სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გასართობი ატრაქციონი ტრაგიკულად დაღუპული ოლიმპიელის საფლავზე
გასართობი ატრაქციონი ტრაგიკულად დაღუპული ოლიმპიელის საფლავზე

მო­ცი­გა­ვე ნო­დარ ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლის ოჯახს ცხედ­რის საგ­ვა­რე­უ­ლო სა­საფ­ლა­ო­ზე გა­დას­ვე­ნე­ბა აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი. ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ, დოდო ხა­რა­ზიშ­ვილ­მა "მთელ კვი­რას­თან" გა­ნა­ცხა­და. მისი ცნო­ბით, იმ ად­გილ­ზე, სა­დაც სპორ­ტსმე­ნია დაკ­რძა­ლუ­ლი, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­სარ­თო­ბი ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბის დად­გმას გეგ­მავს.

"ვი­ცო­დი, რომ იქ რა­ღაც ატ­რაქ­ცი­ო­ნი უნდა და­ედ­გათ. მი­წის მე­პატ­რო­ნემ თა­ვი­დან­ვე ჩა­მა­ყე­ნა საქ­მის კურ­სში და მი­თხრა, რომ პა­ტა­რა ატ­რაქ­ცი­ო­ნი და­იდ­გმე­ბო­და. რო­გორც ჩანს, მა­ნაც არ იცო­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.

"რომ მი­ვე­დი, სა­ში­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცია დამ­ხვდა. და­ვი­ნა­ხეთ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­მუ­შა­ო­ე­ბი, იწყო­ბო­და დიდი კონ­სტრუქ­ცია, მოყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ მან­ქა­ნე­ბი. ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი, ამ­ხე­ლა ატ­რაქ­ცი­ო­ნის დად­გმას რომ გეგ­მავ­დნენ. არც ის ვიცი, ვინ აპი­რებ­და ამის გა­კე­თე­ბას, მაგ­რამ მე უკვე გა­დავ­წყვი­ტე - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ატ­რაქ­ცი­ო­ნი გა­კეთ­დე­ბა თუ არა, მე ჩემი შვი­ლის საფ­ლა­ვის გა­და­ტა­ნას იქ, სა­დაც მისი ბა­ბუაა და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი, მა­ინც ვა­პი­რებ.

"ადრე თავს ვი­კა­ვებ­დი და ჩემს მე­უღ­ლეს ვთხოვ­დი, რომ ეს არ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ ახლა გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს, საფ­ლა­ვი უნდა გა­და­ვი­ტა­ნო", - თქვა ნო­და­რის დე­დამ და აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ ეკ­ლე­სი­ას, რომ­ლის ეზო­შიც ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­ე­ლი და­ა­საფ­ლა­ვეს, გა­ლა­ვა­ნი არ აქვს და, შე­სა­ბა­მი­სად, საფ­ლა­ვის­თვის შე­სა­ფე­რი­სი პი­რო­ბე­ბი იქ არ იყო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2010 წლის 12 თე­ბერ­ვალს კა­ნა­დის ქა­ლაქ ვან­კუ­ვერ­ში ზამ­თრის 21-ე ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის სა­ზე­ი­მო გახ­სნამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის წევ­რმა, მო­ცი­გა­ვე ნო­დარ ქუ­მა­რი­ტაშ­ვილ­მა უისტლე­რის ოლიმ­პი­ურ ტრა­სა­ზე ერთ-ერთი ბოლო სა­ვარ­ჯი­შო დაშ­ვე­ბის დროს მარ­თვა და­კარ­გა და 143.3 კმ/სთ სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ციგა ტრა­სის ბორ­ტს შე­ე­ჯა­ხა. ამის შე­დე­გად იგი ცი­გი­დან ამო­ვარ­და და ტრა­სი­დან მო­შო­რე­ბით ლი­თო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ას შე­ე­ჯა­ხა.

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ვერ­ტმფრე­ნით ის მა­შინ­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. 21 წლის ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

ბორ­ჯომ-ბა­კუ­რი­ა­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტის, მე­უ­ფე სე­რა­ფი­მე ჯო­ჯუ­ას შე­თა­ვა­ზე­ბითsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, ნო­დარ ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლი ბა­კუ­რი­ან­ში შო­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის ეზო­ში დაკ­რძა­ლეს, რო­მე­ლიც ბა­კუ­რი­ა­ნის ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს. აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­საფ­ლა­ოს გვერ­დით მო­მიჯ­ნა­ვე მიწა ეკ­ლე­სი­ას არ ეკუთ­ვნო­და და მი­წის მე­სა­კუთ­რემ თა­ვი­სი­ვე სა­კუთ­რე­ბა­ზე კერ­ძო ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა.

ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე რე­ვაზ კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია მო­ი­ნა­ხუ­ლა და "მთელ კვი­რას­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბაა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია მფლო­ბე­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც. მისი თქმით, უნდა მო­ი­ძებ­ნოს გა­მო­სა­ვა­ლი და მფლო­ბელს შე­სა­ბა­მი­სი მი­წის ნაკ­ვე­თი სხვა ად­გი­ლას გა­და­ე­ცეს. ეს მი­წის ნაკ­ვე­თი კი ეკ­ლე­სი­ის ან პარ­კის ეზოს შე­უ­ერ­თდეს.

"ატ­რაქ­ცი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია, რად­გან მისი მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა არ არ­სე­ბობ­და. რომ ვი­თხო­ვეთ - ვი­ზუ­ა­ლუ­რად რას აკე­თებთ, მა­ნა­ხეთ-მეთ­ქი, ეგეც ვერ მა­ნა­ხეს. ისი­ნი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, რომ ამას სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან შე­თან­ხმე­ბა სჭირ­დე­ბა. მათ ნე­ბარ­თვა უნდა აე­ღოთ ეკო­ნო­მი­კის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­გან და ატ­რაქ­ცი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბა არ­ქი­ტექ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბას­თან უნდა შე­ე­თან­ხმე­ბი­ნათ, რის მე­რეც გა­და­წყდე­ბო­და, რა და რო­გორ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო.

"საფ­ლა­ვის კე­თილ­მო­სა­წყო­ბად ახლა უკვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რაა მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი და იმე­დი გვაქვს, რომ ბა­კუ­რი­ა­ნის რა­ი­ონს მოგ­ვაწ­ვდი­ან იმ­დენ თან­ხას, რომ ამ პარკში ტა­ლა­ხის და გრუნ­ტის გზა აღარ იყოს, ეკ­ლე­სი­ას კი გა­ლა­ვა­ნი ჰქონ­დეს.

"რა თქმა უნდა, ეს სა­პატ­რი­არ­ქოს საქ­მეა, მაგ­რამ ტა­ძარს პა­ტა­რა გა­ლა­ვა­ნი სჭირ­დე­ბა, რად­გან იქ სა­ქო­ნე­ლი შე­დის და ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­აა. თვი­თონ იმ ნაკ­ვე­თის მე­სა­კუთ­რე­საც შუა პარკში უზარ­მა­ზა­რი ჯარ­თის გრო­ვა უგ­დია და ახლა იმა­ზე ვმუ­შა­ობთ, რომ ეს ტე­რი­ტო­რია მო­ვა­სუფ­თა­ოთ. მაგ­რამ მე, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბაა და არა სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა, ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ. შე­იძ­ლე­ბო­და ნო­და­რის სა­ხე­ლო­ბის მე­მო­რი­ა­ლის დად­გმა, მაგ­რამ რად­გან ეს ბიჭი აქ და­ა­საფ­ლა­ვეს, მა­შინ შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რაც უნდა გა­კეთ­დეს, ვი­ნა­ი­დან ბა­კუ­რი­ა­ნის­თვის ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მაა", - გა­ნა­ცხა­და რე­ვაზ კა­ლა­ძემ.

სა­ლო­მე აბუ­ლა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გასართობი ატრაქციონი ტრაგიკულად დაღუპული ოლიმპიელის საფლავზე

გასართობი ატრაქციონი ტრაგიკულად დაღუპული ოლიმპიელის საფლავზე

მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს ცხედრის საგვარეულო სასაფლაოზე გადასვენება აქვს გადაწყვეტილი. ამის შესახებ გარდაცვლილის დედამ, დოდო ხარაზიშვილმა "მთელ კვირასთან" განაცხადა. მისი ცნობით, იმ ადგილზე, სადაც სპორტსმენია დაკრძალული, ადგილობრივი ხელისუფლება გასართობი ატრაქციონების დადგმას გეგმავს.

"ვიცოდი, რომ იქ რაღაც ატრაქციონი უნდა დაედგათ. მიწის მეპატრონემ თავიდანვე ჩამაყენა საქმის კურსში და მითხრა, რომ პატარა ატრაქციონი დაიდგმებოდა. როგორც ჩანს, მანაც არ იცოდა, სინამდვილეში რა უნდა გაეკეთებინათ.

"რომ მივედი, საშინელი სიტუაცია დამხვდა. დავინახეთ როგორ მიმდინარეობდა სამუშაოები, იწყობოდა დიდი კონსტრუქცია, მოყვანილი ჰყავდათ მანქანები. ნამდვილად არ ვიცოდი, ამხელა ატრაქციონის დადგმას რომ გეგმავდნენ. არც ის ვიცი, ვინ აპირებდა ამის გაკეთებას, მაგრამ მე უკვე გადავწყვიტე - მიუხედავად იმისა, ატრაქციონი გაკეთდება თუ არა, მე ჩემი შვილის საფლავის გადატანას იქ, სადაც მისი ბაბუაა დასაფლავებული, მაინც ვაპირებ.

"ადრე თავს ვიკავებდი და ჩემს მეუღლეს ვთხოვდი, რომ ეს არ გაგვეკეთებინა, მაგრამ ახლა გადაწყვეტილი მაქვს, საფლავი უნდა გადავიტანო", - თქვა ნოდარის დედამ და აქვე აღნიშნა, რომ ეკლესიას, რომლის ეზოშიც ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ოლიმპიელი დაასაფლავეს, გალავანი არ აქვს და, შესაბამისად, საფლავისთვის შესაფერისი პირობები იქ არ იყო.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 12 თებერვალს კანადის ქალაქ ვანკუვერში ზამთრის 21-ე ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა.

სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტის, მეუფე სერაფიმე ჯოჯუას შეთავაზებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, ნოდარ ქუმარიტაშვილი ბაკურიანში შობის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს, რომელიც ბაკურიანის ცენტრში მდებარეობს. აღმოჩნდა, რომ სასაფლაოს გვერდით მომიჯნავე მიწა ეკლესიას არ ეკუთვნოდა და მიწის მესაკუთრემ თავისივე საკუთრებაზე კერძო ბიზნესის წამოწყების სურვილი გამოთქვა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რევაზ კალაძემ აღნიშნული ტერიტორია მოინახულა და "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ის კერძო საკუთრებაა და აუცილებელია მფლობელის ინტერესების გათვალისწინებაც. მისი თქმით, უნდა მოიძებნოს გამოსავალი და მფლობელს შესაბამისი მიწის ნაკვეთი სხვა ადგილას გადაეცეს. ეს მიწის ნაკვეთი კი ეკლესიის ან პარკის ეზოს შეუერთდეს.

"ატრაქციონის მშენებლობა შეჩერებულია, რადგან მისი მშენებლობის ნებართვა არ არსებობდა. რომ ვითხოვეთ - ვიზუალურად რას აკეთებთ, მანახეთ-მეთქი, ეგეც ვერ მანახეს. ისინი ინფორმირებულები არ არიან, რომ ამას სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან შეთანხმება სჭირდება. მათ ნებართვა უნდა აეღოთ ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან და ატრაქციონის მშენებლობა არქიტექტურის განყოფილებასთან უნდა შეეთანხმებინათ, რის მერეც გადაწყდებოდა, რა და როგორ გაკეთებულიყო.

"საფლავის კეთილმოსაწყობად ახლა უკვე ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი და იმედი გვაქვს, რომ ბაკურიანის რაიონს მოგვაწვდიან იმდენ თანხას, რომ ამ პარკში ტალახის და გრუნტის გზა აღარ იყოს, ეკლესიას კი გალავანი ჰქონდეს.

"რა თქმა უნდა, ეს საპატრიარქოს საქმეა, მაგრამ ტაძარს პატარა გალავანი სჭირდება, რადგან იქ საქონელი შედის და ანტისანიტარიაა. თვითონ იმ ნაკვეთის მესაკუთრესაც შუა პარკში უზარმაზარი ჯართის გროვა უგდია და ახლა იმაზე ვმუშაობთ, რომ ეს ტერიტორია მოვასუფთაოთ. მაგრამ მე, როგორც სახელმწიფო მოხელე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კერძო საკუთრებაა და არა სახელმწიფო ქონება, ვერაფერს გავაკეთებ. შეიძლებოდა ნოდარის სახელობის მემორიალის დადგმა, მაგრამ რადგან ეს ბიჭი აქ დაასაფლავეს, მაშინ შესაბამისი ინფრასტრუქტურაც უნდა გაკეთდეს, ვინაიდან ბაკურიანისთვის ეს მნიშვნელოვანი თემაა", - განაცხადა რევაზ კალაძემ.

სალომე აბულაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია