საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოციალური ქსელი: აგენტების დაქირავება საჭირო აღარ არის!
სოციალური ქსელი: აგენტების დაქირავება საჭირო აღარ არის!

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩარ­თულ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი თავს და­ცუ­ლად ვერ გრძნობს. მათი აზ­რით, "ფე­ის­ბუ­კი" სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის აფი­ში­რე­ბას და სხვა­თა მიერ გა­კონ­ტრო­ლე­ბას უწყობს ხელს. ამა­ზე კვლე­ვა ანა­ლი­ზი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ის ჯგუფ­მა "ვი­სით­მაც" ჩა­ა­ტა­რა. რეს­პონ­დენ­ტთა უმე­ტე­სო­ბა აცხა­დებს, რომ მათი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის პა­რო­ლე­ბი სხვე­ბის­თვი­საც ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სარ­გებ­ლობს. პო­პუ­ლა­რო­ბით "ფე­ის­ბუ­კი" გა­მო­ირ­ჩე­ვა. ჯგუფ­მა "ვი­სი­თიმ" ამ სა­კი­თხზე და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით სარ­გებ­ლო­ბი­სას მის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა­ზე კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა. გა­მო­კი­თხვა 405 ზრდას­რულ თბი­ლი­სელს შო­რის ჩა­ტარ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აღ­მოჩ­ნდა, რომ დღე­ის­თვის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი "ფე­ის­ბუ­კია", "ინ­სტაგ­რა­მით" - 1%, "ტვი­ტე­რით" - 4%, "ოდ­ნოკ­ლას­ნი­კით" - 17%, ხოლო "ფე­ის­ბუ­კით" 47% სარ­გებ­ლობს.

"ვი­სი­თი" ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და, რამ­დე­ნად და­ცუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მომ­ხმა­რებ­ლის პი­რა­დი სივ­რცე? აღ­მოჩ­ნდა, რომ რეს­პონ­დენ­ტთა 51%-ის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის პა­რო­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ­მა და არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ­მა პარტნი­ო­რებ­მა იცი­ან.

"რე­ზო­ნან­სის" მიერ გა­მო­კი­თხულ­თა უმე­ტე­სო­ბაც ამ ფაქტს ადას­ტუ­რებს. ისი­ნი ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ყუ­რა­დღე­ბას "ფე­ის­ბუკ­თან" და­კავ­ში­რე­ბულ საფრ­თხე­ებ­ზე ამახ­ვი­ლე­ბენ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი, კოკა ჩიხ­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ პა­რო­ლის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი უცხო პი­რე­ბის­გან დაც­ვაა, თუმ­ცა ხში­რად ასე არ ხდე­ბა და იგი თა­ვის ფუნ­ქცი­ას ვერ ას­რუ­ლებს.

რეს­პონ­დენ­ტი ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას იხ­სე­ნებს იმ ფაქ­ტებ­საც, რო­დე­საც სამ­სა­ხურ­ში "ფე­ის­ბუ­კი" ჩარ­თუ­ლი დარ­ჩე­ნია ან კომ­პი­უ­ტერს პა­რო­ლი და­უ­მახ­სოვ­რე­ბია. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი საკ­მა­ოდ ხში­რი ყო­ფი­ლა. კოკა ჩიხ­ლა­ძე ასე­ვე დას­ძენს იმა­საც, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბი­სას მომ­ხმა­რე­ბე­ლი დაწ­ვრი­ლე­ბით ავ­სებს ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ. ამით ქსე­ლი შენ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებს, რაც შემ­დეგ ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა.

სა­კუ­თა­რი თა­ვის აფი­ში­რე­ბას ზოგი შეგ­ნე­ბუ­ლად ახ­დენს, ნა­წილს კი არ უყ­ვარს ცხოვ­რე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა და თა­ვის დაც­ვის მიზ­ნით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ზე უარს ამ­ბობს.

"ფე­ის­ბუ­კი" მქონ­და და გა­ვა­უქ­მე. გა­და­წყვტე­ი­ლე­ბა სპონ­ტა­ნუ­რად, ყო­ველ­გვა­რი ფიქ­რი­სა და ყოყ­მა­ნის გა­რე­შე მი­ვი­ღე. ნამ­დვი­ლად იმის გამო არ გა­მი­კე­თე­ბია, რომ დროს მა­კარ­გვი­ნებ­და ან მო­ნი­ტორ­თან დიდ­ხანს ყოფ­ნა ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბას უქ­მნი­და საფრ­თხეს. ამ საქ­ცი­ე­ლის­კენ ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა მი­ბიძ­გა.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით შე­საძ­ლე­ბე­ლია, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა რო­მე­ლი­მე პირ­მა შენ­ზე თვალ­თვა­ლი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. მა­გა­ლი­თად, "ფე­ის­ბუკ­ზე" "ეფ­ლის" "აი­ფო­ნით" და "აი­პა­დით" შეს­ვლი­სას ფიქ­სირ­დე­ბა დრო და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა. ეს არის სათ­ვალ­თვა­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად ახ­დენს შენი ცხოვ­რე­ბის, გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტის, დრო­ის და­ფიქ­სი­რე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვად უწყობს ხელს, სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ი­ტა­ნოს სა­კუ­თა­რი თავი. ადრე ამის­თვის "კა­გე­ბე" მუ­შა­ობ­და, ახლა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­მარ­ტი­ვა", - ამ­ბობს ანას­ტა­სია კო­ლე­ლიშ­ვი­ლი.

ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ "რე­ზო­ნან­სმა" დას­ვა შე­კი­თხვა, მათ გარ­და კი­დევ რამ­დენ­მა იცის "ფე­ის­ბუ­კის" ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პა­რო­ლი? პა­სუ­ხე­ბი ასე­თი აღ­მოჩ­ნდა: ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია არა­ვის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის, ზო­გი­ერ­თის შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ შეყ­ვა­რე­ბულს ან მე­გო­ბარს მი­უწ­ვდე­ბა ხელი. იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვისი ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის პა­რო­ლი 6-7-მა ადა­მი­ან­მა იცო­და. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, "ფე­ის­ბუკ­ზე" შეს­ვლა სიძ­ნე­ლეს აღარ წარ­მო­ად­გენს.

"მე თუ მკი­თხავთ, მისი გა­ტეხ­ვის, მომ­ხმა­რებ­ლის პი­რად სივ­რცე­ში შეღ­წე­ვის გა­რე­შეც შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ი­გო ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი. ზოგი ისე­თი გახ­სნი­ლია, რომ სტა­ტუ­სად ყვე­ლა­ფერს წერს, იმა­საც კი, რა ჭამა, რას გრძნობს, სად მი­დის, სა­ი­დან მო­ვი­და, ვინ უყ­ვარს...

"ფე­ის­ბუკ­მა" კონ­ფი­დენ­ცი­უ­რო­ბა სა­მუ­და­მოდ და­ა­სა­მა­რა. მისი წყა­ლო­ბით ტო­ტა­ლუ­რად ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა, თვა­ლის დევ­ნე­ბა. ბევ­რს თა­ვი­სი გრძნო­ბე­ბი, სუ­ლი­ე­რი გან­ცდე­ბიც კი სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­აქვს. ვიცი ყო­ველ­დღე, ჩემი მე­გობ­რე­ბი­დან, ვინ ბედ­ნი­ე­რია და ვის დეპ­რე­სია სჭირს. იწე­რე­ბა მი­ზე­ზე­ბი, რო­დის უყ­ვართ, თავს დამ­ნა­შა­ვედ რა­ტომ გრძნო­ბენ და ათა­სი დე­ტა­ლი, რა­საც კაცი სა­კუ­თარ თავს ძლივს უმ­ხელს ხოლ­მე.

არის ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რია, რომ­ლე­ბიც წე­რენ, თუ სად იყ­ვნენ. ხში­რად მხვდე­ბა "სტა­ტუ­სე­ბად", რომ მა­ვა­ნი არის სახ­ლში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­მე­ლი­მე ბარ­ში (სა­ხელ­წო­დე­ბა, რა თქმა უნდა, მი­თი­თე­ბუ­ლია). "ფე­ის­ბუ­კი" როცა არ­სე­ბობს, ადა­მი­ა­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, აგენ­ტის და­ქი­რა­ვე­ბა აღარ არის სა­იჭ­რო. ამის გა­კე­თე­ბა უკვე ფუ­ლის უაზ­რო გა­დაყ­რა გა­მო­დის", - ამ­ბობს მა­რი­ამ ფუტ­კა­რა­ძე.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის კარ­გად შეს­წავ­ლა "ფე­ის­ბუ­კის" გა­ტეხ­ვის ალ­ბა­თო­ბას ძა­ლი­ან ამ­ცი­რებს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, იგი მარ­თლაც სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბის, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბის გარ­კვე­ულ საფრ­თხეს შე­ი­ცავს.

და­ვით ფი­ფი­ას თქმით, პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია. არ­სე­ბობს მე­თო­დი, რომ­ლით სარ­გებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პა­რო­ლის ცოდ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მსურ­ველ­ნი "ექა­უნ­თით" ვერ ისარ­გებ­ლე­ბენ. მისი აზ­რით, თუ ადა­მი­ან­მა მო­ინ­დო­მა, მისი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბიც და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა.

"ფე­ის­ბუკს" უამ­რა­ვი ფუნ­ქცია გა­აჩ­ნია: და­მალ­ვა სუ­რა­თე­ბის, მე­გობ­რე­ბის, პა­რო­ლის, მა­ში­ნაც კი, თუ შემ­თხვე­ვით ჩარ­თუ­ლი დაგ­რჩათ ან ვინ­მემ გა­ი­გო. ეს გახ­ლავთ საფრ­თხე სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბის, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცი­ის კონ­ფი­დენ­ცი­უ­რო­ბის დაც­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამა­ზე ადა­მი­ან­მა თა­ვად უნდა იზ­რუ­ნოს", - ამ­ბობს "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას და­ვით ფი­ფია.

მა­რი­ამ აფ­ცი­ა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სოციალური ქსელი: აგენტების დაქირავება საჭირო აღარ არის!

სოციალური ქსელი: აგენტების დაქირავება საჭირო აღარ არის!

სოციალურ ქსელში ჩართულთა უდიდესი ნაწილი თავს დაცულად ვერ გრძნობს. მათი აზრით, "ფეისბუკი" საკუთარი ცხოვრების აფიშირებას და სხვათა მიერ გაკონტროლებას უწყობს ხელს. ამაზე კვლევა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა "ვისითმაც" ჩაატარა. რესპონდენტთა უმეტესობა აცხადებს, რომ მათი სოციალური ქსელების პაროლები სხვებისთვისაც ხელმისაწვდომია.

დღეს საქართველოში სოციალური ქსელით ასიათასობით ადამიანი სარგებლობს. პოპულარობით "ფეისბუკი" გამოირჩევა. ჯგუფმა "ვისითიმ" ამ საკითხზე და სოციალური ქსელით სარგებლობისას მის კონფიდენციალურობაზე კვლევა ჩაატარა. გამოკითხვა 405 ზრდასრულ თბილისელს შორის ჩატარდა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ დღეისთვის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი "ფეისბუკია", "ინსტაგრამით" - 1%, "ტვიტერით" - 4%, "ოდნოკლასნიკით" - 17%, ხოლო "ფეისბუკით" 47% სარგებლობს.

"ვისითი" ასევე დაინტერესდა, რამდენად დაცულია სოციალური მედიის მომხმარებლის პირადი სივრცე? აღმოჩნდა, რომ რესპონდენტთა 51%-ის სოციალური ქსელების პაროლები ოფიციალურმა და არაოფიციალურმა პარტნიორებმა იციან.

"რეზონანსის" მიერ გამოკითხულთა უმეტესობაც ამ ფაქტს ადასტურებს. ისინი ჩვენთან საუბრისას ყურადღებას "ფეისბუკთან" დაკავშირებულ საფრთხეებზე ამახვილებენ. ერთ-ერთი მათგანი, კოკა ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ პაროლის ძირითადი მიზანი უცხო პირებისგან დაცვაა, თუმცა ხშირად ასე არ ხდება და იგი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.

რესპონდენტი ჩვენთან საუბრისას იხსენებს იმ ფაქტებსაც, როდესაც სამსახურში "ფეისბუკი" ჩართული დარჩენია ან კომპიუტერს პაროლი დაუმახსოვრებია. როგორც აღმოჩნდა ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირი ყოფილა. კოკა ჩიხლაძე ასევე დასძენს იმასაც, რომ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებისას მომხმარებელი დაწვრილებით ავსებს ინფორმაციას საკუთარი ინტერესებისა და ურთიერთობების შესახებ. ამით ქსელი შენზე ინფორმაციას იღებს, რაც შემდეგ ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

საკუთარი თავის აფიშირებას ზოგი შეგნებულად ახდენს, ნაწილს კი არ უყვარს ცხოვრების გამომზეურება და თავის დაცვის მიზნით სოციალურ ქსელზე უარს ამბობს.

"ფეისბუკი" მქონდა და გავაუქმე. გადაწყვტეილება სპონტანურად, ყოველგვარი ფიქრისა და ყოყმანის გარეშე მივიღე. ნამდვილად იმის გამო არ გამიკეთებია, რომ დროს მაკარგვინებდა ან მონიტორთან დიდხანს ყოფნა ჩემს ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს. ამ საქციელისკენ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მიბიძგა.

სოციალური ქსელით შესაძლებელია, დაინტერესებულმა რომელიმე პირმა შენზე თვალთვალი განახორციელოს. მაგალითად, "ფეისბუკზე" "ეფლის" "აიფონით" და "აიპადით" შესვლისას ფიქსირდება დრო და ადგილმდებარეობა. ეს არის სათვალთვალო მოწყობილობა, რომელიც მარტივად ახდენს შენი ცხოვრების, გადაადგილების მარშრუტის, დროის დაფიქსირებას, საზოგადოება თავად უწყობს ხელს, სააშკარაოზე გამოიტანოს საკუთარი თავი. ადრე ამისთვის "კაგებე" მუშაობდა, ახლა ტექნოლოგიებმა ყველაფერი გაამარტივა", - ამბობს ანასტასია კოლელიშვილი.

ასეთი კომენტარების მიღების შემდეგ "რეზონანსმა" დასვა შეკითხვა, მათ გარდა კიდევ რამდენმა იცის "ფეისბუკის" ინდივიდუალური პაროლი? პასუხები ასეთი აღმოჩნდა: ნაწილი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია არავისთვის ხელმისაწვდომი არ არის, ზოგიერთის შემთხვევაში მხოლოდ შეყვარებულს ან მეგობარს მიუწვდება ხელი. იყვნენ ისეთებიც, ვისი ელექტრონული ფოსტის პაროლი 6-7-მა ადამიანმა იცოდა. ამ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში კი, "ფეისბუკზე" შესვლა სიძნელეს აღარ წარმოადგენს.

"მე თუ მკითხავთ, მისი გატეხვის, მომხმარებლის პირად სივრცეში შეღწევის გარეშეც შესაძლებელია გაიგო ადამიანის შესახებ ყველაფერი. ზოგი ისეთი გახსნილია, რომ სტატუსად ყველაფერს წერს, იმასაც კი, რა ჭამა, რას გრძნობს, სად მიდის, საიდან მოვიდა, ვინ უყვარს...

"ფეისბუკმა" კონფიდენციურობა სამუდამოდ დაასამარა. მისი წყალობით ტოტალურად ხდება ადამიანების პირადი ცხოვრების გაკონტროლება, თვალის დევნება. ბევრს თავისი გრძნობები, სულიერი განცდებიც კი სააშკარაოზე გამოაქვს. ვიცი ყოველდღე, ჩემი მეგობრებიდან, ვინ ბედნიერია და ვის დეპრესია სჭირს. იწერება მიზეზები, როდის უყვართ, თავს დამნაშავედ რატომ გრძნობენ და ათასი დეტალი, რასაც კაცი საკუთარ თავს ძლივს უმხელს ხოლმე.

არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც წერენ, თუ სად იყვნენ. ხშირად მხვდება "სტატუსებად", რომ მავანი არის სახლში, უნივერსიტეტში, რომელიმე ბარში (სახელწოდება, რა თქმა უნდა, მითითებულია). "ფეისბუკი" როცა არსებობს, ადამიანის გაკონტროლების სურვილის შემთხვევაში, აგენტის დაქირავება აღარ არის საიჭრო. ამის გაკეთება უკვე ფულის უაზრო გადაყრა გამოდის", - ამბობს მარიამ ფუტკარაძე.

სოციალური ქსელის კარგად შესწავლა "ფეისბუკის" გატეხვის ალბათობას ძალიან ამცირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მართლაც საკუთარი თავის გამოაშკარავების, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების გარკვეულ საფრთხეს შეიცავს.

დავით ფიფიას თქმით, პირადი ინფორმაციის დაცვა შესაძლებელია. არსებობს მეთოდი, რომლით სარგებლობის შემთხვევაში, პაროლის ცოდნის მიუხედავად, მსურველნი "ექაუნთით" ვერ ისარგებლებენ. მისი აზრით, თუ ადამიანმა მოინდომა, მისი პირადი მონაცემებიც დაცული იქნება.

"ფეისბუკს" უამრავი ფუნქცია გააჩნია: დამალვა სურათების, მეგობრების, პაროლის, მაშინაც კი, თუ შემთხვევით ჩართული დაგრჩათ ან ვინმემ გაიგო. ეს გახლავთ საფრთხე საკუთარი თავის გამოაშკარავების, თუმცა ინფორმაციის კონფიდენციურობის დაცვა შესაძლებელია. ამაზე ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას დავით ფიფია.

მარიამ აფციაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია