სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის აღვირახსნილი ხარჯები
იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის აღვირახსნილი ხარჯები

"ალია" აგ­რძე­ლებს სხვა­დას­ხვა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის მიერ გა­წე­უ­ლი "არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლო" ხარ­ჯე­ბის პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის ციკლს. "ალი­ას" ფი­ნან­სის­ტი, "მე­წარ­მე­თა უფა­სო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი ჩა­ხა­ია ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც ამ­ჯე­რად იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ხარ­ჯე­ბი შე­ის­წავ­ლა:

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, რა სა­ხის დო­კუ­მენ­ტე­ბი შე­ის­წავ­ლეთ და წუ­ლუ­კი­ა­ნის უწყე­ბამ შეს­ყიდ­ვე­ბის დროს რას მი­ა­ნი­ჭა უპი­რა­ტე­სო­ბა?

- და­სა­წყის­ში­ვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ქვე­მოთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი უწყე­ბე­ბის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, 2013 წელს გა­წე­ულ ზო­გი­ერ­თი ტი­პის ხარ­ჯებს. სა­მი­ნის­ტრო­სა და მისი უწყე­ბე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ საკ­მა­ოდ დიდი მო­ცუ­ლო­ბის თან­ხე­ბი და­ი­ხარ­ჯა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე, საწ­ვავ­ზე, კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნი­კა­ზე, სა­რეს­ტორ­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და ფურ­შე­ტებ­ზე, სა­სა­ჩუქ­რე ნივ­თებ­სა და ამ ტი­პის სხვა ხარ­ჯებ­ზე.

- მო­დით, და­ვა­კონ­კრე­ტოთ, რა თან­ხა და­ი­ხარ­ჯა და რაში...

- სულ 2013 წლის­თვის შე­ი­ძი­ნეს 1 903 402 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მეტი, 1 753 448 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი კი სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ზე მო­დის. აქვე მინ­და და­ვა­მა­ტო რომ, 2013 წელს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლურ­მა აპა­რატ­მა შე­ი­ძი­ნა მხო­ლოდ 82 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, მაგ­რამ ეს იმ მი­ზე­ზის გამო, რომ მათ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში (2012 წლის ნო­ემ­ბე­რი-დე­კემ­ბე­რი) უკვე შე­ძე­ნი­ლი ჰყავ­დათ 435 238 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის ისე­თი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა 3 ერ­თე­უ­ლი სე­და­ნის ტი­პის "ტო­ი­ო­ტა ქემ­რი", რომ­ლის სა­ცა­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბა იყო 70 873 ლარი. ეს არ იყო ე.წ. ჯი­პის ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ ერთ ერ­თე­ულ­ში ამ­ხე­ლა თან­ხა გა­და­ე­ხა­დათ. რაც შე­ე­ხე­ბა მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ შე­ძე­ნილ 1 753 448 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს, სხვა უწყე­ბე­ბის მსგავ­სად, აქაც გვხვდე­ბა ე.წ. ჯი­პის ტი­პის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, კერ­ძოდ: "ლექ­სუ­სი 570" - ერ­თე­უ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 174 575 ლარი, "ტო­ი­ო­ტა ლენდკ­რუ­ი­ზე­რი 2004 - ერ­თე­უ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 124 117 ლარი, "ტო­ი­ო­ტა ლენდკ­რუ­ი­ზერ პრა­დო" - ერ­თე­უ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 103 594 ლარი. რო­გორც ხე­დავთ, ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შეს­ყიდ­ვას­თან გვაქვს საქ­მე.

- ამის შე­სა­ბა­მი­სად, ალ­ბათ, საწ­ვა­ვის რა­ო­დე­ნო­ბაც გა­ი­ზარ­და. ასეა?

- სულ 2013 წელს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და მისი უწყე­ბე­ბის მიერ, და­ი­დო 631 056 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­ნი­კურ მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და რე­ცხვა­ზე, ხოლო 2 883 820 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი საწ­ვა­ვის შე­ძე­ნა­ზე. აქვე მინ­და და­ვა­მა­ტო ჩემი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბა, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შეს­ყიდ­ვა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ერთ კონ­კრე­ტულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, ხოლო მე­ო­რე პრობ­ლე­მა ის არის, რომ ამ ავ­ტო­მო­ბი­ლებს სჭირ­დე­ბათ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით საწ­ვა­ვი და ასე­ვე, ხში­რი პრო­ფი­ლაქ­ტი­კა, რაც შე­სა­ბა­მი­სად და­მა­ტე­ბით, დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- კომ­პი­უ­ტე­რებ­საც შეც­ვლიდ­ნენ, ალ­ბათ...

- ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ასე­თი სუ­რა­თი გა­მო­იკ­ვე­თა: შე­ი­ძი­ნეს 16 208 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის აპა­რა­ტე­ბი, მათ შო­რის ისე­თი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა: "ბლექ­ბე­რი 9900" - 1 ც; "სამ­სუნგ 19 500 გა­ლაქ­სი" - 2 ც; "აი­ფონ 4", "აი­ფონ 5" - 5 ცალი.

სულ სა­მი­ნის­ტრომ და მის­მა უწყე­ბებ­მა 2013 წელს შე­ი­ძი­ნეს 2 236 151 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, მათ შო­რის არის ისე­თი "თვალ­ში­სა­ცე­მი" შე­ნა­ძე­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა: სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი აპა­რა­ტის მიერ შე­ძე­ნი­ლი 4750-ლა­რი­ა­ნი პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ შე­ძე­ნი­ლი მა­გი­დის კომ­პი­უ­ტე­რი "აი მაკი" 4996 ლა­რად, "აი­პე­დე­ბი", დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ე.წ. "ლეპ­ტო­პე­ბი" და ა.შ. სულ 2013 წელს შე­ძე­ნი­ლია 177 671 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ო­ფი­სე ტექ­ნი­კა, ასე­ვე შე­ძე­ნი­ლია 520 505 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ო­ფი­სე ავე­ჯი; 87 311 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სას­ტუმ­როს მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­გორც სას­ტუმ­როს ნომ­რის, ასე­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის. და­ი­დო 45 507 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­დუქ­ტე­ბი­სა და ალ­კოჰო­ლუ­რი და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე.

- სა­რეს­ტორ­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და ფურ­შე­ტებ­ზე რამ­დე­ნი და­ი­ხარ­ჯა?

- სა­რეს­ტორ­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე დიდი ფუ­ლის ხარ­ჯვა მო­და­ში შე­მო­ვი­და. წუ­ლუ­კი­ა­ნის სა­მი­ნის­ტრომ რამ­დე­ნი და­ხარ­ჯა ამა­ში? რეს­ტორ­ნებ­სა და ფურ­შე­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე, და­დე­ბუ­ლია 280 485 ლა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. ამ შეს­ყიდ­ვებ­ში, სხვა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სჭარ­ბობ­და ფურ­შე­ტე­ბის მო­წყო­ბის ხარ­ჯე­ბი, ვიდ­რე სა­რეს­ტორ­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის, თუმ­ცა, რო­გორც ხე­დავთ, საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა და­ხარ­ჯუ­ლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

- მა­გა­ლი­თის­თვის, რა მე­ნი­უს ანი­ჭებ­დნენ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- მა­გა­ლი­თის­თვის შე­მიძ­ლია წარ­მო­გიდ­გი­ნოთ ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ფურ­შე­ტის მე­ნიუ. სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ 13 იან­ვარს მო­წყო­ბი­ლი ფურ­შე­ტის­თვის, შე­ძე­ნი­ლია: სა­დღე­სას­წა­უ­ლო ტორ­ტი, ნამ­ცხვრე­ბი, სა­ჩუქ­რე­ბი, ხი­ლის ასორ­ტი, შიდა ფო­ი­ერ­ვერ­კი - ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2467 ლა­რია.

- სა­ჩუქ­რებ­ზეც სო­ლი­დურ თან­ხებს ხარ­ჯა­ვენ ხოლ­მე. იუს­ტი­ცი­ა­საც აქვს მსგავ­სი შე­ნა­ძე­ნე­ბი? სა­ჩუქ­რე­ბის რა სა­ხე­ო­ბა იქნა შეკ­ვე­თი­ლი და რა ფა­სი­ა­ნი?

- სულ შე­ძე­ნი­ლია 69951 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სა­ჩუქ­რე ნივ­თე­ბი. მათ შო­რის არის ასე­თი შეს­ყიდ­ვე­ბი: 260-360-ლა­რი­ა­ნი მი­ნან­ქრის პე­რან­გის სა­მაგ­რე­ბი, 150 ცალი კრის­ტა­ლის სუ­ვე­ნი­რი, სა­ცა­ლო ფა­სით 49.91 ლარი, 530 ცალი პარ­ფი­უ­მე­რი­ის მა­ღა­ზია "ლუ­ტე­ცი­ას" სა­სა­ჩუქ­რე ბა­რა­თე­ბი, ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბით 24 910 ლარი.

ჟანა ასა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის აღვირახსნილი ხარჯები

იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის აღვირახსნილი ხარჯები

"ალია" აგრძელებს სხვადასხვა სამინისტროების მიერ გაწეული "არასავალდებულო" ხარჯების პუბლიკაციების ციკლს. "ალიას" ფინანსისტი, "მეწარმეთა უფასო დახმარების ცენტრის" დამფუძნებელი გიორგი ჩახაია ესაუბრა, რომელმაც ამჯერად იუსტიციის სამინისტროს ხარჯები შეისწავლა:

- ბატონო გიორგი, რა სახის დოკუმენტები შეისწავლეთ და წულუკიანის უწყებამ შესყიდვების დროს რას მიანიჭა უპირატესობა?

- დასაწყისშივე აღვნიშნავ, რომ ქვემოთ წარმოდგენილი მონაცემები მოიცავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების, მათ შორის საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, 2013 წელს გაწეულ ზოგიერთი ტიპის ხარჯებს. სამინისტროსა და მისი უწყებების მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის თანხები დაიხარჯა ავტომობილების შესყიდვაზე, საწვავზე, კომპიუტერულ ტექნიკაზე, სარესტორნო მომსახურებასა და ფურშეტებზე, სასაჩუქრე ნივთებსა და ამ ტიპის სხვა ხარჯებზე.

- მოდით, დავაკონკრეტოთ, რა თანხა დაიხარჯა და რაში...

- სულ 2013 წლისთვის შეიძინეს 1 903 402 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის ყველაზე მეტი, 1 753 448 ლარის ღირებულების ავტომობილები კი საქართველოს მთავარ პროკურატურაზე მოდის. აქვე მინდა დავამატო რომ, 2013 წელს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურმა აპარატმა შეიძინა მხოლოდ 82 000 ლარის ღირებულების ავტომობილები, მაგრამ ეს იმ მიზეზის გამო, რომ მათ ახალი ხელისუფლების პირობებში (2012 წლის ნოემბერი-დეკემბერი) უკვე შეძენილი ჰყავდათ 435 238 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის ისეთი ძვირადღირებული ავტომობილები, როგორიცაა 3 ერთეული სედანის ტიპის "ტოიოტა ქემრი", რომლის საცალო ღირებულება იყო 70 873 ლარი. ეს არ იყო ე.წ. ჯიპის ტიპის ავტომობილი, რომ ერთ ერთეულში ამხელა თანხა გადაეხადათ. რაც შეეხება მთავარი პროკურატურის მიერ შეძენილ 1 753 448 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, სხვა უწყებების მსგავსად, აქაც გვხვდება ე.წ. ჯიპის ტიპის ძვირადღირებული ავტომობილები, კერძოდ: "ლექსუსი 570" - ერთეულის ღირებულება 174 575 ლარი, "ტოიოტა ლენდკრუიზერი 2004 - ერთეულის ღირებულება 124 117 ლარი, "ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო" - ერთეულის ღირებულება 103 594 ლარი. როგორც ხედავთ, ძალიან ძვირადღირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვასთან გვაქვს საქმე.

- ამის შესაბამისად, ალბათ, საწვავის რაოდენობაც გაიზარდა. ასეა?

- სულ 2013 წელს, იუსტიციის სამინისტროსა და მისი უწყებების მიერ, დაიდო 631 056 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებასა და რეცხვაზე, ხოლო 2 883 820 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები საწვავის შეძენაზე. აქვე მინდა დავამატო ჩემი პირადი მოსაზრება, რომ ავტომობილების შესყიდვა დიდი რაოდენობით ერთ კონკრეტულ პრობლემას წარმოადგენს, ხოლო მეორე პრობლემა ის არის, რომ ამ ავტომობილებს სჭირდებათ დიდი რაოდენობით საწვავი და ასევე, ხშირი პროფილაქტიკა, რაც შესაბამისად დამატებით, დიდი რაოდენობის ხარჯებთან არის დაკავშირებული.

- კომპიუტერებსაც შეცვლიდნენ, ალბათ...

- ამ მიმართულებით ასეთი სურათი გამოიკვეთა: შეიძინეს 16 208 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონის აპარატები, მათ შორის ისეთი ძვირადღირებულები, როგორიცაა: "ბლექბერი 9900" - 1 ც; "სამსუნგ 19 500 გალაქსი" - 2 ც; "აიფონ 4", "აიფონ 5" - 5 ცალი.

სულ სამინისტრომ და მისმა უწყებებმა 2013 წელს შეიძინეს 2 236 151 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა, მათ შორის არის ისეთი "თვალშისაცემი" შენაძენები, როგორიცაა: სამინისტროს ცენტრალური აპარატის მიერ შეძენილი 4750-ლარიანი პერსონალური კომპიუტერი, მთავარი პროკურატურის მიერ შეძენილი მაგიდის კომპიუტერი "აი მაკი" 4996 ლარად, "აიპედები", დიდი რაოდენობით ე.წ. "ლეპტოპები" და ა.შ. სულ 2013 წელს შეძენილია 177 671 ლარის ღირებულების საოფისე ტექნიკა, ასევე შეძენილია 520 505 ლარის ღირებულების საოფისე ავეჯი; 87 311 ლარის ღირებულების სასტუმროს მომსახურება, როგორც სასტუმროს ნომრის, ასევე ღონისძიებების ორგანიზების. დაიდო 45 507 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები, სხვადასხვა სახის პროდუქტებისა და ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების შესყიდვაზე.

- სარესტორნო მომსახურებასა და ფურშეტებზე რამდენი დაიხარჯა?

- სარესტორნო მომსახურებაზე დიდი ფულის ხარჯვა მოდაში შემოვიდა. წულუკიანის სამინისტრომ რამდენი დახარჯა ამაში? რესტორნებსა და ფურშეტების ორგანიზებაზე, დადებულია 280 485 ლარის ხელშეკრულებები. ამ შესყიდვებში, სხვა სამინისტროებისგან განსხვავებით, სჭარბობდა ფურშეტების მოწყობის ხარჯები, ვიდრე სარესტორნო მომსახურების, თუმცა, როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი თანხა დახარჯულა ამ მიმართულებით.

- მაგალითისთვის, რა მენიუს ანიჭებდნენ უპირატესობას?

- მაგალითისთვის შემიძლია წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი ორგანიზებული ფურშეტის მენიუ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 13 იანვარს მოწყობილი ფურშეტისთვის, შეძენილია: სადღესასწაულო ტორტი, ნამცხვრები, საჩუქრები, ხილის ასორტი, შიდა ფოიერვერკი - ღირებულება 2467 ლარია.

- საჩუქრებზეც სოლიდურ თანხებს ხარჯავენ ხოლმე. იუსტიციასაც აქვს მსგავსი შენაძენები? საჩუქრების რა სახეობა იქნა შეკვეთილი და რა ფასიანი?

- სულ შეძენილია 69951 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ნივთები. მათ შორის არის ასეთი შესყიდვები: 260-360-ლარიანი მინანქრის პერანგის სამაგრები, 150 ცალი კრისტალის სუვენირი, საცალო ფასით 49.91 ლარი, 530 ცალი პარფიუმერიის მაღაზია "ლუტეციას" სასაჩუქრე ბარათები, ჯამური ღირებულებით 24 910 ლარი.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა