სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უშლის ხელს პირადი ცხოვრების აწყობაში ნინო შავგულიძეს
რა უშლის ხელს პირადი ცხოვრების აწყობაში ნინო შავგულიძეს

მსა­ხი­ო­ბი ნინო შავ­გუ­ლი­ძე სე­რი­ალ­ში "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" ეჭ­ვი­ა­ნი თა­მუ­ნას როლს თა­მა­შობს. თურ­მე ნი­ნოს ეს თვი­სე­ბა რე­ა­ლუ­რა­დაც ჰქო­ნია, თუმ­ცა, თა­მუ­ნას­გან გან­სხვა­ვე­ბით, ეჭ­ვი­ა­ნო­ბას არ გა­მო­ხა­ტავს და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ამით სა­კუ­თარ თავს ან­გრევს. ნინო ძა­ლი­ან ხა­ლი­სი­ა­ნი და ენერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ რო­დე­საც შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, ხა­სი­ა­თი ეც­ვლე­ბა...

- თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რში მოვ­ხვდი და დღემ­დე იქ ვმუ­შა­ობ. პა­რა­ლე­ლუ­რად, ერთ-ერთ რა­დი­ო­სად­გურ­ში მუ­სი­კა­ლურ გა­და­ცე­მას ვუ­ძღვე­ბი, ასე­ვე ვმოღ­ვა­წე­ობ მე­დი­ა­თე­კა-ში, შა­ბათ-კვი­რას ბავ­შვე­ბის­თვის ვკი­თხუ­ლობ­დი ზღაპ­რებს, წიგ­ნებს და გა­და­ცე­მაც მიმ­ყავ­და მუ­სი­კა­ლურ არხზე, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც სე­რი­ალ­ში დავ­კავ­დი, დრო აღარ მრჩე­ბო­და და რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხურს ჩა­მოვ­შორ­დი. თუმ­ცა არა თე­ატრს და რა­დი­ოს, რად­გან ამის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლია.

- ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა გქო­ნი­ათ..

- კი, ზედ­მე­ტად დატ­ვირ­თუ­ლიც კი, მაგ­რამ ამის გამო არას­დროს ვწუ­წუ­ნებ, არ ვამ­ბობ, და­ვი­ღა­ლე-მეთ­ქი, რად­გან ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ვარ და საქ­მე რომ არ მაქვს, იმ პე­რი­ოდ­ში სა­შინ­ლად დეპ­რე­სი­უ­ლი ვხდე­ბი, ამი­ტომ მირ­ჩევ­ნია, მქონ­დეს ბევ­რი საქ­მე, ვიყო დაღ­ლი­ლი და რიტ­მი არ და­ვაგ­დო.

- რაც შე­ე­ხე­ბა სე­რი­ალს, რო­მელ­მაც შე­ი­წი­რა თქვე­ნი რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხუ­რი, გვი­თხა­რით, რო­გორ შე­გარ­ჩი­ეს ამ როლ­ზე?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, სე­რი­ალ­ში მოხ­ვედ­რა ძა­ლი­ან მინ­დო­და, ყო­ველ­თვის მქონ­და "ღა­მის შოუს სტუ­დი­ას­თან" მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი, რად­გან იქ მარ­თლა ოჯა­ხუ­რი სი­ტუ­ა­ცია და კარ­გი კო­ლექ­ტი­ვია. რო­დე­საც ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბო­და, ყო­ველ­თვის მე­ძახ­დნენ კას­ტინგზე, გავ­დი­ო­დი ყვე­ლა ეტაპს, პი­ლო­ტის ჩა­წე­რა­ზეც კი ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ არ მიყ­ვან­დნენ, რად­გან ან მე ვერ ვერ­გე­ბო­დი როლს, ან რა­ღაც არ გა­მო­დი­ო­და ისე, რო­გორც მინ­დო­და და ვერ ვრჩე­ბო­დი მათ­თან ერ­თად. ბო­ლოს კი ზა­ფხულ­ში და­მი­კავ­შირ­დნენ, გა­ვი­ა­რე კას­ტინ­გი და რო­გორც იქნა, მო­ვირ­გე როლი. არა­და, ერთ-ერთი პრო­დი­უ­სე­რი მე­უბ­ნე­ბო­და, იმ­დენ­ჯერ იყა­ვი კას­ტინგზე და არ აგიყ­ვა­ნეთ, რომ უკვე მრცხვე­ნო­და შენ­თან და­კავ­ში­რე­ბის, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც და­გი­რე­კე­თო და რო­გორც ხე­დავთ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს გმირს და მას­თან მსგავ­სე­ბას, უნდა გი­თხრათ, რომ თა­მუ­ნა­სა­ვით ეჭ­ვი­ა­ნი ვარ, გუ­შინ კი­დევ ერთხელ და­ვუ­დას­ტუ­რე ეს ჩემს თავს, მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბა ისაა, რომ ჩემი გმი­რი გა­მო­ხა­ტავს ეჭ­ვი­ა­ნო­ბას, მე კი არა, ყო­ველ­თვის ვმა­ლავ ამ ჩემს გუ­ლის­ტკი­ვილს, კი­დევ ის გვაქვს სა­ერ­თო, რომ ორი­ვეს ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ახა­ლი წელი.

- ეჭ­ვი­ა­ნი ხართ პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თუ ზო­გა­დად ყვე­ლას­თან მი­მარ-თე­ბით?

- მე­გობ­რე­ბის მი­მართ არა, პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და, რა თქმა უნდა, ეს ხელს მიშ­ლის. ჩემი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ამას არას­დროს და­უნ­გრე­ვია, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად ჩემს თავს ვან­გრევ, რის გა­მოც ბევრ პრობ­ლე­მას ვა­წყდე­ბი, მერე ეს პა­ტარ-პა­ტა­რა პრობ­ლე­მე­ბი და წვრილ­მა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ემა­ტე­ბა და ბო­ლოს მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი ინ­გრე­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა, ჩემი მძი­მე ხა­სი­ა­თი იყოს ურ­თი­ერ­თო­ბის დან­გრე­ვის მი­ზე­ზი.

- ე.ი. სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­გიც­დი­ათ, ნინო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა..

- კი, ვყო­ფილ­ვარ და მიყ­ვარს, როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა უშლის ხელს პირადი ცხოვრების აწყობაში ნინო შავგულიძეს

რა უშლის ხელს პირადი ცხოვრების აწყობაში ნინო შავგულიძეს

მსახიობი ნინო შავგულიძე სერიალში "ჩვენი ამბავი" ეჭვიანი თამუნას როლს თამაშობს. თურმე ნინოს ეს თვისება რეალურადაც ჰქონია, თუმცა, თამუნასგან განსხვავებით, ეჭვიანობას არ გამოხატავს და როგორც თავად ამბობს, ამით საკუთარ თავს ანგრევს. ნინო ძალიან ხალისიანი და ენერგიული ადამიანია, მაგრამ როდესაც შეყვარებულია, ხასიათი ეცვლება...

- თეატრალური უნივერსიტეტის დასრულებისთანავე სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოვხვდი და დღემდე იქ ვმუშაობ. პარალელურად, ერთ-ერთ რადიოსადგურში მუსიკალურ გადაცემას ვუძღვები, ასევე ვმოღვაწეობ მედიათეკა-ში, შაბათ-კვირას ბავშვებისთვის ვკითხულობდი ზღაპრებს, წიგნებს და გადაცემაც მიმყავდა მუსიკალურ არხზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც სერიალში დავკავდი, დრო აღარ მრჩებოდა და რამდენიმე სამსახურს ჩამოვშორდი. თუმცა არა თეატრს და რადიოს, რადგან ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.

- ძალიან დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება გქონიათ..

- კი, ზედმეტად დატვირთულიც კი, მაგრამ ამის გამო არასდროს ვწუწუნებ, არ ვამბობ, დავიღალე-მეთქი, რადგან ცხოვრებაში ძალიან აქტიური ვარ და საქმე რომ არ მაქვს, იმ პერიოდში საშინლად დეპრესიული ვხდები, ამიტომ მირჩევნია, მქონდეს ბევრი საქმე, ვიყო დაღლილი და რიტმი არ დავაგდო.

- რაც შეეხება სერიალს, რომელმაც შეიწირა თქვენი რამდენიმე სამსახური, გვითხარით, როგორ შეგარჩიეს ამ როლზე?

- სიმართლე გითხრათ, სერიალში მოხვედრა ძალიან მინდოდა, ყოველთვის მქონდა "ღამის შოუს სტუდიასთან" მუშაობის სურვილი, რადგან იქ მართლა ოჯახური სიტუაცია და კარგი კოლექტივია. როდესაც ცვლილებები ხდებოდა, ყოველთვის მეძახდნენ კასტინგზე, გავდიოდი ყველა ეტაპს, პილოტის ჩაწერაზეც კი ვყოფილვარ, მაგრამ საბოლოოდ არ მიყვანდნენ, რადგან ან მე ვერ ვერგებოდი როლს, ან რაღაც არ გამოდიოდა ისე, როგორც მინდოდა და ვერ ვრჩებოდი მათთან ერთად. ბოლოს კი ზაფხულში დამიკავშირდნენ, გავიარე კასტინგი და როგორც იქნა, მოვირგე როლი. არადა, ერთ-ერთი პროდიუსერი მეუბნებოდა, იმდენჯერ იყავი კასტინგზე და არ აგიყვანეთ, რომ უკვე მრცხვენოდა შენთან დაკავშირების, მაგრამ ბოლოს მაინც დაგირეკეთო და როგორც ხედავთ, წარმატებული აღმოჩნდა.

რაც შეეხება ჩემს გმირს და მასთან მსგავსებას, უნდა გითხრათ, რომ თამუნასავით ეჭვიანი ვარ, გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურე ეს ჩემს თავს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ჩემი გმირი გამოხატავს ეჭვიანობას, მე კი არა, ყოველთვის ვმალავ ამ ჩემს გულისტკივილს, კიდევ ის გვაქვს საერთო, რომ ორივეს ძალიან გვიყვარს ახალი წელი.

- ეჭვიანი ხართ პირად ურთიერთობაში თუ ზოგადად ყველასთან მიმარ-თებით?

- მეგობრების მიმართ არა, პირად ურთიერთობაში და, რა თქმა უნდა, ეს ხელს მიშლის. ჩემი ურთიერთობები ამას არასდროს დაუნგრევია, მაგრამ შინაგანად ჩემს თავს ვანგრევ, რის გამოც ბევრ პრობლემას ვაწყდები, მერე ეს პატარ-პატარა პრობლემები და წვრილმანები ერთმანეთს ემატება და ბოლოს მაინც ყველაფერი ინგრევა. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ჩემი მძიმე ხასიათი იყოს ურთიერთობის დანგრევის მიზეზი.

- ე.ი. სიყვარული გამოგიცდიათ, ნინო შეყვარებული ყოფილა..

- კი, ვყოფილვარ და მიყვარს, როცა შეყვარებული ვარ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება