მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიევში გარდაცვლილთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა (+LIVE)
კიევში გარდაცვლილთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა (+LIVE)

კი­ე­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, 22 იან­ვარს, გრუ­შევ­სკის ქუ­ჩა­ზე მძი­მედ დაჭ­რი­ლი რო­მან სე­ნი­კი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია იუ­წყე­ბა.

პარ­ტია "სვა­ბო­დას" დე­პუ­ტა­ტის ირი­ნა სე­ხის თქმით, გარ­დაც­ვლილს რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია და ხე­ლის ამ­პუ­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა მა­ინც ვერ შეძ­ლეს.

ბოლო დღე­ებ­ში, კი­ევ­ში შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა­გან ოთხი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მო­მი­ტინ­გე­ებ­მა უკ­რა­ი­ნის რვა ოლ­ქში – ხმელ­ნიცკ­ში, როვ­ნო­ში, ტერ­ნო­პოლ­ში, ჩერ­ნო­ვი­ცა­ში, ივა­ნო-ფრან­კოვ­სკო­სა და ლვოვ­ში - და­ი­კა­ვეს რე­გი­ო­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბე­ბი.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­ევ­ში, გო­ლო­სე­ე­ვის რა­ი­ონ­ში, გარ­დაც­ვლი­ლი მი­ლი­ცი­ე­ლი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლილ მი­ლი­ცი­ელს თა­ვის არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

თვითმხილ­ველ­თა გან­ცხა­დე­ბით, მათ და­ი­ნა­ხეს, რო­გორ გარ­ბო­და ორი უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან.

კი­ევ­ში ძა­ლო­ვა­ნებ­სა და დე­მონ­სტრან­ტებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად ხუთი ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხ მათ­განს ჭრი­ლო­ბე­ბი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით აქვთ მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ობო­ლო­ნის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ კი­ევ­ში, ავ­ტო­მა­ი­და­ნის 14 მო­ნა­წი­ლე და­ა­კა­ვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლომ და­კა­ვე­ბუ­ლებს 2 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ამას­თან, უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი ნა­ცე­მია.

უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცი­ის 12 მო­ნა­წი­ლე და­ა­კა­ვა სპეც­რაზმმა მინ­სკშიც, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩოს­თან კი­ევ­ში შე­ტა­კე­ბე­ბის დროს და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნის პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად შე­იკ­რიბ­ნენ.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნის სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და­ა­კა­ვეს მოს­კოვ­შიც. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოს­კოვ­ში 11 ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი.

გარ­და ამი­სა, ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის ზრდის გამო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე დაც­ვა გამ­კაცრ­და, - ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრ ედუ­არდ სტა­ვიც­კის გან­ცხა­დე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბი­ან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მთავ­რო­ბამ ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღო. სტა­ვიც­კის თქმით, პროფ­კავ­შირ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რათა სად­გუ­რებ­მა ხარ­ვე­ზე­ბის გა­რე­შე იმუ­შა­ოს. მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რე­ბი წარ­მო­ად­გენს სა­რე­ჟი­მო ობი­ექ­ტებს, რო­მელ­თა თა­ნამ­შრომ­ლებს გა­ფიც­ვის უფ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Unian-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

პირ­და­პი­რი ეთე­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

კიევში გარდაცვლილთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა (+LIVE)

კიევში გარდაცვლილთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა (+LIVE)

კიევის საავადმყოფოში, 22 იანვარს, გრუშევსკის ქუჩაზე მძიმედ დაჭრილი რომან სენიკი გარდაიცვალა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

პარტია "სვაბოდას" დეპუტატის ირინა სეხის თქმით, გარდაცვლილს რამდენიმე ოპერაცია და ხელის ამპუტაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს.

ბოლო დღეებში, კიევში შეტაკებების შედეგად დაღუპულთაგან ოთხი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

დღევანდელი მონაცემებით, მომიტინგეებმა უკრაინის რვა ოლქში – ხმელნიცკში, როვნოში, ტერნოპოლში, ჩერნოვიცაში, ივანო-ფრანკოვსკოსა და ლვოვში - დაიკავეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობები.

ამასთან, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, კიევში, გოლოსეევის რაიონში, გარდაცვლილი მილიციელი იპოვეს. გარდაცვლილ მილიციელს თავის არეში ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

თვითმხილველთა განცხადებით, მათ დაინახეს, როგორ გარბოდა ორი უცნობი ადამიანი შემთხვევის ადგილიდან.

კიევში ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად ხუთი ადამიანია დაღუპული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოთხ მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ობოლონის რაიონულმა სასამართლომ კიევში, ავტომაიდანის 14 მონაწილე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ დაკავებულებს 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ყველა დაკავებული ნაცემია.

უკრაინის მხარდამჭერი აქციის 12 მონაწილე დააკავა სპეცრაზმმა მინსკშიც, სადაც ადგილობრივები უკრაინის საელჩოსთან კიევში შეტაკებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად შეიკრიბნენ.

ამასთან, უკრაინის სოლიდარობის აქციის მონაწილეები დააკავეს მოსკოვშიც. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში 11 ადამიანია დაკავებული.

გარდა ამისა, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდის გამო, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე დაცვა გამკაცრდა, - ამის შესახებ ქვეყნის მედიასაშუალებები ენერგეტიკის მინისტრ ედუარდ სტავიცკის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ ატომური ელექტროსადგურების ხელში ჩაგდების თავიდან ასაცილებლად მიიღო. სტავიცკის თქმით, პროფკავშირთან მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რათა სადგურებმა ხარვეზების გარეშე იმუშაოს. მინისტრის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურები წარმოადგენს სარეჟიმო ობიექტებს, რომელთა თანამშრომლებს გაფიცვის უფლება არ გააჩნიათ.

მომზადებულია Unian-ის მიხედვით.

იხილეთ ფოტოგალერეა

პირდაპირი ეთერი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა