და. სა­ზა­რე­ლი ფი­გუ­რა სიბ­ნე­ლე­ში გა­უ­ჩი­ნარ­და, მგზავ­რი კი ისე შე­შინ­და, რომ ღამ­ღა­მო­ბით სა­საფ­ლა­ოს­თან ხე­ტი­ა­ლი სა­ბო­ლო­ოდ აღიკ­ვე­თა.

მალე ცნო­ბა უც­ნა­უ­რი მოხ­ტუ­ნა­ვის შე­სა­ხებ კვლავ მის­წვდა ადა­მი­ან­თა ყურს. რკი­ნისბრჭყა­ლე­ბი­ა­ნი არ­სე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ე­ცხა­და ღა­მის ლონ­დონ­ში მო­სე­ირ­ნე შე­ქე­ი­ფი­ა­ნე­ბულ ჯგუფს. თა­ვი­დან მან ერთ-ერთ ბა­ტონს პალ­ტო და­უ­ხია; შემ­დეგ გო­გო­ნას - პოლი ადამსს და­ეს­ხა თავს, ტა­ნი­სა­მო­სი შე­მო­ა­ხია და მუ­ცე­ლი და­უ­კაწ­რა. შე­ში­ნე­ბუ­ლი კა­ცე­ბი მი­მო­ი­ფანტნენ, ხოლო პო­ლიმ გრძნო­ბა და­კარ­გა.

1837 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ბრჭყა­ლე­ბი­ა­ნი კაცი მო­სამ­სა­ხუ­რე მერი სტი­ვენსს და­ეს­ხა თავს. მას ცივი, წე­ბო­ვა­ნი ხე­ლე­ბით და­ე­ჭი­და, ლოშ­ნა და­უ­წყო და ტან­საც­მე­ლი შე­მო­ა­ხია. გო­გო­ნამ ყვი­რი­ლი მორ­თო. მა­ნი­ა­კი გა­იქ­ცა. მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში "ჯა­დოს­ნურ­მა" სუ­ბი­ექ­ტმა ლონ­დო­ნის სხვა­დას­ხვა უბან­ში არა­ერ­თხელ შე­ა­ში­ნა ადა­მი­ა­ნე­ბი, რის შემ­დე­გაც შემ­ზა­რა­ვი სი­ცი­ლი­თა და დიდი ნახ­ტო­მე­ბით გა­უ­ჩი­ნარ­და. ერთხელ, დი­ლი­ჟან­სის სა­ხუ­რავს და­ახ­ტა, რი­თაც საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა შე­ა­ფერ­ხა და მგზავ­რე­ბი და­ა­ფე­თა. პო­ლი­ცია ბო­რო­ტი მოხ­ტუ­ნა­ვის კვალს მიჰ­ყვა და და­ად­გი­ნა, რომ მის ფეხ­საც­მელს ლან­ჩებ­ზე ზამ­ბა­რის­მაგ­ვა­რი მე­ქა­ნიზ­მი ჰქონ­და მი­მაგ­რე­ბუ­ლი, რაც მაღ­ლა ხტო­მის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, პრე­სამ სიმ­შვი­დის დამ­რღვევს უმალ­ვე სა­ხე­ლიც გა­მო­უ­ნა­ხა და მას "ზამ­ბა­რის­ქუს­ლე­ბი­ა­ნი ჯეკი" ან უბ­რა­ლოდ - "მოხ­ტუ­ნა­ვე ჯეკი" (Spring-Heeled Jack ) შე­არ­ქვა.

წლის ბო­ლოს­თვის მოხ­ტუ­ნა­ვე ჯეკ­მა იმ­დე­ნად მო­ა­ხერ­ხა ქა­ლა­ქის ტე­რო­რი­ზე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მის წი­ნა­აღ­მდეგ ზო­მე­ბის მი­ღე­ბა გა­და­ა­წყვე­ტი­ნა. არა­და, ხალ­ხში მას ზე­ბუ­ნებ­რივ არ­სე­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი არც ეჭ­ვობ­დნენ, რომ უბ­რა­ლო, ბო­როტ ხუ­ლი­გან­თან ჰქონ­დათ საქ­მე.

1838 წლის 9 იან­ვარს ბრი­ტა­ნე­თის დე­და­ქა­ლა­ქის ლორდ-მერ­მა, სერ ჯონ კა­უ­ენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ი­ღო ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლი, სა­დაც ატყო­ბი­ნებ­დნენ, თით­ქოს არის­ტოკ­რატ­თა ერთ ჯგუფს სა­ნაძ­ლეო და­ე­დო ვი­ღაც ავან­ტი­უ­რის­ტთან, რო­მელ­საც ხალ­ხში სა­ში­ნე­ლი კოს­ტი­უ­მით გა­მო­ჩე­ნა და ადა­მი­ან­თა და­ში­ნე­ბა ეკის­რა. უც­ნა­უ­რი ნაძ­ლე­ვე­ბი­სა და უხე­ში ხუმ­რო­ბე­ბი­სად­მი იმ­დრო­ინ­დელ დიდ­გვა­რო­ვან­თა მიდ­რე­კი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვერ­სია სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რი ჩან­და. თუმ­ცა ბო­ლომ­დე მა­ინც გა­უ­გებ­რად რჩე­ბო­და, რო­გორ ახერ­ხებ­და "იდუ­მა­ლი პარ­კუ­რი" სა­კუ­თა­რი ტრი­უ­კე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

ლონ­დო­ნის მე­რის გან­ცხა­დე­ბი­დან მე­ო­რე დღეს ჯეკი ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში ისევ გა­მოჩ­ნდა და თა­ვი­სი ბრჭყა­ლე­ბით საკ­მა­ო­დაც და­ა­ზი­ა­ნა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, რაც ხალ­ხს აფ­იქ­რე­ბი­ნებ­და, რომ ის გა­ა­ღი­ზი­ა­ნა სერ ჯონ კა­უ­ე­ნის ვა­რა­უდ­მა, თით­ქოს მხო­ლოდ სა­ნაძ­ლე­ოს გამო ირ­ჯე­ბო­და.

თე­ბერ­ვალ­ში ჯეკ­მა ლონ­დო­ნე­ლებს ისევ შე­ახ­სე­ნა თავი. 20 თე­ბერ­ვალს ღა­მით ყმაწ­ვილ­მა გო­გო­ნამ, ჯეინ ოლ­სოპ­მა სახ­ლის კარი გა­უ­ღო უც­ნობ მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ე­ლად წა­რუდ­გი­ნა თავი. უც­ნობ­მა უთხრა, რომ პო­ლი­ცი­ამ სა­ბო­ლო­ოდ მო­ა­ხერ­ხა მოხ­ტუ­ნა­ვის და­ჭე­რა და გო­გო­ნას სან­თე­ლი სთხო­ვა. როცა სან­თელ­მა ღა­მის სტუ­მა­რი გა­ა­ნა­თა, თავ­ზარ­და­ცე­მულ­მა ჯე­ინ­მა შეჰ­ყვი­რა. მისი თქმით, "უც­ნობს შემ­ზა­რა­ვი იერი ჰქონ­და; მან პი­რი­დან ცის­ფე­რი ცე­ცხლი ამო­აფ­რქვია, თვა­ლე­ბი ორ ცე­ცხლო­ვან ბურთს მი­უ­გავ­და. ლა­ბა­დის ქვეშ თეთ­რი, შე­მოტ­მას­ნი­ლი სა­მო­სი ეცვა და თავ­ზე დიდი ჩა­ფხუ­ტი ეხუ­რა". ბო­როტ­მოქ­მე­დი გო­გო­ნას ეცა და, მის­თვის ჩვე­უ­ლი ხერ­ხით, რკი­ნის ბრჭყა­ლე­ბით ტან­საც­მლის შე­მო­ხე­ვა და­უ­წყო. ჯე­ი­ნის ყვი­რილ­ზე სახ­ლის ბი­ნად­რებ­მა მო­ირ­ბი­ნეს და ურჩხუ­ლიც ღა­მის წყვდი­ად­ში გა­უ­ჩი­ნარ­და.

ამის შემ­დეგ მოხ­ტუ­ნა­ვე კი­დევ ბევ­რჯერ იხი­ლეს ინ­გლი­სის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში. მის გა­რეგ­ნულ მო­ნა­ცე­მებს თით­ქმის ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად აღ­წერ­და: საწ­ვი­მა­რი ლა­ბა­და თეთრ სა­მოს­ზე; წაგ­რძე­ლე­ბუ­ლი ცხვი­რი; აწ­კე­პი­ლი ყუ­რე­ბი; წინ გა­მო­წე­უ­ლი, მე­ფის­ტო­ფე­ლი­სე­უ­ლი ნი­კა­პი; ზოგ­ჯერ ცე­ცხლისმფრქვე­ვე­ლი პირი და წი­თე­ლი თვა­ლე­ბი. ის თით­ქმის ყო­ველ­თვის სა­ხუ­რა­ვებ­ზე გა­და­დი­ო­და.

წლე­ბი გა­დი­ო­და, მაგ­რამ მოხ­ტუ­ნა­ვე ავი სუ­ლის კვალს ვე­რაფ­რით მი­აგ­ნეს.

1845 წელს, მრა­ვა­ლი მოწ­მის თვალ­წინ, ჯეკ­მა ხი­დი­დან წყლის არხში გა­და­აგ­დო მცი­რე­წლო­ვა­ნი მე­ძა­ვი მერი დე­ვი­სი, რო­მე­ლიც უმალ­ვე ჭუ­ჭყი­ან წყალ­ში ჩა­იხ­რჩო. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ გა­მო­უც­ნო­ბი დარ­ჩა, ვინ იყო ნამ­დვი­ლი მკვლე­ლი - მოხ­ტუ­ნა­ვე ჯეკი თუ "მრა­ვა­ლი მოწ­მე", რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი და­ნა­შა­უ­ლი უწ­მინ­დურ ძა­ლას გა­და­აბ­რა­ლა.

ჯეკს მიმ­დევ­რე­ბიც გა­მო­უჩ­ნდნენ, რომ­ლე­ბიც სი­ა­მოვ­ნე­ბით აში­ნებ­დნენ ობი­ვა­ტე­ლებს შემ­ზა­რა­ვი ნიღ­ბე­ბი­თა და გრძე­ლი ლა­ბა­დე­ბით.

სა­მა­გა­ლი­თოდ, 1877 წლის შემ­თხვე­ვაც გა­მოდ­გე­ბა, როცა მოხ­ტუ­ნა­ვემ გვა­რი­ა­ნად და­აფრ­თხო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე ოლ­დერ­შოტ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ერთ-ერთი ოფი­ცე­რი ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ეს იყო თა­მა­ში, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თმა ლე­ი­ტე­ნან­ტმა მო­ა­წყო. პირ­ვე­ლი მოხ­ტუ­ნა­ვე ჯეკი კი ისევ ამო­უც­ნო­ბი დარ­ჩა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ეშ­მა­კის ნი­ღაბს ახალ­გაზ­რდა მარ­კი­ზი - უო­ტერ­ფორ­დი ატა­რებ­და, რო­მე­ლიც ოინ­ბაზ­ბით იყო ცნო­ბი­ლი და ამას­თა­ნა­ვე, სრუ­ლი­ად არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და ქა­ლებ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვის უნა­რით. მარ­კი­ზი კარ­გი სპორ­ტსმე­ნი გახ­ლდათ, ამ­დე­ნად სავ­სე­ბით შე­ეძ­ლო ეხ­ტუ­ნა სი­მაღ­ლე­ზეც და სიგ­რძე­ზეც. პი­რი­დან ცე­ცხლის ამოფრქვე­ვა ცირ­კის ნე­ბის­მი­ერ მეს­ვე­ურს შე­ეძ­ლო, ბრჭყა­ლე­ბი­ა­ნი ხელ­თათ­მა­ნე­ბის დამ­ზა­დე­ბა კი არა­ვი­თარ სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენ­და.

ასე იყო თუ ისე, ჯეკი ზამ­ბა­რი­ა­ნი ქუს­ლე­ბით, ბრი­ტა­ნუ­ლი ქა­ლა­ქუ­რი ფოლკ­ლო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წი­ლად იქცა. მოხ­ტუ­ნა­ვის უკა­ნას­კნე­ლი გა­მო­ჩე­ნა 1904 წელს და­ფიქ­სირ­და, როცა მას­ზე უკვე რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სტა­ტია, ბულ­ვა­რუ­ლი რო­მა­ნი და ვო­დე­ვი­ლი იყო და­წე­რი­ლი.

სა­ა­ხალ­წლო სას­წა­უ­ლე­ბი ზოგ­ჯერ სის­ხლი­თაც იყო შე­ფე­რი­ლი. 1924 წელს, შო­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე, გერ­მა­ნი­ა­ში ნამ­დვი­ლი ვამ­პი­რი გა­ა­სა­მარ­თლეს, რო­მე­ლიც, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, ადა­მი­ან­თა სის­ხლს სვამ­და. თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ფრიც ჰა­არ­მან­მა მო­ას­წრო ყო­ფი­ლი­ყო ქურ­დიც, ჯა­რის­კა­ციც, პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ტო­რიც, მაგ­რამ მისი ჭეშ­მა­რი­ტი მო­წო­დე­ბა მკვლე­ლო­ბა იყო. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დგომ ჰა­არ­მა­ნი ჰამ­ბურ­გში და­სახ­ლდა, სა­ყას­ბო გახ­სნა და ახალ­გაზ­რდა ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლის­ტე­ბის თა­ვის­თან შე­ტყუ­ე­ბას მიჰ­ყო ხელი. სტუ­მარ­თან კავ­შირს და­ამ­ყა­რებ­და, მერე კი გო­ნე­ბის და­კარ­გვამ­დე მო­გუ­დავ­და და როცა მსხვერ­პლი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო, სა­ძი­ლე არ­ტე­რი­ას გა­და­უღრღნი­და და მის სის­ხლს და­ე­წა­ფე­ბო­და. ჰამ­ბურ­გელ ვამ­პირს მუდ­მი­ვი საყ­ვა­რე­ლიც ჰყავ­და - ჰანს გრან­სი, რო­მე­ლიც და­ხო­ცი­ლი გე­ე­ბის ხორცს ძეხ­ვე­ულ­ში ურევ­და და ამ ვი­თომ­და სა­ქონ­ლის ხორ­ცით რეს­ტორ­ნებს ამა­რა­გებ­და. ჰა­არ­მან­მა სულ 24 თუ 27 კა­ცის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. მას შემ­დეგ, რაც მას სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯეს და თავი მოჰ­კვე­თეს, აღ­მო­ა­ჩი­ნეს წე­რი­ლი, სა­დაც აღ­ნიშ­ნავ­და: "თქვენ მე ვერ მომ­კლავთ. მე მა­ინც დავ­ბრუნ­დე­ბი, დიახ! მე თქვენ შო­რის მა­რა­დი­უ­ლად ვი­არ­სე­ბებ!" ყო­ვე­ლი­ვე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფრიც ჰა­არ­მანს მარ­თლაც სჯე­რო­და, რომ ვამ­პი­რე­ბი უკ­ვდავ­ნი არი­ან.

სა­ზა­რე­ლი ამ­ბე­ბი კუ­დი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ ზოგ­ჯერ სი­მარ­თლეს­თან ძალ­ზე ახ­ლოს იდგა და ხში­რად, შო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე ხდე­ბო­და.

1929 წლის დე­კემ­ბერ­ში უნ­გრეთ­ში, სო­ფელ ნად­რე­ვის მკვიდ­რი 26 ქალი გა­ა­სა­მარ­თლეს. ისი­ნი 300 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში იყ­ვნენ მხი­ლე­ბულ­ნი. ყვე­ლა­ფე­რი კი 1914 წელს და­ი­წყო, როცა 18 წლის ჟუ­ჟა­ნა ოლახ­მა ქმა­რი მო­წამ­ლა. სა­ა­მი­სოდ მან და­რიშ­ხა­ნი გა­მო­ი­ყე­ნა, რომ­ლი­თაც იმ დროს ბუ­ზე­ბის გა­სა­ნად­გუ­რე­ბელ წე­ბო­ვან ლენ­ტებს ამ­ზა­დებ­დნენ. რო­გორც გა­ირ­კვა, ეს იდეა ად­გი­ლობ­რივ ექიმ­ბაშს, იუ­ლია ფა­ზე­კაშს ეკუთ­ვნო­და, რო­მელ­საც კუ­დი­ა­ნად თვლიდ­ნენ. მალე ოლახ­მა და ფა­ზე­კაშ­მა "ში­ნა­უ­რი წამ­ლის" წარ­მო­ე­ბის საქ­მე აა­წყვეს და დღი­თი დღე მეტ სარ­გე­ბელს იღებ­დნენ, რად­გან სო­ფელ­ში მას­ზე მო­თხოვ­ნა არ იკ­ლებ­და. ამ დროს ომი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მა­მა­კა­ცე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ფრონტზე წა­ვი­და, მაგ­რამ ქა­ლე­ბი არ იწყენ­დნენ, რად­გან სოფ­ლის გვერ­დით სამ­ხედ­რო ტყვე­თა ბა­ნა­კი მო­ა­წყვეს. ქა­ლებს ტყვე­ებ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­უტ­კბათ და როცა და­ხე­იბ­რე­ბუ­ლი ქმრე­ბის შინ დაბ­რუ­ნე­ბის დრომ მო­ა­წია, ზო­გი­ერ­თმა ქალ­მა მათი თა­ვი­დან მო­შო­რე­ბა გა­ნიზ­რა­ხა და სა­ა­მი­სოდ, "კუ­დი­ა­ნე­ბის" მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა. მალე მკვლე­ლო­ბა ჩვე­ვა­ში გა­და­უ­ვი­დათ. ქა­ლებ­მა სა­ძულ­ვე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის, მო­ბეზ­რე­ბუ­ლი საყ­ვარ­ლე­ბის, არა­სა­სურ­ვე­ლი შვი­ლე­ბის იმ ქვეყ­ნად გას­ტუმ­რე­ბა და­ი­წყეს. სა­ბო­ლო­ოდ, 1929 წლის ნო­ემ­ბრის ბო­ლოს, პო­ლი­ცი­ა­ში ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლი გა­იგ­ზავ­ნა, სა­დაც ეწე­რა, რომ სო­ფელ ნად­რევ­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მა­ტე­ბა, მომ­წამ­ვლე­ლი კუ­დი­ა­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით ხდე­ბო­და.

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი - ბარ­ტო­კი და ფრი­ეშ­კა ჩა­ვიდ­ნენ სო­ფელ­ში, სა­დაც მა­მა­კა­ცი თით­ქმის აღარ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ვინც გა­დარ­ჩა, ურ­ჩია, მღვდლის­თვის მი­ე­მარ­თათ. მღვდელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს უთხრა: "ამ ად­გი­ლებ­ში, კე­თი­ლო ბა­ტო­ნე­ბო, ახლა ქა­ლე­ბი და­პარ­პა­შე­ბენ. ყვე­ლა მა­მა­კა­ცი სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს უფრთხილ­დე­ბა!" პად­რე მათ მო­უყ­ვა, რომ მისი მოკ­ვლაც სურ­დათ და შე­ე­ცად­ნენ, მო­ე­წამ­ლათ. სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბიც ჩა­მო­უთ­ვა­ლა. იმა­ვე დღეს, უც­ნა­უ­რი სიკ­ვდი­ლით ის კა­ციც მი­იც­ვა­ლა, ვინც პო­ლი­ცი­ე­ლებს მღვდელმსა­ხურ­თან მის­ვლა ურ­ჩია. პო­ლი­ცი­ამ და­პა­ტიმ­რე­ბებ­სა და ექ­სჰუ­მა­ცი­ებს მიჰ­ყო ხელი. ასზე მეტ გვამს და­რიშ­ხა­ნის კვა­ლი აღ­მო­აჩ­ნდა, ხოლო სა­ეჭ­ვოდ გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა სა­ერ­თო ჯამ­ში 300-ს მი­აღ­წია. რვა ბო­როტ­მოქ­მე­დი ქალი ჩა­მო­ახ­რჩვეს; შვიდს სა­მუ­და­მო, ხოლო და­ნარ­ჩე­ნებს - ხან­გრძლი­ვი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. იუ­ლია ფა­ზე­კაშ­მა სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნის აღ­სრუ­ლე­ბამ­დე თავი მო­იკ­ლა.

ფიფ­ქია და ორ­მო­ცი ყა­ჩა­ღი

კრი­მი­ნა­ლურ ამ­ბებ­ში არა მხო­ლოდ ფოლკ­ლო­რუ­ლი უწ­მინ­დუ­რო­ბა ხვდე­ბო­და. ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი ხში­რად, ჯა­დოს­ნუ­რი ზღაპ­რე­ბის პერ­სო­ნა­ჟებ­საც იყე­ნებ­დნენ და ხალ­ხიც ზო­გი­ერთ მათ­განს საყ­ვა­რელ გმი­რებ­თან აი­გი­ვებ­და. ასეა მო­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბა - ზოგი სი­ტუ­ა­ცია გა­ცი­ლე­ბით იო­ლად, სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბი­დან ნა­სეს­ხე­ბი პერ­სო­ნა­ჟე­ბის მეშ­ვე­ო­ბით უფრო იო­ლად აღიქ­მე­ბა, ვიდ­რე - სა­კუთ­რივ მომ­ხდა­რის ანა­ლი­ზით.

მა­გა­ლი­თად, როცა XIX სა­უ­კუ­ნის დამ­ლევს, მე­ხი­კო­ში მა­ნი­ა­კი გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მფატ­რა­ვი ჯე­კი­ვით მე­ძა­ვებს კლავ­და, ის მა­შინ­ვე "მექ­სი­კელ ლურ­ჯწ­ვე­რად" მო­ნათ­ლეს. 1880-დან 1908 წლამ­დე ფრან­სის­კო ჰე­რე­რო პე­რეს­მა 21 მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა. როცა და­ი­ჭი­რეს, გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა გზას აც­დე­ნი­ლი ქალი სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩენს იმ­სა­ხუ­რებ­და. "ლურ­ჯწ­ვე­რა" 1910 წელს ცი­ხე­ში მოკ­ვდა.

ზღაპ­რებ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით ში­შის მომ­გვრელ ტი­პებს. შიში კი ნე­ბის­მი­ე­რი ბან­დი­ტის­თვის მთა­ვა­რი ია­რა­ღია. ალ­ბათ ამი­ტო­მაც, XIX სა­უ­კუ­ნე­სა და XX-ის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში რამ­დე­ნი­მე ბან­და სა­კუ­თარ თავს "ორ­მოც ყა­ჩა­ღად" მო­იხ­სე­ნი­ებ­და. სამი ასე­თი ბან­და სხვა­დას­ხვა დროს ატე­რო­რებ­და ნიუ-იორკსა და ლონ­დონს, ხოლო თი­თო­ე­ულ­ში ყა­ჩა­ღებს შო­რის ერია ქალი, რო­მელ­საც ფიფ­ქი­ას როლი ჰქონ­და მორ­გე­ბუ­ლი.

პირ­ვე­ლად ორ­მო­ცი ყა­ჩა­ღი ნიუ-იორკში 1820-იან წლებ­ში გა­მოჩ­ნდა. მათ სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე ქალი - რო­ზან პირ­სი ეხ­მა­რე­ბო­და. მა­ღა­ზია ბან­დის­თვის ალი-ბა­ბას გა­მოქ­ვა­ბუ­ლის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­და, რად­გან იქ ნა­ძარ­ცვის შე­ნახ­ვა, გა­ყო­ფა, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შემ­დეგ დას­ვე­ნე­ბა და ახ­ლის და­გეგ­მვა შე­იძ­ლე­ბო­და. ამას­თან, "გა­მოქ­ვა­ბუ­ლი" "მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი" იყო: და­ო­ბე­ბუ­ლი ბოსტნე­უ­ლის სტე­ლა­ჟებს მიღ­მა სა­ი­დუმ­ლო კარი იმა­ლე­ბო­და, ხოლო მის იქით - სა­ლო­ნი, რო­მე­ლიც კონ­ტრა­ბან­დუ­ლი სას­მე­ლე­ბით ვაჭ­რობ­და. რო­ზან პირ­სი ნა­ქურ­დალს ყიდ­და, ბან­დი­ტებს კვე­ბავ­და და, მო­ა­რუ­ლი ხმე­ბით, ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ლონ­დო­ნე­ლი ორ­მო­ცი ყა­ჩა­ღი XIX სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს მოქ­მე­დებ­და და ძი­რი­თა­დად, მა­ღა­ზი­ე­ბის ძარ­ცვას მის­დევ­და. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ყა­ჩა­ღე­ბი ქა­ლე­ბი იყ­ვნენ. მათი წი­ნამ­ძღო­ლი - ელის და­ი­მონ­დი ზღაპ­რის სა­ხელს კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში და­სამ­კვიდ­რებ­ლად იყე­ნებ­და. რო­გორც ჩანს, წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წია.

და­ბო­ლოს, 1920-იან წლებ­ში, ნი­უი­ორ­კულ ჰარ­ლემ­ში გა­მოჩ­ნდა ახა­ლი ორ­მო­ცი ყა­ჩა­ღი, ქა­ლის - სტე­ფა­ნი სენტ-კლე­რის წი­ნამ­ძღო­ლო­ბით, რო­მელ­მაც 10 ათა­სი დო­ლა­რი არა­ლე­გა­ლურ სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს­ში ჩადო და მხო­ლოდ ერთ წე­ლი­წად­ში 500 ათა­სი დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. ამ­ჯე­რად ფიფ­ქია შავ­კა­ნი­ა­ნი გახ­ლდათ, ისე­ვე, რო­გორც მისი ბან­დის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი. "პა­ტა­რა დე­დო­ფა­ლი", რო­გორც ქა­ლაქ­ში ეძახ­დნენ, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და "ჰო­ლან­დი­ელ" შულცს (ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი - არ­ტურ ფლე­გე­ნ­ჰა­მე­რი), რო­მელ­მაც მისი ბიზ­ნე­სი სის­ხლისმღვრე­ლი განგსტე­რუ­ლი ომის შემ­დეგ იგდო ხელთ. თუმ­ცა ამან სტე­ფა­ნის არა მარ­ტო გა­დარ­ჩე­ნის, არა­მედ "ჰო­ლან­დი­ე­ლის" მო­ნე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მის­ცა. რო­გორც ნამ­დვილ ზღა­პარ­ში, ბოლო სი­ტყვა აქაც მთა­ვარ გმირ ქალ­ბა­ტონს ერგო. როცა ყა­ჩაღ­თა ტყვი­ით გან­გმი­რუ­ლი შულ­ცი სა­სიკ­ვდი­ლო სა­რე­ცელ­ზე გა­ნის­ვე­ნებ­და, "პა­ტა­რა დე­დო­ფალ­მა" მას გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი ტე­ლეგ­რა­მა გა­უგ­ზავ­ნა: "რა­საც დას­თეს, იმას მო­იმ­კი": ზღა­პარ­ში ხომ, რა­ღაც ფორ­მით, მო­რა­ლიც უნდა იყოს?!.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

როგორ ძარცვავდნენ და კლავდნენ ალქაჯები, ელფები და სანტა კლაუსები

როგორ ძარცვავდნენ და კლავდნენ ალქაჯები, ელფები და სანტა კლაუსები

1927 წელს ბანდამ, რომელსაც ლამის ნამდვილი სანტა კლაუსი ედგა სათავეში, ბანკიდან 12 ათას 400 დოლარი გაიტაცა. ძარცვას სისხლის ღვრა მოჰყვა. შემდგომი დათვალიერებისას ბანკის კედლებზე 200-ზე მეტი ნატყვიარი დათვალეს. ეს არ ყოფილა არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა, როცა ზღაპრის პერსონაჟები "მატერიალიზდებოდნენ", რათა ნგრევა და ქაოსი გამოეწვიათ. განსაკუთრებული სიხშირით ასეთი დანაშაული უმეტესად, საახალწლო დღესასწაულების წინ ხდება.

მოხტუნავე ჯეკი

ახალი წელი ჯადოსნური ზღაპრებისა და გარდასახვის დროა, როცა ყო­ველდღიურობას ფანტაზიების სამ­ყარო ცვლის, მაგრამ ზოგჯერ ეს ზღაპარი სრულიად მოულოდნელი და შემზარავი სახით იჭრება ყოფა-ცხოვრებაში. ისეც ხდება, რომ ადამიანები ზღაპრული პერსონაჟების (ან მათ მსგავთა) პირისპირ დგებიან. ამგვარი შეხვედრების შედეგი კრიმინალური ქრონიკის ფურცლებად იქცევა ხოლმე. არაერთი უკეთური ანცობა, რომელიც მრავალრიცხოვანი მოწმის წინაშე გათამაშებულა, პოლიციის ოქმებშია დაფიქსირებული.

მაგალითად, 1837 წელს შობის წინ, ინგლისი უცნაური დამნაშავის ქმედებამ შეაშფოთა, რომელიც ეშმაკივით გამოიყურებოდა და შესაბამისადაც იქცეოდა. ყველაფერი სექტემბრის ღამეს, ლონდონის ერთ-ერთ სასაფლაოზე დაიწყო. შინისკენ დაგვიანებით მიმავალ კაცს თავში აზრად მოუვიდა, გზა მოკლეზე - სასაფლაოთი გადაეჭრა. უეცრად შემაძრწუნებელი სანახაობის მომსწრე გახდა: სასაფლაოს მაღალ კედელს იოლად გადმოევლო რაღაც არსება, რომელიც ადამიანს ჰგავდა, მაგრამ ცეცხლის მფრქვეველი თვალები და დიდი ბრჭყალები ჰქონდა. საზარელი ფიგურა სიბნელეში გაუჩინარდა, მგზავრი კი ისე შეშინდა, რომ ღამღამობით სასაფლაოსთან ხეტიალი საბოლოოდ აღიკვეთა.

მალე ცნობა უცნაური მოხტუნავის შესახებ კვლავ მისწვდა ადამიანთა ყურს. რკინისბრჭყალებიანი არსება მოულოდნელად გამოეცხადა ღამის ლონდონში მოსეირნე შექეიფიანებულ ჯგუფს. თავიდან მან ერთ-ერთ ბატონს პალტო დაუხია; შემდეგ გოგონას - პოლი ადამსს დაესხა თავს, ტანისამოსი შემოახია და მუცელი დაუკაწრა. შეშინებული კაცები მიმოიფანტნენ, ხოლო პოლიმ გრძნობა დაკარგა.

1837 წლის 1-ელ ოქტომბერს ბრჭყა­ლებიანი კაცი მოსამსახურე მერი სტივენსს დაესხა თავს. მას ცივი, წებოვანი ხელებით დაეჭიდა, ლოშნა დაუწყო და ტანსაცმელი შემოახია. გოგონამ ყვირილი მორთო. მანიაკი გაიქცა. მომდევნო თვეებში "ჯადოსნურმა" სუბიექტმა ლონდონის სხვადასხვა უბანში არაერთხელ შეაშინა ადამიანები, რის შემდეგაც შემზარავი სიცილითა და დიდი ნახტომებით გაუჩინარდა. ერთხელ, დილიჟანსის სახურავს დაახტა, რითაც საგზაო მოძრაობა შეაფერხა და მგზავრები დააფეთა. პოლიცია ბოროტი მოხტუნავის კვალს მიჰყვა და დაადგინა, რომ მის ფეხსაცმელს ლანჩებზე ზამბარისმაგვარი მექანიზმი ჰქონდა მიმაგრებული, რაც მაღლა ხტომის საშუალებას აძლევდა. ბუნებრივია, პრესამ სიმშვიდის დამრღვევს უმალვე სახელიც გამოუნახა და მას "ზამბარისქუსლებიანი ჯეკი" ან უბრალოდ - "მოხტუნავე ჯეკი" (Spring-Heeled Jack ) შეარქვა.

წლის ბოლოსთვის მოხტუნავე ჯეკმა იმდენად მოახერხა ქალაქის ტერორიზება, რომ ხელისუფლებას მის წინააღმდეგ ზომების მიღება გადააწყვეტინა. არადა, ხალხში მას ზებუნებრივ არსებად მიიჩნევდნენ. ოფიციალური პირები არც ეჭვობდნენ, რომ უბრალო, ბოროტ ხულიგანთან ჰქონდათ საქმე.

1838 წლის 9 იანვარს ბრიტანეთის დედაქალაქის ლორდ-მერმა, სერ ჯონ კაუენმა განაცხადა, რომ მიიღო ანონიმური წერილი, სადაც ატყობინებდნენ, თითქოს არისტოკრატთა ერთ ჯგუფს სანაძლეო დაედო ვიღაც ავანტიურისტთან, რომელსაც ხალხში საშინელი კოსტიუმით გამოჩენა და ადამიანთა დაშინება ეკისრა. უცნაური ნაძლევებისა და უხეში ხუმრობებისადმი იმდროინდელ დიდგვაროვანთა მიდრეკილების გათვალისწინებით, ვერსია სავსებით რეალური ჩანდა. თუმცა ბოლომდე მაინც გაუგებრად რჩებოდა, როგორ ახერხებდა "იდუმალი პარკური" საკუთარი ტრიუკების განხორციელებას.

ლონდონის მერის განცხადებიდან მეორე დღეს ჯეკი ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ისევ გამოჩნდა და თავისი ბრჭყალებით საკმაოდაც დააზიანა რამდენიმე ადამიანი, რაც ხალხს აფ­იქრებინებდა, რომ ის გააღიზიანა სერ ჯონ კაუენის ვარაუდმა, თითქოს მხოლოდ სანაძლეოს გამო ირჯებოდა.

თებერვალში ჯეკმა ლონდონელებს ისევ შეახსენა თავი. 20 თებერვალს ღამით ყმაწვილმა გოგონამ, ჯეინ ოლსოპმა სახლის კარი გაუღო უცნობ მამაკაცს, რომელმაც პოლიციელად წარუდგინა თავი. უცნობმა უთხრა, რომ პოლიციამ საბოლოოდ მოახერხა მოხტუნავის დაჭერა და გოგონას სანთელი სთხოვა. როცა სანთელმა ღამის სტუმარი გაანათა, თავზარდაცემულმა ჯეინმა შეჰყვირა. მისი თქმით, "უცნობს შემზარავი იერი ჰქონდა; მან პირიდან ცისფერი ცეცხლი ამოაფრქვია, თვალები ორ ცეცხლოვან ბურთს მიუგავდა. ლაბადის ქვეშ თეთრი, შემოტმასნილი სამოსი ეცვა და თავზე დიდი ჩაფხუტი ეხურა". ბოროტმოქმედი გოგონას ეცა და, მისთვის ჩვეული ხერხით, რკინის ბრჭყალებით ტანსაცმლის შემოხევა დაუწყო. ჯეინის ყვირილზე სახლის ბინადრებმა მოირბინეს და ურჩხულიც ღამის წყვდიადში გაუჩინარდა.

ამის შემდეგ მოხტუნავე კიდევ ბევრჯერ იხილეს ინგლისის სხვადასხვა კუთხეში. მის გარეგნულ მონაცემებს თითქმის ყველა ერთნაირად აღწერდა: საწვიმარი ლაბადა თეთრ სამოსზე; წაგრძელებული ცხვირი; აწკეპილი ყურები; წინ გამოწეული, მეფისტოფელისეული ნიკაპი; ზოგჯერ ცეცხლისმფრქვეველი პირი და წითელი თვალები. ის თითქმის ყოველთვის სახურავებზე გადადიოდა.

წლები გადიოდა, მაგრამ მოხტუნავე ავი სულის კვალს ვერაფრით მიაგნეს.

1845 წელს, მრავალი მოწმის თვალწინ, ჯეკმა ხიდიდან წყლის არხში გადააგდო მცირეწლოვანი მეძავი მერი დევისი, რომელიც უმალვე ჭუჭყიან წყალში ჩაიხრჩო. უნდა აღინიშნოს, რომ გამოუცნობი დარჩა, ვინ იყო ნამდვილი მკვლელი - მოხტუნავე ჯეკი თუ "მრავალი მოწმე", რომელმაც საკუთარი დანაშაული უწმინდურ ძალას გადააბრალა.

ჯეკს მიმდევრებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც სიამოვნებით აშინებდნენ ობივატელებს შემზარავი ნიღბებითა და გრძელი ლაბადებით.

სამაგალითოდ, 1877 წლის შემთხვევაც გამოდგება, როცა მოხტუნავემ გვარიანად დააფრთხო შეიარაღებული ჯარისკაცები სამხედრო ბაზაზე ოლდერშოტში. მოგვიანებით, ერთ-ერთი ოფიცერი ირწმუნებოდა, რომ ეს იყო თამაში, რომელიც ერთ-ერთმა ლეიტენანტმა მოაწყო. პირველი მოხტუნავე ჯეკი კი ისევ ამოუცნობი დარჩა. გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ეშმაკის ნიღაბს ახალგაზრდა მარკიზი - უოტერფორდი ატარებდა, რომელიც ოინბაზბით იყო ცნობილი და ამასთანავე, სრულიად არ გამოირჩეოდა ქალებთან საერთო ენის გამონახვის უნარით. მარკიზი კარგი სპორტსმენი გახლდათ, ამდენად სავსებით შეეძლო ეხტუნა სიმაღლეზეც და სიგრძეზეც. პირიდან ცეცხლის ამოფრქვევა ცირკის ნებისმიერ მესვეურს შეეძლო, ბრჭყალებიანი ხელთათმანების დამზადება კი არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა.

ასე იყო თუ ისე, ჯეკი ზამბარიანი ქუსლებით, ბრიტანული ქალაქური ფოლკლორის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მოხტუნავის უკანასკნელი გამოჩენა 1904 წელს დაფიქსირდა, როცა მასზე უკვე რამდენიმე ათეული სტატია, ბულვარული რომანი და ვოდევილი იყო დაწერილი.

საახალწლო სასწაულები ზოგჯერ სისხლითაც იყო შეფერილი. 1924 წელს, შობამდე ერთი კვირით ადრე, გერმანიაში ნამდვილი ვამპირი გაასამართლეს, რომელიც, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ადამიანთა სისხლს სვამდა. თავისი ცხოვრების მანძილზე ფრიც ჰაარმანმა მოასწრო ყოფილიყო ქურდიც, ჯარისკაციც, პოლიციის ინფორმატორიც, მაგრამ მისი ჭეშმარიტი მოწოდება მკვლელობა იყო. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ჰაარმანი ჰამბურგში დასახლდა, საყასბო გახსნა და ახალგაზრდა ჰომოსექსუალისტების თავისთან შეტყუებას მიჰყო ხელი. სტუმართან კავშირს დაამყარებდა, მერე კი გონების დაკარგვამდე მოგუდავდა და როცა მსხვერპლი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, საძილე არტერიას გადაუღრღნიდა და მის სისხლს დაეწაფებოდა. ჰამბურგელ ვამპირს მუდმივი საყვარელიც ჰყავდა - ჰანს გრანსი, რომელიც დახოცილი გეების ხორცს ძეხვეულში ურევდა და ამ ვითომდა საქონლის ხორცით რესტორნებს ამარაგებდა. ჰაარმანმა სულ 24 თუ 27 კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. მას შემდეგ, რაც მას სიკვდილი მიუსაჯეს და თავი მოჰკვეთეს, აღმოაჩინეს წერილი, სადაც აღნიშნავდა: "თქვენ მე ვერ მომკლავთ. მე მაინც დავბრუნდები, დიახ! მე თქვენ შორის მარადიულად ვიარსებებ!" ყოველივედან გამომდინარე, ფრიც ჰაარმანს მართლაც სჯეროდა, რომ ვამპირები უკვდავნი არიან.

საზარელი ამბები კუდიანების შესახებ ზოგჯერ სიმართლესთან ძალზე ახლოს იდგა და ხშირად, შობამდე ცოტა ხნით ადრე ხდებოდა.

1929 წლის დეკემბერში უნგრეთში, სოფელ ნადრევის მკვიდრი 26 ქალი გაასამართლეს. ისინი 300 ადამიანის მკვლელობაში იყვნენ მხილებულნი. ყველაფერი კი 1914 წელს დაიწყო, როცა 18 წლის ჟუჟანა ოლახმა ქმარი მოწამლა. საამისოდ მან დარიშხანი გამოიყენა, რომლითაც იმ დროს ბუზების გასანადგურებელ წებოვან ლენტებს ამზადებდნენ. როგორც გაირკვა, ეს იდეა ადგილობრივ ექიმბაშს, იულია ფაზეკაშს ეკუთვნოდა, რომელსაც კუდიანად თვლიდნენ. მალე ოლახმა და ფაზეკაშმა "შინაური წამლის" წარმოების საქმე ააწყვეს და დღითი დღე მეტ სარგებელს იღებდნენ, რადგან სოფელში მასზე მოთხოვნა არ იკლებდა. ამ დროს ომი მიმდინარეობდა და მამაკაცების უმრავლესობა ფრონტზე წავიდა, მაგრამ ქალები არ იწყენდნენ, რადგან სოფლის გვერდით სამხედრო ტყვეთა ბანაკი მოაწყვეს. ქალებს ტყვეებთან თავისუფალი ურთიერთობები გაუტკბათ და როცა დახეიბრებული ქმრების შინ დაბრუნების დრომ მოაწია, ზოგიერთმა ქალმა მათი თავიდან მოშორება განიზრახა და საამისოდ, "კუდიანების" მომზადებული საშუალება გამოიყენა. მალე მკვლელობა ჩვევაში გადაუვიდათ. ქალებმა საძულველი ნათესავების, მობეზრებული საყვარლების, არასასურველი შვილების იმ ქვეყნად გასტუმრება დაიწყეს. საბოლოოდ, 1929 წლის ნოემბრის ბოლოს, პოლიციაში ანონიმური წერილი გაიგზავნა, სადაც ეწერა, რომ სოფელ ნადრევში სიკვდილიანობის მატება, მომწამვლელი კუდიანების დამსახურებით ხდებოდა.

პოლიციელები - ბარტოკი და ფრიეშკა ჩავიდნენ სოფელში, სადაც მამაკაცი თითქმის აღარ დარჩენილიყო. ვინც გადარჩა, ურჩია, მღვდლისთვის მიემართათ. მღვდელმა სამართალდამცველებს უთხრა: "ამ ადგილებში, კეთილო ბატონებო, ახლა ქალები დაპარპაშებენ. ყველა მამაკაცი საკუთარ სიცოცხლეს უფრთხილდება!" პადრე მათ მოუყვა, რომ მისი მოკვლაც სურდათ და შეეცადნენ, მოეწამლათ. სავარაუდო მკვლელების სახელებიც ჩამოუთვალა. იმავე დღეს, უცნაური სიკვდილით ის კაციც მიიცვალა, ვინც პოლიციელებს მღვდელმსახურთან მისვლა ურჩია. პოლიციამ დაპატიმრებებსა და ექსჰუმაციებს მიჰყო ხელი. ასზე მეტ გვამს დარიშხანის კვალი აღმოაჩნდა, ხოლო საეჭვოდ გარდაცვლილთა რიცხვმა საერთო ჯამში 300-ს მიაღწია. რვა ბოროტმოქმედი ქალი ჩამოახრჩვეს; შვიდს სამუდამო, ხოლო დანარჩენებს - ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. იულია ფაზეკაშმა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებამდე თავი მოიკლა.

ფიფქია და ორმოცი ყაჩაღი

კრიმინალურ ამბებში არა მხოლოდ ფოლკლორული უწმინდურობა ხვდებოდა. ბოროტმოქმედები ხშირად, ჯადოსნური ზღაპრების პერსონაჟებსაც იყენებდნენ და ხალხიც ზოგიერთ მათგანს საყვარელ გმირებთან აიგივებდა. ასეა მოწყობილი ადამიანის ცნობიერება - ზოგი სიტუაცია გაცილებით იოლად, საბავშვო წიგნებიდან ნასესხები პერსონაჟების მეშვეობით უფრო იოლად აღიქმება, ვიდრე - საკუთრივ მომხდარის ანალიზით.

მაგალითად, როცა XIX საუკუნის დამლევს, მეხიკოში მანიაკი გამოჩნდა, რომელიც მფატრავი ჯეკივით მეძავებს კლავდა, ის მაშინვე "მექსიკელ ლურჯწვერად" მონათლეს. 1880-დან 1908 წლამდე ფრანსისკო ჰერერო პერესმა 21 მკვლელობა ჩაიდინა. როცა დაიჭირეს, განაცხადა, რომ ყველა გზას აცდენილი ქალი სასიკვდილო განაჩენს იმსახურებდა. "ლურჯწვერა" 1910 წელს ციხეში მოკვდა.

ზღაპრებში ხშირად შეხვდებით შიშის მომგვრელ ტიპებს. შიში კი ნებისმიერი ბანდიტისთვის მთავარი იარაღია. ალბათ ამიტომაც, XIX საუკუნესა და XX-ის პირველ ნახევარში რამდენიმე ბანდა საკუთარ თავს "ორმოც ყაჩაღად" მოიხსენიებდა. სამი ასეთი ბანდა სხვადასხვა დროს ატერორებდა ნიუ-იორკსა და ლონდონს, ხოლო თითოეულში ყაჩაღებს შორის ერია ქალი, რომელსაც ფიფქიას როლი ჰქონდა მორგებული.

პირველად ორმოცი ყაჩაღი ნიუ-იორკში 1820-იან წლებში გამოჩნდა. მათ სასურსათო მაღაზიის მეპატრონე ქალი - როზან პირსი ეხმარებოდა. მაღაზია ბანდისთვის ალი-ბაბას გამოქვაბულის ფუნქციას ასრულებდა, რადგან იქ ნაძარცვის შენახვა, გაყოფა, განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დასვენება და ახლის დაგეგმვა შეიძლებოდა. ამასთან, "გამოქვაბული" "მოჯადოებული" იყო: დაობებული ბოსტნეულის სტელაჟებს მიღმა საიდუმლო კარი იმალებოდა, ხოლო მის იქით - სალონი, რომელიც კონტრაბანდული სასმელებით ვაჭრობდა. როზან პირსი ნაქურდალს ყიდდა, ბანდიტებს კვებავდა და, მოარული ხმებით, ოპერაციის დაგეგმვაშიც მონაწილეობდა.

ლონდონელი ორმოცი ყაჩაღი XIX საუკუნის დასასრულს მოქმედებდა და ძირითადად, მაღაზიების ძარცვას მისდევდა. ამ შემთხვევაში, ყაჩაღები ქალები იყვნენ. მათი წინამძღოლი - ელის დაიმონდი ზღაპრის სახელს კრიმინალურ სამყაროში დასამკვიდრებლად იყენებდა. როგორც ჩანს, წარმატებასაც მიაღწია.

დაბოლოს, 1920-იან წლებში, ნი­უიორკულ ჰარლემში გამოჩნდა ახა­ლი ორმოცი ყაჩაღი, ქალის - სტეფანი სენტ-კლერის წინამძღოლობით, რომელმაც 10 ათასი დოლარი არალეგალურ სათამაშო ბიზნესში ჩადო და მხოლოდ ერთ წელიწადში 500 ათასი დოლარი გამოიმუშავა. ამჯერად ფიფქია შავკანიანი გახლდათ, ისევე, როგორც მისი ბანდის დანარჩენი წევრები. "პატარა დედოფალი", როგორც ქალაქში ეძახდნენ, იძულებული გახდა, დაქვემდებარებოდა "ჰოლანდიელ" შულცს (ნამდვილი სახელი - არტურ ფლეგენჰამერი), რომელმაც მისი ბიზნესი სისხლისმღვრელი განგსტერული ომის შემდეგ იგდო ხელთ. თუმცა ამან სტეფანის არა მარტო გადარჩენის, არამედ "ჰოლანდიელის" მონელების საშუალებაც მისცა. როგორც ნამდვილ ზღაპარში, ბოლო სიტყვა აქაც მთავარ გმირ ქალბატონს ერგო. როცა ყაჩაღთა ტყვიით განგმირული შულცი სასიკვდილო სარეცელზე განისვენებდა, "პატარა დედოფალმა" მას გამოსამშვიდობებელი ტელეგრამა გაუგზავნა: "რასაც დასთეს, იმას მოიმკი": ზღაპარში ხომ, რაღაც ფორმით, მორალიც უნდა იყოს?!.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს