სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 ქართველი მოდელი, რომელთაც წარმატებას უცხოეთში მიაღწიეს
4 ქართველი მოდელი, რომელთაც წარმატებას უცხოეთში მიაღწიეს

მო­დის სამ­ყა­რო მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მკაც­რი ბიზ­ნე­სია - ამ სფე­რო­ში გო­გო­ნას ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მიც კი შე­საძ­ლოა, სა­ნა­ნე­ბე­ლი გა­უხ­დეს. მკაც­რი დი­ე­ტა, ფო­ტო­სე­სია, კას­ტინ­გი­დან კას­ტინგზე სი­ა­რუ­ლი, ცნო­ბილ თუ დამ­წყებ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან და ფო­ტოგ­რა­ფებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, პრეს­ტი­ჟულ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან და­დე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტი, ვარ­სკვლა­ვე­ბის გა­რე­მოც­ვა, პო­პუ­ლა­რო­ბა - ეს მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ღირ­სე­ბე­ბი­სა, რო­მე­ლიც მო­დე­ლის კა­რი­ე­რის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რია.

სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა გო­გო­ნა ვერ ახერ­ხებს მო­დე­ლი გახ­დეს, რად­გა­ნაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სი­მაღ­ლე, ან წონა არ უწყობს ხელს. ქარ­თვე­ლი მო­დე­ლე­ბი ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას ახერ­ხე­ბენ, მაგ­რამ ამ­ჯე­რად 4 ქალ­ბა­ტო­ნის შე­სა­ხებ მო­გი­თხრობთ, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლიო ქარ­თვე­ლი ქა­ლის სი­ლა­მა­ზე­ზე აა­ლა­პა­რა­კეს და წარ­მა­ტე­ბას უცხო­ეთ­ში მი­აღ­წი­ეს.

ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი: ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი პა­რიზ­ში მუ­შა­ობს. ფრან­გუ­ლი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს "ელი­სის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ქარ­თვე­ლი ლა­მაზ­მა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­დის კვი­რე­ულ­ზე შე­ნიშ­ნეს და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზეს. ქრის­ტი­ნემ 1-წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტის გას­ვლის შემ­დეგ "ელი­სი­დან" სა­ა­გენ­ტო "სლა­იდ­ში" გა­და­ი­ნაც­ვლა. თუმ­ცა, ვიდ­რე ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი გახ­დე­ბო­და, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის სტუ­დი­ა­ში ცეკ­ვავ­და.

მისი პორ­ტფო­ლიო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია: საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ლონ­დო­ნის შო­უ­რუ­მის­თვის საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რულ და წარ­მა­ტე­ბულ ბერ­ძენ დი­ზა­ი­ნერ­თან მარი კატ­რანტზო­ის­თან ითა­ნამ­შრომ­ლა, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რე­ბი შეს­თა­ვა­ზა - კა­ბებ­სა და კოს­ტუ­მებ­ზე წყალ­ქვე­შა სამ­ყა­რო იყო გა­მო­ტა­ნი­ლი და პერ­ფორ­მან­სმა მო­დის კრი­ტი­კო­სე­ბის­გან და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო. ჩეხ მო­დელ­თან ერ­თად ჟურ­ნალ ONE-ის ფო­ტო­სე­სი­ა­ში გა­და­ი­ღეს. ქრის­ტი­ნე ყვე­ლა მო­დე­ლი­სა და ზო­გა­დად ნე­ბის­მი­ე­რი გო­გო­ნას სა­ოც­ნე­ბო მო­დის სახ­ლთან, "კრის­ტი­ან დი­ორ­თან" თა­ნამ­შრომ­ლობს. მო­დე­ლი Christian Dior Parfume-ს ბოლო ტენ­დენ­ცი­ის მა­კი­აჟს ჟურ­ნა­ლე­ბის­თვის წა­რად­გენს. თა­ნამ­შრომ­ლობს ფრან­გულ მო­დის სახლ "ქლო­ეს­თან" და კოს­მე­ტი­კურ ბრენდ L’Oreal-თან. ქრის­ტი­ნემ სა­ქარ­თვე­ლო წა­რად­გი­ნა "იუ­ნეს­კოს" პრო­ექტ Les Origines de La Beaute-ში, პრო­ექ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ­სა­იტ­ზე lesoriginesdelabeaute.com მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ლა­მაზ­მან­თან ერ­თად მთა­ვარ სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში სწო­რედ ქრის­ტი­ნეს ფო­ტოა ატ­ვირ­თუ­ლი. რამ­დე­ნი­მე თვის წინ ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რის, ალექ­სან­დრ ვო­ტი­ეს სახე გახ­და. ამ­ჟა­მად, სა­ა­გენ­ტო "კრის­ტალ მო­დელ მე­ნე­ჯმენ­ტშია" და­საქ­მე­ბუ­ლი.

სა­ლო­მე ფა­ღა­ვა: სა­ლო­მე ფა­ღა­ვა, ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ქარ­თულ ფილ­მებ­სა და ტე­ლე­სე­რი­ა­ლებ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბით გა­იც­ნო; მარ­თა­ლია სა­ლო­მე მსა­ხი­ო­ბია, მაგ­რამ გა­და­სა­ღებ მო­ე­დანს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფო­ტო­მო­დე­ლის კა­რი­ე­რა ად­ვი­ლად შე­უ­თავ­სა და მისი სი­ლა­მა­ზით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის სიაც გა­ი­ზარ­და;

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ფა­ღა­ვა ჩვენს მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში მი­იწ­ვი­ეს და ერთ-ერთი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ბრენ­დის სახე გახ­და. რო­დე­საც სა­ლო­მე ბა­ქო­ში მოღ­ვა­წე­ობ­და, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­და­ქა­ლა­ქის თით­ქმის ყვე­ლა ქუჩა ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვის ფო­ტო­ე­ბი­თა და ბილ­ბორ­დე­ბით იყო აჭ­რე­ლე­ბუ­ლი.ფო­ტო­გე­ნუ­რი, ეშ­ხი­ა­ნი შავგვრე­მა­ნი გო­გო­ნა აზერ­ბა­ი­ჯან­ში ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რალ აზად შა­ბა­ნო­ვის კლიპ­შიც გა­და­ი­ღეს. ბა­ქო­ში ყოფ­ნი­სას ერთ-ერთ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც შეს­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ენა არ იცო­და, უარი თქვა. სა­ლო­მემ სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი გრა­ფი­კის დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. ის იუ­რისტ ბექა ჭუმ­ბუ­რი­ძე­ზეა გა­თხო­ვი­ლი. წყვილს ვაჟი ან­დრია შე­ე­ძი­ნა.

სა­ლო­მე ჯუ­ღე­ლი: სა­ლო­მემ სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლი­ში" და­ი­წყო. 17 წლის ასაკ­ში პა­რიზ­ში ყოფ­ნი­სას ფრან­გუ­ლი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს "მეტ­რო­პო­ლის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა შე­ნიშ­ნეს და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზეს. გრძელ­ფე­ხე­ბა გო­გო­ნა, რომ­ლის და­ხა­სი­ა­თე­ბი­სას ფო­ტოგ­რა­ფე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მისი გა­რეგ­ნო­ბა ევ­რო­პუ­ლი და აზი­უ­რი შტრი­ხე­ბის ნა­ზა­ვია "მეტ­რო­პო­ლის" პირ­ვე­ლი­ვე კას­ტინგზე აიყ­ვა­ნეს. პა­რიზ­ში პირ­ველ ჩვე­ნე­ბა­ზე პო­დი­უმ­ზე სა­ქორ­წი­ნო კა­ბე­ბი წა­რად­გი­ნა. ჩვე­ნე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ლი­ბა­ნე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ელი სა­ა­ბი და ნიუ-იორკში მოღ­ვა­წე ამე­რი­კე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ვერა ვონ­გი. რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­ლო­მეს 2 ფოტო ჟურ­ნალ Vogue-ს ფრან­გუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­მო­ცე­მის ვებგ­ვერ­დზე - vogue.fr-ზე და­ი­ბეჭ­და. სა­ლო­მე ფრან­გი სტი­ლის­ტის, ლა­უ­რენტ ფი­ლი­პო­ნის ვარ­ცხნი­ლო­ბით პო­ზი­რებს. ფო­ტო­ე­ბი ფი­ლი­პო­ნის წიგნ­ში "თმა: მოდა და ფან­ტა­ზია" შე­ვი­და. სა­ლო­მე კა­ლათ­ბურ­თელ თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ა­ზეა გა­თხო­ვი­ლი.

ანუ­კი არე­ში­ძე: ანუ­კი არე­ში­ძე ვიდ­რე სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში ჩა­ერ­თვე­ბო­და,

"სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში" ცეკ­ვავ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ამ­სა­ში" მი­ვი­და, ხოლო ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა 17 წლის ასაკ­ში მო­დის დე­და­ქა­ლაქ პა­რიზ­ში აიხ­დი­ნა - ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა სა­მო­დე­ლო სახ­ლში "მად­მა­ზე­ლი" აიყ­ვა­ნეს. ის ფრან­გი ფო­ტოგ­რა­ფე­ბის მუზა იყო. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ მი­ლან­ში გა­ემ­გზავ­რა, რად­გა­ნაც სა­ა­გენ­ტო Elite-სგან მი­ი­ღო მოწ­ვე­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და ამ­ჟა­მად ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახი კა­ლა­ძე გა­იც­ნო. დღეს წყვილს 3 ვაჟი ჰყავს. ანუ­კიმ სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა მი­ა­ტო­ვა, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბულ დი­ზა­ი­ნე­რად იქცა. მი­ლან­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­ში Insituto Marangoni დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა და თუ მა­ნამ­დე პო­დი­უმ­ზე სხვის შექ­მნილ კო­ლექ­ცი­ას წა­რად­გენ­და, ახლა სა­კუ­თარ ხაზს ქმნის. ჯერ იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტან­დე­მი ANOUKI BICHOLA, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც დი­ზა­ი­ნერ ბი­ჭო­ლა თეთ­რა­ძი­სა და ანუ­კის გზე­ბი გა­ი­ყა­რა, არე­ში­ძემ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბრენ­დი ANOUKI და­ა­ფუძნა.

ანუ­კიმ 22 ნო­ემ­ბერს კი­ევ­ში ახა­ლი კო­ლექ­ცია ANOUKI S/S 2014 Fashion Show წა­რად­გი­ნა. ჩვე­ნე­ბა­ში ცნო­ბი­ლი სუ­პერ­მო­დე­ლი, პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს სა­ცო­ლე ირი­ნა შე­ი­კი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. კო­ლექ­ცი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი კოს­ტუ­მი სწო­რედ ირი­ნა შე­იკ­მა მო­ირ­გო. დი­ზა­ი­ნერ­მა ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მა­ღა­ზია კი­ევ­ში გახ­სნა, სა­მო­მავ­ლოდ კი მა­ღა­ზი­ის გახ­სნას გეგ­მავს თბი­ლის­შიც. ანუ­კი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ ქალს შე­უძ­ლია ერ­თდრო­უ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და ოჯა­ხი ჰქონ­დეს.

ეკა­ტე­რი­ნე ცი­ცხვა­ია, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

4 ქართველი მოდელი, რომელთაც წარმატებას უცხოეთში მიაღწიეს

4 ქართველი მოდელი, რომელთაც წარმატებას უცხოეთში მიაღწიეს

მოდის სამყარო მსოფლიოში ყველაზე მკაცრი ბიზნესია - ამ სფეროში გოგონას ზედმეტი კილოგრამიც კი შესაძლოა, სანანებელი გაუხდეს. მკაცრი დიეტა, ფოტოსესია, კასტინგიდან კასტინგზე სიარული, ცნობილ თუ დამწყებ დიზაინერებთან და ფოტოგრაფებთან თანამშრომლობა, პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოებთან დადებული კონტრაქტი, ვარსკვლავების გარემოცვა, პოპულარობა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ღირსებებისა, რომელიც მოდელის კარიერის მთავარი ფაქტორია.

სამწუხაროდ, ყველა გოგონა ვერ ახერხებს მოდელი გახდეს, რადგანაც ხშირ შემთხვევაში სიმაღლე, ან წონა არ უწყობს ხელს. ქართველი მოდელები ადგილობრივ ბაზარზე წარმატების მიღწევას ახერხებენ, მაგრამ ამჯერად 4 ქალბატონის შესახებ მოგითხრობთ, რომლებმაც მსოფლიო ქართველი ქალის სილამაზეზე აალაპარაკეს და წარმატებას უცხოეთში მიაღწიეს. 

ქრისტინე ძიძიგური: ქართველი მოდელი ქრისტინე ძიძიგური პარიზში მუშაობს. ფრანგული სამოდელო სააგენტოს "ელისის" წარმომადგენლებმა ქართველი ლამაზმანი საქართველოს მოდის კვირეულზე შენიშნეს და თანამშრომლობა შესთავაზეს. ქრისტინემ 1-წლიანი კონტრაქტის გასვლის შემდეგ "ელისიდან" სააგენტო "სლაიდში" გადაინაცვლა. თუმცა, ვიდრე ცნობილი მოდელი გახდებოდა, სკოლის დამთავრების შემდეგ სუხიშვილების სტუდიაში ცეკვავდა.

მისი პორტფოლიო მრავალფეროვანია: საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ლონდონის შოურუმისთვის საკმაოდ პოპულარულ და წარმატებულ ბერძენ დიზაინერთან მარი კატრანტზოისთან ითანამშრომლა, რომელმაც საზოგადოებას საინტერესო ნამუშევრები შესთავაზა - კაბებსა და კოსტუმებზე წყალქვეშა სამყარო იყო გამოტანილი და პერფორმანსმა მოდის კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება მიიღო. ჩეხ მოდელთან ერთად ჟურნალ ONE-ის ფოტოსესიაში გადაიღეს. ქრისტინე ყველა მოდელისა და ზოგადად ნებისმიერი გოგონას საოცნებო მოდის სახლთან, "კრისტიან დიორთან" თანამშრომლობს. მოდელი Christian Dior Parfume-ს ბოლო ტენდენციის მაკიაჟს ჟურნალებისთვის წარადგენს. თანამშრომლობს ფრანგულ მოდის სახლ "ქლოესთან" და კოსმეტიკურ ბრენდ L’Oreal-თან. ქრისტინემ საქართველო წარადგინა "იუნესკოს" პროექტ Les Origines de La Beaute-ში, პროექტის ოფიციალურ ვებსაიტზე lesoriginesdelabeaute.com მსოფლიოს რამდენიმე ლამაზმანთან ერთად მთავარ სარეკლამო რგოლში სწორედ ქრისტინეს ფოტოა ატვირთული. რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდა დიზაინერის, ალექსანდრ ვოტიეს სახე გახდა. ამჟამად, სააგენტო "კრისტალ მოდელ მენეჯმენტშია" დასაქმებული.

სალომე ფაღავა: სალომე ფაღავა, ქართველმა მაყურებელმა ქართულ ფილმებსა და ტელესერიალებში შესრულებული როლებით გაიცნო; მართალია სალომე მსახიობია, მაგრამ გადასაღებ მოედანს წარმატებული ფოტომოდელის კარიერა ადვილად შეუთავსა და მისი სილამაზით აღფრთოვანებული თაყვანისმცემლების სიაც გაიზარდა;

რამდენიმე წლის წინ ფაღავა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, აზერბაიჯანში მიიწვიეს და ერთ-ერთი აზერბაიჯანული ბრენდის სახე გახდა. როდესაც სალომე ბაქოში მოღვაწეობდა, აზერბაიჯანის დედაქალაქის თითქმის ყველა ქუჩა ქართველი ვარსკვლავის ფოტოებითა და ბილბორდებით იყო აჭრელებული. ფოტოგენური, ეშხიანი შავგვრემანი გოგონა აზერბაიჯანში ახალგაზრდა მომღერალ აზად შაბანოვის კლიპშიც გადაიღეს. ბაქოში ყოფნისას ერთ-ერთ ფილმში მონაწილეობაც შესთავაზეს, მაგრამ ვინაიდან აზერბაიჯანული ენა არ იცოდა, უარი თქვა. სალომემ სამხატვრო აკადემიაში კომპიუტერული გრაფიკის დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. ის იურისტ ბექა ჭუმბურიძეზეა გათხოვილი. წყვილს ვაჟი ანდრია შეეძინა.

სალომე ჯუღელი: სალომემ სამოდელო კარიერა სააგენტო "ნატალიში" დაიწყო. 17 წლის ასაკში პარიზში ყოფნისას ფრანგული სამოდელო სააგენტოს "მეტროპოლის" წარმომადგენლებმა შენიშნეს და თანამშრომლობა შესთავაზეს. გრძელფეხება გოგონა, რომლის დახასიათებისას ფოტოგრაფები ამბობენ, რომ მისი გარეგნობა ევროპული და აზიური შტრიხების ნაზავია "მეტროპოლის" პირველივე კასტინგზე აიყვანეს. პარიზში პირველ ჩვენებაზე პოდიუმზე საქორწინო კაბები წარადგინა. ჩვენებაში მონაწილეობდნენ ლიბანელი დიზაინერი ელი სააბი და ნიუ-იორკში მოღვაწე ამერიკელი დიზაინერი ვერა ვონგი. რამდენიმე თვის წინ სალომეს 2 ფოტო ჟურნალ Vogue-ს ფრანგულენოვანი გამოცემის ვებგვერდზე - vogue.fr-ზე დაიბეჭდა. სალომე ფრანგი სტილისტის, ლაურენტ ფილიპონის ვარცხნილობით პოზირებს. ფოტოები ფილიპონის წიგნში "თმა: მოდა და ფანტაზია" შევიდა. სალომე კალათბურთელ თორნიკე შენგელიაზეა გათხოვილი.

ანუკი არეშიძე: ანუკი არეშიძე ვიდრე სამოდელო ბიზნესში ჩაერთვებოდა,

"სუხიშვილებში" ცეკვავდა. მოგვიანებით სამოდელო სააგენტო "ამსაში" მივიდა, ხოლო ბავშვობის ოცნება 17 წლის ასაკში მოდის დედაქალაქ პარიზში აიხდინა - ქართველი გოგონა სამოდელო სახლში "მადმაზელი" აიყვანეს. ის ფრანგი ფოტოგრაფების მუზა იყო. რამდენიმე თვის შემდეგ მილანში გაემგზავრა, რადგანაც სააგენტო Elite-სგან მიიღო მოწვევა. მოგვიანებით ცნობილი ფეხბურთელი და ამჟამად ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე გაიცნო. დღეს წყვილს 3 ვაჟი ჰყავს. ანუკიმ სამოდელო კარიერა მიატოვა, მაგრამ წარმატებულ დიზაინერად იქცა. მილანში უნივერსიტეტში Insituto Marangoni დიზაინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და თუ მანამდე პოდიუმზე სხვის შექმნილ კოლექციას წარადგენდა, ახლა საკუთარ ხაზს ქმნის. ჯერ იყო წარმატებული ტანდემი ANOUKI BICHOLA, მაგრამ მას შემდეგ, რაც დიზაინერ ბიჭოლა თეთრაძისა და ანუკის გზები გაიყარა, არეშიძემ დამოუკიდებელი ბრენდი ANOUKI დააფუძნა.

ანუკიმ 22 ნოემბერს კიევში ახალი კოლექცია ANOUKI S/S 2014 Fashion Show წარადგინა. ჩვენებაში ცნობილი სუპერმოდელი, პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს საცოლე ირინა შეიკი მონაწილეობდა. კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კოსტუმი სწორედ ირინა შეიკმა მოირგო. დიზაინერმა ამავე სახელწოდების მაღაზია კიევში გახსნა, სამომავლოდ კი მაღაზიის გახსნას გეგმავს თბილისშიც. ანუკი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქალს შეუძლია ერთდროულად წარმატებული კარიერა და ოჯახი ჰქონდეს.

ეკატერინე ციცხვაია, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება