მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ რა აჩუქა სახელმწიფო უწყებებს ბოლო 5 წლის მანძილზე
ვინ რა აჩუქა სახელმწიფო უწყებებს ბოლო 5 წლის მანძილზე

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "ადა­მი­ა­ნი, კა­ნო­ნი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა" 2008-2012 წლებ­ში სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის­თვის ნა­ჩუ­ქა­რი უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ნა­ჩუ­ქა­რი ქო­ნე­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 5 565 756,73 აშშ დო­ლა­რი და 25 338 041,86 ლარი შე­ად­გი­ნა.

კვლე­ვა 1700 ფურ­ცელს მო­ი­ცავს, თუმ­ცა მას­ში სა­მი­ნის­ტროს­თვის ნა­ჩუ­ქა­რი ქო­ნე­ბის ოდე­ნო­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია. სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ქვე­ყა­ნა­ში კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი იდგა, 2008 წლის იან­ვრი­დან 2012 წლის ივ­ლი­სის ჩათ­ვლით, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ 322 820 983,62 ლა­რის და 3 097 231,00 აშშ დო­ლა­რის უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა მი­ი­ღო სა­ჩუქ­რად. აქე­დან მას 9 249 034,79 ლა­რის და 2 736 331 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­და­ე­ცა.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ადა­მი­ა­ნი, კა­ნო­ნი, თა­ვი­სუფ­ლე­ბას" ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რის, გი­ორ­გი მღვდე­ლა­ძის თქმით, კვლე­ვის ფარ­გლებ­ში ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მი­ა­წო­და ყვე­ლა იმ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის ას­ლე­ბი და სხვა დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებს სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან სა­მი­ნის­ტროს­თვის ქო­ნე­ბის უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ცე­მას.

მჩუ­ქე­ბელ კომ­პა­ნი­ებ­ში გვხვდე­ბა ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბი "ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი", "მათე მო­ტორ­სი", "გუდ­ვი­ლი", "ირაო", "იბე­რია ავტო" და მრა­ვა­ლი სხვა. მათ მიერ ნა­ჩუ­ქა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 3 585 558 ლარს და 2 615 831 აშშ დო­ლარს შე­ად­გენს.

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი­დან ასე­ვე ირ­კვე­ვა, რომ სა­მი­ნის­ტროს, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­და­ე­ცე­მო­და მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წი­ლე­ბი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც რა­ტომ­ღაც თა­რი­ღე­ბის მი­ხედ­ვი­თაც კი ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს.

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ ნო­ტე­ბის ახა­ლი კრე­ბუ­ლი და 4600 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ელექტრო პი­ა­ნი­ნო ქუ­თა­ი­სის სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელს გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში გა­დას­ცა, თა­ვად სა­მი­ნის­ტრომ კი ეს ინ­ვენ­ტა­რი ასე­ვე სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო. ეს ატ­რი­ბუ­ტი­კა ქუ­თა­ი­სის გარ­და მცხე­თის, გო­რი­სა და ფო­თის სკო­ლებს გა­და­ე­ცა სა­ჩუქ­რად. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი ატ­რი­ბუ­ტე­ბის სა­მი­ნის­ტროს გავ­ლით სკო­ლე­ბის­თვის გა­და­ცე­მა ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო.

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გარ­და, 2013 წელს კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის­გან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროც და­სა­ჩუქრდა. მას კომ­პა­ნია "იბე­რია ავ­ტო­ცენ­ტრის­გან " 33 ათა­სი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნა აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

2012 წელს სა­მი­ნის­ტრო­ებ­მა კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის­გან სულ 46 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ოდე­ნო­ბის ქო­ნე­ბა მი­ი­ღეს, რაც 2013 წლის მო­ნა­ცე­მე­ბის­გან მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა. 2013 წელს გა­და­ცე­მუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 53 554 86 ლა­რია.

"ადა­მი­ა­ნი, კა­ნო­ნი, თა­ვი­სუფ­ლე­ბას" ცნო­ბით, მათ ხელთ აქვთ მო­ნა­ცე­მე­ბი ისე­თი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არაა, ასე­ვე დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, არ­სე­ბობს სა­ეჭ­ვო გა­რი­გე­ბე­ბი, რაც შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის რე­ა­გი­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

"ადა­მი­ა­ნი, კა­ნო­ნი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა" უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში წარ­მო­ად­გენს კვლე­ვას, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად იქ­ნე­ბა მო­ცე­მუ­ლი ყვე­ლა უწყე­ბის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი ქო­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და ის კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფიქ­სირ­დე­ბი­ან მჩუ­ქებ­ლე­ბად.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ვინ რა აჩუქა სახელმწიფო უწყებებს ბოლო 5 წლის მანძილზე

ვინ რა აჩუქა სახელმწიფო უწყებებს ბოლო 5 წლის მანძილზე

არასამთავრობო ორგანიზაციამ "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" 2008-2012 წლებში სამინისტროებისთვის ნაჩუქარი უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ რამდენიმეთვიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 5 565 756,73 აშშ დოლარი და 25 338 041,86 ლარი შეადგინა.

კვლევა 1700 ფურცელს მოიცავს, თუმცა მასში სამინისტროსთვის ნაჩუქარი ქონების ოდენობამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის ქვეყანაში კრიზისული პერიოდი იდგა, 2008 წლის იანვრიდან 2012 წლის ივლისის ჩათვლით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 322 820 983,62 ლარის და 3 097 231,00 აშშ დოლარის უძრავ-მოძრავი ქონება მიიღო საჩუქრად. აქედან მას 9 249 034,79 ლარის და 2 736 331 აშშ დოლარის ღირებულების ავტომანქანა გადაეცა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" ფინანსური მენეჯერის, გიორგი მღვდელაძის თქმით, კვლევის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ორგანიზაციას მიაწოდა ყველა იმ ხელშეკრულებების ასლები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს სხვადასხვა კომპანიების მხრიდან სამინისტროსთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემას.

მჩუქებელ კომპანიებში გვხვდება ცნობილი ბრენდები "ტოიოტა ცენტრი თბილისი", "მათე მოტორსი", "გუდვილი", "ირაო", "იბერია ავტო" და მრავალი სხვა. მათ მიერ ნაჩუქარი ავტომანქანების ღირებულება 3 585 558 ლარს და 2 615 831 აშშ დოლარს შეადგენს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზაციისთვის მიწოდებული მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ სამინისტროს, ნაციონალური მოძრაობის მართველობის პერიოდში გადაეცემოდა მილიონობით ლარის ღირებულების წილები სხვადასხვა კომპანიებში, რომლებიც რატომღაც თარიღების მიხედვითაც კი ემთხვევა ერთმანეთს.

კულტურის სამინისტრომ ნოტების ახალი კრებული და 4600 ლარის ღირებულების ელექტრო პიანინო ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელს გასული წლის მაისში გადასცა, თავად სამინისტრომ კი ეს ინვენტარი ასევე საჩუქრად მიიღო. ეს ატრიბუტიკა ქუთაისის გარდა მცხეთის, გორისა და ფოთის სკოლებს გადაეცა საჩუქრად. კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ მუსიკალური ატრიბუტების სამინისტროს გავლით სკოლებისთვის გადაცემა ქართულ-გერმანული ასოციაციის ინიციატივა იყო.

კულტურის სამინისტროს გარდა, 2013 წელს კერძო კომპანიებისგან შინაგან საქმეთა სამინისტროც დასაჩუქრდა. მას კომპანია "იბერია ავტოცენტრისგან " 33 ათასი ლარის ღირებულების ავტომანქანა აქვს მიღებული.

2012 წელს სამინისტროებმა კერძო კომპანიებისგან სულ 46 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ქონება მიიღეს, რაც 2013 წლის მონაცემებისგან მკვეთრად განსხვავდება. 2013 წელს გადაცემული საჩუქრების ღირებულება 53 554 86 ლარია.

"ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" ცნობით, მათ ხელთ აქვთ მონაცემები ისეთი ქონების შესახებ, რომლის ღირებულება ხელშეკრულებაში მითითებული არაა, ასევე დოკუმენტაციის მიხედვით, არსებობს საეჭვო გარიგებები, რაც შესაბამისი უწყებების რეაგირებას საჭიროებს.

"ადამიანი, კანონი, თავისუფლება" უახლოეს მომავალში წარმოადგენს კვლევას, სადაც დეტალურად იქნება მოცემული ყველა უწყებისთვის გადაცემული ქონებების შესახებ ინფორმაცია, მათი ღირებულება და ის კომპანიები, რომლებიც ფიქსირდებიან მჩუქებლებად.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა